„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010190020.04.001.016032) მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ჰ4. საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული
ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური
ფასეულობა და მომსახურება. აკრძალულ საარჩევნო შემოწირულებად არ ჩაითვლება
საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო
დროის ღირებულება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ცვლილების მიზანია პოლიტიკური პარტიების
შემოწირულებების საკითხის ახლებური დარეგულირება. შედეგად, იურიდიული პირები
ვეღარ შეძლებენ პარტიებისთვის შემოწირულებების განახორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რათა შესაბამისობაში მოვიდეს საკანონმდებლო ბაზა,
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით
გათვალისწინებულ
ცვლილებასთან აუცილებელია, საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“
შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია, რამდენადაც საკანონმდებლო ბაზა
შესაბამისობაში უნდა მოვიდეს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
ცვლილება შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „საარჩევნო კოდექსი“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის საქართველოს
ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის
„ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბება ახლებურად და საარჩევნო შემოწირულებად აღარ მიიჩნევა
იურიდიული პირის მიერ საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი
საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ
მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.
2
აქვე გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულ საარჩევნო შემოწირულებად არ
ჩაითვლება საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო
საეთერო დროის ღირებულება.
ა.დ)
კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ცვლილებების
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და
საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიზნებიდან
გამომდინარე მიზანშეწონილია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა/
შესაბამისი დასაბუთება მითითებულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის განმარტებით
ბარათში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
3
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფო
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი არ იქონიებს არანარირ ფინანსურ გავლენას, იმ პირებზე
ვის მიმართაც ვრცელდება აღნიშნული ცვლილება, თუმცა საკანონმდებლო პაკეტში
შემავალი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის ცვლილება იქონიებს კონკრეტულ ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტი. შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილია
აღნიშნულ
საკანონმდებლო
პაკეტში შემავალ
საქართველოს
ორგანული კანონის
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების განმარტებით ბარათში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მომზადება
არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით
მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი
5