„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართს (შემოსულობების
საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული
მაჩვენებლების მიხედვით) დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე გრაფა:
„
43
საკონტეინერო
მოსაკრებელი
100
“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ადგილობრივი მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, მოსაკრებლის ახალ სახეს - საკონტეინერო
მოსაკრებელს.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიზანია, რომ
„საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსი“
შესაბამისობაში
საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონის პროექტებთან.
საქართველოს კანონი
მოვიდეს
აღნიშნულ
რამდენადაც, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ემატება ახალი საკონტეინერო მოსაკრებელი, აუცილებელია საბიუჯეტო კოდექსში დაზუსტდეს თუ სად
მიემართება აღნიშნული შემოსულობით მიღებული თანხები.
შესაბამისად, კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ
ნაწილს. იგი მიზნად ისახავს პროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ
რეგულაციებთან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ
კანონებთან, შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი იქნას შესაბამისი
ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო
კოდექსი“
შესაბამისობაში
მოვა,
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებულ საქართველოს კანონთანებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს კანონი „საბიუჯეტო
კოდექსი“ -ს დანართში (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) კერძოდ,
დანართს ემატება 43-ე გრაფა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომ საკონტეინერო
მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის ძალაში
შესვლა 2024 წლის 1 თებერვალს, რადგან მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონის
ამოქმედება თანხვედრაში იყოს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი
კანონპროექტების ამოქმედების თარიღთან. ამავდროულად, არ არის გათვალისიწნებული
კანონისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
შესაბამისი დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში
შემავალ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის - განმარტებით
ბარათში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტი
იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც საკონტეინერო მოსაკრებლიდან, შემოსული თანხა
მიერმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფო
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი არ იქონიებს მსგავს გავლენას, თუმცა წარმოდგენილ
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონი, ნამდვილად მოახდენს გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება აღნიშნული კანონპროექტი. შესაბამისი დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის - განმარტებით ბარათში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
წინამდებარე კანონის პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ახალი მოსაკრებელი,
კერძოდ, საკონტეინერო მოსაკრებელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:გ.ა)
კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი
ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ
თოლორაია, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.