საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან მგალობლიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანზორ ბოლქვაძის და გიორგი ჩაკვეტაძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (№07-3/388; 15.11.2023) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით 12-15 დეკემბრის პლენარული სხდომების კვირაში განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე
ნომერი
#2-19898/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19898/23 04-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტში 2023 წლის 15 ნოემბერს ინიციირებული იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/388/10). აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად განხილულ იქნა შესაბამისი კომიტეტების მიერ. საკომიტეტო განხილვებისა და შემდგომი პროცედურების განხორციელებისას წარმოიშვა რიგი საკითხები, რომლებიც დამატებით დამუშავებს საჭიროებს. ამასთანავე, როგორც ამავე კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითთებული, დღეის მდგომარეობით მტკნარი წყლის ჩამოსხმის უფლების მქონე გარკვეულ პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი, გარკვეული ნაწილი აღარ ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან/და გაუქმებას), რადგან მათ ტექნიკური, ადმინისტრაციული პროცედურები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ეტაპები არ ჰქონდათ დასრულებული და სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ გააჩნდათ. შესაბამისად, მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) მქონე პირებს, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა. ლიცენზიის მფლობელთა შემოწმების შედეგად არ დგინდება მათ მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი, ხოლო მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა, ამიტომ მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განსაზღვროთ წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების ახალი ვადები. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი პარლამენტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე