საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნები რომელთაც განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა" (წერილი №2-20497, 11/12/2023)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2023
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ნომერი
#1-14027/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-11

📜 ტექსტი

წერილი
2-20501/23 11-12-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად გიგზავნით: - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე (თანდართულ მასალებთან ერთად), „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მოხსენებასა და დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ (№ 07-2/322, 29.09.2023). - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაზე" (№1-14027; 31.10.2023). გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. პატივისცემით, კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-20497/23 11-12-2023 დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაზე" საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 13 ნოემბერს განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (№1-14027; 31.10.2023). 2023 წლის ცხრა თვის მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6.8% შეადგინა, რაც წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე (5%-ზე) 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია; ამასთან, I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.7 პროცენტი, ხოლო II კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის სექტემბერში ინფლაციამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7 პროცენტი შეადგინა, რაც წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე (5.3 პროცენტი) 4.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წლის სექტემბერში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.9 პროცენტით გამყარდა და შეადგინა 2.68 ლარი ერთ აშშ დოლარზე. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 910.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.5 პროცენტით მეტია. გაიზარდა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოცულობები, კერძოდ, ექსპორტმა 4 607.4 მლნ აშშ დოლარი (12.7 პროცენტით მეტი) შეადგინა, ხოლო იმპორტმა 11 303.4 მლნ აშშ დოლარი (18.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის ცხრა თვეში 6 696.0 მლნ აშშ დოლარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია. 2023 წლის იანვარსექტემბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავაც ევროკავშირია, რომლის წილმა მთლიან საქონელბრუნვაში 20.7 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 5 567.0 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2022 წლის ცხრა თვეში საქართველოს 3 892.6 ათას საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია) 43 პროცენტით მეტია. 2023 წლის ცხრა თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 251.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.2 პროცენტით (734.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2019 წლის ცხრა თვეში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 25.9 პროცენტით გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით გაიზარდა და 2 979.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (412.7 მლნ აშშ დოლარით მეტი). 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სახით მობილიზებულია 16 451.9 მლნ ლარი, რაც ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 105.6 პროცენტია (877.3 მლნ ლარით მეტი), ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 450.4 მლნ ლარით მეტი. ასევე, გადაჭარბებით შესრულდა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების ცხრა თვის გეგმაც, კერძოდ, მობილიზებულია 12 364.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 101.6 პროცენტი და 198.8 მლნ ლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 076.2 მლნ ლარით მეტი. გადაჭარბებით არის შესრულებული ყველა გადასახადის ცხრა თვის გეგმა. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებულია 4 178.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (3 945.6 მლნ ლარის) 105.9 პროცენტია; მოგების გადასახადიდან მობილიზებულია 1 588.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 580.0 მლნ ლარის) 100.5 პროცენტია; დამატებული ღირებულების გადასახადიდან მობილიზებულია 4 984.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (4 883.0 მლნ ლარის) 102.1 პროცენტია; აქციზის სახით მობილიზებულია 1 602.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 511.0 მლნ ლარის) 106.1 პროცენტია; იმპორტის გადასახადის სახით მობილიზებულია 114.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (91.0 მლნ ლარის) 125.4 პროცენტია. გადასახდელების სახით 2023 წლის ბიუჯეტიდან იანვარ-სექტემბერში გაცემულია 15 769.1 მლნ ლარი, რაც ცხრა თვის გეგმის (16 016.5 მლნ ლარის) 98.5 პროცენტი, ანუ 247.4 მლნ ლარით ნაკლებია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2 105.0 მლნ ლარით მეტი. მხარჯავი დაწესებულების მიხედვით გადასახდელების ცხრა თვის გეგმა შესრულებული აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათვისებული აქვთ გეგმების შესაბამისად 99.7 პროცენტი და 99.9 პროცენტი. ამასთან, ასიგნებების ცხრა თვის გეგმები ვერ შესრულდა სხვა სამინისტროების ცალკეული პროგრამების მიხედვით. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 96.6 პროცენტით და აუთვისებელია 93.4 მლნ ლარამდე. ასიგნებები აუთვისებელია ძირითადად დონორების მიერ დაფინანსებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან, ასევე, საერთო- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებების მუხლიდან და ა.შ. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ნაშთის გამოყენება (-) 441.8 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მოხდა ნაშთის დაგროვება 682.8 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც დაემატა 1 იანვრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებულ ნაშთს - 1 247.6 მლნ ლარს და 2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1 930.3 მლნ ლარი. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცხრა თვის გეგმით ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო განსაზღვრული იყო (-) 1 616.7 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა შესრულების მდგომარეობით დაფიქსირდა უფრო ნაკლები, კერძოდ, (-) 907.6 მლნ ლარი. კომიტეტს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია გააქტიურდეს მუშაობა სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ათვისებაში ცალკეული მიმართულებებით, მათ შორის ცალკეული პროგრამების მიხედვით არსებული ჩამორჩენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო შესრულების 9 თვის ანგარიში" მიღებულ იქნა ცნობად. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ბიუჯეტის
დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-18407/23 13-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის შესახებ (№1-14027/23; 31.10.2023). საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 10 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში. აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთლიანობაში დადებითად აფასებს საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ მუშაობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 6.8% შეადგინა. 2023 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 0.7 პროცენტი შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 4.9 პროცენტის დონეზეა. 2023 წლის სექტემბერში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.9 პროცენტით გამყარდა და 2.68 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გამყარდა 16.6 პროცენტით. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 910.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 4 607.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 11 303.4 მლნ აშშ დოლარს (18.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 696.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ტურიზმი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 5 567.0 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია (2022 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 3 892.6 ათასს შეადგენდა), რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 43.0 პროცენტით მეტია. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 15 594 381.6 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 16 257 930.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 21 880 117.1 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 16 016 500.1 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 15 769 093.7 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 98.5%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 72.1%-ია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 95%-ია, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 72.3%-ი. აღსანიშნია რომ, შემდეგი პროგრამები გამოირჩევიან შესრულების დაბალი მაჩვენებლით: - მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება (პროგრამული კოდი 31 03) შესრულების პროცენტული მაჩვენებელი - 42.7%; მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 31 05 25) შესრულების პროცენტული მაჩვენებელი - 0%; - მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (პროგრამული კოდი 31 05 15 01) შესრულების პროცენტული მაჩვეენებლი - 76.2%; კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი
დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-18131/23 08-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაზე (№1-14027/23; 31.10.2023). განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წლის 8 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული მიმოხილვა. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (32 00) 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 1 496 164,5 ლარს, ხოლო ფაქტობრივი შესრულება - 1 494 284,8 ლარია, რაც 99,9 %-ს შეადგენს. კომიტეტს წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-18134/23 08-11-2023 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის“ (N1-14027/23; 31.10.2023) თაობაზე კომიტეტმა მ/წ 8 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (N1-14027/23; 31.10.2023). კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-18059/23 07-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დ ასკვნა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის“ (1-14027/23; 31.10.2023) თაობაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, 2023 წლის 7 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე, მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1-14027/23; 31.10.2023). კომიტეტის სხდომაზე, ცნობად იქნა მიღებული წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული და შეადგინა 13 732 482,2 ათასი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 103.5 %-ია. საანგარიშო პერიოდში, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის განვითარებისათვის ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი სახელწოდებით „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების აქტიურ ჩართვას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში; წარმატებით განხორციელდა არსებული დიასპორული პროგრამებით გათვალისიწინებული აქტივობები: „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პროგრამა“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“), „ უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“; სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებმა 14-18 წლის ასაკის 57 მოზარდმა (თურქეთი, ირლანდია, იტალია, ესპანეთი და ნიდერლანდის სამეფო) მიიღო მონაწილეობა ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში. ბანაკებში მოზარდების ტრასპორტირება უზრუნველყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პოლიტიკის (28 01 04) განსახორციელებლად გამოყოფილი 9 თვის ასიგნებების სრული ათვისება ვერ მოხერხდა. ამასთან დაკავშირებით, გამოითქვა რეკომენდაცია, გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა, სრულყოფილად და თანამიმდევრულად, მოხდეს დიასპორული პოლიტიკის განხორციელებისათვის გამოყოფილი კვარტალური საბიუჯეტო თანხების ათვისება. კომიტეტის წევრებს, წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვასთან“ დაკავშირებით სახის სხვა შენიშვნები არ გამოუთქვამთ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე
დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-17950/23 06-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის შესახებ (1-14027/23; 31.10.2023). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის 6 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 6.8% შეადგინა. აქედან, 2023 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.7 პროცენტი, ხოლო II კვარტალში 7.5 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის პირველი ნახევრის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 21 880 117.1 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 16 016 500.1 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 15 769 093.7 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 98.5%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 72.1%-ია. უშუალოდ კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები არის შემდგენაირი:  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (33 00) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 328 081,0 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 302 952,3 ათასი ლარი (92.3%);  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (33 01) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 7 710,9 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 7 417,1 ათასი ლარი (96.2%);  სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება (33 02) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 12 597,4 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 12 102,1 ათასი ლარი (96.1%); თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (33 04) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 6 153,5 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 4 989,4 ათასი ლარი (81.1%);  კულტურის განვითარების ხელშეწყობა (33 05) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 71 032,4 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 66 558,7 ათასი ლარი (93.7%);  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (33 06) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 28 791,5 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 24 770,2 ათასი ლარი (86.0%);  კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები (33 08) - 9 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 21 330,2 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 23 297,5 ათასი ლარი (109.2%). საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის 2023 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 328 081.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 302 952.3 ათასი ლარი, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 35 872.9 ათასი ლარით მეტია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში „ხარჯების“ მუხლის საკასო შესრულებამ შეადგინა 89.4%, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 9.8%, ხოლო ვალდებულებების კლების მუხლით - 0.8%. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-18325/23 10-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-14027/23; 31.10.2023) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-14027/23; 31.10.2023) კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-17931/23 06-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაზე” (1-14027/23; 31.10.2023) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2023 წლის 6 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-18048/23 07-11-2023 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის თაობაზე (1-14027/23/10 31.10.23) კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-17947/23 06-11-2023 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის მიმოხილვაზე (№1-14027/23; 31.10.2023). საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 6 ნოემბერს, კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მათში შემავალი უწყებების მონაწილეობით, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულება/მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს მიერ 9 თვის ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 5 266 169 მლნ ლარი, რაც დაზუსტებული გეგმის 5 279.577 მლნ ლარის 99,7 %. კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა“ ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge