საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 1 ოქტომბერს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#1-15254/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📜 ტექსტი

წერილი
1300-01-07-2-202311291616 №01-07/1300 29/11/2023 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ, 2023 წლის 1 ოქტომბერს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების ანგარიშს. დანართი: 70 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კალანდარიშვილი კომისიის თავმჯდომარე .
ანგარიში
2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების ანგარიში (2 აგვისტო – 9 ოქტომბერი) 2023 სარჩევი 04 06 შესავალი მოკლე აღწერა 12 14 I. არჩევნების სამართლებრივი II. საარჩევნო პროცესში განხორციელებული 22 41 III. საქართველოს საარჩევნო IV. საარჩევნო რეგისტრაციები 47 48 V. ამომრჩეველთა ერთიანი სია VI. საინფორმაციო კამპანია 55 56 VII. საარჩევნო ბიულეტენების VIII. კენჭისყრის დღე 58 60 IX. არჩევნების შედეგების X. განცხადებები, საჩივრები და 62 63 XI. საარჩევნო პროცესის ფინანსური და დანართები უზრუნველყოფა ადმინისტრაცია ბეჭდვა შეჯამება მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა ძირითადი სიახლეები საარჩევნო დავები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების (2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები) ანგარიშს. 2023 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგად ამომრჩევლებმა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა საარჩევნო პროცესი კანონმდებლობისა და შესაბამისი ვადების სრული დაცვით, ტრადიციულად, გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე წარმართა. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის საქართველოს არჩევნების ისტორიაში, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მოდერნიზების – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. 2018 წლიდან დღემდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული აპარატურა ფართო მასშტაბით მეორედ, ხოლო, საერთო ჯამში, მერვედ გამოიყენა. ჩატარებულმა საპილოტე პროექტებმა დაადასტურა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ პროცესის მართვა უმჯობესდება, იხვეწება და ვითარდება. მოდერნიზებულ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები და საქმიანობა საერთაშორისო „კარგი პრაქტიკის“ შესწავლას, წინა წლებში საპილოტე პროექტების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს ეფუძნებოდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა მოდერნიზებული არჩევნებისთვის. პროცესის წარმატებით წარმართვაში წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, აღსანიშნავია მედიის როლი, რადგან მედიასაშუალებებმა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს გააშუქეს საარჩევნო პროცესები და ხელი შეუწყვეს ამომრჩეველთა ინფორმირებას. 4 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრაში ელექტრონული აპარატების გამოყენების საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც სწორედ ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ლოგიკური შედეგი იყო. კამპანიის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამომრჩევლებმა მარტივად მიიღეს მონაწილეობა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ კენჭისყრის პროცესში. ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ, როგორც სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა ხელი შეუწყო საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიული უნარების განვითარებას, კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად გამოყენებასა და ამომრჩეველთა პროფესიულ დონეზე მომსახურებას. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი გარდატეხა და პროგრესი შეიტანეს საარჩევნო პროცესში. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მათ შორის აღსანიშნავია, ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცედურების გამარტივება, დაზღვეული ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგების არჩევნების ისტორიაში უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში გამოცხადება. მიღებული შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის ოქტომბერში გასამართ არჩევნებს საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით, პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს. საარჩევნო ადმინისტრაციას დაწყებული აქვს მუშაობა ამ მიმართულებით, კერძოდ, ცესკომ უკვე განსაზღვრა ის უბნები, სადაც ჩატარდება მოდერნიზებული არჩევნები და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი შეძლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, ფაქტობრივად წელიწადნახევრით ადრე, ჩართულ მხარეებს ექნებათ 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადების შესაძლებლობა. 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და ამომრჩევლებმა ერთად უნდა შეუწყონ ხელი, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. 5 მოკლე აღწერა 2023 წლის 2 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, გიორგი ხოჯევანიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის1 გამო, ცესკომ დანიშნა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.2 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ უტიაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო3, ცესკომ დანიშნა თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები.4 ორივე ტიპის არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 1 ოქტომბერი. 2023 წლის 2 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ცესკომ მიიღო შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები. საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი წარმართა დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად.5 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გახსნილი იყო 133 საარჩევნო უბანი, აქედან, ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 მოდერნიზებულ საარჩევნო უბანზე ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელებული ცვლილებები გულისხმობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვას და მოდერნიზებულ არჩევნებში ამომრჩეველთა არანაკლებ 70 პროცენტის მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა, ცესკოს გადაწყვეტილებით ელექტრონული საშუალებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3-მა პროცენტმა მიიღო. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე და 2024 წელს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ცესკოსთან კოორდინაციით გაიმართა კონსოლიდირებული ტენდერი საარჩევნო ელექტრონული აპარატების შესყიდვის მიზნით, რომელშიც გაიმარჯვა საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკმა“. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება.6 1. 2. 3. 4. 5. 6. 6 საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №2600 – XI მს-Xმპ დადგენილება. ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №151/2023 განკარგულება იხილეთ დანართში (1). გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 ივნისის №გ-91.9123163001 განკარგულება. ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №152/2023 განკარგულება იხილეთ დანართში (2). ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №163/2023 და №164/2023 განკარგულებები. კომპანია „სმარტმატიკს“ განხორციელებული აქვს პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა დამატებითი მექანიზმები მოდერნიზებული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ხელშეწყობისთვის. ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა პროცესის ღიაობასა და ხელმისაწვდომობას, იყო ე.წ. ქაღალდის კვალის არსებობა (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის საწყისი ანგარიში, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამომრჩეველთა სიის, ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით ამობეჭდვა, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ,,ნულოვანი ამონაწერის“ ამობეჭდვა, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითარი, ვერიფიკაციის აპარატის საბოლოო ანგარიში, წინასწარი შედეგების კონსოლიდირებული ამონაწერი, ბიულეტენების დათვლა ყველა უბანზე და ა.შ.), რომელიც პირდაპირ პასუხობდა ევროპულ სტანდარტებს და იძლეოდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპის გადამოწმების საშუალებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს. ელექტრონული აპარატების მიერ ხმების დათვლის გარდა, არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც შემდგომ აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო არჩევნების შედეგების მიმართ სანდოობას, ასევე გამჭვირვალობას და ღიაობას. რაც შეეხება გადასატანი ყუთით სარგებლობას, მარკირების პროცედურა გაირეს იმ ამომრჩევლებმაც, რომლებმაც ხმა მისცეს გადასატანი ყუთის გამოყენებით. საარჩევნო ბიულეტენი მაქსიმალურად დაცული იყო ციფრული უსაფრთხოების შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR კოდის საშუალებით. შედეგების შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით, საოლქო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნა, რამაც შესაძლებელი გახადა წინასწარი შედეგების დამუშავება და გამოქვეყნება უპრეცედენტოდ მოკლე დროში. კენჭისყრის შემდგომ დღეს, სპეციალურად შექმნილ დათვლის ცენტრებში, ჩატარდა წილისყრით გამოვლენილი 10 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმების რაოდენობა დაემთხვა ხელით დათვლილი ხმების რაოდენობას. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ამომრჩეველმა ნათლად გაიგო და მაქსიმალურად ზუსტად შეასრულა ხმის მიცემის პროცედურა. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციამ განაპირობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების უპრეცედენტოდ მოკლე დროში გამოცხადება, კერძოდ, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში ცესკოს თავმჯდომარემ გამოაცხადა კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგები. 7 რაც შეეხება 30 საარჩევნო უბანს, კენჭისყრა ჩატარდა ტრადიციული, დღემდე არსებული წესით, მოხდა საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და Google პლატფორმაზე განთავსება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა მათი ნახვის საშუალება. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ძირითადად პროცედურული თუ ტექნიკური ხარვეზების გარეშე ჩატარდა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული ჰქონდა ყველა შესაძლო რისკი, გაწერილი ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა გაამარტივა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობა, რამაც გააუმჯობესა ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხი. გამოვლინდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, კერძოდ: ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ კენჭისყრის დღის გამარტივებული პროცედურები (რეგისტრაცია, ხმის მიცემა და დათვლა); რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან; ამომრჩეველთა მონაწილეობის უტყუარი დადასტურება; წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემცირებული დრო; შედეგების სიზუსტე და სანდოობა; ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა; ელექტრონული აპარატები არ იყო დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და მუშაობისას კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობდა. კენჭისყრის დღეს გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩეველთა აზრის შესწავლის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ამომრჩევლებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელებული ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურა იყო მარტივი და გასაგები. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლიდა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებამ შეამცირა ხმის მიცემისთვის საჭირო დრო და უფრო სანდო გახადა ხმის მიცემის პროცედურა. ცესკომ აწარმოა მასშტაბური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ, რამაც უზრუნველყო მოქალაქეებისა და ჩართული მხარეების ინფორმირება და ამომრჩეველს გაუმარტივა სიახლესთან ადაპტირება. 2023 წლის 2 აგვისტო-9 ოქტომბრის პერიოდში ცესკოში გაიმართა 13 სხდომა. ცესკომ მიიღო 22 დადგენილება და 71 განკარგულება, რომლებითაც დარეგულირდა ფინანსური, პროცედურული, რეგისტრაციებთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენა, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული 8 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები რეგულაციები. ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ცესკოს სოციალური ქსელების საშუალებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობდა ცესკოს საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობას. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველყო ცესკომ, ცესკოს აპარატმა, სამმა საოლქო და 133-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის უფლებამოსილება სრულად განახორციელა №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხოლო ნაწილობრივ – №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ. სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 51-ს, აქედან ცესკოს მიერ არჩეული იყო 24 წევრი და უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ დანიშნა 27 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. 133 საარჩევნო უბანზე კომისიების წევრთა რაოდენობა შეადგენდა 2 175-ს, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეულ იქნა 1 153 წევრი, ხოლო უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ დანიშნა 1 022 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებული და ცესკოს მიერ დამტკიცებული რეგულაციებითა და რეკომენდაციებით. საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებს ჰქონდათ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა. ცესკოს, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 1 ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა, ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა ინტენსიური სწავლება ჩაუტარა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 40-მა ტრენერმა, განახლებული კონცეფციის მიხედვით, ჯამურად ჩაატარა 387 სატრენინგო სესია. ჩატარებულმა სწავლებამ უზრუნველყო საარჩევნო კომისიების წევრების მომზადება პროცედურული სიახლეების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტებისა და საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელ სხვა საკითხების შესახებ, რამაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, პროფილურად მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო მასალა. 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად – ორი კანდიდატი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობდა ერთი საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად – 9 ერთი კანდიდატი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი იყო კაცი. ყველა დონის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული იყო 23 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 426 დამკვირვებელი, ასევე, სამი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის ცხრა საშუალების 137-მა წარმომადგენელმა, ხოლო ორ საოლქო საარჩევნო კომისიაში, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის ხუთი საშუალების – 21-მა წარმომადგენელმა. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 10-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული იყო სხვადასხვა სერვისი, კერძოდ, კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის სისტემა, ასევე, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით ისარგებლეს საარჩევნო სუბიექტებმა, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებმა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 184 300-ს, მათ შორის 95 954 (52%) ქალი და 88 346 (48%) კაცი. იმ ახალგაზრდა ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებსაც პირველად უწევდათ არჩევნებში მონაწილეობა, შეადგენდა 4 520-ს, მათ შორის, 2 111 (46.70%) ქალი და 2 409 (53.30%) კაცი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები, ასევე საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 691 842-ჯერ. ცესკომ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია და უზრუნველყო ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ინფორმირება კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი სიახლეებისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა გამართეს შეხვედრები უკვე არსებული და ახალი ფორმატების ფარგლებში საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარის წარმომადგენლებთან. აღნიშნულმა შეხვედრებმა უზრუნველყო ჩართული მხარეების ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესებისა და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის შესახებ. ოპერატიულად ვლინდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ გავრცელებული დისკრედიტაციული ინფორმაციები. სულ დამუშავდა 206 ინფორმაცია, აქედან 17 – შეიცავდა ცესკოს იმიჯის შემლახავ ინფორმაციას, 14 – დეზინფორმაციულ და 11 – მანიპულაციურ ინფორმაციას. აღნიშნულ განცხადებებზე რეაგირების შედეგად ამომრჩევლები და ჩართული 10 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მხარეები იღებდნენ გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო ადმინისტრაციამ მათ, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა. კენჭისყრის დღეს ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საერთო ჯამში, თბილისის ორ სტამბაში 133 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 166 750 საარჩევნო ბიულეტენი, აქედან, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის განკუთვნილი იყო 121 100 ბიულეტენი, ხოლო მუნიციპალიტეტების მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის – 45 650 ბიულეტენი. 2023 წლის 6 ოქტომბერს, კენჭისყრის დღიდან მეხუთე დღეს, №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2023 წლის 1 ოქტომბრის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია №41 გიორგი მაჭავარიანი, პ/გ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. 2023 წლის 9 ოქტომბერს, კენჭისყრის დღიდან მერვე დღეს, ცესკომ შეაჯამა 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები. შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია №41 გიორგი სოსიაშვილი, პ/გ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გამოიყო 8 835 822 ლარი, ხოლო გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 8 254 457 ლარი. ჩართულ მხარეებს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა სხვადასხვა ვებსერვისი, კერძოდ, საჩივრების რეესტრი, საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემა, ასევე განცხადება/ საჩივრების ელექტრონული ფორმები, რამაც გაამარტივა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის პროცესი. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამების ჩათვლით პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა სამი საჩივარი, ხოლო კენჭისყრის დღეს №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ორი საჩივარი. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა. 11 I. არჩევნების სამართლებრივი უზრუნველყოფა 2022 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. განხორციელებული ცვლილებების შედეგად ახლებურად მოწესრიგდა სხვადასხვა საკითხი, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას ემსახურებოდა, კერძოდ: ⦁ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება აირჩნენ/დაინიშნონ საოლქო/ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევას; ⦁ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება დაინიშნონ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლებად, რაც ხელს შეუწყობს ყალბი და მიკერძოებული დაკვირვების შემთხვევების შემცირებას (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 39); ⦁ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიენიჭათ უფლება, არასაარჩევნო პერიოდშიც დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. კანონით დადგინდა არასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით, დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი, რაც კომისიის საქმიანობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს გახდის (განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით); ⦁ გაიზარდა საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა ორი კალენდარული დღიდან სამ კალენდარულ დღემდე ვადით (საარჩევნო კოდექსი, 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი); ⦁ შემცირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების/დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები, რაც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნულ საკითხზე საჩივრების განხილვისას გადაწყვეტილებების დროულად მიღებას (საარჩევნო კოდექსი, 28-ე მუხლი); ⦁ შეიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს – ცესკო, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროცესის უფრო გამჭვირვალედ წარმართვას (საარჩევნო კოდექსი, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები); ⦁ განისაზღვრა არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების ვალდებულება, კერძოდ, იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო კოდექსის 763 მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. 12 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები აღნიშნული საარჩევნო ოლქების/ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას. აღნიშნული მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს, ასევე, ხელს შეუწყობს პროცედურების გამარტივებას, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროის შემცირებას, შედეგების სიზუსტესა და სანდოობას (საარჩევნო კოდექსი, VIII1 თავი); ⦁ გაიზარდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ხელს შეუწყობს დარღვევების პრევენციას და მათზე ეფექტურ რეაგირებას (საარჩევნო კოდექსი, 88-ე და 93-ე მუხლები); ⦁ შემცირდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიით წარსადგენ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს 60-ზე ნაკლები, რაც პოლიტიკურ გაერთიანებებს გაუმარტივებს პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესს (საარჩევნო კოდექსი, 115-ე მუხლი); ⦁ შემცირდა საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში, პარტიული სიით წარსადგენ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები, რაც პოლიტიკურ გაერთიანებებს გაუმარტივებს პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესს (საარჩევნო კოდექსი, 143-ე მუხლი); ⦁ შემცირდა საკრებულოს წევრად და მერად ასარჩევი პირის საქართველოში ცხოვრების მინიმალური ცენზი და იგი განისაზღვრა სულ ცოტა ექვსი თვის ვადით, რაც ხელს შეუწყობს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზებას (საარჩევნო კოდექსი, 134-ე და 167-ე მუხლები); ⦁ 2026 წლის 1 იანვრამდე გაიზარდა არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ აქტიური საარჩევნო უფლებით (საარჩევნო კოდექსი, 184-ე მუხლი); ⦁ 2026 წლის 1 იანვრამდე გაიზარდა არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას (საარჩევნო კოდექსი, 2002 მუხლი). 13 II. საარჩევნო პროცესში განხორციელებული ძირითადი სიახლეები 2022 წლის 22 დეკემბერს ამოქმედდა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, რაც გულისხმობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვას. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გახსნილი 133 საარჩევნო უბნიდან, ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 (მოდერნიზებულ) საარჩევნო უბანზე ჩატარდა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა საქართველოს ამომრჩეველთა არანაკლებ 70 პროცენტს, თუმცა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე, ცესკოს გადაწყვეტილებით მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3-მა პროცენტმა მიიღო. მოდერნიზებულ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები და საქმიანობა, წინა წლებში საპილოტე პროექტების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს ეფუძნებოდა. ცესკომ შეისწავლა სხვა ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს მსგავსი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის „კარგი პრაქტიკა“, კერძოდ, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დანერგვის კუთხით შეისწავლა სომხეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ყირგიზეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი შტატის, კანადის, მონღოლეთისა და იტალიის გამოცდილება. ხოლო ხმის დათვლის აპარატების დანერგვის კუთხით – ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი შტატის, კანადის, მონღოლეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ბრაზილიის, ბულგარეთის, ფილიპინების, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ყირგიზეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების გამოცდილება. ცესკომ წინასწარ შეაფასა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისთვის არსებული საჭიროებები, გამოწვევები და რისკები. მათი პრევენციის მექანიზმებისა და გადაჭრის გზების განსაზღვრისთვის ინტენსიური სამუშაოები ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ჩატარდა. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე და 2024 წელს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ცესკოსთან 14 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები კოორდინაციით გაიმართა კონსოლიდირებული ტენდერი (CON) საარჩევნო ელექტრონული აპარატების ცესკოს მიერ შესყიდვის მიზნით. ტენდერი ითვალისწინებდა ელექტრონული აპარატების მათში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფითა და მაკომპლექტებელი ნაწილებით/საქონლით, ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა საერთაშორისო კომპანია „Smartmatic”-მა. აღსანიშნავია, რომ სწორედ „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ჩატარდა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, ასევე 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების სანდოობით სარგებლობდა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, 2023-2024 წლების განმავლობაში საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „Smartmatic” მოემსახურებოდა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა „Smartmatic”-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტთან ევროპის რეგიონში ალექსანდრე რაკოვთან, სადაც ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. ვინაიდან აქტუალური იყო საარჩევნო უბნების ენერგომომარაგების საკითხი, ცესკოს თავმჯდომარემ გამართა სამუშაო შეხვედრები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც განიხილეს ტექნიკური საკითხები იმისთვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდა. ფოტო: ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი VIU Desktop Offline რეჟიმში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისთვის გამოყენებული იყო VIU Desktop – Offline რეჟიმში, ჯამში – 358 აპარატი. VIU Desktop-ი უზრუნველყოფდა ელექტრონული ID ბარათის ავტომატურ ძებნას, ხოლო თუ ამომრჩეველს ჰქონდა პასპორტი ან ლამინირებული პირადობის მოწმობა, აპარატში მონაცემების ძებნა ხორციელდებოდა მექანიკურად, საძიებო ველის საშუალებით. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებული იყო 500 ამომრჩეველი, 15 განთავსებული იყო ვერიფიკაციის ორი აპარატი; სადაც რეგისტრირებული იყო 500-1500 ამომრჩეველი, განთავსებული იყო ვერიფიკაციის სამი აპარატი; რეგისტრირებული 15002500 ამომრჩევლისთვის განთავსებული იყო ოთხი და 2500-3000 ამომრჩევლისთვის – ხუთი აპარატი. ფოტო: ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატი ოპტიკური სკანერი Poll Count Optical Scanners (PCOS) (სინქრონიზებული) ხმის ელექტრონულად დათვლისთვის გამოყენებული იყო 206 ოპტიკური სკანერი Poll Count Optical Scanners (PCOS). ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე, ბეჭდავდა კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერს. ხმის მთვლელი აპარატები იყო სინქრონიზებული და შესაძლებელი იყო კონსოლიდირებული ამონაწერის მიღება. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული აპარატები არ იყო დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობდა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების ეფექტიანად გამოყენებისთვის განახლდა ელექტრონული ტექნოლოგიების აღმწერი დოკუმენტი, საარჩევნო პროცედურების ბიზნესპროცესები და ლოგისტიკის, მათ შორის, საწყობის მართვის გეგმა, ასევე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა. საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფდა გამოყენებული მექანიზმები, ისეთები, როგორიცაა: საარჩევნო ბიულეტენების გაციფრულება, ხმების გადათვლა, მარკირების პროცედურა და ე.წ. „ქაღალდის კვალი.“ საარჩევნო ბიულეტენში მაქსიმალურად იყო დაცული ციფრული უსაფრთხოება შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR კოდის საშუალებით. ის დაიბეჭდა 190 გრამიან, 21.6*28 სმ. ზომის ოფსეტურ ქაღალდზე. ამომრჩეველს არ უნდა შემოეხაზა სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გაეფერადებინა კანდიდატის სახელის წინ არსებული წრე. რაც შეეხება დანარჩენ 30 (ტრადიციულ) საარჩევნო უბანს, კენჭისყრა ჩატარდა ამ დრომდე არსებული წესით, თუმცა ამ შემთხვევაში ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენები კენჭისყრის შემდგომ დღეს განთავსდა Google პლატფორმაზე და მისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. 16 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები რაც შეეხება გადასატანი ყუთით სარგებლობას, იმ ამომრჩევლებმაც გაირეს მარკირების პროცედურა, რომლებმაც ხმა მისცეს გადასატანი ყუთის გამოყენებით. ელექტრონული აპარატების მიერ ხმების დათვლის გარდა, არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც შემდგომ აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნულმა პროცესმა ხელი შეუწყო არჩევნების შედეგების გამჭვირვალობას, ღიაობასა და სანდოობას. აგრეთვე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა პროცესის ღიაობასა და ხელმისაწვდომობას, იყო ე.წ. „ქაღალდის კვალის“ არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ევროპულ სტანდარტებს და იძლეოდა როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპის გადამოწმების საშუალებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან პლანშეტის საშუალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგ ზავნა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა შედეგების დამუშავებისა და გამოქვეყნების დრო. ფოტო: პლანშეტი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციამ საარჩევნო ადმინისტრაციას მისცა არჩევნების წინასწარი შედეგების უპრეცედენტოდ მოკლე დროში გამოცხადების საშუალება. კენჭისყრის მეორე დღეს (2023 წლის 2 ოქტომბერს) საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით გამოვლინდა საარჩევნო უბნები, სადაც უნდა ჩატარებულიყო გადათვლები. უმოკლეს ვადაში, 2023 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალურად შექმნილ გადათვლის ცენტრებში გორისა და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადაითვალეს 10 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები. გაიხსნა აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დაითვალა კენჭისყრის შედეგები. აღსანიშნავია, რომ გადათვლის შედეგად არჩევნების შედეგები არ შეცვლილა. პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, მასზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. 17 ცესკომ და სწავლების ცენტრმა სპეციალურად შექმნილი კონცეფციის მიხედვით გადაამზადეს საარჩევნო კომისიების წევრები, რამაც ხელი შეუწყო კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვას და, შედეგად, ამომრჩევლების პროფესიულ დონეზე მომსახურებას. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრაში ელექტრონული აპარატების გამოყენებით მონაწილეობის საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირება, რაც ამ მიზნით განხორციელებული ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი საინფორმაციოსაგანმანათლებლო კამპანიის ლოგიკური შედეგი იყო. ინფორმირების კამპანია გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. საერთო ჯამში, ყველა ამ აქტივობამ უზრუნველყო მოქალაქეების ადაპტირება სიახლეებთან. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესის დროს არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ტექნიკური ან სხვა სახის ხარვეზი, რაც შეაფერხებდა ხმის მიცემის პროცესს. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული ჰქონდა ყველა შესაძლო რისკი, გაწერილი იყო შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობა, რამაც არსებითად გააუმჯობესა ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხი. გამოირიცხა ადამიანური ფაქტორები კენჭისყრის დღის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ამომრჩეველთა სიები და ამომრჩეველთა ვერიფიკაცია. ცესკომ შეისწავლა და გამოავლინა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ყველა უპირატესობა, კერძოდ: ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ კენჭისყრის დღის გამარტივებული პროცედურები (რეგისტრაცია, ხმის მიცემა და დათვლა); რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან; ამომრჩეველთა მონაწილეობის უტყუარი დადასტურება; წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემცირებული დრო; შედეგების სიზუსტე და სანდოობა; ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა; ელექტრონული აპარატები არ იყო დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან, ელექტრონული აპარატების მუშაობისას კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობდა. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ ამომრჩეველთა აზრის შესწავლის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოკითხა არჩევნებში მონაწილე 4 617 ამომრჩეველი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ელექტრონული 18 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა იყო მარტივი და გასაგები. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლიდა, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებამ გაამარტივა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესი. ამომრჩევლები, ასევე, გამოკითხეს ხმის მიცემის პროცედურის შესახებ. გამოკითხული ამომრჩევლები თვლიდნენ, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებამ შეამცირა ხმის მიცემისთვის საჭირო დრო და უფრო სანდო გახადა ხმის მიცემის პროცედურა. დეტალური ინფორმაცია ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შესახებ იხილეთ დიაგრამებზე (1-4). რა დრო დაგჭირდათ ხმის მიცემის პროცესისთვის? როგორ ფიქრობთ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ შეამცირა თუ არა ხმის მიცემისთვის საჭირო დრო? 6%6% 3%3% 31% 31% 26% 26% 97% 97% 37% 37% 1 წუთი 2 წუთი 2 წუთი 3 წუთი 3 წუთი 5 წუთი 5 წუთი 1 წუთი დიაგრამა 1. დიაგრამა 2. გაგიჭირდათ თუ არა ბიულეტენზე თქვენთვის სასურველი კანდიდატის წინ არსებული წრის გაფერადება? გაგიჭირდათ თუ არა ბიულეტენის მოთავსება ხმის მთვლელ სპეციალურ ელექტრონულ აპარატში? 4%4% 8%8% 96% 96% 92% 92% არაარაკი კი დიაგრამა 3. კი კი არაარა დიაგრამა 4. არაარაკი კი 19 ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №32/2023 განკარგულებით განისაზღვრა შუალედური/ რიგგარეშე არჩევნებისთვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის დადასტურების წესი. აუდიტის დადასტურება განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მიერ კენჭისყრის მიმდინარეობისას სპეციალურად შემუშავებული ფორმის შევსებით, რომელიც კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გაეგზავნა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესაბამისობის აუდიტის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ცესკომ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ანალოგიურ სფეროში გამოცდილების მქონე სამმა აუდიტორულმა კომპანიამ. მათგან ერთმა უარი განაცხადა მომსახურების მოწოდებაზე, ხოლო ორმა – წარმოადგინა წინადადება, რომელთაგან უმცირესი ფასის პრინციპის დაცვით შეირჩა კომპანია „Pro V&V“. კომპანია რეგისტრირებული და აკრედიტებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად. მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება. კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა 2023 წლის 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი. საქართველოში ჩამოსული აუდიტორების მიერ ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და შედგა სამოქმედო გეგმა. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“-ის წარმომადგენლები 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, ხოლო კენჭისყრის დასრულების შემდეგ პლანშეტების საშუალებით შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნის პროცესს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ. შემდეგ ჩატარდა აუდიტი და მომზადდა შესაბამისობის ანგარიში. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აუდიტორული ანგარიში და რეკომენდაციები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ⦁ საერთაშორისო საარჩევნო პრინციპებთან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების (კენჭისყრის) შესაბამისობის აუდიტი; ⦁ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების (კენჭისყრის) შესაბამისობის აუდიტი. თავის მხრივ, გამოყენებული ელექტრონული საშუალებების ტექნიკური და პროგრამული ფუნქციონირების აუდიტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 20 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები VIU Desktop 818-100; ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატები Poll Count Optical Scanners (PCOS); პლანშეტური კომპიუტერი VIU Tablet 100; აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა; საწყისი (Source) კოდის მიმოხილვა. 2023 წლის 27 ოქტომბერს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ჩატარდა ელექტრონული აპარატების გამოყენებით გამართული შუალედური/ რიგგარეშე არჩევნებისა და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული აპარატების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე ცესკოს თავმჯდომარემ პარტიების, ცესკოში შექმნილი სამუშაო ფორმატის წევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ექპერტებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო დეტალური ინფორმაცია ანგარიშში ასახული დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ.7 აუდიტის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც საერთაშორისო კომპანია „Pro V&V“-ის და ვენდორი კომპანია „SMARTMATIC“-ის წარმომად გენლებმა შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად და უსაფრთხოდ. აუდიტის ჩატარებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვის პროცესში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით. 7. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისობის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა იხილეთ ბმულზე: https:// cesko.ge/static/file/202310310212-%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1 %83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1 %83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98.pdf 21 III. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებას. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველყო ცესკომ, ცესკოს აპარატმა, სამმა საოლქო და 133-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ. ცესკოს შემადგენლობა გიორგი კალანდარიშვილი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი შარაბიძე გიორგი სიორიძე გიორგი ჯავახიშვილი გიორგი ძაგანია დიმიტრი ჯავახაძე გიორგი ჭიქაბერიძე გია ცაცაშვილი მაია ზარიძე არჩილ ანასაშვილი ანა კობახიძე ია პირტახია დავით ჯინჯოლავა ნინო ბასილაია დავით კირთაძე ივანე ნორაკიძე ლევან ჯგერენაია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პ/გ „ლელო“ კომისიის მდივანი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ცესკოს წევრი, პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ ცესკოს წევრი, პ/გ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპული საქართველო“ ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპელი სოციალისტები“ ცესკოს წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს წევრი, პ/გ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ცესკოს წევრი, პ/გ „გირჩი“ 2023 წლის 2 აგვისტოს-9 ოქტომბრის პერიოდში ცესკოში გაიმართა 13 სხდომა. ცესკომ მიიღო 22 დადგენილება და 71 განკარგულება, რომლებითაც დარეგულირდა ფინანსური, პროცედურული, რეგისტრაციებთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენა, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რეგულაციები. 22 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები სახელობითი კენჭისყრით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად ცესკოს სხდომებზე გამოიყენებოდა ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამა. ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ცესკოს სოციალური ქსელების საშუალებით. ცესკოს აპარატი და სწავლების ცენტრი ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ იურიდიული დეპარტამენტი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი საფინანსო დეპარტამენტი საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი პრეს-სპიკერი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი). დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (1). ცხრილი 1. კაცი დასახელება სულ ცესკოს წევრები 17 თავმჯდომარის მოადგილე 2 2 კომისიის წევრები 13 9 კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანი ცესკოს აპარატი პრეს-სპიკერი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი 1 1 92 1 1 რაოდენობა ქალი % რაოდენობა 1 100 0 1 100 13 76 100 69 4 24 0 0 0 4 27 29 65 1 100 0 2 22 7 0 0 12 7 58 5 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 60 15 საარჩევნო პერიოდში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 118 სწავლების ცენტრი ხელმძღვანელი პირი სამსახურის უფროსი 2 სპეციალისტი 78 42 25 45 100 76 64 42 36 28 9 32 19 4 2 50 2 0 7 0 0 1 22 0 71 75 განყოფილების უფროსი 1 31 6 2 სპეციალისტი 0 100 8 9 0 1 დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი 25 % 0 32 75 68 2 100 15 68 50 23 საოლქო საარჩევნო კომისია 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 51-ს, აქედან, ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 15 მუდმივმოქმედი წევრი. არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში8 ცესკომ სახელობითი კენჭისყრით აირჩია ცხრა დროებითი წევრი. ხოლო, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ცხრა უფლებამოსილმა პარტიამ9 დანიშნა 27 წევრი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (2). ცხრილი 2. დასახელება სულ 3 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 51 კომისიის თავმჯდომარე 3 5 წლის ვადით არჩეული წევრი თავმჯდომარის მოადგილე კომისიის მდივანი კომისიის წევრები საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული დროებითი წევრი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრი ქალი % რაოდენობა 8 53 7 3 0 0 15 3 რაოდენობა კაცი 29 2 57 67 % 22 43 1 33 47 3 100 6 3 3 100 0 3 50 9 5 56 4 44 27 16 59 11 41 50 0 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, საბუთების მიღება შესაძლებელი იყო როგორც ცესკოში, ისე ელექტრონული პლატფორმის https://konkursi.cec.gov.ge/ საშუალებით. სულ შემოვიდა 13 განაცხადი, კონკურსანტთა შორის იყო რვა (62%) ქალი და ხუთი (38%) კაცი. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო იმ კონკურსანტებთან გასაუბრება, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის 13 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 11-მა კანდიდატმა. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ცესკოს ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის 8. 9. 24 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის დროებითი წევრები ცესკომ აირჩა №12 გურჯაანის, №30 კასპისა და №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრები დანიშნა უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ: ქართული ოცნება – დემოკ რატიული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, ევროპელი სოციალისტები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი, ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები, საქართველოს ევროპელი დემოკრატები, გირჩი, ევრო პული საქართველო. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საშუალებით. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რამაც ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი ცხრა წევრიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა შვიდ პირს, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – ერთს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა სამ პირს. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის, ცესკოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილება სრულად განახორციელა №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხოლო ნაწილობრივ განახორციელა №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ. აღნიშნული კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია დამტკიცდა ცესკოს დადგენილებით.10 საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების დადგენა ცესკომ დაადგინა 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის შესაბამის საარჩევნო ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრები: კერძოდ, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – №30 კასპისა და №32 გორის საარჩევნო ოლქების საზღვრები; მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის – №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის საზღვრები. ცესკომ დაადგინა საარჩევნო ოლქები და უბნები, სადაც 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/ რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით უნდა ჩატარებულიყო.11 საუბნო საარჩევნო კომისიები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა შეადგენდა 2 175-ს, მათგან, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე აირჩია 1 153 წევრი, ხოლო უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ დანიშნა 1 022 წევრი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (3). 10. 11. ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №40/2023 დადგენილება. ცესკოს 2023 წლის 14 ივლისის №147/2023 განკარგულება. 25 ცხრილი 3. დასახელება სულ 133 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 2 175 თავმჯდომარის მოადგილე 133 კომისიის წევრები საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანი კომისიის წევრები (დროებითი/სპეციალური ჯგუფი) უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ქალი რაოდენობა კაცი % რაოდენობა 82 24 18 3 2 1 798 83 117 88 1 688 1 372 70 81 80 316 18 20 1 153 1 023 89 130 11 1 022 775 76 247 24 133 133 88 109 130 98 377 % 16 17 12 19 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 064 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 1 233 განაცხადი. აქედან რეგისტრაცია გააუქმა 122-მა კონკურსანტმა, ცხრა განაცხადი იყო ხარვეზიანი, კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა 10-მა კონკურსანტმა. საბოლოოდ დარეგისტრირებული განაცხადების რაოდენობა შეადგენდა 1 092-ს. კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ როგორც მატერიალური სახით, ისე სპეციალური ელექტრონული პლატფორმის konkursi.cec.gov.ge საშუალებით. ამ საშუალებით ისარგებლა 962-მა კონკურსანტმა, ხოლო 271-მა მონაწილემ განაცხადი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 88.73 პროცენტი იყო ქალი, ხოლო 11.27 პროცენტი – კაცი. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდა. თითოეულ უბანზე გამოცხადებული იყო რვა ვაკანსია. ერთ საარჩევნო უბანზე შემოვიდა შვიდი განაცხადი. ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ 44 (33.08%) საარჩევნო უბანზე შემოვიდა რვა განაცხადი; 45 (33.83%) საარჩევნო უბანზე შემოვიდა ცხრა განაცხადი; 22 (16.54%) საარჩევნო უბანზე შემოვიდა ათი განაცხადი; 11 (8.27%) საარჩევნო უბანზე შემოვიდა 11 განაცხადი; 4 (3.01%) საარჩევნო უბანზე შემოვიდა 12 განაცხადი; 5 (3.75%) საარჩევნო უბანზე შემოვიდა 13 განაცხადი; მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე შემოვიდა 15 განაცხადი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა, სადაც გორის, კასპისა და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საერთო ჯამში აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 056 წევრი, მათ შორის, 399 ხელმძღვანელი პირი. 26 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი ღია იყო უფლებამოსილი პირებისთვის. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სხდომებზე დასწრების უფლება ჰქონდათ აკრედიტაციის/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. ცესკომ მოუწოდა დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის დროულად გავლისა და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის, ისე სხვა საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვებისკენ, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას. ყველა უფლებამოსილ პირს ჰქონდა საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის, სხდომაზე დასწრებისა და პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებული რეგულაციებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა, გარდა წევრებისა, აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებიც. ასევე, იხელმძღვანელეს კანდიდატთა მიმართ დაწესებული იმ რეგულაციებით, რომელიც გამორიცხავდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევას, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო ან შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. გარდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური და მიუკერძოებელი საქმიანობა, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. გორის, კასპისა და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული 1 056 ხელმძღვანელი პირიდან და წევრიდან 14 ხმით იყო არჩეული 746 პირი, 13 ხმით – 297 პირი და 12 ხმით – 13 პირი. აღსანიშნავია, რომ არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და 2012 წლიდან ბოლო რვა საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 889 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84 პროცენტია. საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრების ნაწილი იყო ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიების ახალარჩეული წევრებიდან 387 – „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 40 – „საარჩევნო განვითარების სკოლის“, ხოლო 23 – „ახალგაზრდული ბანაკის“ კურსდამთავრებული. კენჭისყრის დღემდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 1 სექტემბერს, გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს მუშაობა და, შესაბამისად, 27 კომისიების წევრებმა დაიწყეს კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები. მათ ამომრჩევლებს მიაწოდეს ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისებისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ მონაცემების გადამოწმების შესახებ, მათ შორის, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისის მეშვეობით, კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ამომრჩეველს შეეძლო მისვლა იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც იყო რეგისტრირებული და ადგილზე გადაემოწმებინა მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი მას განცხადებით უნდა მიემართა საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და მოეთხოვა ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი 2023 წლის 15 სექტემბერს ცენტრალური, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 1 ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა, ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ იმოქმედებდნენ კოდექსში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობდა კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საქმიანობის კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის სტანდარტით წარმართვას. კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრებმა აიღეს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელების ვალდებულება, შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობდნენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნას. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის მიხედვით, საარჩევნო კომისიების წევრებმა გაიარეს ინტენსიური გადამზადება. 2023 წლის 24-31 აგვისტოს პერიოდში სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებში გადამზადდა ტრენერები, რომლებმაც 4-25 სექტემბრის პერიოდში ჩაატარეს ინტენსიური პროცედურული ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული განვითარება. სხვა საკითხებთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: საარჩევნო უბანზე საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით და ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების სპეციფიკა და პროცედურები. ყურადღება გამახვილდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე და კენჭისყრის საორგანიზაციო/ლოჯისტიკურ საკითხებზე. სასწავლო კურსი გაიარა 40-მა ტრენერმა. 28 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 16 სექტემბერს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (ხუთი წლის ვადით არჩეული და საარჩევნო პერიოდისთვის პარტიების მიერ დანიშნული წევრების შემადგენლობით). სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო საარჩევნო რეფორმით შეთავაზებული სიახლეების გაცნობა და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების მართვის უზრუნველყოფა. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ პროცედურულ სიახლეებს, საარჩევნო პროცესში ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკულ ასპექტებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელ შემდეგ საკითხებს: საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა გადათვლა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სამი საოლქო საარჩევნო კომისიის 51 წევრიდან 40-მა (78%) წევრმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (5). დიაგრამა 5. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტენსიური, პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდა, აქედან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების ინტენსიურ გადამზადებას სამი ეტაპი დაეთმო, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების სხვა წევრებმა პრაქტიკული სწავლება ორ ეტაპად გაიარეს. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი წევრებისა და იმ წევრებისთვის, ვინც ვერ დაესწრო ჩატარებულ ტრენინგებს, ჩატარდა დამატებითი ეტაპის ტრენინგი. 29 საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 40-მა ტრენერმა ჯამურად ჩაატარა 387 სატრენინგო სესია, მათ შორის: ⦁ 103 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ოთხი ეტაპი). საერთო ჯამში ჩატარდა 303 სატრენინგო სესია; ⦁ 30 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი). საერთო ჯამში ჩატარდა 84 სატრენინგო სესია. ტრენინგის I ეტაპი (4-6 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) სწავლებას (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა). საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ⦁ კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები (მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიიდან ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა, ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალური სიისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ამომრჩეველთა ბარათების დარიგების პროცესის ორგანიზება); ⦁ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა საზედამხედველო ფუნქციები კენჭისყრის პროცესში (საარჩევნო უბნის გახსნა, კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილება, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა, კომისიის წევრთა მიერ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის შესაბამისი სერვისის განხორციელება); ⦁ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმების დათვლის პროცესში და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა. იმ საუბნო საარჩევნო უბნების, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა, კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილდა ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე. ელექტრონული აპარატებისა და კენჭისყრის შედეგების გადასაცემი პლანშეტების ფუნქციონალის შესწავლის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა განახორციელეს ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირება სინქრონული სწავლების ფორმატში. ტრენინგის I ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები 306 ხელმძღვანელი პირიდან ტრენინგს დაესწრო 274 (90%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (6). 30 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დიაგრამა 6. ტრენინგის I ეტაპზე (სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები 89 ხელმძღვანელი პირიდან ტრენინგს დაესწრო 75 (84%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (7). დიაგრამა 7. ტრენინგის II ეტაპი (8-12 სექტემბერი) დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების) და უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული 31 კომისიების წევრების გადამზადებას. ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ⦁ ⦁ ⦁ კენჭისყრის პროცესში პროფილურად განსახორციელებელი ფუნქციები (ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ნაკადის მომწესრიგებელი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები); ხმის მიცემის ფარულობის, ასევე, ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლება-მოვალეობები; შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი და ქცევის ნორმები. იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ტარდებოდა, კომისიების წევრებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას ამომრჩევლებთან განსახორციელებელი კომუნიკაციის თაობაზე და ხმის მიცემის პროცედურულ სიახლეებზე ამომრჩევლებისთვის მისაცემი განმარტებების შესახებ. ამასთან, კომისიის წევრებმა განახორციელეს ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირება. ტრენინგის II ეტაპზე, იმ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები) სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა, დასასწრები 794 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 402 (51%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (8). დიაგრამა 8. ტრენინგის II ეტაპზე იმ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები) სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა დასასწრები 228 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 97 (43%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (9). 32 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დიაგრამა 9. ტრენინგის II ეტაპზე იმ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული წევრები) სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა, დასასწრები 514 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 424 (82%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (10). დიაგრამა 10. 33 ტრენინგის II ეტაპზე იმ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის (საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული წევრები) სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა, დასასწრები 150 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 111 (74%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (11). დიაგრამა 11. დამატებითი ეტაპის ტრენინგი (15 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისა და იმ წევრების სწავლებას, რომლებიც ვერ დაესწრნენ წინა ეტაპების ტრენინგებს. პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა განახორციელეს კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირებები და პროცედურების მოდელირება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით. დამატებითი ეტაპის ტრენინგზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები 515 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 158 (30%) წევრი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (12). 34 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დიაგრამა 12. დამატებითი ეტაპის ტრენინგზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები 185 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 44 (24%) წევრი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (13). დიაგრამა 13. 35 ტრენინგის III ეტაპი (17-21 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (გარდა კომისიის მდივნისა) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის ჩათვლით პერიოდში კომისიის წევრთა მიერ განსახორციელებელი ფუნქციები. პროგრამა ეფუძნებოდა კეთებით სწავლების პრინციპს, ხელს უწყობდა მონაწილეთა მიერ ტრენინგების განვლილ ეტაპზე მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და პრაქტიკაში ტრანსფორმირებას კენჭისყრის დღის ცალკეული ეტაპების მოდელირების გზით. იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა, სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებდა პროცედურების მოდელირებას ელექტრონული აპარატებისა და პლანშეტების გამოყენებით. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურაზე და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ტრენინგის III ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები 1 598 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 1 079 (68%) წევრი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (14). დიაგრამა 14. ტრენინგის III ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები 438 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 253 (58%) წევრი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (15). 36 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დიაგრამა 15. ტრენინგის IV ეტაპი (23-25 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი) გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; კენჭისყრის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები. საუბნო საარჩევნო იმ კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა, იმუშავეს კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების პრაქტიკულ გამოყენებაზე. ტრენინგის IV ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები 309 ხელმძღვანელი პირიდან ტრენინგს დაესწრო 276 (89%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (16). 37 დიაგრამა 16. ტრენინგის IV ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები 90 ხელმძღვანელი პირიდან ტრენინგს დაესწრო 72 (80%) პირი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (17). დიაგრამა 17. 38 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საინფორმაციო/სასწავლო მასალები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის კენჭისყრის პროცესზე საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით შემუშავდა სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მომზადდა სასწავლო/საინფორმაციო რგოლი (ვიდეოინსტრუქცია) საარჩევნო პროცედურებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (4). ცხრილი 4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები 1 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის (მოიცავდა ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, როგორც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად) 2 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 1 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისთვის (მოიცავდა ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, როგორც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად) 3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის – 2023 წლის 1 ოქტომბერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) 4 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის – 2023 წლის 1 ოქტომბერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტარდებოდა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე) სამახსოვრო ინსტრუქციები განკუთვნილი იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა 1 სამახსოვრო ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (განკუთვნილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, მოიცავდა ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის მდივნის მიერ კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი საქმიანობის ასპექტებს) 2 სამახსოვრო ინსტრუქცია ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის 3 სამახსოვრო ინსტრუქცია საარჩევნო ყუთის, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრისთვის 4 სამახსოვრო ინსტრუქცია გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრისთვის/ სპეცჯგუფის წევრებისთვის 39 5 სამახსოვრო ინსტრუქცია ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრებისთვის (განკუთვნილი იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით კენჭისყრის ჩასატარებლად) 6 სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილი იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გასაგრძელებლად) 7 ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის სამახსოვრო ინსტრუქციები განკუთვნილი იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა 1 სამახსოვრო ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის 3 სამახსოვრო ინსტრუქცია ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის 2 სამახსოვრო ინსტრუქცია საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისთვის 4 საარჩევნო ინსტრუქცია საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრისთვის 5 სამახსოვრო ინსტრუქცია გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრებისთვის 6 სამახსოვრო ინსტრუქცია ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრებისთვის 7 ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის საარჩევნო უბნებზე განთავსებული საინფორმაციო პოსტერები 1 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) 2 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (ასახული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების პროცესი) 3 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) 4 საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) 5 საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) 6 საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღების წესის ამსახველი პოსტერი 40 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები IV. საარჩევნო რეგისტრაციები საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა სამმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა სამივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან, ერთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მას გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (5). ცხრილი 5. 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტი 1 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 2 34 მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის № ხელმძღვანელი პირი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გენერალური მდივანი კახა კალაძე თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე წარმომადგენელი ცესკოში სტატუსი მამუკა მდინარაძე რეგისტრირებული ლელა კოპალიანი რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია 1 1 სტრატეგია აღმაშენებელი თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე რეგისტრაციის გაუქმება (პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე) 2023 წლის 1 ოქტომბრის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ოთხმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ოთხივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან სამმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობდა ერთი საარჩევნო სუბიექტი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (6). 41 ცხრილი 6. 2023 წლის 1 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები № 1 რიგითი ნომერი 41 1 1 2 3 საარჩევნო სუბიექტი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ხელმძღვანელი პირი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმომადგენელი ცესკოში მამუკა მდინარაძე სტატუსი რეგისტრირებული გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია სტრატეგია აღმაშენებელი თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე 34 მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე ლელა კოპალიანი 2 ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე გიორგი ბოკერია ბესიკ დონაძე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიორგი წერეთელი რეგისტრაციის გაუქმება (მერობის კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე) რეგისტრაციის გაუქმება (მერობის კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე) რეგისტრაციის გაუქმება (მერობის კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე) გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ცესკომ დაადგინა12 საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებითი წესი და ვადები. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში და ერთი სახის არჩევნებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ინარჩუნებდა კონკრეტულ რიგით ნომერს, ხოლო მეორე სახის არჩევნებში – სხვა რიგით ნომერს, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ერთ-ერთი რიგითი ნომრის მინიჭება, რის თაობაზეც ვალდებული იყო წერილობით მიემართა ცესკოსთვის და ეცნობინებინა შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ. 12. 42 ცესკოს 2023 წლის 17 აგვისტოს №181/2023 განკარგულება. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 23 აგვისტოს, 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები13: №1 – „სტრატეგია აღმაშენებელი“; №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; №34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“; №41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. კანდიდატების რეგისტრაცია 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა ორმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში დარეგისტრირდა ორი კანდიდატი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (7). ცხრილი 7. 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის წარმოდგენილი კანდიდატები მაჟორიტარული ოლქის № კანდიდატის № 15 34 15 41 სახელი, გვარი მამუკა ტუსკაძე გიორგი სოსიაშვილი წარმდგენი მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 2023 წლის 1 ოქტომბრის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა ერთმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა ერთი კანდიდატი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (8). ცხრილი 8. 2023 წლის 1 ოქტომბრის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის წარმოდგენილი კანდიდატი საარჩევნო ოლქის № ოლქის დასახელება კანდიდატის № 12 გურჯაანი 41 13. სახელი, გვარი გიორგი მაჭავარიანი წარმდგენი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ცესკოს 2023 წლის 23 აგვისტოს №183/2023 განკარგულება. 43 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი. აქედან, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ცესკოში რეგისტრირებული იყო ორი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი. ცესკოს მდივნის განკარგულების საფუძველზე, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო ერთი საარჩევნო სუბიექტის ოთხი წარმომადგენელი. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულებების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციაში გატარდა ერთი საარჩევნო სუბიექტის 172 წარმომადგენელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (9). ცხრილი 9. დასახელება სულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები 178 ცესკოში დანიშნული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები კაცი რაოდენობა ქალი 83 % 47 რაოდენობა % 95 53 2 1 50 1 50 4 1 25 3 75 172 81 47 91 53 ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო 23 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და ყველა დონის საარჩევნო კომისიებში დარეგისტრირდა 426 დამკვირვებელი. ასევე, ცესკოში რეგისტრირებული იყო საქართველოში მოქმედი ერთი ქვეყნის საელჩო და ორი საერთაშორისო ორგანიზაცია. ყველა დონის საარჩევნო კომისიაში სამმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დაარეგისტრირა 16 დამკვირვებელი, მათ შორის ორი საერთაშორისო ორგანიზაციის – 14 და ერთი ქვეყნის საელჩოს – ორი დამკვირვებელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (10). 44 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ცხრილი 10. დასახელება სულ 3 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი 16 23 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი 426 კაცი რაოდენობა ქალი 7 % 44 რაოდენობა % 9 56 203 48 223 52 ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და 10-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს. დოკუმენტზე ხელისმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იხელმძღვანელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და ხელს შეუწყობდნენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით. აღსანიშნავია, რომ ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელის მოწერა შეეძლო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდა. დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ საკითხებზე შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობდა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. „ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობისთვის. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს და უკეთესს ხდის თანამშრომლობას არჩევნებიდან არჩევნებამდე. ასევე ვაფასებთ საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობას შეხვედრებისთვის და მოსაზრებების გაცვლისთვის და ვიმედოვნებთ რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.“ გიორგი მონიავა, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელი. „ცესკო წარმატებით აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრობლობას. აღნიშნული დოკუმენტი არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების თვითრეგულირების ქცევის კოდექსი, რომლითაც 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ვიხელმძღვანელებთ.“ ნატალია ხოხიაშვილი, „ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსათვის“ ხელმძღვანელი. 45 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია საარჩევნო პროცესების გაშუქების მიზნით, ცესკოში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ცხრა მედიაორგანიზაციის 158-მა წარმომადგენელმა, აქედან ორ საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია მიეცა ხუთი მედიასაშუალების 21 წარმომადგენელს. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა ცხრა მედიაორგანიზაციის 137-მა წარმომადგენელმა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (11). ცხრილი 11. დასახელება სულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები ცესკოში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 9 საშუალების წარმომადგენელი 2 საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 5 საშუალების წარმომადგენელი კაცი ქალი რაოდენობა % რაოდენობა % 158 97 61 61 39 137 83 61 54 39 21 14 67 7 33 ელექტრონული რეგისტრაციების სისტემა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებული ორი საარჩევნო სუბიექტიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ერთმა საარჩევნო სუბიექტმა. ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული იყო 177 წარმომადგენელი. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 23 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა 22-მა და აღნიშნული პროგრამის საშუალებით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა 421 დამკვირვებელი. ცესკოში რეგისტრირებულმა ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ისარგებლა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით და რეგისტრაციაში გატარდა რვა დამკვირვებელი. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის ოთხმა საშუალებამ ისარგებლა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით და ყველა დონის საარჩევნო კომისიაში აკრედიტაცია მიიღო 60-მა წარმომადგენელმა. 46 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები V. ამომრჩეველთა ერთიანი სია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცესკომ დაამუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გადმოცემული მონაცემები. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 184 300-ს, მათ შორის იყო 95 954 (52%) ქალი და 88 346 (48%) კაცი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (12). ცხრილი 12. არჩევნების ტიპი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მერის რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება ამომრჩეველთა რაოდენობა კაცი ქალი რაოდენობა % რაოდენობა % №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გორი, კასპი 134 066 63 956 47.7 70 110 52.3 №12 – გურჯაანი 50 234 24 390 48.6 25 844 51.4 კენჭისყრის დღისთვის იმ ახალგაზრდა ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებსაც პირველად უწევდათ არჩევნებში მონაწილეობა შეადგენდა 4 520 ამომრჩეველს, მათ შორის 2 111 (46.70%) ქალი და 2 409 (53.30%) კაცი. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის 71 პუნქტის საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია მოითხოვა და მიიღო სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 691 842-ჯერ, აქედან: 684 314-მა – ცესკოს ვებგვერდის voters.cec.gov.ge საშუალებით, 7 528-მა – Android და iOS ოპერაციული სისტემის გამოყენებით. 47 VI. საინფორმაციო კამპანია 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია განახლებული კონცეფციისა და მედია-გეგმის შესაბამისად. ვინაიდან უმეტეს საარჩევნო უბანზე არჩევნები ტარდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ინფორმირების კამპანიის განხორციელებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოქალაქეებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირებაზე არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ. საზოგადოების ინფორმირებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა ყველა შესაძლებელი, უკვე არსებული და ახალი მექანიზმები და ფორმატები, რამაც უზრუნველყო ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, პროცესისადმი ნდობა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ღიაობა. არჩევნების გამოცხადების პირველივე დღიდან ცესკოს ვებგვერდზე შეიქმნა საინფორმაციო ბანერი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ენახათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის ცესკომ მოამზადა და ცენტრალურ და შესაბამის რეგიონულ ტელევიზიებში განათავსა ხუთი საინფორმაციო ვიდეორგოლი არჩევნების, ხმის მიცემის პროცედურების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების და ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ. ვიდეორგოლები უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ვიდეორგოლი განთავსდა ასევე გორის, კასპისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში. გორში, კასპსა და გურჯაანში ასევე განთავსდა გარე (ქუჩის) ბანერები. ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების გადაცემებში. ცესკოს თავმჯდომარის ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა ექვს გაზეთსა და სამ ონლაინ რეგიონულ გამოცემაში, სადაც იმართებოდა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. ცესკოსა და ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. საინფორმაციო ბანერები განთავსდა ინტერნეტ სივრცეში შესაბამისი რეგიონული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ცესკოს სხდომები და საინფორმაციო ბრიფინგები, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. შესაბამისი პრეს-რელიზები და ფოტო-ვიდეო მასალა განთავსდა ცესკოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. 48 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გარდა ამისა, მომზადდა და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ამომრჩევლის ბარათთან ერთად გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები – ხმის მიცემის პროცედურების, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ასევე, გავრცელდა ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა იმ ახალგაზრდებისადმი, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ არჩევნებში. საარჩევნო უბნებზე განთავსდა ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერები. საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს შესთავაზა ახალი კრეატიული ონლაინ სერვისი „ნახე როგორ უნდა მისცე ხმა ელექტრონულ არჩევნებში“, რომლის სატესტო ვერსია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე https://game.cec.gov.ge/. ამომრჩევლებს შეუძლიათ ვირტუალურად გაიარონ ყველა საარჩევნო პროცედურა და მისცენ ხმა საარჩევნო უბანზე ელექტრონული აპარატების გამოყენებით. ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები სამივე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იმართებოდა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. საჯარო სივრცეებში გაიმართა კენჭისყრის იმიტირებული პროცესები საარჩევნო ელექტრონული აპარატების საშუალებით, სადაც მოქალაქეებმა პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული აპარატების მუშაობა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები. მოქალაქეებს ასევე შესთავაზეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება პლანშეტის საშუალებით. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია გააცნეს არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებისა და სხვა საარჩევნო საკითხების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ეგიდით გამართულ შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკების 18-25 წლის 1400 მონაწილეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამართა შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2023 წლის 1 ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართებოდა და მოახდინა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირება. გაიმართა შეხვედრები გორის, კასპისა და საგარეჯოს საკრებულოების წევრებთან და აპარატის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ცესკოს წარმომადგენლებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე, ისე 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ნერგავდა. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და მათ პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული აპარატების მუშაობა. შეხვედრის დასასრულს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს მონაწილეთა კითხვებს. 49 საარჩევნო ელექტრონული აპარატები იყო განლაგებული გორის, კასპისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყველა მსურველს აწვდიდნენ ინფორმაციას აპარატების მუშაობის პრინციპისა და უპირატესობების შესახებ. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამომრჩეველთა ინფორმირებას. 2023 წლის 13 სექტემბერს, ცესკოს თავმჯდომარემ გამართა შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობისა და საარჩევნო სიახლეების შესახებ. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და შეხვედრის მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული აპარატების მუშაობა. საარჩევნო პერიოდში ოპერატიულად ვლინდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ გავრცელებული დისკრედიტაციული ინფორმაციები. სულ დამუშავდა 206 ინფორმაცია, აქედან 17 – შეიცავდა ცესკოს იმიჯის შემლახავ ინფორმაციას, 14 – დეზინფორმაციულ და 11 – მანიპულაციურ ინფორმაციას. აღნიშნული განცხადებები ძირითადად შეეხებოდა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს და საკანონმდებლო ცვლილებას, კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის საკითხს. აღნიშნულ განცხადებებზე რეაგირების შედეგად ამომრჩევლები და ჩართული მხარეები იღებდნენ გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ. ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (032 2 2510051) უზრუნველყოფდა ამომრჩევლებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას. კონტაქტ-ჰაბში შემოვიდა 448 ზარი, ონლაინ ჩათში შემოვიდა 803 შეტყობინება, გაიგზავნა 124 მოკლე ტექსტური შეტყობინება და განხორციელდა 98 ზარი. შემოსული კითხვები ძირითადად ეხებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებასა და კენჭისყრის დღის პროცედურებს. საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ 2023 წლის 5-25 აგვისტოს პერიოდში ცესკოს ორგანიზებით, დაბა ბაკურიანში, განახლებული კონცეფციითა და ახალი სასწავლო მასალის გამოყენებით ჩატარდა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „ცესკოს საარჩევნო ბანაკის“ მორიგი ეტაპი. პროექტის მიზანი იყო პროექტში მონაწილე 23-45 წლის მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით პოტენციური ადამიანური რესურსის ფორმირების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საინფორმაციოსასწავლო კურსის 500 მონაწილეს გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. სამუშაო შეხვედრა IFES-ის წარმომადგენლებთან 2023 წლის 7 სექტემბერს ცესკოში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და ცესკოს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის შეხვედრა „საარჩევნო 50 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რენატა ლევოვსკისა და მის მოადგილე დავით ღონღაძესთან. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ, კერძოდ, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხებზე, არჩევნების მოდერნიზების პროცესში არსებულ საჭიროებებზე. მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებით აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. შეხვედრა ახალგაზრდული კონგრესის მონაწილეებთან 2023 წლის 10 სექტემბერს, ბათუმში, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეობა მიიღო და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდულ კონგრესზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით. პანელურ შეხვედრაზე „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა“ ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, არჩევნების მოდერნიზებისა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ მან ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს. შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 2023 წლის 11 სექტემბერს ახალ ფორმატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია მზად იყო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, ასევე მან ისაუბრა სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის. ცესკოს იურიდიული, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც 2023 წლის 1 ოქტომბრის, ისე 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სერტიფიცირების პროცესის, საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში სამართლებრივი 51 ბაზის გასაუმჯობესებლად შესრულებული სამუშაოების, ინფორმირების კამპანიების, დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 2023 წლის 12 სექტემბერს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით, ახალი პლატფორმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ცესკოს იურიდიული, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ელექტრონული აპარატებისა და მომსახურების შესაძენად ვენდორი კომპანიის შერჩევის პროცესი და შესყიდვის პროცედურები, სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე რეაგირება, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების პროცესი, ინფორმირების კამპანიები. გაიმართა დისკუსია მოდერნიზებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან 2023 წლის 28 სექტემბერს, ცესკომ და სწავლების ცენტრმა გამართეს მორიგი შეხვედრა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებული 13 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისა და ორი საარჩევნო სუბიექტის 44 წარმომადგენელთან. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების პროგრამის შესახებ, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ მიმოიხილა აქტიური ინფორმირების კამპანია და ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების მსოფლიო პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები, არჩევნებში ჩართული მხარეების როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში. გამართული დისკუსიის დროს 52 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კენჭისყრის იმიტირებული პროცესი საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით, სადაც მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოცადეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობა. სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან 23-24 სექტემბერს, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ორგანიზებითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში, კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები. გამართული დისკუსიის დროს ჟურნალისტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კენჭისყრის იმიტირებული პროცესი საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით, სადაც ჟურნალისტებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა, კერძოდ: ⦁ ხმის მიცემის სპეციალური კაბინა – ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, ადაპტირებულ/ მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე; ⦁ საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა – უსინათლო ამომრჩევლებს, ყველა საარჩევნო უბანზე; ⦁ განახლებული ჩარჩო/ფორმა – უსინათლო ამომრჩევლებს, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრის პროცესი წარიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით; ⦁ გამადიდებელი ლინზა – მცირემხედველ ამომრჩევლებს, ყველა საარჩევნო უბანზე. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო 46 ადაპტირებული საარჩევნო უბანი, მათ შორის 29 პანდუსით და 17 მარტივად ადაპტირებული. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ შესაბამისი 53 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც უნდა მიემართათ შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ან დაკავშირებოდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საარჩევნო რუკის საშუალებით (https://map.cec.gov.ge/#) შეეძლო მიეღო დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ, მათ შორის დასურათებულ ფორმატში. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ცესკომ მოამზადა და გაავრცელა საინფორმაციო ფლაერი QR კოდით, რომლის საშუალებით უსინათლო პირებს ინფორმაციის მიღება ხმოვან ფორმატში, ხოლო ყრუ პირებს – ჟესტურ ენაზე შეეძლოთ. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო კენჭისყრის პროცედურების ამსახველი პოსტერი QR კოდით, რომლის საშუალებით უსინათლო პირებს ინფორმაციის მიღება ხმოვან ფორმატში, ხოლო ყრუ პირებს – ჟესტურ ენაზე შეეძლოთ. კენჭისყრის დღეს ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჰქონდათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში ვიდეოზარის განხორციელებისა და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები მიმდინარეობდა სურდოთარგმანის თანხლებით. სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით გადამზადდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტის, ქცევის ნორმებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისების შესახებ. სასწავლო კურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის მისაწვდომი იყო ელექტრონულ პლატფორმაზე www.electiontraining.cec.gov.ge. შეხვედრა შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან 2023 წლის 14 სექტემბერს გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელ გერარდ ქვინთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ცესკოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი ბარბარა ზამრსკა და მრჩეველი უილიამ პონსი. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის შესახებ, კერძოდ, არჩევნებში მათი დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ახალ მიდგომაზე, რაც სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა აქტივობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობდა. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა მათი ინფორმირებისთვის დანერგილი სიახლეების შესახებ, ხაზი გაუსვა ცესკოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობას, რომლის შემადგენლობაში, ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები შედიან. 54 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები VII. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდა ორ სტამბაში (სტამბა შპს „ფავორიტი სტილი“, მისამართი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის №5 და სტამბა შპს „ფორმა“, მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიდი ლილო). ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდა „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) წარმომადგენელი. პროცესში მონაწილეობდა ვენდორი კომპანია „სმარტმატიკი“, რომელიც ამოწმებდა დაბეჭდილი ბიულეტენების თავსებადობას ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატთან. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საერთო ჯამში, 133 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 166 750 საარჩევნო ბიულეტენი, აქედან 142 050 იყო განკუთვნილი მოდერნიზებული საარჩევნო უბნებისთვის, ხოლო 24 700 ბიულეტენი – კენჭისყრის ტრადიციული პროცესისთვის. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის განკუთვნილი იყო 121 100 ბიულეტენი, ხოლო მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის – 45 650 ბიულეტენი. ცესკომ საარჩევნო ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადაში გადასცა იმ საოლქო საარჩევნო კომისიებს, სადაც 2023 წლის 1 ოქტომბერს იმართებოდა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. საოლქო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დაწყებამდე 12 საათით ადრე მიაწოდეს ბიულეტენები საუბნო საარჩევნო კომისიებს. 55 VIII. კენჭისყრის დღე 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა 06:45 საათზე და ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. საარჩევნო უბნებზე იყო განთავსებული ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან იყო ამოჭრილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყო ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში აკრძალული იყო ფოტო და ვიდეოგადაღება. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალული იყო აგიტაცია, დაუშვებელი იყო კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელი იყო კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. კენჭისყრის პროცესი გაიმართა არჩევნების დღის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა მიიღეს ერთი ბიულეტენი. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებიდან ცესკოს მიეწოდა და ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა მონაცემები საარჩევნო უბნის გახსნისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (13). ცხრილი 13. ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათი რაოდენობა 6 515 12:00 საათი % 3.53 საარჩევნო ოლქი №12 გურჯაანი №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 56 რაოდენობა 14 309 ამომრჩ. რაოდ. 50 234 134 066 % 7.76 15:00 საათი რაოდენობა 25 458 % 13.81 17:00 საათი რაოდენობა 31 888 % 17.3 20:00 საათი რაოდენობა 43 330 % 23.51 10:00 სთ. 12:00 სთ. 15:00 სთ. 17:00 სთ. 20:00 სთ. რაოდ. % რაოდ. % რაოდ. % რაოდ. % რაოდ. % 2 728 5.43 6 072 12.09 10 754 21.41 13 442 26.76 17 703 35.24 3 787 2.82 8 237 6.14 14 704 10.97 18 446 13.76 25 627 19.12 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები დაიხურა 20:00 საათზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამობეჭდა წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნა ცესკოში. შედეგად, ცესკოს ჰქონდა აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე წინასწარი, პირველადი შედეგების გამოქვეყნების საშუალება. ხმის დათვლის აპარატებით დათვლის გარდა, არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შემდგომ აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯა მებელ ოქმებში. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადმო იგზავნა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა შედეგების დამუშავებისა და გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდა, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დრო. საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთა სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და მისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. კენჭისყრის დღეს, დილის 07:00 საათიდან მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი და მედიაცენტრი, რომელიც უზრუნველყოფდა მედიის წარმომადგენლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას საარჩევნო საკითხების შესახებ. კენჭისყრის დღეს გაიმართა ოთხი საინფორმაციო ბრიფინგი. პრეს-სპიკერი საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას კენჭისყრის პროცესისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. შემაჯამებელი ოქმებისა და ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის ატვირთვა ვებგვერდზე results.cec.gov.ge დაიწყო 1 ოქტომბრის 20:18 საათიდან. უპრეცედენტოდ მოკლე დროში, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში, 2023 წლის 1 ოქტომბრის 21:00 საათზე ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემები 103 საარჩევნო უბნის მიხედვით. 2023 წლის 2 ოქტომბერს, ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა წარადგინა ყველა, 133 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები. წინასწარი მონაცემების უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში გამოქვეყნება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე ონლაინ დაკვირვების შესაძლებლობა 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ცესკოს Facebook და Youtube გვერდზე ტრანსლირებით ხორციელდებოდა. 57 IX. არჩევნების შედეგების შეჯამება 2023 წლის 6 ოქტომბერს, №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2023 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები.14 არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად დადგინდა: 1. 2. 3. 4. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 50 234. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 17 779. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 349. თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია №41 გიორგი მაჭავარიანი. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (14). ცხრილი 14. № სახელი, გვარი წარმდგენი 41 გიორგი მაჭავარიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიღებული ხმების რაოდენობა 17 430 საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2023 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები.15 არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად დადგინდა: 1. 2. 3. 4. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 134 066. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 25 818. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 734. საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 გიორგი სოსიაშვილი. საარჩევნო სუბიექტების დასახელება და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (15). 14. 15. 58 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (4). საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (5). 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ცხრილი 15. № სახელი, გვარი წარმდგენი 34 მამუკა ტუსკაძე 41 გიორგი სოსიაშვილი მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მიღებული ხმების რაოდენობა % 1 562 6.23 23 523 93.77 59 X. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები ჩართული მხარეების მიერ განცხადებების/საჩივრების წარმოდგენის პროცესის გამარტივებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ვებგვერდზე განათავსა საჩივრების რეესტრი, საჩივრების ელექტრონულად წარმოდგენის ელექტრონული პლატფორმა, განცხადება/საჩივრის ფორმები, სასამართლო განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. აღნიშნულმა სერვისებმა ჩართულ მხარეებს გაუმარტივეს განცხადება/საჩივრების წარმოდგენის პროცესი. ტრენინგი „საარჩევნო დავების განხილვა – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“ ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა, იურიდიული და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი „საარჩევნო დავების განხილვა – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“. ტრენინგი გახსნეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს ადელსბახმა. ტრენინგი ჩაატარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტისა და ვენეციის კომისიის მიერ ერთობლივად შემუშავებული სახელმძღვანელოს „საარჩევნო დავების განხილვა – მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების გაუმჯობესებისთვის“ საფუძველზე. მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ ⦁ 60 ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემის სამართლებრივი, ოპერაციული და ტექნიკური სტანდარტები; ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტების თაობაზე; ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახელმძღვანელო მითითებები; საარჩევნო დავების განხილვა – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, დემოკრატიული არჩევნების პრინციპები; საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა; საარჩევნო დავებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიმოხილვა. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა სამი განცხადება/საჩივარი. აქედან №30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა ორი განცხადება/საჩივარი. ორივე საჩივარი წარადგინა საარჩევნო სუბიექტის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელმა. ორივე საჩივარი შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს. №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ (როგორც ძირითადმა საოლქო საარჩევნო კომისიამ) შეისწავლა ორივე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკმაყოფილების შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის წევრებს შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გაფრთხილება. ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიერ ერთი საჩივარი შემოვიდა ცესკოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნით. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო ცესკოს თავმჯდომარის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა. 61 XI. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 2023 წლის 2 აგვისტოს ცესკომ დაამტკიცა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა)16 . საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 8 835 822 ლარი. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 8 254 457 ლარი17. საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №37/2023 დადგენილებით განისაზღვრა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი. სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი 217 922 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 569 629 ლარი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება 2023 წლის 2 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობა და გაცემის წესი.18 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად მიიმართა 552 594 ლარი. სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამოვლენილ იქნა ვენდორი კომპანია, რომლისგანაც შესყიდულ და მოწოდებულ იქნა პირველი ეტაპით გათვალისწინებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები თანმდევი სერვისებითა და ლიცენზიებით. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსებიდან 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ორგანიზებისთვის, გაფორმდა 112 ხელშეკრულება. ცენტრალიზებულად განხორციელდა არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის განაწილება საოლქო საარჩევნო კომისიებში. 16. 17. 18. 62 ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №36/2023 დადგენილება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში (6). ინფორმაცია გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ დანართში (7). ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №161/2023 განკარგულება. 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დანართები დანართი 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №151/2023 საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი 2023 წლის 2 აგვისტო „გიორგი ხოჯევანიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №2600 – XI მს-Xმპ დადგენილების შესაბამისად, №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ხოჯევანიშვილს, 2023 წლის 22 თებერვლიდან, ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 198-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართოს 2023 წლის 1 ოქტომბერს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი 63 დანართი 2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №152/2023 თვითმმართველი თემის - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი 2023 წლის 2 აგვისტო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 ივნისის №გ-91.9123163001 განკარგულების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის - ზურაბ უტიაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1692 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. თვითმმართველი თემის - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს 2023 წლის 1 ოქტომბერს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. 64 კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დანართი 4 2023 წლის 1 ოქტომბრის თვითმმართველი თემის – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი 65 დანართი 5 2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი 66 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები 67 68 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები დანართი 6. მუხლი სულ ხარჯთაღრიცხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხარჯები შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სხვა ხარჯები 06 04 02 არაფინანსური აქტივების ზრდა 9,605,520 8,368,620 3,117,600 4,393,400 857,620 1,236,900 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 9,150,520 ხარჯები 7,913,620 შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სხვა ხარჯები 06 04 03 თანხა (ლარი) 2,805,000 4,251,000 857,620 არაფინანსური აქტივების ზრდა 1,236,900 ხარჯები 455,000 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება 455,000 312,600 142,400 69 დანართი 7. # ხარჯის დასახელება / განმარტება 1 საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება 2 შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ცესკოს მიერ საარჩევნო პერიოდში დამატებით დაქირავებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 3 მივლინება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მივლინების, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის ხარჯები 4 საარჩევნო ოლქებში არჩევნების ორგანიზება საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის ხარჯები (საოფისე, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, დამხმარე პერსონალის და სხვა) 5 სარეკლამო კამპანია ხარჯი (ათას ლარებში) 2,723.5 1,348.0 44.5 569.6 სარეკლამო კონცეფციის შექმნის, სარეკლამო პროდუქციის დამზადება-განთავსების, მედიამონიტორინგის ხარჯები 436.7 საარჩევნო ბიულეტენების, სადემონსტრაციო/შემაჯამებელი ოქმების, ნორმატიული აქტებისა და სხვა საარჩევნო მასალის ბეჭდვის ხარჯები 398.4 6 ბეჭდვითი მომსახურება 7 საბეჭდი მოწყობილობები/სახარჯი მასალა საბეჭდი მოწყობილობების შეძენა-შეკეთების, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი მასალის ხარჯები 112.5 8 საარჩევნო ინვენტარი 9 საარჩევნო უბნების აღჭურვის ხარჯები (საარჩევნო კაბინები, საარჩევნო ყუთები, მარკირების სითხე, დეტექტორები, საუბნო კომისიის წევრთა უნიფორმები, საუბნო და რეგისტრატორთა ბეჭდები, სიის სახაზავი, ბიულეტენის კონვერტები და ყველა სხვა საარჩევნო ინვენტარის შეძენა) 284.4 საარჩევნო ელექტონული მოწყობილობების, ლიცენზიების და სერვისის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/განახლების ხარჯები 1,370.3 კომპიუტერული ტექნიკა/პროგრამული უზრუნველყოფა 10 სატელეკომუნიკაციო მომსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტის, სატელეფონო მომსახურების ხარჯები 1.6 11 საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების, არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა-ნაგებობების მოწესრიგების (მიმდინარე/კაპიტალური რემონტი) და სხვა საარჩევნო ინფრასტრუქტურული პროექტების (ავეჯი, მოწყობილობა-დანადგარები, კეთილმოწყობა) ხარჯები 12 წარმომადგენლობითი ხარჯები არჩევნებზე მოწვეული სტუმრების/დამკვირვებლების მიღების, ცესკოს სახელით გამართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების, სათარჯიმნო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები 13 სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურება 14.0 26.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების, საარჩევნო ინვენტარის გადაზიდვადისტრიბუციის (მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე), საწვავის ხარჯები 17.5 სხვა საარჩევნო შესყიდვები/ხარჯები, რომლებიც ვერ კლასიფიცირდება სხვა კატეგორიაში (აქტივების იჯარა, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაცვა, ადმინისტრაციის კომუნალური მომსახურება, ჰიგიენურ-სანიტარული საგნები და ა.შ.) 15 საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგი 536.0 14 სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების ორგანიზების (ტრენერთა შრომის ანაზღაურება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა) ხარჯები სულ 70 371.3 8.254.4