საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მომართვა 1992-2004 წლებში, III, IV, V მოწვევის პარლამენტის წევრის, IV და V მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და 2004-2005 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მისი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#2-19910/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-19910/23 04-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, რათა 1992-2004 წლებში, III, IV, V მოწვევის პარლამენტის წევრი, IV და V მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და 2004-2005 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაჯილდოვდეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით (სიკვდილის შემდეგ), მის მერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ზურაბ ჟვანიამ, როგორც სამი მოწვევის პარლამენტის წევრმა და ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის სისტემატიზაციასთან ერთად, მისი, როგორც ძლიერი საზედამხედველო ინსტიტუციის ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ დაფასდეს მისი ღვაწლი ქართული პარლამენტარიზმის განვითარებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების კონტექსტში. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge