საქართველოს პარლამენტის წევრის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით მათიკაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 23-25 ნოემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ბალტიის ასამბლეის სესიასა და ბალტიის საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი
ნომერი
#2-19911/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

წერილი
2-19911/23 04-12-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ 23-25 ნოემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ბალტიის ასამბლეის სესიასა და ბალტიის საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი დავითი მათიკაშვილი
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი მივლინების თარიღი მივლინების მიზანი დელეგაციის შემადგენლობა აქტივობები ტალინი, ესტონეთის რესპუბლიკა 23-25 ნოემბერი მონაწილეობა ბალტიის ასამბლეის მე-42 სესიასა და ბალტიის საბჭოს 29-ე შეხვედრაში დავით მათიკაშვილი - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; ირაკლი ბროკიშვილი - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი. 2023 წლის 23-24 ნოემბერს, რიგაში გაიმართა ბალტიის ასამბლეის მე-41 სესია და ბალტიის საბჭოს 28-ე შეხვედრა, სადაც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მონაწილეობა მიიღო დავით მათიკაშვილმა. ღონისძიებას ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების გარდა, ესწრებოდნენ ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მოწვეული მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა პარტნიორი ევროპული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დავით მათიკაშვილმა სიტყვით მიმართა ასამბლეის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. „მივესალმებით ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბალტიის ქვეყნების მყარი მხარდაჭერის იმედი გვაქვს,” - აღნიშნა მან საკუთარ გამოსვლაში. ასევე, ისაუბრა უკრაინაში მომდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე. დავით მათიკაშვილმა ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა პოლიტიკური თუ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო ახერხებს ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა და ხელშესახები წარმატება სხვა და სხვა მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში, შედგა საუბარი ესტონეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ლაური ლაატსთან, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო თანამშროლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ჩვენ რეგიონში არსებულ გამოწვევებს. 2023 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება