საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2023 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილი, „საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების 2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2023
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-16576/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-12
ბიუროს ნომერი 316

📜 ტექსტი

წერილი
42145-01-2-202312121010 № 01/42145 12/12/2023 საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს გაცნობებთ, რომ 2023 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ/სამსახურებრივ და ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ასოთხმოც (180) დღიან პერიოდში. შეთანხმების ტექსტი განთავსდება საქართველოს იუსტიციის “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პატივისცემით, გიორგი ტაბატაძე დეპარტამენტის დირექტორი საკონსულო დეპარტამენტი სამინისტროს სსიპ