„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე5 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის)
მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
ზომის ერთეული
მოსაკრებლის
ოდენობა
ლარებში
ა) ნავთობი
1 ტონა
21
ბ) გაზი
1000 მ3
2
გ) ნახშირი
1 ტონა
1
დ) ტორფი და საპრობელები
1 ტონა
0.7
შავი ლითონები:
1 ტონა/1%-იანი
შემცველობით
სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი
საწვავი და ენერგორესურსები:
ა) რკინა
0.008
ბ) მანგანუმი
0.18
ფერადი ლითონები:
ა) სპილენძი
1 ტონა
255.31
ბ) ტყვია
1 ტონა
37
გ) თუთია
1 ტონა
90
დ) ანთიმონიტი
1 ტონა/1%-იანი
შემცველობით
0.09
ე) კადმიუმი
1 ტონა
800000
ვ) ალუმინი
1 ტონა
104
ზ) ნიკელი
1 ტონა
450
თ) კალა
1 ტონა
400
ი) სტრონციუმი და სხვა
1 ტონა
0.8
კეთილშობილი ლითონები:
1 გრამი
ა) ოქრო
3
ბ) პლატინოიდები
1.3
გ) ვერცხლი
0.03
1 გრამი
1.5
ა) ანდეზიტი
1 მ3
0.6
ბ) ბარიტი
1 ტონა
1.8
გ) კალციტი
1 ტონა
1.2
დ) ბენტონიტური თიხები
1 ტონა
3.6
ე) ვერცხლისწყალი
1 ტონა/1%-იანი
შემცველობით
0.14
ვ) დარიშხანი
1 ტონა
20
ზ) გოგირდი
1 ტონა
2
თ) დიატომიტი და სხვა
1 ტონა
6
ა) დოლომიტი
1 ტონა
0.5
ბ) ცეცხლგამძლე თიხები
1 ტონა
1
გ) საფლუსე კირქვები
1 ტონა
0.5
დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის
წარმოებისათვის
1 ტონა
1.5
ე) მინერალური პიგმენტები
1 ტონა
200
ვ) ტალკი
1 ტონა
1
ზ) ცეოლითი
1 ტონა
1
თ) კაოლინი
1 ტონა
4.0
ი) ტრაქიტი
1 ტონა
0.3
იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები
და იშვიათ მიწათა ელემენტები
სამთო-ქიმიური ნედლეული:
არამადნეული ნედლეული,
მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის
ჩათვლით:
კ) პეგმატიტი
1 ტონა
0.3
ლ) კირქვა კირის წარმოებისათვის
1 ტონა
0.15
მ) გრაფიტი
1 ტონა
8
ნ) საყალიბე-საფლუსე თიხები
1 ტონა
0.3
ო) კერამიკული თიხები
1 ტონა
0.2
პ) ბუნებრივი ცარცის ქვა
1 ტონა
0.1
ჟ) საფორმე ქვიშები
1 მ3
0.3
რ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა
1 მ3
2
ძვირფასი ქვები
1 კარატი
1
საიუველირო ნახევრადძვირფასი ქვები
(აკვამარინი, ამეთვისტო, ქრიზოლითი,
მთის ბროლი და სხვა)
1 კილოგრამი
0.25
საიუველირო-სანაკეთობო ქვები (აქატი,
მალაქიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ქარვა,
გიშერი, ლაზურიტი და სხვა)
1 კილოგრამი
0.15
იასპი (ეშმი)
1 გრამი
0.05
ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა)
1 ტონა
0.28
ა1) საცემენტე ნედლეული (თიხამიწა,
სპონგოლიტი)
1 ტონა
0.14
ბ) თაბაშირი
1 ტონა
0.7
გ) გაჯი
1 ტონა
1.0
დ) პერლიტი
1 ტონა
1.8
ე) ხრეში, ქვიშა
1 მ3
0,6
ვ) სააგურე თიხები
1 მ3
0.35
ზ) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები
(გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო,
ტეშენიტი, ბაზალტი, ტუფი, მარმარილო)
1 მ3
1.0
თ) საღორღე ნედლეული
1 მ3
0.4
ი) სხვა საშენი მასალები
1 მ3
0.7
სასმელ-სამკურნალო და ჩამოსასხმელი
მიწისქვეშა მინერალური წყლები, გარდა ამ
1 მ3
3
საშენი მასალები:
პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული
მინერალური წყლებისა
სამკურნალო ტალახი
1 ტონა
1
გარეგანი მოხმარების (სამკურნალო
აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლები
1 მ3
0.04
მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული
დანიშნულების) წყლების გამოყენება,
ტემპერატურით:
1 მ3
40◦C−60◦C
0.03
60◦C−80◦C
0.05
80◦C−100◦C
0.06
100◦C-ზე მეტი
0.08
მიწისქვეშა მტკნარი წყლები:
1 მ3
ა) მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის
მიზნით გამოყენება
4
ბ) მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა
სამეწარმეო მიზნით გამოყენება
0.005
მყარი სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები
1 ტონა
0.2
სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების
კუდები
1 ტონა
0.18
პირის
(გარდა
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
კანონით
შენიშვნა:
გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიერ პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური
საქმიანობისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება არ ექვემდებარება მიწისქვეშა
მტკნარი წყლებისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის
გადახდას;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა კონკრეტული
სახეობის ბუნებრივ რესურსზე. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით მოსაკრებელი
იზრდება კირქვის რესურსისათვის. რესურსის შერჩევა განპირობებულია შემდეგი
გარემოებებით: კირქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი
რესურსია, რომლის საბაზრო ფასები მუდმივად მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
განხორციელდეს მოსაკრებლის შესაბამისობაში მოყვანა რესურსის საბაზრო ფასთან და ამ
მიმართულებით საკითხის გადახედვა შესაბამისი რეაგირების განხორციელების გზით.
ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის ფარგლებში ხდება ერთჯერადად საწყისი სააუქციონო ფასის გადახდა,
რომელიც მიემართება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ, ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდა, რომელიც მიემართება
ადგილობრივ ბიუჯეტში და არაერთჯერადი ხასიათისაა.
საწყისი სააუქციონო ფასის გაზრდის ფაქტორი დადებითად აისახება ცენტრალური
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ რესურსის მოპოვებითი
საქმიანობის შედეგად გაიზარდოს, ასევე უშუალოდ იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილი, სადაც მდებარეობს რესურსის მოპოვების არეალი. გამომდინარე
იქიდან, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი მიემართება
ადგილობრივ ბიუჯეტში, მიზანშეწონილია, სწორედ მოსაკრებლის გაზრდის
საშუალებით მისი ცვლილება. აღნიშნული დადებითად აისახება მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტზე, რაც საბოლო ჯამში გააძლიერებს ადგილობრივი თვითმმართველობის
ინსტიტუტს.
კირქვის მოპოვების სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კირქვის
მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის
წყაროა. ბოლო ხუთწლიანი მონაცემები კირქვის მოსაკრებლის გადახდის
თვალსაზრისით ასე გამოიყურება:
2018 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 663 235,23 ლარი;
2019 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 159 833,98 ლარი;
2020 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 488 811,03 ლარი;
2021 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 148 101,70 ლარი;
2022 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 716 381,45 ლარი.
2023 წლის 6 თვის მონაცემით, ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია
545 076,44 ლარი
აქედან, მოსაკრებლის ძირითადი წილი გადახდილია კახეთის, ქვემო ქართლის და
მცხეთა-თიანეთის რეგიონებში. სულ ქვეყანაში მოქმედებს 33 საწარმო.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა
შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან
დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად განახლებული განაკვეთი განისაზღვრება კირქვის
მოპოვებისათვის, რის შედეგადაც გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. კერძოდ, კირქვის ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრება 0,28 ლარით, რაც საგრძნობლად გაზრდის ამ
რესურსით მოსარგებლეთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას.
ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ ამის პარალელურად არ არის
მოსალოდნელი კირქვაზე მოთხოვნის შემცირება, შესაბამისად, მოსაკრებლის ზრდის
მიუხედავად,
მოპოვების
ინტენსიურობის
მიმართულებით,
მოსალოდნელია
პოზიტიური დინამიკა.
აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ
აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ
შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება. თუმცა, აღნიშნული
ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ ბაზარზე კირქვის მზარდი
მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი
ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლში (პუნქტი „ა“) და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
მოსაკრებლის განახლებული განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
კირქვის მოპოვებისათვის - ნაცვლად 0,14 ლარისა - 0,28 ლარით;
ვინაიდან კანონპროექტით ცალკე განისაზღვრება კირქვაზე მოსაკრებლის ოდენობა,
შესაბამისად მე-5 მუხლით წარმოდგენილ ცხრილში საშენი მასალების ჩამონათვალის
გრაფებს დაემატა „ა1“ ქვეპუნქტი, სადაც ცალკე იქნა გამოტანილი საცემენტე ნედლეულზე
(თიხამიწა, სპონგოლიტი) მოსაკრებლის ოდენობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული
ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ
ხდება ბუნებრივი რესურსით სარგებლობის გარკვეული მოსაკრებლის განაკვეთის
გაზრდა, რაც მიზანშეწონილია ამოქმედდეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე.
ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისთვის გარკვეული მოსაკრებლის (კირქვასთან დაკავშირებით) განაკვეთების
ზრდას, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დროულად ამოქმედდეს და შესაბამისი
შედეგები სრულად იქნეს ასახული მომავალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
გაზრდილი შემოსულობები აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, რითაც
შესაბამისი მუნიციპალიტეტები დამატებით შეძლებენ ნამატი თანხების მუნიციპალური
საჭიროებებისთვის გამოყენებას, როგორც მიმდინარე, ისე სოციალური და კაპიტალური
ხარჯების დაფინანსების თვალსაზრისით.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,
2023 წლის საშემოდგომო სესია სრულდება 15 დეკემბერს. საკანონმდებლო ინიციატივის
განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადების გათვალისწინებით,
წარმოდგენილი ცვლილებების ამ სესიაზე მიღება შეუძლებელი ხდება. ზემოაღნიშნული
მიზეზებიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ წარმოდგენილი ცვლილებები
ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან, მიზანშეწონილია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. რაც შეეხება
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება მათი
საშემოსავლო ნაწილის ზრდა, კერძოდ: მოსაკრებლის ზრდის ფონზე მოსალოდნელია
მუნიციპალიტეტების მიერ 2022 წელს მიღებული შემოსავალის დაახლოებით 2-ჯერ
გაზრდა. თუმცა, აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ
ბაზარზე კირქვის მზარდი მოთხოვნა იქნება.
კირქვის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი
შემოსავლის წყაროა. ბოლო ხუთწლიანი მონაცემები კირქვის მოსაკრებლის გადახდის
თვალსაზრისით ასე გამოიყურება:
2018 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 663 235,23 ლარი;
2019 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 159 833,98 ლარი;
2020 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 488 811,03 ლარი;
2021 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 148 101,70 ლარი;
2022 წელს ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 716 381,45 ლარი.
2023 წლის 6 თვის მონაცემით, ჯამურად, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია
545 076,44 ლარი
აქედან, მოსაკრებლის ძირითადი წილი გადახდილია კახეთის, ქვემო ქართლის და
მცხეთა-თიანეთის რეგიონებში. სულ ქვეყანაში მოქმედებს 33 საწარმო.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებიც ახორციელებენ კირქვის მოპოვებით საქმიანობას. თუმცა, ამ სახის რესურსზე
მზარდი მოთხოვნისა და მის საბაზრო ფასში მოსაკრებლის პროცენტული წილის
გათვალისწინებით, მოპოვების შემცირების მოლოდინები და პროდუქციაზე მოთხოვნის
შემცირების რისკები მოსალოდნელი არ არის.
დღეის-დღეობით კირქვის მოპოვების მიზნით მოქმედებს 33 ლიცენზიანტი საწარმო.
შესაბამისად, დღეის მონაცემებით, მოსაკრებლის განაკვეთის ცვლილება გავლენას
იქონიებს ამ სუბიექტებზე და მათი მხრიდან მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის გაორმაგებული
ოდენობით გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
მოსაკრებლის განაკვეთის გაზრდა, კერძოდ: მოსაკრებელი კირქვის მოპოვებისათვის,
ნაცვლად 0,14 ლარისა, განისაზღვრება 0,28 ლარით. განაკვეთი შემუშავებულია რესურსის
საბაზრო ფასიდან გამომდინარე და იგი არ შეუქმნის ბარიერს მომპოვებელ სუბიექტებს
თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს:
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს,
სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, მაია ბითაძე, ბეჟან წაქაძე,
ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, მაია ბითაძე, ბეჟან წაქაძე,
ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე.