საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ (№1-15203/23; 29.11.2023);
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 132
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2594?local=true
საქართველოს პარლამენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
04 დეკემბერი 2023 14:00
2023 წლის 4 დეკემბერი, 14:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს
ინიციატივის
პარლამენტის
წესით
წევრის
წარმოდგენილი
შალვა
პაპუაშვილის
„საქართველოს
მიერ
პარლამენტის
საკანონმდებლო
რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
07-3/374; 01.11.2023) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის
(1-15203/23; 29.11.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის
(1-15214/23; 29.11.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
1 of 2
12/6/2023, 11:07 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 4 დეკემბერი 14.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N132
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა
წიწავა, ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე გოგი მეშველიანი, გიორგი კახიანის
უფლებამონაცვლე გიორგი ცაგარეიშვილი და სალომე ჯინჯოლავას უფლებამონაცვლე ირაკლი
მეძმარიაშვილი.
სხდომაზე მოწვეულები: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი
(მომხსენებელი), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები: ანანო კვარაცხელია,
ნინო ცანავა, ანა ელიაძე, თამარ ძაგანია, თედი იობიძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ქეთევან ფუტკარაძე - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 07-3/374; 01.11.2023) III მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
2. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (N115203/23 29.11.2023) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
3. საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (N115214/23 29.11.2023) განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023) III
მოსმენით განხილვა
მოისმინეს: შალვა პაპუაშვილის მოხსენება.
მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა მესამე მოსმენით და
აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისას გამოითქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით განსხვავებული კოეფიციენტების დადგენის ნაცვლად, მიზანშეწონილი იქნება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და
საქართველოს პარლამენტის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის აისახოს ზუსტად ის
კოეფიციენტები, რაც გათვალისწინებულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
1
-
ინიციატორი დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებას, რაც შესაბამისად აისახა რეგლამენტის
პროექტში..
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მესამე მოსმენისათვის განხორციელდა სარედაქციო ხასიათის
შენიშვნები, რომლებიც რეგლამენტის პროექტის შინაარს არ ცვლის.
კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი,
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს მხარი დაუჭიროს
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით
განსახილველად გატანას.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/374; 01.11.2023)
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/374; 01.11.2023)
მომზადებულად
ჩაითვალოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
III
მოსმენით
განხილვისათვის;
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (N115203/23 29.11.2023) განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 29 ნოემბრის N311/13
გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილავს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად
რეგისტრაციის
საკითხს
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
განხორციელების მიზნით.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
განცხადება, თანდართული მასალები და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი
დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაცია.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
ლობისტად (N1-15203/23 29.11.2023)
რეგისტრაციას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების
მიზნით?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე
ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ.
2
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხის (N115214/23 29.11.2023) განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 30 ნოემბრის N312/7
გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილავს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად
რეგისტრაციის საკითხს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელების მიზნით.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის
განცხადება, თანდართული მასალები და შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი
დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაცია.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად (N1-15214/23 29.11.2023)
რეგისტრაციას „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელების მიზნით?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა და გადაწყვეტილების პროექტი: საქართველოს პარლამენტში მოქალაქე
ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ქეთევან ფუტკარაძე
სხდომის მდივანი
3