„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს
შემდეგი შინაარსის 1652 მუხლი:
„მუხლი 1652. ბრალდებულისთვის პაემნის, სატელეფონო საუბრისა და
მიმოწერის შეზღუდვა
1.
პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს გამოძიების ადგილის
მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებული ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ანდა
მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით. პროკურორს უფლება
აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეზღუდვის მოქმედების ვადის
გაგრძელების შესახებ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეზღუდვის
მოქმედების ვადის ყოველი გაგრძელება დასაშვებია არაუმეტეს 90 დღით.
2.
სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი
მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც პენიტენციურ
დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის პირადი კომუნიკაციის
შეზღუდვა გამოძიების ლეგიტიმური მიზნების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების
და პროცესის მონაწილეთა ინტერესების დაცვის აუცილებელი პირობაა,
პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება
ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ანდა მიმოწერის
შეზღუდვის თაობაზე. დადგენილების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში
(ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის
გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა უნდა შეატყობინოს გამოძიების
ადგილის მიხედვით სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა საპროცესო
მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, რომლებიც ასაბუთებს საპროცესო
მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების
შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს
შუამდგომლობას.
4.
სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის
თარიღი და ადგილი; ბრალდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი
ნომერი, გამოსაყენებელი შეზღუდვის სახე და ვადა, რომელი თანამდებობის პირი
ან ორგანოა უფლებამოსილი აღასრულოს განჩინება.
5.
სასამართლოს
განჩინებას
სასამართლო
აღსასრულებლად
დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
1
შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციური
სამსახურს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის („ბრალდებულის პაემანი“) პირველი ნაწილის
თანახმად, „ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4
ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს
გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“
იმავე კოდექსის 79-ე მუხლის („ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში
ყოფნის პირობები“) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ
ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს
პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს
მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი,
თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო აღნიშნული 79-ე მუხლის მე-2
ნაწილით განისაზღვრება, რომ ეს უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს
გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2023 წლის 22 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე
„ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამოიტანა
N2/8/1444 გადაწყვეტილება,1 რომლითაც პატიმრობის კოდექსის ზემოხსენებული
77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის
პირველ პუნქტთან2 მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ
გადაწყვეტილებაში აღნიშნა შემდეგი: „[…] საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს
განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობას, სათანადოდ ვერ იცავს პატიმრობაში
მყოფი ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლებას და წარმოშობს აღნიშნული უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი
კომპონენტების არაპროპორციულად შეზღუდვის რეალურ რისკებს. პატიმრობის
კოდექსი გამომძიებლისათვის/პროკურორისათვის არ ადგენს რაიმე ტიპის
სახელმძღვანელო კრიტერიუმებს იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტით უნდა
1
იხ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16045
იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის („პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი
სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“) პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი
და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის
შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“
2
1
საბუთდებოდეს შეზღუდვის გამამართლებელი საფრთხის არსებობა (მაგ.,
ალბათობის მაღალი ხარისხი, დასაბუთებული ვარაუდი და ა. შ.), ისევე, როგორც
არ ადგენს ვალდებულებას არსებული საფრთხის პროპორციული შემზღუდველი
ღონისძიების გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, გამომძიებელს/პროკურორს
ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის
შეზღუდვისას არ მოეთხოვება შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადის
განსაზღვრა, ისევე, როგორც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ შეზღუდვის
მართებულობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების მექანიზმის არსებობას.
ხანმოკლე პაემნის შეზღუდვის შემთხვევაში, გამომძიებელს/პროკურორს არ
ევალება დადგენილების დასაბუთება, ხოლო მიმოწერისა და სატელეფონო
საუბრის
შეზღუდვისას,
კანონმდებლობის
მოთხოვნაა,
რომ
გამომძიებლის/პროკურორის გადაწყვეტილება იყოს მოტივირებული, რაც,
რეალურად, არ გულისხმობს ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ საფრთხეებთან
მიმართებით დასაბუთების ვალდებულებას. მაშასადამე, კანონმდებლობაში არ
არსებობს გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენებისგან დამცავი მექანიზმები და კრიტერიუმები, რომელიც,
ბრალდების მხარეს არ მისცემს შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების
შესაძლებლობას მაშინ, როდესაც პირის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი
აღემატება იმ პოტენციური საფრთხეების პრევენციის ინტერესს, რომელსაც,
კონკრეტულ
შემთხვევაში,
ინდივიდუალური
საქმის
გარემოებების
გათვალისწინებით, ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და
სატელეფონო საუბრის უფლების მინიჭება წარმოშობს.“3
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების არსის საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ასახვა და მოცემული საკითხის სათანადოდ
მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში აისახება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის
22 ნოემბერს საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის
3
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444
გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40:
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16045
2
წინააღმდეგ“ გამოტანილი N2/8/1444 გადაწყვეტილების4 არსი და სათანადოდ
მოწესრიგდება მოცემული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს კანონპროექტით ემატება
შემდეგი შინაარსის 1652 მუხლი:
მუხლი 1652. ბრალდებულისთვის პაემნის, სატელეფონო საუბრისა და
მიმოწერის შეზღუდვა
1. პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს გამოძიების ადგილის
მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებული ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ანდა
მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით. პროკურორს უფლება
აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეზღუდვის მოქმედების ვადის
გაგრძელების შესახებ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეზღუდვის
მოქმედების ვადის ყოველი გაგრძელება დასაშვებია არაუმეტეს 90 დღით.
2.
სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი
მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც პენიტენციურ
დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის პირადი კომუნიკაციის
შეზღუდვა გამოძიების ლეგიტიმური მიზნების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების
და პროცესის მონაწილეთა ინტერესების დაცვის აუცილებელი პირობაა,
პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება
ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ანდა მიმოწერის
შეზღუდვის თაობაზე. დადგენილების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში
(ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის
გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა უნდა შეატყობინოს გამოძიების
ადგილის მიხედვით სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა საპროცესო
მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, რომლებიც ასაბუთებს საპროცესო
მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების
შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს
შუამდგომლობას.
4.
სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის
თარიღი და ადგილი; ბრალდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი
ნომერი, გამოსაყენებელი შეზღუდვის სახე და ვადა, რომელი თანამდებობის პირი
ან ორგანოა უფლებამოსილი აღასრულოს განჩინება.
5.
სასამართლოს
განჩინებას
სასამართლო
აღსასრულებლად
დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
4
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის N2/8/1444
გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40:
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16045
3
შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციური
სამსახურს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
4
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
5
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
6
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი.
7