საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბაია კვიციანის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 19-24 ნოემბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენსა და შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-19862/23
01-12-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19-24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით, სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში, ვიმყოფებოდი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენსა და შვედეთის სამეფოს
დედაქალაქ სტოკჰოლმში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 2 გვერდი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ბაია კვიციანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის, ბაია კვიციანი ანგარიში, დანიისა და შვედეთის სამეფოებში ვიზიტის
თაობაზე
19-24 ნოემბერი
მიმდინარე წლის 19-21 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრების გაიმართა დანიის სამეფოს
დედაქალაქ კოპენჰაგენში, კერძოდ:
დანიის ბავშვთა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან;
კოპენჰაგენის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ადმინისტრაციის
წარმომადგენლებთან;
დანიის პარლამენტის ბავშვთა და განათლების კომიტეტის სპიკერ, ალექს
არენდსენსთან.
ვიზიტის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამტკიცება, განათლებისა და
მეცნიერების მიმართულებით.
ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, განხილულ იქნა დანიასა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ზოგადი განათლების
საფეხურზე.
ამასთანავე, გამართული შეხვედრებისას, საქართველოს მხარე გაეცნო დანიაში არსებულ
პრაქტიკას, ინკლუზიური განათლებისა და მოსწავლეთა სოციო-ემოციური მხარდამჭერის
სერვისების შესწავლისა და საქართველოში დანერგვის მიმართულებით.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს კონკრეტული ხედვები, სამომავლო პარტნიორობის
თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე კოპენჰაგენში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სკოლას ესტუმრა და იქ არსებულ სერვისებს
გაეცნო.
22-24 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრები გაიმართა შვედეთის სამეფოს დედაქალაქ
სტოკჰოლმში, კერძოდ:
შვედეთის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედრიკ
მალმთან;
შვედეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელ, გუდრუნ ბრუნეგარდთან და ჯგუფის წევრებთან, სუზენ
ნორდსტრომსა და ჰანა განარსანთან;
შვედეთის განათლებისა და კვლევების მინისტრ, მატს ფეშონთან
შვედეთის განათლების სააგენტოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ორ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და
პრიორიტეტული მიმართულებები.
ამასთანავე, შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს ორ ქვეყანას
შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის
შესაძლებლობები.
მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრაზე, განიხილეს მომავალ წელს შვედეთის პარლამენტის
ჯგუფის საქართველოში ვიზიტის საკითხი.
ვიზიტის ფარგლებში, შეფასდა თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები.