საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/321; 27.09.2023) დაჩქარებული წესით 12-15 დეკემბრის პლენარულ სხდომებზე განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-30
ბიუროს ნომერი 312 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
*GOV02300035146*
GOV 0 23 00035146
29/11/2023
საქართველოს პარლამენტს
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (საქართველოს პარლამენტში წარდგენის №27891;
თარიღი: 27.09.2023 წ. საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის ნომერი - 07-2/321)
დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 941 ნაწილის თანახმად, სადაზღვევო
ორგანიზაცია მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით (მათ შორის,
განაწილებული მოგება), დაიბეგრება 2024 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, 2024 წლის 1
იანვრიდან სადაზღვევო ორგანიზაციას მოუწევს დივიდენდის განაწილების მოგების
გადასახადით დაბეგვრა, რაც 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ
წმინდა მოგებასთან მიმართებაში, გამოიწვევს ერთი და იგივე შემოსავლის ორჯერ
დაბეგვრას. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება წარმოდგენილი
კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს
ემატება 142-ე და 143-ე ნაწილები და განისაზღვრება, რომ თუ სადაზღვევო ორგანიზაცია
დივიდენდს გაანაწილებს 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო
პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების
მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო ორგანიზაციები 2024 წლის 1 იანვრიდან
გადადიან მოგების გადასახადით დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმზე, აუცილებელია,
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვა და
მიღება მოესწროს 2024 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის
მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით
მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
რევაზ ჯაველიძე