საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13663/23; 23.10.2023); ბ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13664/23; 23.10.2023); გ) საქართველოს მოქალაქე თეონა ჭალიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13720/23; 23.10.2023); დ) საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები: „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-13943/23; 30.10.2023).
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-30
ბიუროს ნომერი 312 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-19654/23
29-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია
შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:
− შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13663/23;
23.10.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 დეკემბერი);
− ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-13664/23; 23.10.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 5
დეკემბერი);
− თეონა ჭალიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (13720/23; 23.10.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023
წლის 12 დეკემბერი);
− ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და „საქართველოს
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო
სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-13943/23; 30.10.2023)
(განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 დეკემბერი).
აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების
სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები
გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge