„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/399/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 1. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში გადალახა კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო ბარიერი.‘’ 2. 391-ე მუხლს დაემატოს მე-5 ნაწილი: ,,5. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების წესი არ ვრცელდება ამ პუნქტის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განაწილებულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ან/და მისაღებ დაფინანსებაზე.’’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წესის ცვლილება. თუ პარტია არ მონაწილეობს პოლიტიკურ დღისწერიგში, არ გააჩნია პოლიტიკური პოზიციები და არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში მისი თვითმიზანია გადალახოს 1 % ბარიერი და მიიღოს დაფინანსება, რაც არასწორ მოტივებს აჩენს პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენი პროექტის მიზანია პატარა პარტიები, რომლებებსაც პოლიტიკაში ყოფნის სურვილი აქვთ გაერთიანდნენ დიდ პარტიებთან კონსოლიდაციის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვურლი არის პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წესი, კანონის მიღების აუცილებლობაც ამ ჩანაწერით არის გამოწვეული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, ვისაც შესაძლებლობა და სურვილი აქვთ აკეთონ პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, ბიუჯეტიდან ისეთი პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ პოლიტიკურ პროცესებში არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯხვა რაც დანაშაულიც კი არის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი არის მნიშვნელობა მიეცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვას, შეიცვალოს არსებული 1 % დაფინანსების წესი და ის მიბმული გახდეს ბარიერის გადალახვაზე. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების წესი არ ვრცელდება ამ პუნქტის ამოქმედებამდე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განაწილებულ სახემწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ან/და მისაღებ დაფინანსებაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულსამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არსებობს კანონის დაჩქარებული წესით განხილვის ობიექტური გარემოება : კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსები კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტი. ღონისძიებების დაფინანსების წყაროა ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. პარტიის დაფინანსების წესი განსაზღვრულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-3 მუხლით, კერძოდ, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო, თითოეული შემდგომი ნამდვილი ხმისთვის 5 ლარის ოდენობით. აღნიშნული დაფინანსების წესი არ იცვლება, თუ პარტია გადალახავს 5% ბარიერს ზუსტად იმდენ დაფინანსებას მიიღებს რამდენიც მოქმედი წესით არის განსაზღვრული, თუ ვერ გადალახავს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტში დაიზოგება თანხა. ხოლო, თუ პარტია გაერთიანდა სხვა პარტიასთან და გაერთიანების შედეგად გადალახეს ბარიერი, დაფინანსების ამ წესის გათვალისწინებით პარტია რომელიც აქამდე 1 % გადალახვისთვის მიიღებდა პირველი 50 000 ნამდვილი ხმისთვის 15 ლარს, მიიღებს 5 ლარს, ამიტომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ამ შემთხვევაშიც შემცირდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დაზუსტებით შეუძლებელია ითქვას რა ფინანსური გავლენა ექნება პარტიებზე ამ ცვლილებებს, თუ პარტია გადალახავს 5% ბარიერს არაფერი შეიცვლება, თუ ვერ გადალახავს ბარიერს დაფინანსების გაერეშე დარჩება, თუ გაერთიანდება უფრო დიდ პარტიასთან მაშინ დაფინანსებული ხმების ჯამური რაოდენობა მეტი იქნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი