საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 1 დეკემბერს ქალაქ პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-19870/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19870/23 04-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს მოგახესენებთ, რომ მ/წ 1 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ქ.პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 1 (ერთი) გვერდი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის 2023 წლის 1 დეკემბერს ქ.პარიზში მივლინების ანგარიში მოგახესენებთ, რომ მ/წ 1 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ქ.პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში. სხდომის ფორმატში გაიმართა გასაუბრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის კანდიდატებთან. კანდიდატებმა (კუნევა (ბულგარეთი), ნოვაკი (ავსტრია) და ოფლაჰერტი (ირლანდია)) კომიტეტს წარუდგინეს საკუთარი ხედვა თუ რა საქმიანობას გაწევენ და რა პრიორიტეტები ექნებათ ადამიანის უფლებათა კომისრად არჩევის შემთხვევაში. ჩემი შეკითხვები კანდიდატებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესებასთან და კომისრიეს მიერ ამ მიმართულებით შესაძლო ხელშეწყობასთან იყო დაკავშირებული, ასევე შეეხებოდა ადამიანის უფლებათა კომისრის როლისა და სამოქმედო სტრატეგიას. ინტერვიუს ბოლოს კომიტეტმა კენჭი უყარა კანდიდატებს ფარული კენჭისყრით. შედეგები, რაც ამ ეტაპზე საჯარო არ არის, დეკემბერში გადაეგზავნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 2024 წლის იანვარში აირჩევენ. დღის წესრიგით განხილულ იქნა ჩემს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე „კოვიდ19 პანდემიის ზეგავლენა ევროპის ციხის მოსახლეობაზე“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განხილვის შედეგები. აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ მინისტრთა კომიტეტი ზოგადად მიუდგა რეზოლუციაში ასახულ რეკომენდაციებს და მთავარი დატვირთა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქმიანობაზე გადაიტანა. ამ მიზეზით, კომიტეტის წინაშე დავაყენე რეზოლუციის განხორციელებაზე შემდგომი შესწავლისა და ანგარიშის მომზადების საკითხი, რაც კომიტეტის გადაწყვეტილებით გადაეგზავნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განხილვისა და დამტკიცების მიზნით. გივი მიქანაძე 03.12.2023წ.