შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 12-15 დეკემბრის პერიოდში საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოხსენება

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.12.2023
ავტორი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ნომერი
#1-15627/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 12-15 დეკემბრის პერიოდში საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოხსენება

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

წერილი
N 2153 05/12/2023 2153-1-2-202312052255 საქართველოს პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიმდინარე წლის 12-15 დეკემბრის პერიოდში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით, ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 153-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ სახელმწიფო მინისტრის მოხსენების ტექსტს. დანართი: 20 (ოცი) ფურცელი პატივისცემით, ნინო ნოზაძე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი
დანართი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მთავრობის მიერ მისთვის მინიჭებული მანდატისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, კოორდინაციას უწევს ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების, განვითარებისა და განხორციელების პროცესს:  ერთის მხრივ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის შედეგად ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით;  მეორე მხრივ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისხმევის პარალელურად ხორციელდება. შესაბამისად, ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა მიზნად ისახავს, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე:  ომით ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ისტორიულად დამკვიდრებული ურთიერთობების აღდგენისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობას;  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნას, მათ შორის, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებითა და ევროპული ინტეგრაციის შედეგად შექმნილი შესაძლებლობების გაზიარების გზით. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა სტატუს-ნეიტრალური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება, რათა ოკუპირებულ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას მაქსიმალურად მიეცეს იმავე პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც ხელმისაწვდომია დანარჩენ საქართველოში მცხოვრები პირებისთვის. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მოქალაქეთა მიმართებაში განიხილება, მიზნად ისახავს 1 თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული, დემოკრატიული საზოგადოების შემდგომ განმტკიცებას კონსტიტუციური და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, კიდევ უფრო განმტკიცდეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. ორივე მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზნები, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, მჭიდრო უწყებათაშორისი კოორდინაციით, სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, შესაბამისი რეგიონების ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, ისევე როგორც - უშუალო კავშირს ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში, ისე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. წინამდებარე ანგარიშში, ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტების თანახმად, კონსოლიდირებული სახით წარმოდგენილია სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ორივე პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყებების საქმიანობით მიღწეული შედეგები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში. შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი უმძიმესი შედეგები, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატიური დარღვევები, ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ხელოვნურად შექმნილი სხვა ბარიერები, მიზანმიმართული ანტი-ქართული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, საოკუპაციო ძალის მიერ მიზნად ისახავს აღნიშნული რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან შემდგომ იზოლაციას და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დასახული სტრატეგიული მიზნების ეფექტიან განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, როგორც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების, ისე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 2 საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვის, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის, თავისუფალი მიმოსვლისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის აუცილებლობაზე. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზებისა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთობლივი, კოორდინირებული ქმედებების განსაზღვრის მიზნით, გასული წლის განმავლობაში მრავალი შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის, ასევე აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფების წარმომადგენელთა დონეზე. გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის, აშშ-ის, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარტნიორისახელმწიფოების დელეგაციებთან, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან. 2023 წლის განმავლობაში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი (მესამე რაუნდი ა.წ. 5-6 დეკემბერს მიმდინარეობს), სადაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი მეორე - ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. შეხვედრების ფარგლებში, ქართველი მონაწილეების მიერ განიხილებოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, სამედიცინო დახმარებაზე, საარსებო წყაროებსა და საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს; სრული სიმკაცრით დაისმება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის საკითხი. სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დღემდე გამართულ 6 შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ადამიანის უფლებების დარღვევები და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო, ასევე მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ჰუმანიტარული საკითხები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გრძელდებოდა ძალისხმევა უკანონო პატიმრობაში 3 მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების, ისევე როგორც გალის IPRM შეხვედრების აღდგენის მიმართულებით. 2023 წელს სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაში. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოდგენილი იყო საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის რიგით მე-5 შეხვედრაში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის და საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგის რიგით მე-16 შეხვედრაში. შეხვედრებზე დეტალურად განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი, მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების ჩათვლით. 2023 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უმასპინძლა რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანსა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ირენ ფელინს. უცხოელი დიპლომატები, საქართველოში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების კვალდაკვალ, სახელმწიფო მინისტრთან ერთად ეწვივნენ საოკუპაციო ხაზს, სადაც ადგილზე გაეცნენ უსაფრთხოებისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზეც. აღნიშნული შეხვედრების მიზანს, ასევე, წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორებთან შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობაზე, ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ მიმართულ, შემდგომ კოორდინირებულ ძალისხმევაზე მსჯელობა. ამ კუთხით, აღსანიშნავია შეხვედრა აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში (ASP) მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომლებთანაც ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო პარტნიორების მიერ ადგილზე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები (მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 2023 წლის 15 დეკემბერს). 2023 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც დაეფუძნა, ერთის მხრივ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე - შერიგებისა და 4 ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით UNDPთან მნიშვნელოვნად გაფართოებული თანამშრომლობის შედეგებს, მეორეს მხრივ კონკრეტული მიმართულებებით ძალისხმევის შემდგომი განმტკიცებისა და გაღრმავების ერთობლივ მიზნებს. ***************** ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რეალობისა და მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, ურყევად გრძელდებოდა საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული და პრინციპული ძალისხმევა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სხვადასხვა, დეპოლიტიზირებული, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის განხორციელების გზით, რაც შესაბამის შედეგებში აისახება. კერძოდ, ხელთ არსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით, აქტიურად გრძელდებოდა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ეფექტიანი კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობას. 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით 23 ახალი ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული, ხოლო 50-ზე მეტი პროექტი განხორციელების პროცესშია. ნდობის აღდგენის მიმართულებით, ასევე, აღსანიშნავია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, 2015-2023 წლებში განხორციელებული პროექტის მნიშვნელოვანი შედეგების - ქართველი და აფხაზი არქივის სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული 5 უნიკალური ისტორიული გამოცემისა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც 22 ივნისს გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. მიმდინარე წლის განმავლობაში გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემდგომი ეფექტიანი განხორციელების მიზნით, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის; 2. ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა/განვითარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის; 3. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე წვდომის გაუმჯობესება. 5 გამყოფი ხაზების გასწვრივ კონკრეტული სავაჭრო-ეკონომიკური პროექტებისა და ინიციატივების დაფინანსების და ამგვარად, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით, შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას განაგრძობს სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ფინანსური მექანიზმი - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“. 2023 წელს ჩატარებული მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ფონდმა ოკუპირებული რეგიონებიდან მიიღო 129 კვალიფიციური ბიზნეს-განაცხადი, რაც, ერთი მხრივ, ადასტურებს მოსახლეობის მზარდ ინტერესს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ - ფონდის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას (ფონდის ამოქმედებიდან - 2020 წლის სექტემბრიდან დღემდე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, ჯამში, 300-ზე მეტი ბიზნეს-პროექტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 100-მდე პროექტი დაფინანსდა და მათი განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს). აღსანიშნავია, რომ მშვიდობის ფონდის ბენეფიციართა 43%-ს ქალები შეადგენენ. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და ფონდის საქმიანობის შედეგად, გერმანიის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მიერ მიღებულ იქნა დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს ფონდისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა. ფონდის მიერ ერთობლივი, ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივების დაფინანსების უზრუნველყოფის და ერთობლივი სამეწარმეო სუბიექტების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები განახორციელა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში და ამგვარად, ფონდს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლება მიანიჭა. სამშვიდობო ინიციატივის მეორე პრიორიტეტული განზომილების - ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე წვდომის მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, 2023 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სახელმწიფო დაფინანსებით უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი; ამასთან, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებში ასევე ჩაირიცხა 4 ოსურენოვანი ახალგაზრდა, ხოლო საკუთარი სურვილით ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად - აფხაზეთის რეგიონიდან დამატებით 6 ახალგაზრდა. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის 6 პასპორტზე, გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 142-მა ადამიანმა აიღო (2022 წელს აღნიშნული რიცხვი შეადგენდა 124-ს). საქართველოს მთავრობა განაგრძობდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი განზომილებების აქტიურ განხორციელებას. კერძოდ, გრძელდებოდა ჯანდაცვის „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს, შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრულფასოვანი, საჭიროებაზე მორგებული უფასო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. 2023 წელს, რეფერალური პროგრამის მომსახურებით სარგებლობის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ (5 დეკემბრის მდგომარეობით) შუამდგომლობა გაეწია ოკუპირებული რეგიონების 1364 მოსახლეს (1091 - აფხაზეთის რეგიონიდან და 273 - ცხინვალის რეგიონიდან). სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებში, რის შედეგადაც რეფერალური პროგრამის მიღმა არსებული ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებში ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელი გახდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრირებული პირებისთვისაც. გრძელდებოდა მუშაობა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდასაჭერად, მოსახლეობის იმუნიზაციის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, ასევე, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგების გზით, რომელთა ღირებულებამ დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში, 2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 7 მილიონ ლარს აჭარბებს. სოფლის მეურნეობის კუთხით ადგილზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა ღირებულებამ 400,000 ლარზე მეტი შეადგინა. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა პროგრამისა და სერვისის თაობაზე 7 დეტალური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაიწყო ერთიანი საინფორმაციო პორტალის შემუშავების პროცესი. პორტალი შექმნის კონსოლიდირებულ სივრცეს, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით, სტატუსნეიტრალური მიდგომის გათვალისწინებით და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული განმარტებებით ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, საინფორმაციო პორტალი მოემსახურება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის უკეთ წარმოჩენის, ჩართულობის გაზრდისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნებს. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის და მინისტრის აპარატის წარმომადგენლების გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის გზით. 2023 წელს შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე 24 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების კუთხით აქტიურად აგრძელებდა მუშაობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობს სახელმწიფო მინისტრი. 2023 წელს კომისიის ორი შეხვედრა ჩატარდა. მიმდინარე წელს 14,424 ოჯახს ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწია ფინანსური დახმარება; ამასთან, 2000-მდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ დაუფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საფასური. 2023 წელს გამყოფი ხაზის გასწვრივ ხორციელდებოდა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წელსაც გაგრძელდება როგორც მოსახლეობის ზამთრის პერიოდში დახმარება, ისე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა. სოფელ ზარდიაანთკარში აქტიურად გრძელდებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული იმ 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილ იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ ეტაპისათვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა, შესრულებულია სამუშაოების 95%-ზე მეტი. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდისა და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად, გრძელდებოდა მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც ინდივიდუალურად, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე 2021 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ფორმატების ფარგლებში, 8 სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულ იყვნენ მაღალი რანგის უცხოელი პარტნიორები, რომელთა მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებში მეტად სასარგებლოდ და საინტერესოდ იქნა შეფასებული. შეხვედრებზე გამართული განხილვები ძირითადად შეეხებოდა პრიორიტეტულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარების საკითხებს. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება, მათ შორის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ერთი მხრივ, სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში და ნდობის აღდგენის პროექტებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის, ხოლო მეორე მხრივ - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების გზით. სხვადასხვა ფორმატში იმართებოდა სახელმწიფო მინისტრისა და აპარატის წარმომადგენლების ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, გამყოფ ხაზებთან მდებარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ქალებთან. რეგულარული დიალოგის მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქ. ზუგდიდსა და თბილისში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების ხელმძღვანელების, ქალთა უფლებების დამცველების, ასევე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის IPRM-ის ფარგლებში განხილული საკითხებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ჩართულობა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, ამ კუთხით არსებული დაცვის მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვაურებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალაბასთუმანსა და კოკში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და მათი ოჯახის წევრებთან, რომლებსაც ჯამში 148 ადგილობრივი მოსახლე დაესწრო (2018 წლიდან აღნიშნულ შეხვედრებში 600-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა). გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები და 9 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ჩატარდა სასწავლო ტრენინგი „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“. სასწავლო კურსის მიზანი იყო მეწარმეობის შესახებ ქალების თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერების ხელშეწყობას, მათ შორის, სხვადასხვა ფორმატებში მათთან გამართული რეგულარული შეხვედრებისა და ცნობიერების ამაღლების გზით: - ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გამართული შეხვედრების ფარგლებში; - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საინფორმაციო-სალექციო შეხვედრის ფარგლებში; - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით გაიმართა; - თელავსა და წყალტუბოში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით და UNDP-ის მხარდაჭერით გამართული კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ფარგლებში; - ანაკლიის საზაფხულო ბანაკის ფარგლებში. მშვიდობის მშენებლობის პროცესში, სამშვიდობო იდეების მქონე მეტი ახალგაზრდის ჩართვისა და წახალისების, ასევე ამ თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებისა და დაინტერესების მიზნით, 2023 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კიდევ უფრო გააფართოვა 2021 წელს დაარსებული ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ახალი თემატური ნომინაციები „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“. 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის ყოველწლიურ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, სამივე ნომინაციაში გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში, რომელიც მშვიდობის თემას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უზრუნველყო „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს დისტანციურად სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებზე მიროსლავ იენჩამ და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ივანა ჟივკოვიჩმა, რაც ინიციატივის მიმართ მაღალი დონის მხარდაჭერისა და სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმას წარმოადგენდა. 10 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) თანამშრომლობით, გრძელდებოდა საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გაუჩინარებულთა ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენას და მათი ოჯახების თანადგომას. პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს იდენტიფიცირებულ იქნა აფხაზეთის რეგიონში უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 58 პირის ნეშტი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა სათანადო პატივით დაკრძალვის მიზნით (მათგან 23 ნეშტის დაკრძალვის ცერემონია ა.წ. 7-8 დეკემბერს გაიმართება). ასევე, 2023 წელს განახლდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე ICRC-ის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრები. აღნიშნული მექანიზმის მე-14 შეხვედრა და მის ფარგლებში მოქმედი სამედიცინო-ანთროპოლოგიური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრა, 13-14 მარტს, ქ. ბელგრადში გაიმართა (საკოორდინაციო მექანიზმის მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 2023 წლის 20 დეკემბერს, ქ. სტამბოლში). სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გააქტიურდა უწყებათაშორისი კოორდინირებული თანამშრომლობა. 2023 წელს კომისიის ორი სხდომა ჩატარდა. ამასთან, ICRC-ის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად, გრძელდებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ორიენტირებულია შესაბამისი ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის უკვე გაზრდილი კომპეტენციისა და ფუნქციების გათვალისწინებით, 2023 წელს, პირველად, პროგრამის განხორციელების პროცესში ოჯახების ცენტრალური როლიდან გამომდინარე, აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, აღინიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე (30 აგვისტო), რომლისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც, დედაქალაქის პარალელურად, ერთდროულად საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართა. ღონისძიებებს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახის წევრები, ICRC-ის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელება თანასწორობაზე დაფუძნებული, ინკლუზიური, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების შემდგომი განმტკიცების თვალსაზრისით, საანგარიშო წელი მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 10-წლიანი სახელმწიფო სტრატეგიის რიგით მეორე, 2023-24 წლების ორწლიანი ციკლის კომპლექსური 11 დაგეგმვის თვალსაზრისით, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ყველა პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით წარიმართა. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების ღია და ინკლუზიური პროცესი, ყველა შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრებსა და დისკუსიებში უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა, ისევე, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებული გეგმის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული პირისთვის მოსაზრების გამოხატვისა და წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგები და გამოცდილება, ასევე, საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები. ახალი სამოქმედო გეგმით, სტრატეგიის ხუთი ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, კერძოდ: 1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; 2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; 4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და 5. კულტურათაშორისი დიალოგი, განისაზღვრა 200-მდე აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ყველა დასახული ამოცანა ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს ახალგაზრდებისა და ქალების როლის გაძლიერებას და მხარდაჭერას. საანგარიშო პერიოდში, ცალკეული სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში დაგეგმილი შედეგების მისაღწევად, აქტიურად მუშაობდნენ განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები, სამიზნე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები, ისევე როგორც სხვა ჩართული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ინსტიტუტები. დადგენილი განრიგით მიმდინარეობდა პროგრესის შეფასება შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით, ისევე როგორც საქმიანობის ანგარიშგება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, პირველი სტრატეგიული პრიორიტეტის - „სახელმწიფო ენა ინტეგრაციისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, 2023 წელს წარმატებით გაგრძელდა სახელმწიფო ენის სწავლების, ასევე, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მიმართული კომპლექსური ძალისხმევა, როგორც ფორმალური განათლების თითოეულ საფეხურზე, ასევე ზრდასრულთა განათლების მიმართულებით. კერძოდ: 12  2023 წლის სექტემბრიდან, გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი (ბილინგვური) განათლების მოდელის გეოგრაფიული დაფარვის არეალი. პროგრამა დღეს უკვე 36 არაქართულენოვან საბავშვო ბაღსა და 170-მდე სკოლაში ხორციელდება. გასული წლის საპილოტე პროგრამის შედეგების ანალიზის გათვალისწინებით მიმდინარეობს სასწავლო რესურსების განვითარების პროცესი, პარალელურად, პროგრამაში ჩართული სკოლების ორენოვან მასწავლებლებს, დაწყებითი საფეხურის 23 ქოუჩი რეგულარულ კონსულტაციებს უწევს.  ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მაღალკვალიფიციური კადრების არსებული დეფიციტის დასაძლევად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მივლინებულ იქნა 146 ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი. პედაგოგიური უნარების შემდგომი სრულყოფის და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პროფესიული გადამზადება გაიარა სხვადასხვა საგნის 2468 მასწავლებელმა, მათ შორის, ქართულის, როგორც მეორე ენის 306 მასწავლებელმა, ხოლო ქართული ენის კომპეტენცია გაიუმჯობესა არაქართულენოვანი საჯარო სკოლების 1415 მასწავლებელმა.  სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე, 296 არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე რეალიზებული იყო ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება, მათ შორის, ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე გაგრძელდა მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ენების (ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური) სწავლება 12 საჯარო სკოლაში.  ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის განვითარების მიზნით გაგრძელდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი და 2023 წელს, უკვე არაქართულენოვანი სკოლების საშუალო საფეხურზე, მეათე კლასში, დაიწყო განახლებული პროგრამით და სახელმძღვანელოებით სწავლება.  სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში 2023 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 14 სკოლისა და 17 საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ამავდროულად, დასრულდა 6 სკოლის და 4 საბავშვო ბაღის პროექტირება და იწყება სამშენებლო სამუშაოები.  ეთნიკური უმცირესობების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან მოტივაციას ქმნის სახელმწიფო ენის სწავლების ინტეგრირებული კურსი, რომელშიც 2023 წელს 289 სტუდენტი ჩაერთო და დაიწყო ქართული ენის შესწავლა სასურველი პროფესიის ათვისების მიზნით. საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, პროფესიული განათლების მიღების დამატებითი, უნიკალური შესაძლებლობა შექმნა სკოლის ბაზაზე „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების“ ამოქმედებამ, რომლის ფარგლებში 49 არაქართულენოვან სკოლაში მერვემეცხრე კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდება პროფესიული უნარების 13 საორიენტაციო კურსი; ხოლო, მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის, შექმნილია შესაძლებლობა პროფესიული სასერთიფიკაციო კურსის ფარგლებში გაეცნონ სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკას და გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევის დროს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ასევე, ადგილზე ხელმისაწვდომია მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები.  2023 წელს 1500-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის მიზნით მოქმედ „1+4 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში“. ბოლო წლებში ახალგაზრდების მხრიდან გამოვლენილი გაზრდილი ინტერესის შესაბამისად, რეალურ და მრავალმხრივ საჭიროებებთან ადაპტაციის და ეფექტიანობის შემდგომი გაზრდის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო აღნიშნული პროგრამის სამომავლო ფუნქციონირების ფორმატზე მუშაობა, როგორც მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული განვითარების, ასევე - ფინანსური კუთხით. საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ მიმდინარეობს, 2024 წელს დაგეგმილი „1+4 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ შეფასებისთვის, მეთოდოლოგიის შემუშავება და კვლევის ინსტრუმენტების მომზადება.  ზრდასრული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების შესაძლებლობების გაუმჯობესების ამოცანის შესაბამისად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ განავითარა არსებული პროგრამები. საანგარიშო პერიოდში, 12 სასწავლო ცენტრში, ასევე, საჯარო ორგანიზაციებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და რელიგიურ დაწესებულებებში, მობილური ჯგუფების, დისტანციური თუ ჰიბრიდული სწავლების ფორმებით, ქართული ენის ცოდნის დონე გაიუმჯობესა 5500-მდე ბენეფიციარმა, მათ შორის 91-მა საჯარო მოხელემ.  საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მნიშვნელობის გაცნობიერების, არსებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე ინფორმირებისა და შესწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი, კომპლექსური, მრავალკომპონენტიანი კამპანია, სახელწოდებით „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომლის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლები, როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული ფორმატებისთვის და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით გავრცელდა; თბილისსა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განთავსდა თემატური ბილბორდები, ბანერები და პოსტერები; ადგილობრივ ტელევიზიებში განთავსდა ორენოვანი ვიდეორგოლები; მოსახლეობაში ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები, როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ გეოგრაფიულ პუნქტებში ჩატარდა გარე წარწერების მონიტორინგისა და კვლევის მეორე ფაზა. მიმდინარეობს მასალების ანალიზი ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით. 14 თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში, თანაბარუფლებიანი გარემოს განმტკიცებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ძალისხმევა მიმართული იყო არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებაზე, ასევე მიმდინარე საჭიროებების საპასუხოდ ცნობიერების ამაღლებასა და მოსახლეობის ინფორმირებაზე, ისევე როგორც დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. კერძოდ:  სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, გატარებული პოლიტიკის შესახებ მათი მოსაზრებების გაცნობის, მიმდინარე საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღების და შესაბამისი რეაგირების მიზნით (20 შეხვედრა, 1600-მდე ბენეფიციარი). საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე (უდები, ხუნძები, ოსები და სხვა) გაკეთდა.  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრებისა და კულტურულსაგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების ციკლი, ჯამში, 1000-მდე ბენეფიციარისთვის (მათ შორის: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“, ,,დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა“ და სხვა), რომელთა ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან ქალების და ახალგაზრდების ჩართულობას. აღნიშნულ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი აქტუალური თემატიკის განხილვას, როგორიცაა: თანასწორობა, ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაცია, სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, სამოქალაქოპოლიტიკური მონაწილეობა, დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა.  სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიერ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები. მათ შორის: იუსტიციის სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის საკითხების შესახებ - 13 შეხვედრა, 250 ბენეფიციარის მონაწილეობით; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის და ადრეული ქორწინების საკითხებზე - 17 საინფორმაციო შეხვედრა, 900-მდე ბენეფიციარის ჩართულობით; ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სოციალური დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით - 19 საინფორმაციო შეხვედრა, 650-მდე ბენეფიციარის მონაწილეობით.  ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ უწყებებთან 15 თანამშრომლობით, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა სხვადასხვა ტიპის 30-ზე მეტი საინფორმაციო მასალა (მათ შორის ბროშურები და გზამკვლევები), მათ შორის: სახელმწიფო სერვისების, სოციალური დაცვის, იურიდიული დახმარების, სოფლის მეურნეობის, შრომის უფლებების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და სხვა აქტუალურ საკითხებთან მიმართებით; ასევე - 11 ნორმატიული აქტი, მათ შორის, კანონები: „სოციალური დახმარების შესახებ“, „იურიდიული დახმარების შესახებ“; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“; „გარემოს დაცვის შესახებ“; „პაციენტის უფლებების შესახებ“ და სხვა.  კანონმდებლობაზე ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის თვალსაზრისით, დამატებით აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2023 წელს სომხურ და/ან აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა 18 საკანონმდებლო აქტი, მათ შორის: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ამ ეტაპზე უკვე განთავსებულია სულ 32 თარგმნილი კანონი.  სტრატეგიის სამიზნე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებთან საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოების შემდგომი გაძლიერების მიზნით მომზადდა კომპლექსური ტრენინგ-მოდული, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის გაუმჯობესებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.  მოსახლეობის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდა და წლის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთები: სომხურენოვანი „ვრასტანი“ (36 ნომერი, ტირაჟი 3500-მდე) და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“ (36 ნომერი, ტირაჟი 3000-მდე). გაზეთები გავრცელდა, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, ამასთან, ხელმისაწვდომი იყო პენიტენციურ დაწესებულებებშიც.  აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე ინფორმირებაში ისტორიული მნიშვნელობის აღნიშვნისა და გაზეთის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილე აღინიშნა.  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, არაქართულენოვანი გაზეთების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, გამოცემების რედაქციების მხრიდან გამოხატული მზაობის შესაბამისად, ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“ გავრცელების არეალში მცხოვრებ მოსახლეობაში. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაზეთების შემდგომი განვითარების გეგმაზე მუშაობა.  საზოგადოებრივი მაუწყებელი ახდენდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მშობლიურ ენაზე ინფორმირებას, ამავდროულად, მომზადებულ მასალას უზიარებდა 16 რეგიონულ ტელევიზიებს. უწყვეტად ფუნქციონირებს შვიდ ენაზე მოქმედი საინფორმაციო ვებ-პორტალი - www.1tv.ge.  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს მიერ მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, კენჭისყრის დღის პროცედურებისა და ამომრჩევლისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების საკითხებზე. ასევე, ითარგმნა და გავრცელდა საარჩევნო დოკუმენტაცია და სხვა საინფორმაციო მასალები საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“; ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდა საგანმანათლებლო პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და სხვა. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად, ძალისხმევა მიმართული იყო არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, ისევე როგორც - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და დასაქმებაზე. ამ მიზნით:  სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის ხელშესაწყობად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით წარიმართა ფართომასშტაბიანი ორენოვანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკური შესაძლებლობების, ასევე იურიდიული დახმარების საკითხებთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული 120-მდე სოფლის მოსახლეობისთვის (5000-მდე ბენეფიციარი).  სოციალური მომსახურების სააგენტოს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნილი ვებ-გვერდი არაქართულენოვან მოქალაქეებს შესაძლებლობას უქმნის მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია მიზნობრივი სოციალური დახმარების, სოციალური პაკეტის და სხვა სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებით.  დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადდა და საცხოვრებელ ადგილზე გავრცელდა განახლებული საინფორმაციო მასალები (ბუკლეტი და ბროშურა).  ქვემო ქართლში (რუსთავი), სამცხე-ჯავახეთსა (ახალციხე) და კახეთში (თელავი) ამოქმედდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობები, რომლებიც ყველა დაინტერესებულ პირს, მისთვის გასაგებ ენაზე, დახმარებას უწევს პროფესიული ორიენტაციის პროცესში, ასევე ინფორმაციას აწვდის დასაქმებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ. ამავდროულად, სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ხელშეწყობისა და სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით, რეგიონულ დონეზე 17 შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ფარავენ ყველა მუნიციპალიტეტს; საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ინფორმაციის მიწოდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე. დასაქმების ხელშეწყობის სერვისებსა და პროგრამებში ჩართული სამუშაოს მაძიებლებიდან, 2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დასაქმებულია 69 სამუშაოს მაძიებელი, ხოლო ქვემო-ქართლის რეგიონში 154 სამუშაოს მაძიებელი. ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩაერთო 1000-ზე მეტი პირი.  ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარე განათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და გასართობი სივრცეების მოწყობის და სხვა მიმართულებებით. კერძოდ, 2023 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დასრულდა/მიმდინარეობს 75 მლნ. ლარის, ქვემო ქართლში - 350 მლნ. ლარის, ხოლო კახეთში - 65 მლნ. ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობის, პროფესიული უნარების განვითარების და საქმიანი გამოცდილების შეძენის მხარდასაჭერად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს „1+4 სტაჟირების პროგრამას“, რაც, საბოლოო ჯამში, მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამის მიმზიდველობის, ეფექტიანობის გაზრდისა და მოქნილობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მის შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, მათ შორის, დასკვნით ეტაპზეა სტაჟირების შედეგების შეფასების ინსტრუმენტების ფორმირების პროცესი; პროგრამის ბენეფიციარებისა და მიმღები ორგანიზაციების ინფორმირებისა და თანამშრომლობითი უნარების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ტრენინგმოდულების შემუშავება და გზამკვლევის მომზადება. კულტურათაშორისი დიალოგის პრიორიტეტის ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით გაგრძელდა ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიერ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ეთნოსს შორის კულტურული ურთიერთობების გაძლიერებაზე მიმართულ ღონისძიებებს.  სახელმწიფო დაფინანსებით ხელშეწყობილია მუზეუმების (272 000 ლარი) და თეატრების (1 952 00 ლარი) საქმიანობა.  მუნიციპალურ დონეზე ჩატარდა ათობით სხვადასხვა სახის სახელოვნებო, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი და სპორტული ღონისძიებები, ასევე მასშტაბური სახალხო დღესასწაულები, გამოფენები და კონცერტები, მათ შორის წარმოდგენები ფოლკლორის პოპულარიზაციის, ეთნო-კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის წახალისების მიზნით. 18  ჩატარდა ტრენინგები პედაგოგების ინტერკულტურული კომპეტენციების გაძლიერებისა და ახალგაზრდებში კულტურათაშორისი დიალოგის ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით.  შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას იღებდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 254 ახალგაზრდა. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებასა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, გაფართოვდა და გააქტიურდა საკონსულტაციო თემატური მექანიზმის საქმიანობის არეალი, ექვსი ძირითადი მიმართულებით: ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერება; სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა; განათლება და სახელმწიფო ენა; ინტერკულტურული დიალოგის წახალისება. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან, მათ შორის, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ყველა იმ ფორმატსა და ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის და მრავალეთნიკური საზოგადოების ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებს უკავშირდება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზების საერთაშორისო ანგარიშვალდებულების შესაბამისად, ევროპის საბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის“ მე-4 მონიტორინგის ციკლის ფარგლებში, განხორციელდა მრჩეველთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ევროპის საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტიდისკრიმინაციის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით თითოეულ პრიორიტეტულ სფეროში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული შედეგების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაგეგმილია 2021-2030 წლების სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების პირველი შუალედური ყოვლისმომცველი შეფასება, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხორციელდება; დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პროგრესი ამოცანების შედეგების ინდიკატორებთან მიმართებით გაიზომება, რაც უაღრესად საპასუხისმგებლო პროცესია როგორც შემდგომი საქმიანობის მიზნობრივი დაგეგმვისა და პროცესების ეფექტიანად წარმართვის პროცესში, 19 ასევე პოლიტიკის დინამიკის ზეგავლენის და რესურსების ეფექტიანი განაწილების თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულების ჭრილში. დასახული მიზნების ეფექტიანი აღსრულების, კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და შესაბამისად, სამიზნე შედეგების ეტაპობრივად გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს ასევე დაგეგმილია სტრატეგიის პრიორიტეტებთან დაკავშირებული 5 მასშტაბური კვლევის ჩატარება: სახელმწიფო ენის ცოდნის, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის, კულტურათაშორისი დიალოგის ასპექტების, საშეღავათო პროგრამების შედეგების შესწავლის მიზნით. აღნიშნული კვლევები, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის იმპლემენტაციის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულად გაანალიზების, შესაბამისად, ინსტიტუციური შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების და ეფექტიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი და დამატებითი სტიმული იქნება. 20