სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და წარმატებული სტარტაპების წარდგენა
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 41
შენიშვნა 04/12/2023 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2601?local=true
საქართველოს პარლამენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
04 დეკემბერი 2023 11:00
2023 წლის 4 დეკემბერი, 11:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სასაქონლო
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
ნიშნების
შესახებ“
„ინტელექტუალურ
საქართველოს
საკუთრებასთან
დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-2/306; 05.07.2023) (II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 9
დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების
(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(საცხოვრებლად
ვარგისი
ქალაქების
საინვესტიციო
პროგრამა)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/334; 14.11.2023);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო
ენუქიძე;
პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის
1 of 3
12/6/2023, 11:06 AM
https://parliament.ge/print/announcement/2601?local=true
საქართველოს პარლამენტი
განვითარების
სააგენტოსა
(გამსესხებელი)
და
საქართველოს
(მსესხებელი)
შორის
საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის
განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“ (07-2/339; 28.11.2023);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - თენგიზ
ნასარიძე;
პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა
და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1)“
(07-2/340; 28.11.2023);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - თენგიზ
ნასარიძე;
პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა
და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(კლიმატგონივრული
ირიგაციის
სექტორის
განვითარების
პროექტი)“
(07-2/341;
28.11.2023);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - თენგიზ
ნასარიძე;
პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი;
6. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში
და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენა;
მომხსენებელი:
სსიპ
ინოვაციების
და ტექნოლოგიების
სააგენტოს
თავმჯდომარე
-
ავთანდილ კასრაძე;
პასუხისმგებელი: მ. ხურციძე;
2 of 3
12/6/2023, 11:06 AM
https://parliament.ge/print/announcement/2601?local=true
საქართველოს პარლამენტი
7. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების
სააგენტოს
500
Georgia,
L.P.
ვენჩერულ
საინვესტიციო
ფონდში
მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“ (07-2/290; 31.05.2023);
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის
განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი გურგენიძე;
სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძე;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია, თ. ჯაფარიძე;
კენჭსაყრელი საკითხი:
8.
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
ხათუნა
სამნიძის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
,,სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/337; 12.06.2023) (I მოსმენისთვის).
3 of 3
12/6/2023, 11:06 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N41
ქ. თბილისი
4 დეკემბერი, 2023 წელი
სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი:
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ავთანდილ ენუქიძე (გელა
მიქაძის უფლებამონაცვლე), ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია,
ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან
წაქაძე (სულ 12 წევრი).
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გოგი მეშველიანი;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ნინო ენუქიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; სსიპ
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
მოწვეული სტუმრები: ანდრო ლოლაძე - ფინანსთა სამინისტრო; ანა
გოგიბედაშვილი - სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); სალომე
არშბა - სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); დავით აგასიევი სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); სალომე მაჭარაშვილი სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); თორნიკე ჯობავა -სსიპ
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); ნათია წიკლაური -სსიპ
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); მარიამ მაჩალაძე - სსიპ
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); სალომე ნაფეტვარიძე - სსიპ
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); მალხაზ ქიტუაშვილი„ომოფოქსი“; ანა რობაქიძე - „Theneo“; დაჩი ჭოლაძე - „პულსარი“; თორნიკე
1
სულაბერიძე - „ლინეატე“; სალომე ხაჩიაური-სოლტაუ - სსიპ ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო (GITA);
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები,
სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა და აღნიშნა, რომ მომხსენებლის არყოფნის გამო,
დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხის - საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ №1 ცვლილების
წერილი-შეთანხმების“ განხილვა გადაიდო მომდევნო სხდომისთვის. აღნიშნული
ცვლილებით და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან
დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-2/306; 05.07.2023). (II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის
განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის
საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის
მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“ (№07-2/339; 28.11.2023);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე
3. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(კლიმატგონივრული
ირიგაციის
სექტორის
განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1)“ (№07-2/340; 28.11.2023);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე
2
4. საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას
(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(კლიმატგონივრული
ირიგაციის
სექტორის
განვითარების პროექტი)“ (№07-2/341; 28.11.2023);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე
5. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის
ანგარიში და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენა;
მომხსენებელი: ავთანდილ კასრაძე
6. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების
და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში
მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“ (№07-2/290; 31.05.2023).
მომხსენებელი: ავთანდილ კასრაძე
კენჭსაყრელი საკითხი:
7. საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და ,,სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/337;
12.06.2023). (I მოსმენისთვის)
მოისმინეს:
1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის - ვახტანგ ბაჩიაშვილის მოხსენება
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე: „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან
დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა მეორე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხება
სასერტიფიკაციო ნიშნის, როგორც სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახის შემოღებას და
3
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით
ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერების დახვეწას.
საქპატენტის
მომხსენებელმა მუხლობრივად წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ
პირველი მუხლის მე-3 პუნქტში, გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდა სამინისტროს დასახელება და საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაცვლად
მიეთითა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ასევე, გასწორდა ცალკეულ
მუხლები, რომლის გადაფარვაც ხდებოდა 21 სექტემბერს მიღებული ამავე კანონის
ცვლილებით.
კანონპროექტის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-12 მუხლის მე-4
პუნქტის ამოღების ნაცვლად, მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროა სასაქონლო ნიშნის
განაცხადის წარდგენისთანავე“.
იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გასწორდა მე-11 პუნქტი.
ვინაიდან, პირველი მუხლის მე-14 პუნქტით გათვალიწინებული 24-ე მუხლის მე-2
პუნქტი და პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული 25 მუხლის
„ა“ ქვეპუნქტი გადაიფარება 21 სექტემბერს მიღებული კანონის ცვლილებით,
მიზანშეწონილია გასწორდეს და აღნიშნული ჩანაწერები თანხვედრაში მოვიდეს
ერთმანეთთან.
მიზანშეწონილია კანონპროექტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული
აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადად 2024 წლის 1 იანვრის ნაცვლად
განისაზღვროს 2024 წლის 1 ივლისი.
კანონპროექტის სხვა მუხლებში ცვლილებები არ განხორციელებულა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები არ
განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის.
4
მოისმინეს:
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ
„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს
(მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაზე (საქართველოში
სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“.
მომხსენებელმა
წარმოადგინა ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს
70,000,000 ევროს გამოყოფას ორ ტრანშად. კერძოდ, საინვესტიციო პროექტისთვის
(ინფრასტრუქტურის კომპონენტი) გამოყოფილია 35,000,000 ევრო, ხოლო ბიუჯეტის
მხარდამჭერი პროგრამისათვის (პოლიტიკის კომპონენტი) – 35,000,000 ევრო.
სესხის ფარგლებში თითოეული ტრანშის ჩამორიცხვამდე დონორის მიერ
განსაზღვრული და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს
მიერ მოხდება საპროცენტო განაკვეთის ტიპის შერჩევა.
საინვესტიციო პროექტი (ინფრასტრუქტურის კომპონენტი) მოიცავს:
ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას მეწარმეთა მხრიდან
ირიგაციის სერვისზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი
წარმოების გაზრდას, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობისათვის
სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონალურ ბაზარზე ქართული
პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას; და
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ
მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.
ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამა (პოლიტიკის კომპონენტი) მოიცავს:
საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის
სახელმწიფო პოლიტიკის მხარდასაჭერად, რაც თავის მხრივ გულისხმობს
სახელმწიფოს მმართველობითი კონტროლის გაძლიერებას საქართველოს
მელიორაციის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, გამჭვირვალობისთვის
და ეფექტიანობისთვის და ირიგაციის სისტემის მდგრადობას, კლიმატის
ცვლილებასთან გასამკლავებლად;
პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობისა
და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის
უზრუნველსაყოფად;
შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის
გაუმჯობესებას.
საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება ძალაშია მისი ხელმოწერიდან 3
წლის განმავლობაში.
5
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება
და
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
რატიფიცირებას.
მოისმინეს:
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე
(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(კლიმატგონივრული
ირიგაციის
სექტორის
განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1)“
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის გამოყო
13,979,000 ევრო სესხის სახით. სესხის ხანგრძლივობაა - 15 წელი (მათ შორის
შეღავათიანი პერიოდი 3 წელი). საპროცენტო განაკვეთის ტიპი - EURIBOR-ზე
დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით. EURIBOR-ს დამატებული ფიქსირებული
მარჟა 0.6%.
პროგრამა მოიცავს:
მსესხებლის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას
სარწყავი პოლიტიკის შედეგების მისაღწევად და წყლის რესურსების მდგრადი
მართვის
უზრუნველსაყოფად,
კლიმატის
ცვლილების
ზემოქმედების
გათვალისწინებით;
ფასების და კონტრაქტის ცვლილებების შემოღებას, წყლის ეფექტურად
გამოყენების გაუმჯობესებისა და სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის
მისაღწევად, წყლის რესურსებზე კლიმატის ცვლილების მიმდინარე და
მოსალოდნელი ზემოქმედების პირობებში;
მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს
„საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და
ეფექტურობა და სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების
პირობებში.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
6
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება
და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
მოისმინეს:
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე
(ჩვეულებრივი
ოპერაციები)
(კლიმატგონივრული
ირიგაციის
სექტორის
განვითარების პროექტი)“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის გამოყო
30,755,000 ევრო სესხის სახით, რომლის ხანგრძლივობას - 25 წელი (მათ შორის
შეღავათიანი პერიოდი 5 წელი); საპროცენტო განაკვეთის ტიპი - EURIBOR-ზე
დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით. EURIBOR-ს დამატებული ფიქსირებული
მარჟა 0.7%.
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ საქართველოში მდგრადი, პროდუქტიული და
გამძლე სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერება და მოიცავს აღმოსავლეთ
საქართველოს კახეთის რეგიონში ქვემო სამგორის მარცხენა მთავარი არხის სარწყავი
სისტემის მოდერნიზაციას და განახლებას (დაახლოებით 17 კმ. სიგრძით). ასევე,
კომბინირებული (ღია და დახურული მილსადენის სისტემა) გამანაწილებელი
ქსელის მშენებლობას სოფლის მეურნეობის მიწებზე სარწყავი წყლის მისაწოდებლად,
რომელიც ცვლის მოქმედ ღია არხების სისტემას. პროექტის ფარგლებში
გათვალისწინებულია ფერმერების მხარდაჭერა სარწყავი და სასოფლო-სამეურნეო
წარმოების ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
რატიფიცირებას.
მოისმინეს:
7
5. სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის - ავთანდილ
კასრაძის მოხსენება სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
საქმიანობის ანგარიშის და წარმატებული სტარტაპების წარმოდგენის შესახებ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სააგენტო შეიქმნა 2014 წლის 19 თებერვალს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და
მოახლოებული 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარმოადგინა ამ პერიოდში
გაწეული საქმიანობის ანგარიში.
სააგენტო ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე ქვეყანაში ინოვაციების
ეკოსისტემის განვითარებისათვის.
პირველი მიმართულება არის სტარტაპების მხარდაჭერა. სტარტაპები არიან
ინოვაციური კომპანიები, რომლებიც გლობალურად მაშტაბირებად პროექტებზე
მუშაობენ. ასეთი პროექტების მხარდასაჭერად სააგენტოში შეიქმნა მნიშვნელოვანი,
ინსტიტუციური მექანიზმები. კერძოდ, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა,
რომლითაც საწყის ეტაპზე ფინანსდება ინოვაციური სტარტაპ პროექტები, რათა
ისინი გახდნენ გლობალურად მაშტაბირებადი კომპანიები. ამ მიმართულებით
ყოველწლიურად ტარდება ორი კონკურსი, რომლის ფარგლებში ფინანსდება 40
სტარტაპი, თითოეული 150 000 ლარით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა
რაოდენობა იზრდება. კონკურსი მოიცავს მაღალი დონის შეფასების მექანიზმს.
ტარდება ასევე მაღალი დონის ტრეინინგები. სტარტაპები აშშ-დან, „სილიკონ
ველი“დან
მოწვეული
წამყვანი
ვენჩერული
ინვესტორებისგან,
წამყვანი
მენტორებისგან იღებენ რჩევებს, ცოდნას და გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანია
მათი სამომავლო განვითარებისათვის. დაფინანსება მიიღო 240-მდე სტარტაპმა,
რომელთაც 3000-მდე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შექმნეს. სტარტაპების
შერჩევის პროცესი არის დამოუკიდებელი და
საერთაშორისო ინვესტორების
მხრიდან დაკომპლექტებული, როგორც საწყის შერჩევის ეტაპზე, ასევე, საბოლოო
დაფინანსების მიღებაზე. საქართველოში ჩამოდიან წამყვანი ვენჩერული ფონდის
წარმომადგენლები, ხვდებიან სტარტაპებს და იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რა
პროექტები უნდა დააფინანსოს საქართველოს მთავრობამ.
აქსელერაციის პროგრამა, რომელსაც სააგენტომ ჩაუყარა საფუძველი, არის ტოპ-3-ში
შემავალი გლობალური აქსელერატორი. 500 Global-ის ნაწილია, რომელიც
მსოფლიოში თავისი აქტივობითა და ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი
საერთაშორისო ვენჩერული ფონდია, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა ეტაპებზე
აფინანსებს. იგი წარმოდგენილია 81 ქვეყანაში.
სტარტაპ ეკოსისტემის შედეგები, სააგენტოს არსებობის 10 წლის მანძილზე არის
ძალზე შთამბეჭდავი. სახელმწიფოს მიერ დახარჯულ 42 მილიონი ლარის
ინვესტიციაში ამ სტარტაპებმა მოიტანეს ნახევარი მილიარდი ლარის
კერძო
ფინანსური სარგებელი.
8
მომხსენებელმა წარმოადგინა სხდომაზე დამსწრე სტარტაპები.
სტარტაპმა - დაჩი ჭოლაძემ აღნიშნა, რომ 2017 წელს დაიწყო ბიზნესის
განვითარება და აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ კომპანიებზე. ბიზნესის
მიმართულება იყო ხელოვნური ინტელექტი, რომლის ფარგლებშიც
შესაძლებელი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შექმნა
კომერციული ბანკებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის და ა.შ. მიწვეული
იყვნენ სილიკონის ველის (Silicon Valley) ღონისძიებაზე, სადაც შეხვდნენ
საინტერესო სამომავლო პარტნიორებს. მათთან ერთად 2018-2019 წლებში
ახორციელებდნენ სხვადასხვა იდეებს, კვლევებს და 2019 წელს მიზნად
დაისახეს აშშ-ში ბიზნესის გაფართოება და სხვადასხვა ინვესტორებისგან
მიიღეს დაფინანსება 1,2 მლნ. დოლარი, მათ შორის იყო GITA-ს
თანადაფინანსების გრანტიც. ამ თანხის საშუალებით ფოკუსირება გაკეთდა
აშშ-ში ავტოინდუსტრიაზე, რამაც ავტოდილერებისთვის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილების შექმნის საშუალება მისცა. დღეისათვის ამ ბაზარზე არიან
ლიდერები ხელოვნური ინტელექტის დარგში და მათ მიერ შექმნილი
გადაწყვეტილება ემსახურება დიალოგების ავტომატიზაციას მომხმარებლებსა
და ავტომწარმოებლებს შორის. ბიზნესის დაწყებიდან წელიწად ნახევარში, 2021
წელს მოხდა მათი კომპანიის - „პულსარი“ შესყიდვა უფრო დიდი მოთამაშის
მიერ, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოში 80-მდე, ხოლო აშშ-ში 150
ადამიანის დასაქმება. ამასთან, ყოველწლიურად დიდი მოცულობის თანხა
შემოდის ამერიკის ეკონომიკიდან საქართველოში იმ ოპერაციების
დასაფინანსებლად, რომელსაც ახორციელებს კომპანია. დღეისათვის კომპანია
აგრძელებს ზრდას, მუშაობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც
გლობალური ეკონომიკაში, ასევე ქართულ ეკოსისტემაში.
სტარტაპმა - ანა რობაქიძემ აღნიშნა, რომ მათი კომპანია „Theneo“ არის
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, სადაც ხდება API
დოკუმენტაციის მენეჯმენტი. პირველი ნაბიჯები დაიწყო GITA-დან და
დღეისათვის ამ პროდუქტით სარგებლობს 8 000-ზე მეტი კომპანია 173
ქვეყანაში. „Theneo“ გახდა გლობალური პროდუქტი და მოიპოვეს რამდენიმე
მილიონი დოლარის ინვესტიცია სხვადასხვა ტოპ-ინვესტორებისგან.
სტარტაპმა - მალხაზ ქიტუაშვილმა, კომპანია „ომოფოქსის“ ( OMOFOX)
თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწყეს
ბიზნესი ავტოფარეხიდან და რამდენიმე თვეში შეძლეს პირველი 100 000
ლარიანი გრანტის მოპოვება GITA-სგან, რომელიც დაეხმარა მათ გეგმების
განხორციელებაში. კომპანია „ომოფოქსი“ ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას
სხვა კომპანიებისთვის, რათა მოახდინონ ლოგისტიკური შესყიდვები და
მთლიანი ციკლის მენეჯმენტი. GITA-მ და ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟიურის
წევრმა, რომელსაც ამერიკაში, მსგავს კომპანიაში ჰქონდა ინვესტიცია
ჩადებული, მისცა საშუალება კომპანია „ომოფოქსს“, რომ განეხორციელებინა
იდეა. შემდეგ შეძლო ევროპული ვენჩერული ფონდისგან 700 000 დოლარის
მოზიდვა. „ომოფოქსი“ გახდა ერთ-ერთი პირველი სტარტაპი, რომლებმაც
9
შეძლო ევროპული ინვესტიციის მოზიდვა. ამ ეტაპზე კომპანიაში
დასაქმებულია 25 ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი იწყება 2500
ლარიდან. კომპანიას ჰქონდა შემოთავაზება შესყიდვაზე, მაგრამ უარი
განაცხადეს. კომპანიას აქვს იმის პოტენციალი, რომ არსებული ინვესტიციით,
უახლოეს 5-10 წელიწადში გახდეს ქვეყანაში პირველი მილიარდიანი კომპანია.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ინოვაციების განვითარებისთვის აუცილებელია ჩვენი
ქვეყნის
რეგიონების
მაქსიმალურად
ჩართვა.
ამ
დროისთვის
სააგენტო
წარმოდგენილია 8 ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, კასპი, ახმეტა,
თელავი, გურჯაანი, სადაც ფუნქციონირებს ტექნოპარკი. ტექნოპარკის გახსნა
დაგეგმილია სენაკში და ქუთაისშიც. წელს 20000-მდე ბენეფიციარი ჰყავდა ტექნოპარკს,
რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონის მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული. ასევე
მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ იდეების დამუშავებაც ხორციელდება რეგიონებში
მცხოვრებთათვის. 250-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა პრეაქსელერაცია, რაც გულისხმობს
იდეების დახვეწას. ასევე, დაიწყო საგრანტო პროგრამა, რომელიც მხოლოდ რეგიონის
მოსახლეობას ეხება და დაფინანსდა 80 პროექტი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ IT ეკოსისტემა მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი
მიმართულებაა. საქართველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით
მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაწესდა ქვეყანაში საერთაშორისო IT
კომპანიების მოსაზიდად. საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც მუშაობენ
საერთაშორისო ბაზრებზე იხდიან მხოლოდ 2 ტიპის - მოგების და საშემოსავლო
გადასახადს, რომლის ოდენობა განისაზღვრება 5 %-ით. შედეგად, დღეისათვის 113
კომპანიაა შემოსული საქართველოში, შექმნეს 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და
მხოლოდ 2023 წელს, ოქტომბრის მონაცემებით 830 მლნ ლარის ხელფასები გასცეს. IT
კომპანიები კიდევ უფრო სწრაფად იზრდებიან. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი
ქართველი დასაქმდეს ამ კომპანიებში, სააგენტომ წამოიწყო გადამზადების პროგრამა „Do IT in Georgia“. 10 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქემ უკვე გაიარა გადამზადება
და 2023 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამატებით დაიწყო
5 000 მოქალაქის გადამზადება. შემდგომი 3 წლის განმავლობაში იგეგმება კიდევ 12
000 საქართველოს მოქალაქის გადამზადება, რათა მიეცეთ მაღალანაზღაურებად
საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა.
მომხსენებელმა წარმოადგინა ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო კომპანია "Lineate“-ს
(აშშ-ში დაფუძნებული მაღალი დონის ტექ-კომპანია)
ბიზნესის განვითარების
მენეჯერი - თორნიკე სულაბერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია 2022 წელს
შემოვიდა საქართველოში, დასაქმებულია 150 საქართველოს მოქალაქე, საშუალო
ხელფასია 4200 დოლარი და ერთი წლის განმავლობაში შემოიტანა 15 000 000
დოლარის ინვესტიცია. მომავალ წელს იგეგმება დასაქმებულთა რაოდენობის
გაორმაგება,
ინვესტიციების
გაზრდა
და
სააგენტოსთან
თანამშრომლობა
გადამზადების პროგრამების გასაგრძელებლად.
ბოლოს, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ჩართულობით, დაწყებულია მუშაობა სააგენტოს
10
სისტემურ რეფორმაზე, რაც საშუალებას მისცემს მათ კიდევ უფრო მეტად დაუჭირონ
მხარი სტარტაპების განვითარებას.
ანგარიში შეაჯამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილემ - ირაკლი ნადარეიშვილმა.
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა განიხილა და
წარმოდგენილი ანგარიში.
ცნობად
მიიღო
6. სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის - ავთანდილ
კასრაძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის
ანგარიშის“ შესახებ.
მომხსენებელმა წარმოადგინა ანგარიში, რომელიც
მოიცავს „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საანგარიშო პერიოდზე (2022
წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სსიპ - საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ
საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ანგარიშს. 500 Georgia L.P.
არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რომლის საქმიანობის ვადაა 10 წელი.
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის
შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2022 წლის 27 დეკემბრიდან 2022
წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. იმის გათვალისწინებით, რომ 500 Georgia, L.P.
ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში სააგენტოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება
დაიდო 2022 წლის 27 დეკემბერს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საინვესტიციო
საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული აქტივობა არ განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
11
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა და
წარმოდგენილი ანგარიში.
ცნობად
მიიღო
მოისმინეს:
7. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კენჭისყრის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივა და მიუღებლად
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის.
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
12