საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.12.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ღლონტი, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-15448/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412315507028 01.12.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას კანონი "დაბალი წნევის გაზსადენების დაცვის შესახებ", ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ნაგებობები იმყოფებიან მუნიციპალიტეტების მმართველი ორგანოების კონტროლს მიღმა: ადგილობრივ მერიებს გაზსადენების რუკებიც კი არ გააჩნიათ. ამგვარი ქაოსის არსებობის პირობებში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოები ადგილებზე ვერ არკვევენ, გადის თუ არა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის ქვეშ მიწისქვეშა გაზსადენი. ამგვარი უკონტროლობის დაძლევის მიზნით, გთავაზობთ, შემოღებული იქნას სპეციალური კანონი, "დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ". კანონის დადგინდება აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობების ერთიანი აღწერაინვენტარიზაციის პირობები, განისაზღვრება დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების ერთიანი რეესტრის შექმნის პირობები, თითოეული ასეთი გაზსადენის პასპორტიზაციის წარმოების წესი, მათი გადალაგების წესი, მათი ტექნიკური მომსახურების წესი და პირობები. აღნიშნული კანონი, ფაქტიურად, შეასრულებს ეროვნული ტექნიკური რეგლამენტის ფუნქციას, დაიცავს მოსახლეობას იმ ტექნოგენური საფრთხისგან, რაც გამომდინარეობს მშენებლობის გამცემი რამოდენიმე ათეული მუნიციპალური ორგანოებისგან, რომლებსაც გაზსადენების რუკებიც კი არ გააჩნიათ, გარდა საკრებულოების მიერ ფორმალურად შედგენილი და რეალურად პრაქტიკულად გამოუყენებელი სქემებისა. ფაქტია, რომ არც დედაქალაქში და არც სხვა ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების რუკები არ არის დაცული. ამ განუკითხაობის მოგვარება მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის, პროკურატურის, პოლიციის და მსგავსი ორგანოების მხრიდან გაამოძიების დაწყებით, ეროვნულ დონეზე არსებული ქაოსი არ და ვერ აღმოიფხვრება. საჭიროა ერთიანი ეროვნული საკანონმდებლო რეგულირება. პატივისცემით, ზურაბ ღლონტი და ზურაბ ვანიშვილი დოკუმენტები: 1 ) უკონტროლო ის მტკიცებულება.jpg; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: