საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „რესტორან-კაფეებში არასინდისიერად მომსახურების საფასურის დამატების აკრძალვა“
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-13
ბიუროს ნომერი 317
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412315849643
11.12.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო ინიციატივა: რესტორან-კაფეებში არასინდისიერად
მომსახურეობის საფასურის დამატების აკრძალვა
შინაარსი: მოგესალმებით, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში არა მგონია იყოს კანონი, რომელიც
არეგულირებს რესტორანსა და კაფეებში გავრცელებულ უნამუსო პრაქტიკას. ტურისტი და
ჩვენი მოსახლე როდესაც შედის რესტორან-კაფეში, ხედავს ერთ ფასს (დავუშვათ, 100 ლარის
კერძის შეკვეთას აპირებს). ამ თანხას თავის გონებაში უმატებს კიდე ე.წ. "ჩაის" მომსახურე
პერსონალს, სადღაც 10%. მაგრამ ხდება შემდეგი სიტუაცია: მოაქვთ ანგარიში და წერია 100
ლარი კერძები 18 ლარი (18%) დღგ 11.8 ლარი (10%) "მომსახურება" ჯამში 130 ლარი გამოდის
და ეს "მომსახურების" 10% მისდის ბიზნესის მფლობელს და არა ვისთვისაც განკუთვნილია ოფიციანტს. ამ 18% + 10% გამო ბევრი ტურისტი აღარ აძლევს ოფიციანტს "ჩაიზე", რადგან
გონია, რომ ეს 10% მისდის ოფიციანტს ჯიბეში. !მაგრამ! რამდენჯერაც ვკითხე მომსახურე
პერსონალს რამე თუ ერგებათ ამ 10% - ყველა მეუბნება, რომ კაპიკს არ ხედავს ხელფასზე
მეტს ამ "მომსახურების" 10% რო იხდის კლიენტი. ამიტომაც მე ჩემი ჯიბიდან ვუმატებ
კიდევ 10 ლარს კონკრეტულად ოფიციანტს და გამომდის 140 ლარი და არა 100 ლარი (+10
ლარი მომსახურების) რასაც თავიდან ვგეგმავ. ესეთი არასინდისიერი პრაქტიკა უნდა
მორჩეს და აიკრძალოს კანონის დონეზე: 1) ფასი, რომელსაც მომხმარებელი ხედავს მენიუში
უნდა იყოს საბოლოო (ან მაქსიმუმ ეწეროს რომ დაემატება დღგ). 2) არანაირი დამატებითი
მომსახურების საფასური არ უნდა მოეთხოვოს მომხმარებელს. ამის მერე უკვე თუ
მოინდომა მომხმარებელმა "ჩაიზე" დატოვება ფულის ოფიციანტს, მზარეულს ან მენეჯერს პირდაპირ მისცემს კონკრეტულ შემთხვევაში იმ პირს. მთელს განვითარებულ მსოფლიოში
არის აკრძალული არასინდისიერი პრაქტიკები და ჩვენთან კიდე პირიქით განვითარებულია
და არ იკრძალება გაუგებარი მიზნების გამო. აკრძალეთ ესეთი საშინელება და მიმტანის
პროფესიაც იყოს მომხიბლავი და მიმზიდველი. ხედავს ეს მიმტანი რომ კაპიკს არ იღებს იმ
10% დან და არასამართლიანობას გრძნობს. ველი ოპერატიულ განხილვას და პასუხს ამ
წინადადებაზე. გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების დონე ესე მაინც, ცოტათი დავეხმაროთ
სუსტ ფენასაც. გმადლობთ
პატივისცემით,
დავით ჯიბილიან
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: