1. „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“; 2. „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 16
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2560?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
28 ნოემბერი 2023 10:30
2023 წლის 28 ნოემბერი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და 2023 წელს გამოცხადებული
საგრანტო
პროგრამების:
„იყავი
შენი
ქვეყნის
ახალგაზრდა
ელჩი“,
„დიასპორული
ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის
ანსამბლების მხარდაჭერა“ და სხვა მიმდინარე პროექტების თაობაზე ინფორმაციების
მოსმენა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი;
თანამომხსენებელი: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან
გულაღაშვილი.
11/28/2023, 3:30 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N16
2023 წლის 28 ნოემბერი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, ნოდარ
ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა
ისმაილოვი, თამარ ჩარკვიანი.
სხდომას არ ესწრებოდა: ლევან ხაბეიშვილი, კობა ნაყოფია.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და 2023 წელს გამოცხადებული
საგრანტო პროგრამების:
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული
ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის
ანსამბლების მხარდაჭერა“ და სხვა მიმდინარე პროექტების თაობაზე ინფორმაციების
მოსმენა.
მომხსენებელი:
დიასპორასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის
დირექტორი
მუხრან
გულაღაშვილი
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ 2023 წელს გამოცხადებული საგრანტო პროგრამების: „იყავი შენი ქვეყნის
ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი
ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და სხვა მიმდინარე პროექტების
თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
მომხსენებლის,
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
დიასპორასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის განცხადებით, საგრანტო პროგრამები
დიასპორელებში დიდ ინტერესსა და მოწონებას იწვევს.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპილოტე რეჟიმში
განახორციელა საგრანტო პროგრამა - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის
ანსამბლების მხარდაჭერა“, რომლის მიზანია უცხოეთში მოქმედი ქართული ფოლკლორული
ანსამბლების ფუნქციონირებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. მუხრან
გულაღაშვილის
თქმით,
აღნიშნულ
პროგრამას
ახალი
კომპონენტი
დაემატა,
რაც
საქართველოს რეგიონებში ანსამბლების გასტროლის დაფინანსებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების
საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს საგრანტო
პროგრამას - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. პროგრამის ფარგლებში საქართველოს
15 ქვეყანაში ჰყავს ახალგაზრდა ელჩი.
მუხრან გულაღაშვილის თქმით, საგრანტო პროგრამები მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპულ
გზაზე საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ასევე, ადგილსამყოფელ
ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობისა და
თანამემამულეებში
ეროვნული
იდენტობისა
და
კულტურული
თვითმყოფადობის
შენარჩუნებისთვის.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო პროგრამების განხორციელების
ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებთან.
მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ განხორციელებული და 2023 წელს გამოცხადებული საგრანტო
პროგრამების:
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების
მხარდაჭერა“,
„უცხოეთში
მოქმედი
ქართული
ცეკვისა
და
სიმღერის
ანსამბლების
მხარდაჭერა“ და სხვა მიმდინარე პროექტების თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე:
გივი ჭიჭინაძე
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი