საქართველოს პარლამენტის წევრის, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (მარიამ ლაშხი, გენრიეტა წიწავა, ნიკა მაჭუტაძე) 2023 წლის 21-25 ნოემბერს ფინეთის რეპუბლიკაში, ქალაქ ჰელსინკში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-12
ბიუროს ნომერი 316
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-20477/23
11-12-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21-25 ნოემბერს, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან
მეგობრობის
ჯგუფის
ხელმძღვანელის
სტატუსით,
სამუშაო
ვიზიტის
ფარგლებში,
ვიმყოფებოდი ფინეთის რეპუბლიკაში, ქალაქ ჰელსინკში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ განხორციელებული მივლინების ანგარიშს.
დანართი 2 გვერდი.
პატივისცემით,
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
მარიამ ლაშხი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ფინეთში (ქ. ჰელსინკი) მივლინების ანგარიში
მიმდინარე წლის 21-25 ნოემბერს, ფინეთის რესპუბლიკის ქალაქ ჰელსინკში, გაიმართა
საქართველო-ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპასუხო
ვიზიტი, საპარლამენტო და ეკონომიკური დიპლომატიისა და პარლამენტთა შორისი
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატურ მოკვლევასთან, „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის
მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე“,
დაკავშირებით.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები
გაეცნენ ფინეთის რესპუბლიკის პრაქტიკას, სკოლამდელი განათლების კუთხით და
განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის სფეროები.
ვიზიტი განხორციელდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის, ფინეთის რესპუბლიკის
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის - მარიამ ლაშხის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის წევრი - გენრიეტა წიწავა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
„ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე,
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - ნიკა მაჭუტაძე.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის
პროცესს. აღინიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
მიღების აუცილებლობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის
მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ისეთ
მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიების
არაღიარება, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ისევე
როგორც მცოცავ ოკუპაციას. ამ მიმართულებით, კი დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო
ასპარეზზე მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდეს მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს.
დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ისტორიულ პერიოდში
საქართველოს მხარდაჭერისათვის, ასევე თხოვა ფინურ მხარეს ოფიციალურ დოკუმენტებში
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არა სეპარატისტულ ქვეყნად (breakaway region) არამედ
ოკუპჯრებულ ტერიტორიებად (occupied region) მოხსენიება. ასევე მადლობა მოახსენა EUMM
ში ფინეთის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლზე.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა ფინეთის პარლამენტის
თავმჯდომარე იუსი ჰალა-აპოსთან, რომელმაც საქართველოს კანდიტატის სტატუსის
მიღებაზე მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა, ასევე ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე საკითხი შეეხო
მიგრაციის პოლიტიკას, ხაზი გაესვა საქართველოს სოციო ეკონომიკურ ძლიერ წევრას
ინტეგრაციას და ფინეთში ქართულ ძლიერ დიასპირას.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საპარლამენტო ურთიერთობების დინამიკა და
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ასევე ხაზგასასმელია ვიზიტის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებული
შეხვედრა, რომელზეც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ოფიციალურმა
ფინეთმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის
კანდიდატის სტატუს დაუჭერს მხარს.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ფინეთის განათლების სისტემაში
გატარებულ რეფორმებზე და ხაზგასმით აღნიშნეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების, როგორც დაწყებითი საგანმანათლებლო საფეხურის როლი და დანიშნულება
განათლების სისტემაში. ასევე მასპინძლებმა მზაობა გამოთქვეს აღნიშნული პრაქტიკის
საქართველოში ინტეგრირების პროცესში მხარდაჭერაზე.
ფინეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა
შემდეგი შეხვედრები:
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა;
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და
წევრებთან შეხვედრა;
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა
და წევრებთან შეხვედრა; ასევე OSCE PA ს თავმჯდომარესთან;
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარესა და მოადგილეებთან;
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან;
ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და
ცენტრალური აზიის განყოფილებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და
ევროკავშირის გაფართოების განყოფილების ხელმძღვანელებთან;
ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა
და კრიზისების მართვის განყოფილების წარმომადგენლებთან;
ფინეთის
რესპუბლიკის
განათლებისა
და
კულტურის
სამინისტროს
წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ფინეთის ეროვნული
სააგენტოს განათლების ექსპერტი;
ქალაქ ჰელსინკის ვიცე-მერთან.
ფინეთის ესპოს სკოლასა და სკოლამდელი განათლების ცენტრში;
ფინეთის რესპუბლიკის პროფესიული განათლების ცენტრში, „ომნია”.
ვიზიტს ფართო გამოხმაურება მოყვა ქართულ მედიაში, ასევე მოხდა გაშუქება ფინეთის
მედიაში, სადაც პოზიტიურად და ნაყოფიერად შეფასდა მულტიპარტიული ვიზიტი.