საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/338; 22.11.2023) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით 12-15 დეკემბრის პლენარულ სხდომებზე განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-30
ბიუროს ნომერი 312 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
*GOV42300035113*
GOV 4 23 00035113
29/11/2023
საქართველოს პარლამენტს
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონების პროექტების (საქართველოს პარლამენტში წარდგენის №34401; თარიღი: 22.11.2023
წ. საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის ნომერი - 07-2/338) განხილვის 2 კვირით
გადადებისა და შემდგომ კვლავ დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიმდინარე
წლის 27 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (№309/6) ზემოაღნიშნული
კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, თუმცა, ინიციატივის
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ, გამოიკვეთა დამატებითი
კონსულტაციების საჭიროება, რამაც მოითხოვა გარკვეული დრო, რის გამოც
კანონპროექტების განხილვა ვერ ხერხდება საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
დადგენილ ვადებში.
გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე პოზიციების
შეჯერების შემდეგ, საჭიროა აღნიშნული ინიციატივის განხილვა კვლავ დაჩქარებული
პროცედურებით, ვინაიდან, მისი შინაარსის გათვალისწინებით, კანონპროექტების მიღება
უნდა მოესწროს მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე, რათა ამოქმედებულ იქნეს გონივრულ
ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული
ცვლილებების საბოლოო იმპლემენტაცია დროში შეფერხდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე
მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით
მიმდინარე წლის 11 – 15 დეკემბრის სასესიო კვირაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
რევაზ ჯაველიძე