„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ხატია წილოსანი, მერაბ ქვარაია, რამინა (რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, გოგი მეშველიანი, სალომე ჯინჯოლავა, ზაზა ლომინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ დუგლაძე, ვლადიმერ კახაძე, შალვა კერესელიძე, ირმა ზავრადაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, შოთა ხაბარელი, გიორგი სოსიაშვილი, სამველ მანუკიან, სუმბატ კიურეღიან, ალექსანდრე ტაბატაძე, ლევან ქარუმიძე, ზაალ მიქელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნიკოლოზ სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, კახა კახიშვილი, გია ბენაშილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი(დაჩი) ბერაია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი
ნომერი
#07-3/401/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზნებია: ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენა; ბ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ძირითადი პრინციპების დადგენა და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა; გ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ხელშეწყობა; არსებული დ) სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ე) სახელმწიფო ხელშეწყობა; მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ვ) ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ზ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და გარემოზე შემცირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა. მავნე ზემოქმედების მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს: ა) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებით ზოგად მოთხოვნებს; გ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებით ზოგად მოთხოვნებს; დ) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მართვაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციებს; ე) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით ზოგად მოთხოვნებს; ვ) ფერმერული მეურნეობების რეესტრის წარმოებასთან ღონისძიებების მიღებისა და გატარების ზოგად მოთხოვნებს. დაკავშირებით შესაბამისი მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოფლის განვითარება - სოფლად ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადობის გაძლიერება; ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა - სამეურნეო საქმიანობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის წარმოებული მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე და რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების მოვლა და შენახვა გარემოს დაცვის თვალსაზრისით და წარმოებისათვის გამოსადეგ მდგომარეობაში; გ) დაკავშირებული საქმიანობა - სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტების დამუშავება/გადამუშავებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე აგროტურისტული საქმიანობაც; დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა - სახელმწიფო პოლიტიკის იმ ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირთა შემოსავლების ზრდას და სოფლის მდგრად განვითარებას; ე) ფერმერული მეურნეობა - მიწის ნაკვეთი ან/და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის ან/და დაკავშირებული საქმიანობისთვის; ვ) ფერმერი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში წარმართავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან/და, არსებობის შემთხვევაში, დაკავშირებულ საქმიანობას; ზ) ფერმერული მეურნეობების რეესტრი - ფერმერული მეურნეობების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფერმერის, ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და სახელმწიფოს მიერ მათზე განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ; ზ) მხარდამჭერი ღონისძიებები - ღონისძიებები (მათ შორის გადახდები), სასოფლოსამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის; თ) მმართველი ორგანო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ი) გადამხდელი სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო; კ) სოფელი - როგორც განმარტებულია საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ლ) საბჭო - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო. მუხლი 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნები 1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებია: ა) სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობის და პროდუქტიულობის ზრდა, წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე; სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ბ) სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებით და თანაბარი შესაძლებლობების შექმნით საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის სოფლად ციფრული გარდაქმნების მხარდაჭერით; გ) ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა, მდგრადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების უზრუნველყოფით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით, ეკოსისტემების შენარჩუნებით, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებით და ადაპტაციით; ე) სურსათის / ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ეფექტური სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა; ვ) სოფლის მეურნეობის წარმოების შეზღუდული პოტენციალის მქონე ტერიტორიების განვითარება დამატებითი ფინანსური, საშეღავათო, ტექნიკური და კვლევითი მხარდაჭერის გზით; ზ) სოციალური ინკლუზია, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქვემოდან-ზემოთ მიდგომის და საჯარო-კერძო პარტნიორობის ქმედითი მექანიზმების სტიმულირებით, მათ შორის სოფლად ეკონომიკურ აქტივობებში ქალთა, ახალგაზრდა და დამწყები ფერმერების/მეწარმეების ჩათვლით. თავი II სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა და დაფინანსება მუხლი 5. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია წარმოადგენს სექტორული პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს სექტორული მიმართულებით იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად, აყალიბებს მიდგომებს დასახული მიზნების/ამოცანების განსახორციელებლად და ადგენს შედეგების ინდიკატორებს პროგრესის შესაფასებლად. მუხლი 6. სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, სტრატეგიის შესაბამისად, განსაზღვრავს სექტორული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად კონკრეტულ აქტივობებს, მათი შედეგების ინდიკატორებს, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებს, შესრულების ვადებს, ბიუჯეტს და დაფინანსების წყაროს. მუხლი 7. დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობისა დაფინანსების წყაროა: და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების ა) სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) საგარეო დახმარება; გ) სხვა წყარო, კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. მხარდამჭერი ვალდებულება ღონისძიებები, ბენეფიციარები და ბენეფიციართა ანგარიშ მხარდამჭერი ღონისძიებების მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ფერმერთა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკნომიკური გაძლიერება და შემოსავლების ზრდა: 1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მხარდამჭერი ღონისძიებებია მე-7 მუხლში გათვალისწინებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტები/პროგრამები; 2. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა მმართველი ორგანოს წარდგინებით; 3. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, მხარდამჭერი ღონისძიებების ბენეფიციარს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში წარმართავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და არსებობის შემთხვევაში, დაკავშირებულ საქმიანობას , რომელიც რეგისტრირებულია ფერმერულ მეურნეობათა რეესტრში; 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, მხარდამჭერი ღონისძიებების ბენეფიციარს, ასევე წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სოფლის განვითარების მიმართულებით; 5. მხარდამჭერი ღონისძიებების ბენეფიციარები ანგარიშვალდებულნი არიან გადამხდელი სააგენტოს წინაშე; 6. ბენეფიციართა ანგარიშვალდებულების წესი დგინდება გადამხდელი სააგენტოს მიერ. თავი III სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირების პრინციპები და ინსტიტუციური მოწყობა მუხლი 9. პოლიტიკის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები 1. საქართველოს მთავრობა: ა) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ბ) მმართველი ორგანოს წარდგინებით, ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; გ) ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საჭიროებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებისას, აგრეთვე სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; დ) მმართველი ორგანოს წარდგინებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ამტკიცებს მხარდაჭერის ღონისძიებებს. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით; ბ) შეიმუშავებს მხარდამჭერ ღონისძიებებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად; გ) წარმართავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების საერთო მონიტორინგის და შეფასების პროცესს; დ) კოორდინაციას უწევს შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში; ე) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას; ვ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სამეწარმეო სექტორის, მათ შორის, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობას და კომუნიკაციას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე; ზ) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 10. გადამხდელი სააგენტო 1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, კანონით დადგენილი წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების სქემების აღსრულებისა და კონტროლის ფუნქციას კანომდებლობით დადგენილ ფარგლებში ასრულებს გადამხდელი სააგენტო. 2. გადამხდელი სააგენტო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დაფინანსების განაცხადის ვერიფიკაციის, შეფასებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების ავტორიზაციის პროცესის ოპერაციულ მართვას; ბ) ახორციელებს მხარდამჭერი ღონისძიებების აღსრულებას, ფინანსურ აღრიცხვას და კონტროლს; გ) ახორციელებს ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირებას დადგენილი წესით; დ) ნერგავს და ავითარებს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის სისტემის მონაცემთა ბაზებს და უზრუნველყოფს მონაცემთა აღრიცხვას და დამუშავებას, სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით; ე) აწარმოებს შესრულების პროგრესის მონიტორინგს კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებების შედეგების ინდიკატორებისთვის და წარუდგენს მმართველ ორგანოს; ვ) ახორციელებს ფერმერთა/მეწარმეთა ინფორმირებას და საკონსულტაციო საქმიანობას ადგილობრივ დონეზე; ზ) ანგარიშვალდებულია მმართველი ორგანოს წინაშე. ანგარიშგების წესს ადგენს მმართველი ორგანო; თ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. მუხლი 11. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო 1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს სამინისტრო. 2. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით; ბ) კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიშების მომზადებას; გ) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წევრი უწყებების მიერ მონაცემთა შეგროვებისა და შეყვანის პროცესის კონტროლს; დ) უზრუნველყოფს საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის ფორმატის შექმნას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების გაუმჯობესების მიზნით; ვ) ქმნის დროებით თემატურ სამუშაო ჯგუფებს, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით. მუხლი 12. ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობენ მმართველ ორგანოსთან ან/და გადამხდელ სააგენტოსთან, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლის თვალსაზრისით. თავი IV მონაცემთა ბაზები და საინფორმაციო სისტემა მუხლი 13. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის სისტემა 1. მმართველი ორგანო კოორდინაციას უწევს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფორმირებას, ხოლო მონაცემთა ბაზების ინტეგრირებას და მართვას ახორციელებს გადამხდელი სააგენტო. 2. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ურთიერთდაკავშირებული მონაცემთა ბაზებისგან, რომელიც მოიცავს: ა) ფერმერული მეურნეობების რეესტრს; სისტემა შედგება ბ) მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემას, რომელიც შეიცავს გეოინფორმაციული და სივრცითი მონაცემების ერთობლიობას მიწის ნაკვეთებისა და მასზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური აქტივობების შესახებ; გ) განაცხადების მართვის, გადახდების და ფინანსური აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემას; დ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას, მხარდამჭერი ღონისძიებების გავლენის შეფასებისა და პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღების მიზნით; ე) სხვა მონაცემთა ბაზებს, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზას. 3. მონაცემთა ბაზების წარმოება და შენახვა ხორციელდება ელექტრონულად და ინფორმაცია ხელმისაწვდომია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მონაცემთა ბაზების შენახვის ვადები და პროცედურები განისაზღვრება მმართველი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. მუხლი 14. ფერმერული მეურნეობების რეესტრი 1. ფერმერული მეურნეობების რეესტრი არის ყოველწლიურად განახლებადი ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფერმერული მეურნეობების ადგილმდებარეობის, საქმიანობის და მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ; 2. ფერმერული მეურნეობების რეესტრის მიზანია: ა) საქართველოს მასშტაბით ფერმერული მეურნეობების მონაცემების ბაზის შექმნა, მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისათვის და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის; ბ) ფერმერული მეურნეობების ზუსტი ადგილმდებარეობის და საქმიანობის სპეციფიკის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საკადასტრო მონაცემებზე, რუკებზე და ორთოფოტოებზე დაფუძნებული მონაცემების ბაზების შექმნა; გ) ფერმერული მეურნეობების საქმიანობის იდენტიფიცირება. 3. მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ფერმერული მეურნეობების რეესტრის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესი დგინდება მმართველი ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუხლი 15. მონაცემთა ურთიერთგაცვლა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირების და ურთიერთ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხორციელდება მონაცემთა გაცვლის ელექტრონული ფორმატის მეშვეობით, რომელშიც ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებები, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სხვა შესაბამისი უწყებები. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 16. გარდამავალი დებულებები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) „ფერმერული მეურნეობების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება 2025 წლის 1 იანვრამდე; ბ) „განაცხადების მართვის, გადახდების და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება 2026 წლის 1 იანვრამდე; გ) „ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიან ელექტრონული ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება 2026 წლის 1 იანვრამდე; დ) „მონაცემთა ბაზების შენახვის ვადების და პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მიღება 2025 წლის 1 იანვრამდე; მუხლი 17. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა მე-10, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის მე-10, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სოფლის განვითარება და ძლიერი აგრარული სექტორი ამცირებს სიღარიბეს და ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის, ყველა დონეზე1. მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის მესამედი საქმიანობიდან იღებს. ცხოვრობს ამდენად, სოფლად აგრარულ და სექტორში შემოსავალს ფერმერული პროდუქტიულობის ზრდა უმნიშვნელოვანესია სიღარიბის შესამცირებლად . თუ სოფლის მეურნეობის დარგი სათანადოდაა ინტეგრირებული ეკონომიკის სხვა სექტორებთან, მას აქვს პოტენციალი იყოს 2 მამოძრავებელი ძალა ზოგადად ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის3. ფერმერული საქმიანობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ პირთა ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს. მთავრესი ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს სოფლის განვითარებაზე და სათავეს ფერმერულ მეურნეობაში იღებს, არის დასაქმება, დამხმარე ბიზნეს საქმიანობა, გარემოსდაცვითი იყენებდეს სერვისები. ფერმერული სოფლის საქმიანობის განვითარების წვლილს, პოლიტიკა როგორც სათანადოდ ადგილზე უნდა აქტივობების გაუმჯობესების, ისე დამხმარე სერვისების მხარდაჭერისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სოფლის მდგრადი განვითარება4. სოფლის განვითარება ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების ხარისხის ზრდას და ახდენს მოსახლეობისაგან სოფლების დაცლის პრევენციას. ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისათვის სოფლად და სოფლის მეურნეობის სექტორში მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა5. იმ საზოგადოებებში, სადაც მოსახლეობისაგან დაცლა კრიტიკული პრობლემაა და მისი პრევენცია პრიორიტეტს წარმოადგენს, ფერმერული საქმიანობათა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა განაპირობოს6. მეურნეობა რომელსაც ეკონომიკურ შეუძლია რეგიონის საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას. ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ გაატარა 1 https://www.giz.de/expertise/html/60136.html 2 https://www.worldbank.org/en/programs/knowledge-for-change/brief/agriculture-andrural-development 3 4 5 იქვე. იქვე. https://www.ntu.eu/what-we-do/sectors/agriculture-rural-development/ https://www.iatp.org/sites/default/files/Agricultures_Contribution_to_Rural_Developmen t.htm 6 მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩოს დაახლოებისთვის ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკასთან (CAP). საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით წარმატებით განახორციელა და შეასრულა ENPARD-ის პროგრამის სამი ფაზა, ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირის LEADER პროგრამა - ქვემოდან ზევით ინიციატივა სოფლის განვითარების მხარდასაჭერად ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით, რომელიც საპილოტედ განხორციელდა UNDP-ის მიერ და სწორედ მის საფუძველზე მოხდა 2023 წლის სახელმწიფ ბიუჯეტში ეროვნულ დონეზე უკვე აღნიშნული პროგრამის შემუშავებისთვის შესაბამისი ფინანსების მობილიზება. სოფელი და განსაკუთრებით აგრარული სექტორი მრავალი გამოწვევის (დარგის მნიშვნელობის შემცირება, მცირემოსავლიანობა, მოსახლეობის დაბერება, ურბანიზაცია, მცირემიწიანობა, განათლების დონე და სხვ.), წინაშე დგას, რომელთანაც გამკლავება მხოლოდ დარგობრივი და სოფლის განვითარების პოლიტიკის ჰარმონიული თანაარსებობით/შერწყმითაა შესაძლებელი7. სოფლის განვითარების პოლიტიკა მეტად ტერიტორიულია და სპეციფიური რეგიონის/სივრცის საჭიროებებზეა მორგებული, აგრარული პოლიტიკა კი, სექტორულია. თუმცა სოფლის განვითარება და აგრარული სექტორი მრავალ გადაკვეთის წერტილში ხვდება ერთმანეთს, ე.ი. ურთიერთსარგებლიანია მოცემულ საკითხებში8:    სოფლის ინფრასტრუქტურა, გზები, ციფრული კავშირი, სახელმწიფო სერვისები და სხვ.; ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში, ექსტენციის სერვისი, საწარმოო ტექნოლოგიები, მიწისა და წყლის მართვის სისტემები; ცირკულარული ეკონომიკა სოფლად; გარემოსდაცვითი სერვისები; მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის დარგის, მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით უმეტესად შემცირებულია, ის მაინც მამოძრავებელი ძალაა ადგილობრივი სოფლის ეკონომიკისათვის. აგრარული სექტორი კვლავ მთავარი მიმწოდებელია როგორც პირველადი, ისე გადამუშავებული პროდუქციის, ტრადიციული ლანდშაფტის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა ტურისტულად მნიშვნელოვანი სერვისის9. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი სურსათის სისტემების განვითარებაში. ამასთან, ეს განაპირობებს საჯარო ფინანსების უკეთ გამოყენებას (საერთო მიზნებისათვის) და ამ რესურსების ხარჯ-სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას10. სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია სწორი პოლიტიკისა და შესაბამისი დამხმარე ღონისძიებების განხორციელების გარეშე. ამიტომ, სახელმწიფოს როლი და მის მიერ მართებული ნაბიჯების გადადგმა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თავის მხრივ, სწორი პლიტიკის შემუშავებისათვის სახელმწიფოს სჭირდება ინსტრუმენტები, რომელიც შესაძლებელს გახდის სწორი ინფორმაციის არსებობას და შესაბამისი ანალიზის განხორციელებას. 7 https://www.iatp.org/sites/default/files/Agricultures_Contribution_to_Rural_Developmen t.htm 8 9 იქვე. იქვე. 10 https://www.oecdilibrary.org/docserver/1499398cen.pdf?expires=1701426377&id=id&accnam e=guest&checksum=D19F3EB91E653F012F6D5D2A26FA7E17 სწორედ ამ მიზნით მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ტერმინი „ფერმერი“ და „ფერმა, არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით შედგენილი ფერმერული მეურნეობების რეესტრი და შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაცია ფერმერის, მისი მეურნეობის, საქმიანობისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, რომლებიც შესაძლებელს გახდის სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის არსებობას, სწორ ანალიზს და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში, ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის მსგავსად, მოაწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობა განიხილება, როგორც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-10 თავის - ,,სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, ასევე ხელი შეუწყოს როგორც, ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა პოლიტიკის დაგეგმვა შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებს. კანონპროექტის მიღება განპირობებულია ევროკავშირის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების სქემებში საქართველოს ოპერატიულად ჩართვისთვის, სოფლის განვითარების ევროპული მმართველობის პრინციპების შესაბამისად (მმართველი ორგანო, გადამხდელი სააგენტო). ევროკავშირის მოთხოვნებთან ნაწილობრივი ან სრული თავსებადობის უზრუნველყოფა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ინტეგრაციული პროცესების რეალიზაციისა და დარგში წარმატებული რეფორმების კვალდაკვალ საქართველოს შეუძლია გახდეს გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA), ხოლო სოფლის განვითარების მიმართულებით, „გაწევრიანებამდე სოფლის განვითარების დახმარების ინსტრუმენტის“ IPARD-ის (EU instrument for pre-accession assistance for rural development) ან ალტერნატიული ფინანსური დახმარების ბენეფიციარი. კანონპროექტის მიღება ემსახურება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში, ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის მსგავსად, მოაწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს დაადგენს; ბ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ძირითადი პრინციპების დადგენა და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა; გ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება; დ) სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; ე) სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა; ვ) ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ზ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის უზრუნველყოფა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს კანონი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი რომელიც დაარეგულირებს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, წარმოაჩენს ხედვასა და მიზნებს დარგში პოლიტიკის შემდგომ ეტაპზე განსახორციელებლად, ამასთან, აღსანიშნავია რომ ქვეყანას გააჩნია სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი სექტორში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.), რომელიც აყალიბებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ძირითად ვექტორებს ეროვნულ დონეზე, თუმცა, მასში გაცხადებული მიზნების სრულად რეალიზება რთულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე, რომელიც ფუნდამენტურად განსაზღვრავს დარგში არსებული სუბიეტების როლსა და უფლებამოსილებებს. ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ფერმერის ან/და ფერმერული მეურნეობის სტატუსს/განმარტებას. ფერმერის დეფინიცია გვხვდება მხოლოდ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N350-ე დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილება ფერმერს განმარტავს როგორც პირს, რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. დადაგენილებით გაწერილი კრიტერიუმები ვერ უზრუნველყოფს რეალური ფერმერული საქმიანობის ან/და ფერმერის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ფერმერის სტატუსის განსაზღვრისა და ფერმერული მეურნეობების ერთიანი ბაზის/რეესტრის არსებობის აუცილებლობა განპირობებეულია შემდეგი მიზეზებით: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, განსაკუთრებით საძოვრების გასხვისებისას მნიშვნელოვანია მიწის საკუთრებაში თუ დროებით სარგებლობაში გადაცემისას უპირატესი უფლება ჰქონდეს ფერმერს, რომელიც მიზნობრივად გამოიყენებს აღნიშნულ მიწას; ბ) სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვირსას, მათ შორის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისას ხშირად ვერ ხერხდევა ფერმერთა იდენტიფიცირება და მიბმულია საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწაზე რაც არ იძლევა რეალურ სურათს; გ) ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ განსახაორციელებელი პროგრამები ზუსტად პასუხობდეს ფერმერთა არსებულ საჭიროებებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვ., განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. სოფლის მეურნეობის სწორი ანალიზისა და დაგეგმვის პირობებში, გაიზრდება სასოფლოსამეურნეო წარმოება, გაუმჯობესდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სოფლად მაცხოვრებლებისთვის. ფერმერული მეურნეობების რეესტრი ფუნქციონალურად დატვირთული იქნება და ფერმერთა უმრავლესობა რეგისტრირებული, ხოლო რეესტრის სტატისტიკური მონაცემები გამოიყენება პოლიტიკის დაგეგმისთვისა და მართვისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს, 5 თავითა და 17 მუხლითაა წარმოდგენილი. კანონპროექტის I თავის პირველი მუხლი კანონის მიზნებს ადგენს, მე-2 მუხლი მისი რეგულირების სფეროს განსაზღვრავს. I თავის მე-3 მუხლი ისეთ მნიშვნელოვან ტერმინთა განმარტებას ეთმობა, როგორიცაა: სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და სხვა. ხოლო მე-4 მუხლი ადგენს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებს, რომელიც ეფუძნება ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და სოციალური ინკლიუზიურობის პრინციპებს. კანონპროექტის II თავი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკასა და დაფინანსება შეეხება. III თავში დარეგულირებულია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირების პრინციპები და ინსტიტუციური მოწყობა, მე-10 მუხლი სრულად ეხება გადამხდელი სააგენტოს რეგულირებას, ამასთან ამავე თავის მე-11 მუხლში წარმოდგენილია ასევე ახალი ინსტიტუციური რგოლი უწყებათაშორისი საბჭოს სახით. IV თავი ადგენს ფერმერული მეურნეობების რეესტრის წარმოების რეგულაციებსა და უზრუნველყობს მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას, ინტეგრირებული ადმინისტრაციული მართვის საფუძველზე. კანონპროექტის V თავი კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღებ ნორმატიულ აქტებს ადგენს (მუხლი 16) და კანონის ამოქმედების ვადებს განსაზღვრავს (მუხლი 17). კანონპროექტი განსაზღვრავს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირების პრინციპებს და ინსტიტუციურ მოწყობას, მართვაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციებს. პოლიტიკის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებია:  ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას; ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საჭიროებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებისას; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ამტკიცებს მხარდაჭერის ღონისძიებებს და  მეორეს მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველ ორგანოს. მმართველი ორგანო უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სამეწარმეო სექტორის, მათ შორის, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობას და კომუნიკაციას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე; შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, მხარდამჭერ ღონისძიებებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას. გადამხდელი სააგენტო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო, ასრულებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, კანონით დადგენილი წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების სქემების აღსრულებისა და კონტროლის ფუნქციას. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო. საბჭო კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლებისა მიზნით და ასევე, უზრუნველყოფს საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის ფორმატის შექმნას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების გაუმჯობესების მიზნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, გარდა კანონპროექტის მე-10, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლებისა, რომლებიც, შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე შესასრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების გაწევა 2024 წელს მოხდება მათ უფლებამოსილებათა შესაბამისად: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; მის სისტემაში შემავალი ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს არსებული ფინანსური რესურსებიდან. 2025-2026 წლებში კანონის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2024 წლისათვის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენის მოხდენას, თუმცა, კანონპროექტი განსაზღვრავს ახალ აქტივობებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოსათვის, რომელთა განხორციელება ეტაპობრივად უნდა მოხდეს 2025 და 2026 წლებში, გადამავალი დებულებების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე გავლენის შეფასების ნაწილში, უნდა აღინიშნოს, 2025-2026 წლებისათვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა დამოკიდებულია ევროპის კავშირთან სამომავლოდ დადებული ხელშეკრულების ნაწილში გათვალისწინებელ იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებს შეეხება. გავლენის შეფასება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ რაც აღიშნული საკითხი დადგე განსახილველად პოლიტიკის განმსაზღვრელ სუბიექტთა დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნის პროცესში, ფერმერთა რეესტრისთვის შესაბამისი ბაზებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულია აქტივობები, როგორიცაა: 1. ადმინისტრირებისა და ოპერაციების მართვის სისტემის სრულყოფა, რისთვისაც უნდა მოხდეს განაცხადების ვერიფიკაციის, შეფასებისა და ავტორიზაციის პროცესის სრულყოფა, არსებული ფერმერთა/ფერმათა რეესტრის როგორც პროგრამული, ასევე შინაარსობრივი და პროცედურული ცვლილება და მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების (LPIS) სისტემის შექმნა; 2. სააგენტოს არსებული მონიტორინგისა და კონტროლის მართვის სისტემის გაუმჯობესება, რისთვისაც უნდა მოხდეს რეგიონებთან ურთიერთობის მართვისა და ინსპექტირების სისტემის სრულყოფა და მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებული ფუნქციების გაფართოება და სრულყოფა; 3. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის სისტემის (IACS) დანერგვა, რისთვისაც უნდა მოხდეს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის სისტემის (IACS) ცალკეული კომპონენტების ეტაპობრივი დანერგვა, სააგენტოში არსებული პროგრამული სისტემის სრულყოფა. ზემოაღნიშნული აქტივოებების განხორციელება გათვლილია კანონის სრულად ამოქედების პერიოდისთვის, რომელიც თავისმხრივ დაკავშირებულია ნაწილობრივ 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან. დაგეგმილი ღონისძიებების გასაწერად შემუშავებული იქნება კანონქვემდებარე აქტები, სადაც დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება და ფინანსური რესურსი, რის მიხედვითაც გაიზომება თითოეულ შემთვევაში ფინანსური გავლენა და დაკორექტირდება შესაბამისად არსებული ბიუჯეტები. წარმოდგენილი კანონის პროექტის გარდამავალი დებულებების დათქმების გათვალისიწინებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება მოხდება 2 ეტაპად, კერძოდ 2025 და 2026 წლებში, შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებები გავლენას მოახდენს საშუალოვადიან პერიოდში (2025-2026 წ.წ.) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგების კუთხით, ის პირები რომელიც ფერმერული მეურნეობის რეესტრში დარეგისტრირდებიან, შეძლებენ მხარდამჭერი ღონისძიებების ერთიან სქემაში მონაწილეობას, რაც მათ დამატებით წვდომას გაუჩენს ფინანსურ რესურსებზე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახით დამატებითი ფინანსური ტვირთის გაჩენას გადამხდელი სააგენტოს მიერ ერთიან სქემაში ჩართვის სანაცვლოდ. ფერმერების მიერ ვალდებულების ნაწილში გათვალისწინებულია მხოლოდ ინფორმაციის წარდგენისა და მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსების მიზნობრივი განკარგვა. კანონპროექტის გარდამავალი დებულების მიხედვით ფერმერული მეურნეობის რეესტრის ამოქმედება განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვრიდან, რის შემდეგაც მოხდება მხარდამჭერი ღონისძიების სახით საგრანტო/საინვესტიციო პროექტების/პროგრამების ან/და პირდაპირი გადახდების გაწერა კონკრეტული თითოეული შემთვევისთვის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სადაც ასევე გაიწერება კონკრეტული ღონისძიებისთვის საჭირო ბიუჯეტი. ამასთან, დამატებით ფინანსურ რესურსებზე წვდომაც ფერმერული მეურნეობების რეესტრში დარეგისტრირებულ პირებს მიეცემათ 2026 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: სიღარიბის გლობალური მრავალგანზომილებიანი ინდექსის (MPI) მიხედვით, 2020-2021 წელს, 111 ქვეყანაში 1,2 მილიარდი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 19,1%, მწვავე სიღარიბეში ცხოვრობდა. ამ ადამიანების ნახევარი (593 მილიონი) 18 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო, ღარიბი მოსახლეობის თითქმის 83% (964 მილიონი) ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად მწვავე სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა სწორედ სოფლად ცხოვრობს და მათზე პირდაპირი გავლენის მომხდენია საცხოვრებელ გარემოზე სხვადასხვა ზემოქმედების ფაქტორები. მსოფლიო ბანკის შეფასებით, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევას (World Bank, 2021) : სიღარიბე ეროვნულ მაჩვენებელზე მაღალია ისეთ ოჯახებში, სადაც ცხოვრობენ შშმ პირები (26.0%), ან/და 0-14 წლამდე (23.9%) ან 0-17 წლამდე (23.4%) ბავშვები. წარმოდგენილი პროექტით სოფლის განვითარება სამ ძირითად კომპონენტს ეფუძნება, რომელთაგან ერთ-ერთია სოციალური მდგრადობის გაძლიერება, ხოლო ეს უკანასკნელი კი პირდაპირ ბმაშია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ მოყვანილი სტატისტის შედეგად ნათლად იკვეთება სოფლად მცხოვრები ბავშვების ცხოვრების სოციალური დონის მიმართულებით არსებული გამოწვევები, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კანონის შესაბამისად გატარებული პოლიტიკა დადებით გავლენას მოახდენს სოფლად მცხოვრები ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან სოფლის განვითარების სოციალური კომპონენტის მდგრადობის გაძლიერება შესაბამის პოზიტიურ ეფექტს მოახდეს სოფლად მცხოვრები ბავშვების ღირეულ პიროებებში ცხოვრებისთვის, მათი და მათი ოჯახების სოციალური დონის გაუმჯობესების შედეგად. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: სოფლად მცხოვრები ქალები სასიცოცხლო მნიშვნელობის კონტრიბუტორები არიან სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, როგორც საკუთარ თემში, ასევე ქვეყნისთვის. ხშირად მათი უფლებები და საჭიროებები არასაკმარისადაა გათვალისწინებული ან იგნორირებულია პოლიტიკის დაგეგმივის ეტაპზე ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საკანონმდებლო, ბიუჯეტის თუ საინვესტიციო სტრატეგიების დონეზე11. ქალები სოფლად სამუშაო ძალის დიდ და ანგარიშგასაწევ ნაწილს წარმოადგენენ, მათზე მოდის არაანაზღაურებადი სამუაშაოების დიდი ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია, როგორც შინამეურნეობებში მათ საქმიანობასთან, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა აქტივობებთან (მოსავლის აღება, დაბინავება და სხვ.). ქალებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ სურსათის უვნებლობისა და საკვების წარმოების პროცესში, თუმცა, ისინი ჯერ კიდევ აწყდებიან გენდერულ სტერეოტიპებს, რაც მათ, როგორც ეკონომიკაში ჩართული აქტორების გავითარების პოტენციალს ზღუდავს, ამასთან უქმნის ბარიერს მიიღონ სრული სარგებელი მათი გაწეული შორმის საფასურად12. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-4 მუხლი ადგენს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებს, რომელთაგან ერთ-ერთია სოციალური ინკლუზია, რომელიც ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკურ აქტივობებში ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულებას. აღნიშნული ჩანაწერი ფუნდამენტური საწყისი და ერთგვარი გარანტორია სოფლად მცხოვრები ქალების როლის გაზრდის შესაძლებლობის გზაზე, ამასთან ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც გადამხდელი სააგენტოსა და ფერმერული მეურნეობების რეესტრის შექმნა და ჩამოყალიბება გულისხმობს, აჩენს შესაძლებლობას მოხდეს ჩრდილში მყოფი ქალებისა და მათი საქმიანობის ეკონომიკურ აქტივობად გარდაქმნისა და ოფიციალურად დაფიქსირებისათვის, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი პროექტით ფერმერისა და ფერმერული მეურნეობის განმარტებისას გათვალისწინებულ იქნა ქვეყანაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, ქალების მიწასა და სხვა აქტივებზე საკუთრების უფლების არათანაბარი გადანაწილების კაცებთან შედარებით, სწორედ ამიტომ, ფერმერულ მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი სტატუსის მინიჭება შემდგომი მხარდამჭერი ღონისძიებების მიღებისათვის არ იქნა 11 Committee on the Elimination of Discrimination against Women. 2016. General recommendation No. 34 on the rights of rural women, CEDAW/C/GC/34. p. 3 12 FAO. 2020. FAO Policy on Gender Equality 2020–2030, p. 3 დაკავშირებული საკუთრების უფლებასთან, არამედ იგი დაუკავშირდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, თავად ამ საქმიანობის განხორციელება კი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას ან/და მასთან დაკავშირებულ ქონებას (შენობა/ნაგებობა და სხვა). შესაბამისად, ფერმერული მეურნეობების რეესტრის შექმნის შედეგად შესაძლებელი გახდება სოფლად მცხოვრები ქალების, როგორც სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული სუბიექტების იდენტიფიცირება, ასევე, მათი როგორც სოფლად ეკონომიკის გამახორციებელ სუბიექტებად დაფიქსირება, რაც შესაძლებელს გახდის მათთვის მხარდამჭერ ღონისძიებების განხორციელებას გადამხდელი სააგენტოს მიერ. ფერმერული მეურნეობის რეესტრი თავის მხრივ გააფართოებს გენდერული სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით, რაც ქალებისა და კაცების როლის ადეკვატურ წარმოჩინებას შეუწყობს ხელს, შეამცირებს ქალების შრომის ტვირთსა და ხელსშეუწყობს სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების ზრდას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით ეროვნული კანონმდებლობა დაუახლოვდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს რეგულაციების მოთხოვნებს13. განისაზღვრება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მოქმედების სფერო, მიზნები და მასთან დაკავშირებული ტერმინები და ურთიერთობები. კანონით შეიქმნება სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვისა და განვითარებისთვის, ამასთანავე, დაინტერესებულ მხარეთათვის ჩართულობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის. შეიქმნება დარგის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო მექანიზმები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე რეფორმების მიმდინარეობას. ამასთან, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის14, თანახმად საქართველო სრულად უნდა დაუახლოვდეს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სფეროში ევროკავშირში არსებულ სისტემის სტანდარტებს. გარდა ამისა, იმისათვის, რომ საქართველო მოემზადოს ევროკავშირის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების სქემებში ოპერატიულად ჩართვისთვის, ევროკავშირის მოთხოვნებთან ნაწილობრივი ან სრული თავსებადობის უზრუნველყოფა აუცილებელ 13 Regulation (EU) 2021/2116 on the financing, management and monitoring of the common agricultural policy. Commission Implementing Regulation (EU) 2021/2236 of 15 December 2021 on the specific rules for implementing Regulation (EU) 2021/1529 of the European Parliament and of the Council establishing an Instrument for Preaccession Assistance (IPA III) 14 https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/202311/SWD_2023_697%20Georgia%20report.pdf წინაპირობას წარმოადგენს, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ინტეგრაციული პროცესების რეალიზაციისა და დარგში წარმატებული რეფორმების კვალდაკვალ, ფინანსური დახმარების მოქმედი პროგრამის (ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი - ENI) ნაცვლად, სამომავლოდ, საქართველოს, როგორც ევროკავშირში წევრობის კანდიდატ ქვეყანას შესაძლებლობა ექნება გახდეს გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA), ხოლო სოფლის განვითარების მიმართულებით, „გაწევრიანებამდე სოფლის განვითარების დახმარების ინსტრუმენტის“ IPARD-ის (EU instrument for pre-accession assistance for rural development) ან ალტერნატიული ფინანსური დახმარების ბენეფიციარი. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ: „მხარეები ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავსებადობის მიღწევის კერძოდ, პოლიტიკისა მეშვეობით“(თავი და 10, კანონმდებლობის მუხლი 332); პროგრესული „მხარეებს შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით მოიცავს, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების პოლიტიკის საკითხებზე ურთიერთგაგების ხელშეწყობას; ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებას ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად; თანამშრომლობისა და ჰარმონიზაციისაკენ სწრაფვას ხარისხიანი პოლიტიკის და მისი კონტროლის მექანიზმების, სოფლის მეურნეობის წარმოების მოდერნიზაციის, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სოფლის თემებში ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით (თავი 10, მუხლი 333). გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავდა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ჩართულობით. კანონპროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერა გასწიეს ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO). ამასთან, კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები ჩატარდა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ხატია წილოსანი, მერაბ ქვარაია, რამინა(რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, გოგი მეშველიანი, სალომე ჯინჯოლავა, ზაზა ლომინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ დუგლაძე, ვლადიმერ კახაძე, შალვა კერესელიძე, ირმა ზავრადაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, შოთა ხაბარელი, გიორგი სოსიაშვილი, სამველ მანუკიან, სუმბატ კიურეღიან, ალექსანდრე ტაბატაძე, ლევან ქარუმიძე, ზაალ მიქელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნიკოლოზ სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, კახა კახიშვილი, გია ბენაშილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი(დაჩი) ბერაია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ხატია წილოსანი, მერაბ ქვარაია, რამინა(რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, გოგი მეშველიანი, სალომე ჯინჯოლავა, ზაზა ლომინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ დუგლაძე, ვლადიმერ კახაძე, შალვა კერესელიძე, ირმა ზავრადაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, შოთა ხაბარელი, გიორგი სოსიაშვილი, სამველ მანუკიან, სუმბატ კიურეღიან, ალექსანდრე ტაბატაძე, ლევან ქარუმიძე, ზაალ მიქელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნიკოლოზ სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, კახა კახიშვილი, გია ბენაშილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი(დაჩი) ბერაია, ბეჟან წაქაძე, ლევან მგალობლიშვილი