„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პარტიის მიერ ფიზიკური პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი
პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის,
შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით
შესრულებული სამუშაოსი).“.
2. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს. აღნიშნულ
ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები,
რომლებიც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება
შესაბამის პარტიას.“.
3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იურიდიული პირისგან, გარდა, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.“.
4. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო
ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ
განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200
ლარს.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოქალაქეებმა შემოწირულობები შეიძლება განახორციელონ წლის განმავლობაში
რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობები
არ უნდა აღემატებოდეს მათთვის ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს.“.
5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ანტიკორუფციულ ბიუროს უგზავნის გასული
წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად.
პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს
ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები.
დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და
შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა
ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეების თაობაზე,
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და
სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე,
სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული
და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობანაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო
ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).“.
6. 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ფინანსების
შესახებ ან აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი იურიდიული პირის
ფინანსების შესახებ;“.
7. 342 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიზიკური პირების ან მათი გაერთიანების მიერ შემოწირულების, საწევრო შენატანის
ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით
დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო
სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც
მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული
ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის
მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა,
რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −
გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი
პირის და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით
განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული
შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული
წარმონაქმნის მიერ აკრძალული შემოწირულების, ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ან მე-4
პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო
სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც
მიიღო აკრძალული შემოწირულება ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან
რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან
თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა
ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და
აკრძალული შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის
(არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი
ოდენობით.“.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
27/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.04.001.018058).
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,
2023 წლის 8 ნოემბერს დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამასთან ერთად, ევროკომისიამ
საქართველოს წარუდგინა 9 რეკომენდაციული ხასიათის წინადადება, რომელთა შესრულებაც
ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ
აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრში გამოაქვეყნა
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ვენეციის
კომისიისა და ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“
და გულისხმობს ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის მიმართულებით არა პერსონალიზებული,
არამედ სახელწმიფოს სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას.
დეოლიგარქიცაზაციის სამოქმედო გეგმის დოკუმენტში წარმოდგენილია სახელმწიფოს
ხედვა
ეკონომიკურ,
პოლიტიკურ
და
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ინტერესების
გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების
შესახებ, რომლებიც, თავის მხრივ, შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების
შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში წარმოდგენილ მიზნებს.
აღნიშნული დოკუმენტი 7 მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას და მათ
შორის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების
ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიამ 2023 წლის 12 ივნისს
გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია გასცა
იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების აკრძალვის თაობაზე. სწორედ აღნიშნული
საკითხის ცვლილებას ითვალისწინებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებათა კანონპროექტი და მასთან
ერთად, ამცირებს პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობას
საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არაუმეტეს 0.04%-მდე, რაც, თავის
მხრივ, უზრუნველყოფს პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას და
შესაბამისად, ქმნის სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი
განვითარების შესაძლებლობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში არსებული პრობლემის გადასაჭრელად,
აუცილებელია წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს
ვენეციის
კომისიის
„დეოლიგარქიზაციის
პოლიტიკური
მიერ,
2023
შესახებ“,
პარტიების
წლის
12
სადაც
მითითებულია
დაფინანსების
ივნისს
გამოქვეყნებულ
იურიდიული
შესაძლებლობის
აკრძალვა.
რეკომენდაციას
პირებისთვის
შესაბამისად,
პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, ასევე
შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც,
თავის მხრივ, უზრუნველყოფს პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას
და შესაბამისად, ქმნის სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი
განვითარების შესაძლებლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის
„მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, კერძოდ:
1. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად შემოწირულებად ითვლება, პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის
მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე
და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში
რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. რამდენადაც, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების
გაცემის აკრძალვას, აღნიშნული ქვეპუნქტი ამოღებული იქნება.
2. ცვლილება შედის აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში.
დღეს მოქმედი რედაქციით, შემოწირულებად ითვლება პარტიის მიერ ფიზიკური ან
იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით
მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი
კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული
სამუშაოსი). კანონპროექტის მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ქვეპუნქტში აღარ
იქნება მითითება „იურიდიულ პირებზე“ .
3. ცვლილება შედის აღნიშნული კანონის 251 მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც
განისაზღვრება, რომ პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის
0.04%-ს, ნაცვლად 0.05%-ისა.
4. აღნიშნული კანონპროექტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდება ახლებურად, შედეგად აკრძალული იქნება შემოწირულობების მიღება
იურიდიული პირისგან, გარდა, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
5. ცვლილება შედის 27-ე მუხლში, კერძოდ:
პირველ პუნქტში, დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია
თითოეული
იურიდიული
პირისგან
მიღებული
შემოწირულებების
მაქსიმალური ოდენობა. იმდენად, რამდენადაც იურიდიულ პირებს აღარ
ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ შემოწირულებები, აღნიშნული მუხლი
ყალიბდება ახლებურად.
მე-2 პუნქტი ამოღებული იქნება კანონის დღეს მოქმედი რედაქციიდან,
რამდენადაც, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით იურიდიული პირი
ვეღარ იქნება შემომწირველი.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად, რამდენადაც, იურიდიული პირები
შემოწირულებებს ვეღარ განახორციელებენ.
6. აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად,
იმდენად, რამდენადაც შემოწირულებების განმახორციელებელი იურიდიული პირები
აღარ იარსებებენ, აუცილებელია ამ მუხლის ტექნიკურად გასწორება და „იურიდიული
პირების“ ამოღება.
7. წარმოდგენილი კანონის პროექტით, ახლებურად ყალიბდება კანონის 341 მუხლის მე-2
პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, შედეგად ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება
საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს
ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ფინანსების ასევე,
აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი იურიდიული პირის ფინანსების
შესახებ.
8. წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის 342 მუხლში:
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად, რამდენადაც წარმოდგენილი
კანონპროექტის შედეგად იურიდიული პირები ვეღარ განახორციელებენ
შემოწირულობებს, აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდება შესაბამისად;
აღნიშნულ მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც იურიდიული
პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ
აკრძალული შემოწირულების, ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების
დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ
კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც
მიიღო შემოწირულება ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან
რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის
მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც
შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, - გამოიწვევს
აკრძალული შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და
აკრძალული
შემოწირულების,
ხარჯის
მესამე
პირის
მეშვეობით
განმახორციელებელი
პირის
(არსებობის
შემთხვევაში)
დაჯარიმებას
აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით .
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას და პირიქით, მიზანშეწონილია ცვლილებების შემჭიდროვებულ
ვადაში ამოქმედება. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის
უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ვინაიდან 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, მნიშვნელოვანია პოლიტიკური
პარტიების დაფინანსების საკითხი გადაწყდეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის
დასრულებამდე. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი ვადების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებები თუ დაჩქარებული
წესით არ იქნება განხილული და მიღებული, მათი ამ სესიაზე მიღება შეუძლებელი იქნება.
ზემოაღნიშნული მიზნიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ წარმოდგენილი ცვლილებები
ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა და მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის
ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის
გათვალისწინებულია შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული
შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის
შემთხვევაში) დაჯარიმება აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით, რაც
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა
დამოკიდებული იქნება დარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფო
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გარკვეულ
ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმდენად, რამდენადაც პოლიტიკური
პარტიების შემომწირველები ვეღარ იქნებიან იურიდიული პირები.
გარდა ამისა, კანონპროექტით საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის
0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების
დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი (აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის
სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას). შესაბამისად, ამ
საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, მომავალში გავლენა იქონიოს ცალკეულ პარტიათა
ფინანსების ხარჯვით ნაწილსა და ამ ფინანსებით მოსარგებლე პირთა შემოსავლებზე.
ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა
ტიპის
ორგანიზაციული
წარმონაქმნის
მიერ
აკრძალული
შემოწირულების
განხორციელებისთვის გათვალისწინებულია შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი
პირის
და
აკრძალული
შემოწირულების,
ხარჯის
მესამე
პირის
მეშვეობით
განმახორციელებელი
პირის
(არსებობის
შემთხვევაში)
დაჯარიმება
აკრძალული
შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით. შესაბამის პირებზე გავლენა დამოკიდებული
იქნება დარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის
ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის
გათვალისწინებულია შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული
შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის
შემთხვევაში) დაჯარიმება აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით, რაც
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული კანონის მოქმედ
რედაქციაში არსებული სანქციის ანალოგიით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება:
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი