საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-14400/23; 08.11.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20172/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-05
კომიტეტის სხდომის ნომერი 95

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 12/6/23, 1:30 AM ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 05 დეკემბერი 2023 11:00 2023 წლის 5 დეკემბერი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/327; 18.10.2023) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/326; 18.10.2023) III მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: მანანა კრავეიშვილი, ქეთევან მჭედლიშვილი; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; https://parliament.ge/print/announcement/2603?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 12/6/23, 1:30 AM 3. საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-14400/23; 08.11.2023) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე; 4. სხვა საორგანიზაციო საკითხები. https://parliament.ge/print/announcement/2603?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N95 2023 წლის 5 დეკემბერი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, ანა წითლიძე, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (N07-2/327; 18.10.2023) II - მოსმენით განხილვა; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/326; 18.10.2023) III მოსმენით განხილვა; 3. საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-14400/23; 08.11.2023) განხილვა. 4. სხვა საორგანიზაციო საკითხები; სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა მიერ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების და გამომდინარე კანონპროექტების შესახებ. თამარ გაბუნიამ, კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტებში შესული ცვლილებები გააცნო. სხდომაზე, კანონპროექტების მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას მოხსენება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ინფორმაცია, მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური დღესასწაულების დროს მიეცეს გარანტირებული დასვენების შესაძლებლობა და დამსაქმებლებს დაეკისროთ გონივრული მისადაგების ვალდებულება აღნიშნული კატეგორიის დასაქმებულების მიმართ. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია 17 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი უქმე დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმე დღე არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა. დამატებითი უქმე დღეების დაწესება კანონით ზიანს მიაყენებს დამსაქმებლებს, რადგან მათი საქმიანობა შეფერხდება ასეთ დღეებში. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი დასაქმებულებისთვის მათი რელიგიური დღესასწაულების დროს გარანტირებული დასვენების პერიოდის მიცემის ვალდებულება საქართველოს არ ეკისრება არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების პრინციპი არ მოიცავს რელიგიური დღესასწაულის გამო სამსახურის გაცდენის უფლებას. შემდეგ, საპენსიო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტს სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ორი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, სამუშაო ჯგუფის წევრების გარდა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სახელმწიფო პენსიის შეჩერების/შეწყვეტის ზოგიერთი საფუძვლის მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხები და სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების მექანიზმის დახვეწის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: 1. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის მიერ საპენსიო ბარათით 5 თვის განმავლობაში (ნაცვლად 6 თვისა) არ განხორციელებულა აქტიური საბანკო ოპერაცია, სს „ლიბერთი ბანკმა“ უზრუნველყოს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა; 2. ზემოაღნიშნულ პირთა სია ასევე, გადაეგზავნოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ჩაშლილ ინფორმაციას მიაწვდის რაიონულ სერვის ცენტრებს. რაიონული სერვის ცენტრებმა თავის მხრივ, უზრუნველყონ ამ პირებთან სატელეფონო კომუნიკაცია ან ადგილზე ვიზიტი; 3. იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი განაცხადებს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია სახლიდან გასვლა, ეს ინფორმაცია გადაეგზავნოს სს „ლიბერთი ბანკს“, რათა პენსიონერს მოემსახურონ სახლში მიტანის სერვისით; 4. გარდა ამისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრის თანამშრომელმა პენსიის დანიშვნის/განახლების მიზნით მისულ პირს, განუმარტოს პენსიის შეჩერების საფუძვლები შესახებ, აუხსნას რას ნიშნავს აქტიური საბანკო ოპერაცია (პირადი ანგარიშიდან თანხის გატანა ბანკომატით, ანგარიშსწორება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, თანხების გადატანა ვადიან დეპოზიტზე, ვადიანი საგადახდო დავალების შესრულება, ბანკში ფიზიკური ვიზიტისას საკუთარი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა) და გადასცეს შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტი. კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ციმინტია სხდომის მდივანი