საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის და რატი იონათამიშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/404; 06.12.2023) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#2-20361/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-11
ბიუროს ნომერი 315

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-20361/23 11-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის და რატი იონათამიშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/404; 06.12.2023). კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 22 ნოემბერს საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამოტანილი N2/8/1444 გადაწყვეტილების არსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასახვა და მოცემული საკითხის სათანადოდ მოწესრიგება. მიზანშეწონილია, კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხი, მისი არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, დროულად, მომდევნო კალენდარული წლის დაწყებამდე მოწესრიგდეს. თუმცა ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მიმდინარე საშემოდგომო სესია 2023 წლის 15 დეკემბერს დასრულდება და, ამდენად, აღნიშნული კანონპროექტის მიმდინარე წელს მიღება დაჩქარებული წესით მიღების გარეშე შეუძლებელია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად მოგმართავთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge