„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა
და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს
(პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2015
მუხლი:
„მუხლი 2015
1. 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის
ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი),
რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის მფლობელ პირზე პირადობის იმავე მოწმობის
სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე
დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც
დატანილია აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბოლოდროინდელი
საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა მთელი რიგი
საარჩევნო პროცედურები და გაიზარდა არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი
სტანდარტები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიდან განსაკუთრებით
აღსანიშნავია კენჭისყრის/არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
ჩატარების პრინციპის შემოღება, რომელიც პრაქტიკაში რამდენჯერმე უკვე
განხორციელდა და სხვადასხვა საკითხებთან ერთად მჭიდროდ დაკავშირებულია
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID-ბარათით)
ხმის მიცემასთან. თუმცა ამ საკითხთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ
დღესდღეობით კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის
ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა (პირადობის მოწმობები,
რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებსაც
ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წლის
ვადას შეადგენს. პირადობის ასეთი მოწმობები გაცემულია 2011 წლის 28
ივლისამდე.
კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის
აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის
ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია,
რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების
სათანადოდ ჩატარებას.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი
იხილავს სხვა კანონპროექტსაც (საქართველოს ორგანული კანონის პროექტს
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/369; 18.10.2023)), რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს
უნარჩუნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული
მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის
24-ე მუხლით უზრუნველყოფილი საარჩევნო უფლების ჯეროვან რეალიზაციას
ემსახურება და, ამავე დროს, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული
1
ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ერთ-ერთ ერთობლივ
რეკომენდაციას1 შეესაბამება.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოცემულ საკითხზე
გამართეს შეხვედრა, რის შედეგადაც შეჯერდა პოზიციები საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული მოწმობით არჩევნებში ხმის
მიცემის შესაძლებლობის პირობებთან დაკავშირებით.
ამრიგად, ზემოხსენებული ორივე კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება
ერთგვარი დაბალანსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ერთი
მხრივ, არჩევნების სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნებისთვის
საქართველოს მოქალაქის პირადობის განუსაზღვრელი ვადით ან 20 წლის ვადით
მოქმედი არაელექტრონული მოწმობები უმეტესწილად საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩანაცვლდება, ხოლო,
მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ პირადობის მოქმედი
ე. წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით არჩევნებში ხმის მიცემის
უფლება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტისა და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ზემოაღნიშნული
ორგანული კანონის პროექტის (N07-3/369; 18.10.2023) მიღების შედეგად შეიქმნება
ერთგვარი დაბალანსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ერთი
მხრივ, არჩევნების სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნებისთვის
საქართველოს მოქალაქის პირადობის განუსაზღვრელი ვადით ან 20 წლის ვადით
მოქმედი არაელექტრონული მოწმობები უმეტესწილად საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩანაცვლდება, ხოლო,
მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ პირადობის მოქმედი
ე. წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით არჩევნებში ხმის მიცემის
უფლება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1
იხ. ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის (ODIHR) 2022 წლის 19 დეკემბრის N1107/2022 ერთობლივი დასკვნა (CDL-AD(2022)047), 47ე პუნქტი: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2022)047-e
2
კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს
მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის
ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის
მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ
გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება
შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი
დროულად, არაუგვიანეს 2023 წლის ბოლომდე მიღება. თუმცა ვინაიდან
საქართველოს პარლამენტის მიმდინარე საშემოდგომო სესია 2023 წლის 15
დეკემბერს დასრულდება და, ამდენად, კანონპროექტის მიმდინარე წელს მიღება
დაჩქარებული წესით მიღების გარეშე შეუძლებელია, საჭიროა მიღებულ იქნეს
გადაწყვეტილება მისი დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი.
3
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის გავლენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დამოკიდებული იქნება პირთა მიერ სათანადო სამსახურისთვის საქართველოს
მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობების გაცემის შესახებ განაცხადების
წარდგენის დროს მოქმედ შესაბამის წესსა და ამ განაცხადების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს
მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის
ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ერთი ერთეული მოწმობის დამზადებისა და
გაცემის ხარჯი დღესდღეობით დაახლოებით 60 ლარს შეადგენს. შესაბამისად,
საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობებით მათმა ჩანაცვლებამ
შესაძლოა გავლენას იქონიოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ზრდის მიმართულებით, რაც დამოკიდებული იქნება შესაბამისი განაცხადების
რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, დამოკიდებული იქნება აღნიშნულ პირთა მიერ
სათანადო სამსახურისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი
მოწმობების გაცემის შესახებ განაცხადების წარდგენის დროს მოქმედ შესაბამის
წესზე.
4
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
5
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი
იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი
იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
6