„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2023
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/403/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საკონტეინერო მოსაკრებელი.“. 2. მე-122 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 123 მუხლი: „მუხლი 123. საკონტეინერო მოსაკრებელი 1. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია ის პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაშია საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი. 2. საკონტეინერო მოსაკრებელი გადაიხდება საბაჟო პროცედურების განსაზღვრისათვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების დაწყების დღეს. 3. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კონტეინერზე 30 ლარს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები. 5. მოსაკრებლის დადგენილებით.“. გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 177 მუხლი: „მუხლი 177. საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება ის კონტეინერი, რომელთაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2024 წლის 1 თებერვლამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.“. მუხლი 2. 2024 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვალიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: აღნიშნული ცვლილებების თანახმად, წესდება საკონტეინერო მოსაკრებელი, რომელიც, თავის მხრივ, გავრცელდება იმ პირებზე, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა ამავე კანონის თანახმად, განისაზღვრება, არაუმეტეს 30 ლარით. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას არ დაექვემდებარება ის კონტეინერი, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2024 წლის 1 თებერვლამდე და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ისე საქართველოს ლოგისტიკურ რეგიონულ ჰაბად ქცევა, მის უმთავრეს ამოცანად რჩება საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის განკუთვნილი არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება. სწორედ საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებისა და მისთვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნის მოტივიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონში შესატანი ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საზღვაო გადაზიდვების განხორციელებაში, შეიქმნას ერთგვარი შესაძლებლობა, რათა ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, მათ შეძლონ საერთაშორისო ტვირთბრუნვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, საჭიროა შესაბამისი არსებული ინფრასტრუქტურის ერთი მხრივ შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ, კი მისი ჯეროვანი მოწესრიგება და განვითარება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტვირთბრუნვის სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, არსებულ ლოგისტიკური ჯაჭვი, მოითხოვს სპეციალური ტექნიკის, მათ შორის: ტრაილერების, სხვა მძიმე კატეგორიისა და სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდი სიხშირით მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას. მსგავსი სახის სპეციალური ტექნიკის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება, იწვევს როგორც აღნიშნულის სისტემატიურ დაზიანებას, ისე ირგვლივ მდებარე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის არსებით გაუარესებას. აგრეთვე, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მუნიციპალურ ბიუჯეტთან მიმართებაში, დიდი ფინანსური რესურსების გაღებას მოითხოვს. ეს ყოველივე კი, თავის მხრი, საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე გზებით მოსარგებლე პირების უსაფრთხოებას. მსგავსი შეფერხებებისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემატიური შეკეთება-განახლება, რაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. ასევე, მნიშნველოვანია ისეთი სპეციალური საპარკინგე ტერიტორიების მოწყობა, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მძიმე სპეციალური ტექნიკის მფლობელ პირებს, შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტრუქტურის არსებობის ფარგლებში, გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და ნაკლებად მოახდინონ მავნე ზეგავლენა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა საპარკინგე სივრცეებში ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას. აღნიშნული საპარკინგე სივრცეების მოწყობა, ასევე, დაკავშირებულია დიდ ფინანსურ რესურსებთან. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, გაუჩნდეთ შესაძლებლობა საკუთარი ძალისხმევის ფარგლებში, შეინარჩუნონ და განავითარონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მით უფრო, მაშინ, როდესაც განვითარებული და უსაფრთხო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განხორციელების აუცილებელ საფუძველს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის ა.ა.ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, გაუჩნდებათ შესაძლებლობა საკუთარი ძალისხმევის ფარგლებში, შეინარჩუნონ და განავითარონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მით უფრო, მაშინ, როდესაც განვითარებული და უსაფრთხო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პრიორიტეტების განხორციელების აუცილებელ საფუძველს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ:  აღნიშნული კანონის მე-5 მუხლს ემატება 71 პუნქტი, რომლითაც ადგილობრივ მოსაკრებლად განისაზღვრება - საკონტეინერო მოსაკრებელი;  122 მუხლის შემდეგ ემატება 123 მუხლი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ ვინ ითვლება მოსაკრებლის გადამხდელ პირად, მოსაკრებლის ოდენობა, გარდა ამისა, აღნიშნული მუხლის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  გარდა ამისა, კანონს ემატება 177 მუხლი - გარდამავალი დებულება, აღნიშნული მუხლი მიუთითებს იმ პირზე, რომელიც თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის პირველი მუხლის ძალაში მიღება 2024 წლის 1 თებერვალს, რადგან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საკითხის დარეგულირება, ამავე დროს მნიშვნელოვანია ლოგიკური დროის მიცემა იმ პირებისთვის, ვისზეც მომავალში აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდება. შესაბამისად, კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვალს, რაც შეეხება შემდგომ მუხლებს ისინი ამოქმედდებიან გამოქვეყნებისთანავე. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონტეინერო მოსაკრებლების დაწესებას მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დროულად ამოქმედდეს და შესაბამისი შედეგები სრულად იქნეს ასახული მომავალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გაზრდილი შემოსულობები აისახება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, რითაც აღნიშნული მუნიციპალიტეტები დამატებით შეძლებენ ნამატი თანხების მუნიციპალური საჭიროებებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2023 წლის საშემოდგომო სესია სრულდება 15 დეკემბერს. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებების ამ სესიაზე მიღება შეუძლებელი ხდება. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ამოქმედდეს 2024 წლის დასაწყისში, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტი. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, იგი პოზიტიურ გავლენას მოახდენს იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რომელსაც საზღვაო ნავსადგურები აქვს, კერძოდ კი იგი გაზრდის ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აკუმულირებულ ფისკალურ რესურსებს. მაგალითისათვის, იმ შემთხვევაში თუ შესაბამის მუნიციპალიტეტებს 2022 წელს ექნებოდათ წინამდებარე კანონის პროექტის ცვლილებებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, კერძოდ მათ მიერ დაწესებული იქნებოდა საკონტეინერო მოსაკრებელი არაუმეტეს 30 ლარის ოდენობით და თუ ისინი, კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოსაკრებელს დააწესებდნენ, ისინი ბიუჯეტში შეძლებდნენ დამატებით 14,312,820 (თოთხმეტი მილიონ სამას თორმეტი ათას რვაას ოცი) ლარის მიღებას. მომავალში შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების რაოდენობა დამოკიდებული იქნება გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაზე და საკონტეინერო მოსაკრებლის მაქსიმალურ ოდენობაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ კონტეინერზე 30 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. რაც შეეხება ადმინისტრირებას, მისი დაფინანსება მოხდება შესაბამისი სამსახურის საკუთარი ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაშიც არის საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერი. იქიდან გამომდინარე, რომ წინამდებარე კანონის პროექტის გათვალისწინებით, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა კანონით იქნება განსაზღვრული, არაუმეტეს 30 ლარისა. შესაბამის პირებზე გავლენა დამოკიდებული იქნება გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობასა და საკონტეინერო მოსაკრებლის დადგენილ ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წინამდებარე კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ახალი მოსაკრებლის, კერძოდ, საკონტეინერო მოსაკრებლის ტიპი. კანონის პროექტის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კონტეინერზე 30 ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.