„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი:
„მუხლი 441. საზოგადოებრივი მაუწყებელი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი
საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე
კანონპროექტი
წარმოადგენს
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებულ
ცვლილებასთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფას
და
კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების განხორციელების ხელშეწყობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ დებულებების განხორციელების ხელშეწყობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ საკითხთან შესაბამისობაში მოვა
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით განსაზღვრული ნორმა, კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსით
განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
განსაკუთრებული დაფინანსების წესი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო
წლისთვის ფინანსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი
წესი, რომლის შესაბამისადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი
წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის
ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსდეს არანაკლებ სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის
დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის
ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული
თანხის მოცულობით. ამასთან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება
გარდამავალი დებულებები, მსგავსი შინაარსს არ ითვალისწინებს „საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსით“
გათვალისწინებული
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
განსაკუთრებული დაფინანსების წესის მომწესრიგებელი ნორმები, ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ საბიუჯეტო კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს
საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების
პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების,
ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
მუნიციპალიტეტების
და
მათ
მიერ
შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და
პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში“ და კოდექსს ემატება ახალი
441 მუხლი, რომლის შესაბამისადაც,
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი დასაგეგმი
საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის წინამდებარე ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი
კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება 2024 წლის 1 იანვარიდან,
ვინაიდან ახალი საბიუჯეტო წლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განხორციელდეს საზოგადოებრივი
მაუწყებლის დაფინანსება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს
კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
იცვლება
საზოგადოებრივი
მაუწყებლის დაფინანსების წესი და უქმდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით
განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც ითვალისწინებს
მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით და
განისაზღვრება ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლობის
ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
არანაკლებ სსიპ − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად
გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა
რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების
კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით.
ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებების თანახმად,
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი 2024 წლის და 2025 წლის დასაგეგმი
საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება წინა წელს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების
ოდენობით.
იმის
გათვალისწინებით,
რომ
2024
საბიუჯეტო
წლისათვის
ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი
მაუწყებლის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა, აუცილებელია, საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოესწროს 2024
წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი
წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიოს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისი გავლენა
მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით
ბარათში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიოს
იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ინიციატივით გათვალისწინებული
ცვლილების შესაბამისი გავლენა მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერულ
თანასწორობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი
ზარქუა, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ბექა ლილუაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი
ზარქუა, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ბექა ლილუაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.