საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, მისი და პარლამენტის წევრების: ირაკლის ზარქუასა და გელა სამხარაულის 2023 წლის 6-9 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ასტანაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-13
ბიუროს ნომერი 317
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-20587/23
13-12-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი და საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლის ზარქუასა და გელა
სამხარაულის მიერ 2023 წლის 6-9 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ასტანაში,
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიშს.
დანართი: „6“ ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის და
საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი ყაზახეთის
რესპუბლიკაში
2023 წლის 6-9 დეკემბერი
დელეგაციის შემადგენლობა:
ელისო ბოლქვაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი
გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი
ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მოკლე რეზიუმე:
2023 წლის 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია,
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით სამუშაო
ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ასტანაში. საპარლამენტო დელეგაციაში
მონაწილეობას იღებდა საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები:
ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. დელეგაციას თანხლებას უწევდა საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მთავარი
სპეციალისტი ნინო ბუჯიაშვილი.
ვიზიტის მიზანი იყო საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას
შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება.
ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის
კულტურულ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ასხატ აიმაგამბეტოვს,
ყაზახეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს სნეჟანა იმაშევას
და მეგობრობის სხვა წევრებთან. შეხვედრა ასევე გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის
კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილესთან არმან ჟუდებაევთან.
საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა შეხვედრები
შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის რექტორთან, აიმან
მუსახაჯოევთან და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორთან გალიმ
ახმედიაროვთან.
1
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და განხილული საკითხები:
7 დეკემბერი - ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის რექტორთან,
აიმან მუსახაჯოევთან
შეხვედრას ესწრებოდნენ:
აიმან მუსახაჯოევი - ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი
ელისო ბოლქვაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი
გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი
ნიკოლოზ ლალიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
რესპუბლიკაში
ელჩი
ყაზახეთის
ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მიესალმა
საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაციის
ხელმძღვანელს,
გააცნო
უნივერსიტეტის
სტრუქტურა და საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ
დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა შემდეგს: უნივერსიტეტის საქმიანობას, არსებულ
თანამშრომლობას სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ქვეყანაში მუსიკალური სკოლების სტატუსს
და მათ დაფინანსების თემებს, კულტურის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ
რეფორმებს და სხვა.
როგორც
შეხვედრისას
უნივერსიტეტის
ხელოვნების
ეროვნულ
მუსიკალური
ხელოვნების,
რექტორმა
უნივერსიტეტში
დიზაინის,
აღნიშნა,
ფუნქციონირებს
არქიტექტურის,
ყაზახეთის
რესპუბლიკის
სხვადასხვა
ფაკულტეტები:
თეატრალური
წარმოდგენების,
სამუზეუმო საქმიანობის, რესტავრაციის და სხვა. გარდა ზემოხსენებული ფაკულტეტებისა,
ხდება ახალი მიმართულებების დამატებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო და უფრო მეტი
ახალგაზრდა არის დაინტერესებული მუსიკალური მიმართულებით და მათთან პერიოდულად
იმართება შეხვედრები და დისკუსიები ხელოვნების სხვადასხვა საინტერესო საკითხების
გარშემო. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს არაერთი მემორანდუმი ევროპისა და ამერიკის
სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. აღსანიშნავია, ისიც, რომ ყაზახეთის ხელოვნების ეროვნული
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის კონსერვატორიასთან. ყაზახეთში
ხელოვნების სკოლებს აქვთ სახელმწიფო სტატუსი და მათი ნაწილის დაფინანსება ხდება
კულტურის სამინისტროს მიერ, ხოლო ნაწილი ფინანსდება განათლების სამინისტროს მიერ.
ქვეყანაში არსებული საშუალო შვიდწლედების და ათწლედების დაფინანსება ხდება როგორც
სახელმწიფოს, ისე თავად მოსწავლეების მხრიდან. აღსანიშნავია, ისიც, რომ სახელმწიფო
აფინანსებს მასწავლებლების გადამზადების პროგრამებს.
2
7 დეკემბერი -
ყაზახეთის
რესპუბლიკის
კულტურისა
და
ინფორმაციის
მინისტრის
მოადგილესთან არმან ჟუდებაევთან
შეხვედრას ესწრებოდნენ:
არმან ჟუდებაევი - ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრი
კუმის სეიტოვა - ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი
გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი
ნიკოლოზ ლალიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
რესპუბლიკაში
ელჩი
ყაზახეთის
ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
შეხვედრისას საუბარი შეეხო ხელოვნების და კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის
თანამშრომლობას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მინისტრის
მოადგილეს გულთბილი მიღებისათვის და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის
საქმიანობა გააცნო. ელისო ბოლქვაძემ კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა
და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს. 2024 წელს საქართველოს
პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. მან
ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე
ერთეულად ჩამოყალიბება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს ხედვა არის
კულტურის სფეროს განვითარება ქვეყნის საკეთილდღეოდ.
შეხვედრაზე
განიხილეს
ერთობლივი
საერთაშორისო
პროექტების
განხორციელების
შესაძლებლობა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის დაიგეგმა რამდენიმე საერთაშორისო დონის
პროექტი.
ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა
კულტურის სფეროში ინდუსტრიების განვითარების აუცილებლობას.
შეხვედრის
დასასრულს
მხარეებმა
აღნიშნეს,
რომ
სამომავლო
თანამშრომლობის
განვითარებისათვის საინტერესო იქნებოდა თუკი ორი ქვეყნის პარლამენტების კულტურის
კომიტეტებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი
კარგი მაგალითი იქნება კულტურული დიპლომატიის.
3
7 დეკემბერი - ყაზახეთის რესპუბლიკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის
დირექტორთან გალიმ ახმედიაროვთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
აიმან მუსახაჯოევი - ყაზახეთის რესპუბლიკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი
გალიმ ახმედიაროვი
ელისო ბოლქვაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი
გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი
ნიკოლოზ ლალიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის
რესპუბლიკაში
ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ყაზახეთის რესპუბლიკის ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თეატრის სტრუქტურისა და საქმიანობის გაცნობა. ოპერისა და ბალეტის თეატრის
დირექტორმა დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
წევრებს ოპერის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. შეხვედრის
დასასრულს
საპარლამენტო
დელეგაციის
წევრები
დაესწრნენ
სპეციალურად
მათ
საპატივცემულოდ გამართულ კონცერტს.
8 დეკემბერი - ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის (პარლამენტის) კულტურულ და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ასხატ აიმაგამბეტოვთან
შეხვედრას ესწრებოდნენ:
ასხატ აიმაგამბეტოვი - ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის კულტურულ და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე
ტილექტეს ადამბეკოვი - ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის ეკონომიკური რეფორმების და რეგიონული
განვითარების კომიტეტის წევრი
ალიშევ კაზიბეკი - ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი
ელისო ბოლქვაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი
გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი
ნიკოლოზ ლალიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი
ყაზახეთის
რესპუბლიკაში
ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობების
მნიშვნელობას და ასევე საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალ ეტაპზე.
4
შეხვედრაზე
მხარეები
შეთანხმდნენ,
რომ
2024
წელს
გაფორმდება
თანამშრომლობის
მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და ყაზახეთის მაჯლისის
კულტურულ
და
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტებს
შორის,
რომელიც
გააძლიერებს
საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებას.
მაჯლისის კულტურულ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დელეგაციის
წევრებს ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ. მან ხაზი
გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ბევრი რეფორმა განხორციელდა ხელოვნების მიმართულებით.
ასევე საზოგადოებაში არის კულტურისა და ხელოვნების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი.
ახალგაზრდები წარმატებით აბარებენ სახელოვნებო სკოლებსა და უნივერსიტეტებში და თუკი
ადრე სხვა ფაკულტეტები იყო პრიორიტეტული, დღესდღეობით წინ წამოიწია ხელოვნების
ფაკულტეტების მიმართ ინტერესმა. გარდა ამისა, ოპერასა და თეატრებში დასწრება არის
საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ საზოგადოებაში არის მაღალი
ინტერესი კულტურისადმი.
8 დეკემბერი - ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის (პარლამენტის) საქართველო-ყაზახეთის
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან სნეჟანა იმაშევასთან
შეხვედრას ესწრებოდნენ:
სნეჟანა იმაშევა - საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი
ტილექტეს ადამბეკოვი - ყაზახეთის რესპუბლიკის მაჯლისის ეკონომიკური რეფორმების და რეგიონული
განვითარების კომიტეტის წევრი
არმატ ამეროვი - საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი
ელისო ბოლქვაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ზარქუა - მეგობრობის ჯგუფის წევრი
გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი
ნიკოლოზ ლალიაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი
ყაზახეთის
რესპუბლიკაში
ნინო ბუჯიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და ასევე
საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალ ეტაპზე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ქვეყანაში განხორციელებულ
და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების
მნიშვნელობას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ
საქართველოში მოიპატიჟა ყაზახეთის საპარლამენტო დელეგაცია. როგორც აღინიშნა, მსგავსი ვიზიტები
5
არის საუკეთესო საშუალება საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებისათვის და ორი ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის.
6