„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.33-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი
მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ
სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის
ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების
ოდენობისა. საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება ერიცხება სრულად, საბიუჯეტო წლის
დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული
კვარტალური განწერის შესაბამისად.
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება
შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.“
2. 3512 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3512. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
დაფინანსება
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 21%-ით. გამოყოფილი თანხა
აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის მიერ
წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტისა და საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტის
შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტს.
3. 762 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ
ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
აჭარის
ტელევიზია
და
რადიო
ფინანსდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 17%-ით. გამოყოფილი თანხა
აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 763 მუხლი:
„მუხლი 763. 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობა
1. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი 2024 წლის და 2025
წლის დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ფინანსდება წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული
მთლიანი ასიგნების ოდენობით. საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს შესაბამისი
წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება ერიცხება სრულად,
საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
განსაზღვრული კვარტალური განწერის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობა არ გაითვალისწინება ამ კანონის 33ე მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან
შედარებით შემცირების შემთხვევაში.
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს „საქართველოს 2024
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ კანონით
გათვალისწინებული დებულებების ასახვა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1
იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 2 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის
ცვლილება
და
დახვეწა.
„მაუწყებლობის
შესახებ“
კანონის
33-ე
მუხლით
გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმით - „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ
0,14%-ის“ ოდენობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ხდება თითქმის 15
წელია. აღსანიშნავია, რომ ამ წესით დაფინანსება არის დროებითი და არ წამოადგენს
ძირითად ნორმას. გასათვალისწინებელია, რომ
არსებული მაკროპარამეტრებიდან
გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ასე
მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024
წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის
ოდენობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი
ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ
კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე - ამ პერიოდის მაღალი
ეკონომიკური ზრდით.
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
დაფინანსების
წესთან
დაკავშირებით
გასათვალისწინებელია ისეთი სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის
ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას, როგორიცაა: ფინანსური დამოუკიდებლობა,
სტაბილური და ადეკვატური დაფინანსება, მრავალფეროვნება და საზოგადოებრივი
ინტერესი,
საჯარო
ანგარიშვალდებულება
და
გამჭვირვალობა,
სარედაქციო
დამოუკიდებლობა და სხვა. შესაბამისად, სტაბილური და ადეკვატური დაფინანსება
გადამწყვეტია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რათა მაუწყებელმა ეფექტიანად
შეასრულოს თავისი როლი, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი, მრავალფეროვანი
და მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება საზოგადებისთვის, ისე, რომ დაცულ იქნეს
მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6
პუნქტის
თანახმად
„კანონი
უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და
არსებითი კომერციული გავლენისაგან“.
წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის
გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო
წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს არანაკლებ სსიპ −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ
სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის
ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით.
ზემოაღნიშნული ცვლილების გარდა, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების
ოდენობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
არსებული
რეალობის
გათვალისწინებით საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის სტაბილურ და ადეკვატურ
დაფინანსების წესის შემუშავებით, აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით
განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმის გაუქმების აუცილებლობით, რომლის
შესაბამისადაც, მაუწყებელი ფინანსდება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტით შემოთავაზებული დაფინანსების მექანიზმი უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
საქმიანობის
ეფექტიანობასა
და
სარედაქციო
დამოუკიდებლობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის განსაზღვრა მოხდება
მაუწყებლის მანდატის, მიზნებისა და სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის
ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსდება არანაკლებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ
მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი
მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად
მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
დაფინანსების არსებული წესი, კერძოდ:
იცვლება
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
კანონპროექტით უქმდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული
მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას
მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით.
კანონპროექტით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების
ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც:
- საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ სსიპ − სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის
დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის
ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული
თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა;
- საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე დაფინანსების ოდენობის
წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით;
ზემოაღნიშნული ნორმები ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტით განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025
წლისათვის, კერძოდ:
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი 2024 წლის და 2025 წლის
დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი
ასიგნების ოდენობით;
ზემოაღნიშნული
გარდამავალი
დებულებით
გათვალისწინებული
დაფინანსების წესის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული
მთლიანი ასიგნების ოდენობა არ გაითვალისწინება 2026 წლიდან მაუწყებლობის ახალი
წესით დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირების შემთხვევაში.
კანონპროექტით იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების
ოდენობა:
- კანონის მოქმედი რედაქციით, 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტიდან 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტის 17%-ით. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად 2024 წლის 1 იანვრიდან 2025
წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან
2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026
წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.
კანონპროექტის მე-2 მუხლით, დაევალება საქართველოს მთავრობას
უზრუნველყოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტში ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების ასახვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი
კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე,
გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ვინაიდან კანონის პირველი
მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებისათვის დამატებითი ვადები არ არის საჭირო, ასევე, მე-2
მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს „საქართველოს 2024
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ კანონით
გათვალისწინებული დებულებების ასახვა და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტის, პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდება 2024 წლის 1
იანვრიდან, ვინაიდან ახალი საბიუჯეტო წლისათვის ამ კანონის გარდამავალი
დებულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განხორციელდეს საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსება.
2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი
პუნქტი, რომლის შესაბამისადაც ახალი წესით განხორციელდება საზოგადოებრივი
მაუწყებლის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდება 2026 წლის 2 იანვრიდან,
ვინაიდან მიზანშეწონილია, კანონპროექტის ამგვარი ამოქმედების ვადების დადგენა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების
წესი, კერძოდ, უქმდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მაუწყებლის
დაფინანსების ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა
პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით და განისაზღვრება ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც,
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ სსიპ − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ
ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის
დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის
მოცულობით. ამასთან, კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად, საზოგადოებრივი
მაუწყებლობის ბიუჯეტი 2024 წლის და 2025 წლის დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება წინა წელს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით. იმის
გათვალისწინებით, რომ 2024 საბიუჯეტო წლისათვის ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად
უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობის
განსაზღვრა, აუცილებელია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის
განხილვა და მიღება მოესწროს 2024 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, მიზანშეწონილია
წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი
წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან, უქმდება, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული მაუწყებლის
დაფინანსების წესი, რომლის შესაბამისადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების
გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა
პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით. შესაბამისად, კანონის მიღების შემდეგ
მაუწყებლის
დაფინანსება
არ
იქნება
პირდაპირ
დაკავშირებული
ქვეყნის
მაკროპარამეტრებზე.
კანონპროექტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, 2026 წლიდან საზოგადოებრივი
მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ
სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის
ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების
ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი გარდამავალ პერიოდში 2024 წლის და 2025 წლის დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ფინანსდება წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით
დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით.
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი „საქართველოს 2024
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თანდართული
დოკუმენტით - “2024-2027 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები
- საბაზო სცენარი” გათვალისწინებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის
პროგნოზების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოქმედი წესის
შესაბამისად დაფინანსების შემთხვევაში 2024-2027 წლისათვის შეადგენს:
დასახელება
(ათასი ლარი)
სსიპ
–
საზოგადოებრივი
მაუწყებელი
2024
წელი
110,302.0
2025
წელი
119,520.0
2026
წელი
129,260.0
2027 წელი
139,800.0
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, როგორც კანონპროექტის ამოქმედების
წელს ისე შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე შემცირების კუთხით. კერძოდ, 2024 და 2025 საბიუჯეტო წლისათვის
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება წინა წელს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით, ანუ
თითოეული წლისათვის 101,190.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2026 წლიდან გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ
ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა, აღნიშნული გავლენას არ
იქონიებს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აჭარის ტელევიზია და რადიო
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის გამოყოფილი
ასიგნების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის
დაფინანსების ოდენობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ იქნება პირდაპირ დაკავშირებული
ქვეყნის მაკროპარამეტრებზე. 2024 და 2025 საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით, ანუ თითოეული წლისათვის
101,190.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2026 წლიდან საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში
წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
კანონპროექტის მიღება ასევე გავლენას იქონიებს საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობაზე. კერძოდ, წარმოდგენილი
პროექტის შესაბამისად 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის
ბიუჯეტის 21%-ით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერულ
თანასწორობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი
ზარქუა, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ბექა ლილუაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი
ზარქუა, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ბექა ლილუაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.