„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/344/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 112. საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევა გემის პორტში შესვლისა და პორტიდან გამოსვლის, საპორტო წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში, სპეციალურ დერეფანში გემის მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, – გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას მისი შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ 2. კოდექსის 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 114. ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა, ტვირთის დაწყობის და შენახვის წესების დარღვევა 1. ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის, მათ შორის სახიფათო ტვირთის დაწყობის და შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. ნავსადგურის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც არ არის ნებადართული საქართველოს კანონმდებლობით, გამოიწვევს, თითოეულ ნავმისადგომზე, ნავსადგურის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის ტერიტორიაზე ტვირთის დასაწყობების აკრძალვის წესების დარღვევა, მათ შორის: ა) საწყობებში, ბაქნებსა და ნავთობტერმინალებზე/გაზის ტერმინალზე ბ) აკრძალულ ზონაში გ) მისაბმელი ტუმბებისა და ბრიდელების, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნების, ჭერის, სახანძრო ამწეების, სახანძრო სიგნალიზაციისა და/ან ელექტროჩასართველების ირგვლივ, აგრეთვე სადრენაჟო სისტემების ჭებზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია განსაზღვრულ ადგილებთან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებაზე) დ) საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 (ოთხი) მეტრის დაშორებაზე და საწყობში სხვადასხვა სახეობის ტვირთს შორის ნორმებით დადგენილ გასასვლელებში ე) წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო და ელექტროკაბელის ტრასებზე ვ) 2 (ორი) მეტრზე ნაკლები დაშორებით უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან ან/და 3 (სამი) მეტრზე ახლოს ნავმისადგომის ნაპირიდან ზ) გზებზე, ფეხითმოსიარულეთა და ტრანსპორტის გასასვლელებზე, სახანძრო ავტოტუმბოებთან და სხვა თ) საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობისა და სატელეფონო სადენების ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 6. ნავსადგურის მიერ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ტექნოლოგიური რუკის/სქემის გარეშე ან/და არსებული ტექნოლოგიური რუკის/სქემის დარღვევით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. ნავსადგურში გადმოტვირთვა-დატვირთვისას, სატვირთო ოპერაციების წარმოების ტექნოლოგიური რუკის ნავსადგურთან შეუთანხმებლობა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 9. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს შესაბამისიპირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ 3. კოდექსის 1143 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1143. საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევა 1. ნავსადგურის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე ფიზიკურ და იურიდიული პირებისთვის ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის „საქართველოს საზღვაო კოდექსით“ განსაზღვრული შესაბამისი პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. 3. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ, ნავსადგურის მიერ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან სალოცმანო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ნავსადგურში არსებული ნავმისადგომების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომისათვის ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 5. შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანხმობის გარეშე გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. 7. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ, შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოუღებლობა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში, გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 9. ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოების/ორგანიზაციების მიერ, ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ნავსადგურის წესების დარღვევა გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 11. ნავსადგურში მოქმედი საბუქსირე გემის მფლობელის/ოპერატორის მიერ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ნავსადგურის კაპიტნის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, მცურავი ერთეულის ან ტვირთის უსაფრთხოების, ასევე ზღვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვის პრევენციისათვის გაცემული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს საბუქსირე გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 12. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს საბუქსირე გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 13. სასიგნალო რაკეტებისა ან/და სხვა სასიგნალო საშუალებების (პიროტექნიკის) ნავსადგურის ტერიტორიაზე გამოყენება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 14. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1146 - 11416 მუხლები: „მუხლი 1146. ნავსადგურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა 1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ საზღვაო უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვისა და პერიოდული შემოწმების წესების დარღვევა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ საზღვაო უშიშროებასთან დაკავშირებული სწავლებისა და წვრთნების ჩაუტარებლობა, ნავსადგურის უშიშროების საკითხებში ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა, აგრეთვე, ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩაუტარებლობა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ სანავსადგურე ერთეულისა და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ტერიტორიის შიგნით არსებულ შეზღუდულ ზონებზე, ნავსადგურში მყოფ გემებსა და გემების გარშემო სივრცეებზე უწყვეტი მონიტორინგის შეუსრულებლობა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვვეს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 7. ნავსადგურის მიერ საზღვაო უშიშროების გეგმით გათვალისწინებული შეზღუდული ზონებით სარგებლობის ან ბანერების განთავსების წესის დარღვევა გამოიწვევს თითოეულ შემთხვევაზე ნავსადგურის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს თითოეულ შემთხვევაზე ნავსადგურის დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 1147. სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით უშიშროების წესების დარღვევა დადგენილი საზღვაო 1. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის საზღვაო უშიშროების გეგმის შემუშავების, წარდგენისა და განხორციელების წესის დარღვევა გამოიწვევს სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3.სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ, უშიშროების პერსონალის წვრთნის, ასევე სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ინსპექტირების ჩაუტარებლობა გამოიწვევს სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. 4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 1148. გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევა 1. გემის მიერ, საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გაფრთხილების შეუსრულებლობა - გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. გემის ნავსადგურში შესვლა მთავარი ან დამხმარე ძრავების, ორთქლის ქვაბების მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწვავის აირების ჰაერში გამოსაბოლქვი ტრაქტის /მილების შიდა კედლებზე დარჩენილი დაუმწვარი საწვავის ნაწილაკების შემცველი მურისაგან გაუწმენდავი და გაუსუფთავებელი აღჭურვილობით გამოიწვევს გემის კაპიტანის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 3. გემის კაპიტნის მიერ: ა) სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზების წესების დარღვევა, რომლის შედეგად გემს შეეზღუდა ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა ნაოსნობისათვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად ბ) ბორტს მიღმა ამწეების, ისრების, ტრაპების, კანჯოების და სხვა მოწყობილობების განთავსება გ) ღამის საათებში, გემის ნავსადგურში შესვლა/გასვლის და სატვირთო ოპერაციების სათანადო განათების გარეშე წარმოება დ) გემის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 4. ნავსადგურში შემსვლელი/გამსვლელი გემისთვის სვლაგეზის (კურსის) ჩახერგვა, მისი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ქიმის წინ კურსის გადაკვეთა და დაგეგმილი მანევრირების ნებისმიერი შეზღუდვა გამოიწვევს მცურავი საშუალების მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, 5. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს მცურავი საშუალების მფლობელის დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით. 6. თხევადი საწვავის გემში ჩასხმა, თუ გემში საბუნკერე და მებუნკერე გემის მიერ არ იქნა ჩატარებული საწვავის ჩასხმისათვის მოსამზადებელი პრევენციული ღონისძიებები ან რომელიმე ხანძარსაქრობი სტაციონარული სისტემა გაუმართავია ან გემზე მიმდინარეობს შედუღებასთან დაკავშირებული სამუშაოები გამოიწვევს მცურავი საშუალების მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 7. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს მცურავი საშუალების მფლობელის დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 1149. გემის უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების დარღვევა 1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშით მცურავი გემის გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მიერ გემის უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების შეუსრულებლობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით. 2. შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშით მცურავი გემის გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მიერ გემის უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების შეუსრულებლობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11410. ნავსადგურის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლებისა და ინსტრუქტაჟის წესების დარღვევა 1. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლებისა და ინსტრუქტაჟის წესების დარღვევისთვის სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გაფრთხილების შეუსრულებლობა, გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11411. ნავსადგურის მიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის სანიტარიული პირობების დაუცველობა 1. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ, ნავსადგურის მიერ, ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სანიტარიული პირობების დაუცველობა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11412. შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილების და ფუნქციონირების წესის დარღვევა 1. აღიარებული ორგანიზაციის ისეთი ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია გემის, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას - 20 000 ლარის ოდენობით. 2. აღიარებული ორგანიზაციის მიერ იმ დოკუმენტის გაცემა, რომელზეც სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არ მიუნიჭებია შესაბამისი უფლებამოსილება გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11413. სალოცმანო სამსახურის საქმიანობის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა სფეროში საქართველოს კანონმდებლობით 1. სალოცმანო მომსახურების დროს მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. სალოცმანო მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობისა და მათი პარამეტრების შემოწმება, ასევე, დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ლოცმანის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორცილება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ხელსაწყოების გამოყენების გარეშე გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. 5. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას -1000 ლარის ოდენობით. 6. ლოცმანის მიერ, შეუსრულებლობა - ნარკოტიკული, ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების ვალდებულების გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 7. სალოცმანო კატარღის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 9. ბუქსირების გემთან მუშაობის წესების დარღვევა/შეუსრულებლობა გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას -10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 11414. გემის აგენტის მიერ გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევა გემის აგენტის მიერ, გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის შესახებ დოკუმენტაციის, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს გემის აგენტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 11415. ნავსადგურის/ტერმინალის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა 1. ნავსადგურის მიერ, ნავსადგურში გემის შემოყვანისა და ნავმისადგომზე დაყენების მოთხოვნა, როდესაც ნავმისადგომი არ არის მზად გემის მისაღებად, გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. ნავსადგურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად შესასვლელი არხის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას - 10 000 ლარი. 6. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას - 20 000 ლარი. 7. ნავსადგურის ტერიტორიაზე, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა: გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 9. ნავსადგურის ტერიტორიაზე შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აეროვანი ჭრა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა ან/და შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აეროვანი ჭრა, იმ პირთა მიერ, რომელთა კვალიფიკაცია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 11. ნავსადგურში, გემის ნავმისადგომზე დაყენებისას, როდესაც სანავსადგურე ამწის ისრები ცდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს ან/და სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრების მოუბრუნებლობა ნაპირის მხარეს, ისეთი ფორმით რომ ისინი არ ცდებიან ნავმისადგომის კიდეს გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 12. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 13. ნავსადგურში, გემის ნავმისადგომზე დაყენებისას, ნავმისადგომზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის გემის მიმბმელების არ ყოფნა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 14. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 15. ნავსადგურში, გემის ნავმისადგომზე დაყენებისას, გემის მიყენების ადგილის სათანადო გაუნათებლობა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 16. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 17. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ ელევატორის მილების ისე განლაგება, რაც ხელს უშლის გემის დაყენებას (მიბმას) გადაყვანას ან/და ტაკელაჟისა და სატვირთო საშუალებების აულაგებლობა, ასევე, მათი განთავსება დადგენილი წესის დარღვევით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 18. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 19. სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ, სატვირთო ოპერაციების ადგილის ნარჩენისგან გაუწმენდაობა, გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 20. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 21. სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას ან მათი დასრულების შემდეგ, ნავმისადგომიდან ნარჩენების ზღვაში და ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა/ჩარეცხვა გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 22. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავსადგურის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 23. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობ/გაზის ტერმინალზე; ა) სტაციონარული საჰაერო მექანიკური ქაფსაქრობი სისტემების გაუმართაობა/არ არსებობა; ბ) სახანძრო საგუშაგოების, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით აღუჭურვილობისა და და პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებების არ ქონა; გ) ცენტრალური (წყლის) გათბობის სისტემის გაუმართაობა ან ჩანაცვლება შეუსაბამო გათბობის სისტემით; დ) სატელეფონო კავშირისა და სახანძრო სიგნალიზაციის გაუმართაობა; გამოიწვევს ნავთობ/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 24. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავთობ/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 25. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობ/გაზის ტერმინალზე: ა) ელექტროგანათების წესების დარღვევა; ბ) ნავმისადგომის აღჭურვის მოთხოვნების დარღვევა (ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობები არ ქონა); გ) ნებისმიერი ტარისა და აღჭურვილობის დაწყობა დ) თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, ე) ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება ნავთობტერმინალის/გაზის ტერმინალის მთელ ტერიტორიასა და ნავმისადგომთან მდგომ გემზე გამოიწვევს ნავთობ/გაზ ტერმინალის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 26. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავთობ/გაზ ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 27. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალი/გაზის ტერმინალის ტეროტორიაზე, ისეთი ავტოტრანსპორტისა და სარკინიგზო თბომავლების ექსპლუატაცია, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა, გამოიწვევს ნავთობ/გაზ ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 28. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ნავთობ/გაზ ტერმინალის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 29. სანავსადგურე წყლებში საყვინთი სამუშაოების ჩატარება ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხეველობისა და და კონტროლის სამსახურისათვის სათანადო შეტყობინების გარეშე, ან ამ სამუშაოთა დროს სიგნალების მიცემის წესების დაუცველობა, – გამოიწვევს საყვინთ სამუშაოებზე უშუალოდ პასუხისმგებელი ოდენობით. პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 11416. იახტკლუბის მიერ ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა 1. იახტკლუბის მიერ ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს იახტკლუბის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს იახტკლუბის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.“ 6. კოდექსის 212-ე მუხლის : ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 112-ე, 113-ე, 114-ე, 1143, 1144, 1146-11416 მუხლებით, 115-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) , 128-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 129-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 130-ე და 131-ე მუხლებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) და 1781 სამართალდარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“ ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს, ამ კოდექსის 129-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“ 7. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 473-ე ნაწილი: „473. ამ კოდექსის 44-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 113-ე, 1143, 1144, 1146-11416 მუხლებით, 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი 1 სამართალდარღვევებისათვის) და 178 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტორს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. “ მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება“. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტის მომზადების საფუძველი გახლავთ შემდეგი: „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის N78 დადგენილების შესაბამისად, ყველა გემი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნული დადგენილების პირობებს და მოძრაობა განახორციელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გემების, მიერ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ სანავსადგურე წყლებში, მოძრაობის გამყოფი სისტემაში და სპეციალურ დერეფნებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების დარღვევის შემთხვევაში დადგინდება ჯარიმები. 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის N685 დადგენილება „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ. დადგენილება მომზადდა „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების შესახებ“ საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) ასევე, 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №725/2004 რეგულაციისა „გემებისა და ნავსადგურების მოწყობილობების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე“ და 2005 წლის 26 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/65/EC დირექტივის ნავსადგურების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე“ საფუძველზე. ზემოაღნიშნული დადგენილება სრულად პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს გემებისა და საქართველოს ნავსადგურებში უშიშროებაზე. ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი, სადაც საქართველოს ნავსადგურებისა და გემების მიერ, აგრეთვე, სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უშიშროების წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმების ოდენობა. 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის N04 ბრძანება „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების“ დამტკიცების შესახებ“, რომელიც ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ბრძანებით დადგენილი წესების დარღვევისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი. ასევე, პროექტი ითვალისწინებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას. ესეთი შეუსაბამობები მოიცავს: ნავსადგურის მიერ ნავსადგურისტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლებისა და ინსტრუქტაჟის წესების დარღვევა, ნავსადგურისმიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის სანიტარიული პირობების დაუცველობას. საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად, გემის ინსპექტირება და შემოწმება ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. გემების ინსპექტირებასა და შემოწმებას საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაცია, რომელსაც უფლებამოსილების დელეგირებას უკეთებს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვინაიდან, არსებობს იმის რისკი, რომ აღიარებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ინსპექტირება და შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს რეალობას და აღნიშნულით ზიანი მიადგეს გემის, ნავსადგურის და ადამიანის უსაფრთხოებას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოში მოქმედი, სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებებისთვის დაწესდეს სანქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილების და ფუნქციონირების წესების დარღვევა გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას. საქართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ და სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესები“ ადგენს საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესებს და აწესებს ვალდებულებებს, როგორც ნავსადგურებისთვის, ასევე გემებისვის, გემთმფლობელებისთვის და იმ იურიდიული პირებისთვის, რომელიც ასრულებენ საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებულ საქმიანობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული პირებისთვის დაწესდება ჯარიმები საზღვაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის და ნავსადგურის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით, დაწესდება ჯარიმები იახტკლუბისთვის, ვინაიდან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანების „ნავსადგურის წესების“ შესაბამისად, დადგენილია მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა. სალოცმანო სამსახურების და ლოცმანების საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მოთხოვნები სალოცმანო სამსახურებისთვის დადგენილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის საჭიროა დაწესდეს ჯარიმები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების მიზანია, საზღვაო სფეროში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება, ასევე, იმ სამართალდარღვევების კოდექსში ასახვა, რომლებიც ამ დრომდე განსაზღვრული არ არის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში განისაზღვროს ნავსადგურების, გემთმფლობელების პასუხისმგებლობა გემისა და ნავსადგურის უშიშროების, გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების და კომპლექსური შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსის 112-ე მუხლი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთის ჯარიმების ასახვა კოდექსში. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს, კოდექსის 114-ე მუხლის მოქმედი რედაქციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. კოდექსის 1143 მუხლი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები. აგრეთვე, კოდექსს ემატება 1146-11416 მუხლები, რომლებითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემმოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფომების წესის დარღვევისთვის დაწესდება ჯარიმა; აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე (კანონის გამოქვეყნებიდან 45-ე დღე) საჭიროა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება. ხოლო კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს, ვინაიდან, მისი ძალაში შესვლა დაკავშირებულია ზემოაღნიშნული წესის დამტკიცებასთან, რაც უზრუნველყოფს კანონის შესაბამის მუხლებთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურ აღსრულებას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის ცვლილების პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ოქმის შედგენის უფლებამოსილება წარმოადგენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ან/და კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, დაწესებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის ცვლილების პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ოქმის შედგენის უფლებამოსილება წარმოადგენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითების დაფინანსების წყაროა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი ბიუჯეტი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს ნავსადგურებისთვის, სანავსადგურე ობიექტებისთვის, გემთმფლობელების, მცურავი საშუალების მფლობელისთვის, გემის აგენტებისთვის, აღიარებული ორგანიზაციებისთვის, სალოცმანო სამსახურებუსთვის, ლოცმანებისთვის, იახტკლუბისთვისდა გემთფლობელებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის 112-ე მუხლის შესაბამისად, გასწორდა კანონში არსებული ხარვეზი. კერძოდ, გემის ნავსადგურში შესვლისა და ნავსადგურიდან გამოსვლის, სანავსადგურე წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში, სპეციალურ დერეფანში გემის მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დაცვაზე პასუხისმგებელია უშუალოდ გემის კაპიტანი. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელებისთვის, ვინაიდან, ქონების მფლობელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, დადგენილ ვადაში ამოუღებლობის შემთხვევაში კი დაწესდება ჯარიმა. როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს შესაბამისი პირებისთვის, თავის მხრივ, აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის გასწიონ დამატებითი ხარჯები (უშიშროების გეგმის შემუშავება, განახლება, დანერგვა, საზღვაო უშიშროებასთან დაკავშირებული სწავლება და წვრთნები, უშიშროების რეგულარული ინსპექტირება, იახტკლუბისთვის ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შემუშავება). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტის 112-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება პასუხისმგებლობა მხოლოდ გემის კაპიტანზე. რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: გემის კაპიტნის დაჯარიმებას მისი შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. კანონპროექტის 114-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სანავსადგურე ერთეულში დატვირთვის, გადმოტვირთვია, ტვირთის დაწყობის და შენახვის წესების დარღვევისთვის. ჯარიმის ოდენობა, სამართალდარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისად განისაზღვრება 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, ვინაიდან ამ დრომდე არ ყოფილა ჯარიმა გამოწერილი სამართალდარღვევისთვის. საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5 000 ლარიდან 20 000 ლარამდე. სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარიდან 10000 ლარამდე. გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უსაფრთხოებისა და წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. უშიშროების გემის უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. სანავსადგურე ერთეულის მიერ სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლებისა და ინსტრუქტაჟის წესების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. სანავსადგურე ერთეულის მიერ სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის ან/და აკვატორიის სანიტარულსაყოფაცხოვრებო პირობების დაუცველობისთვის განისაზღვრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილების და ფუნქციონირების წესის დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 20 000 ლარიდან 25 000 ლარამდე ოდენობით. სალოცმანო სამსახურის საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით. გემის აგენტის მიერ გემის სანავსადგურე ერთეულში შესვლის ან/და სანავსადგურე ერთეულიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით 15 000 ლარამდე ოდენობით. იახტკლუბის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად, შესაბამისი პირები დაჯარიმდებიან იგივე ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.