საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი მუდმივმოქმედი დელეგაციის ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის შესახებ ანგარიში (დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი; დელეგაციის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი, გიორგი ვაშაძე, თინათინ ბოკუჩავა)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-20638/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-14
ბიუროს ნომერი 318 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-20638/23 13-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2023 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის შესახებ. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომებში 13 ნოემბერი, 2023 ბრიუსელი, ბელგია 2023 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომებში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის სხდომებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემდეგი წევრები: 1. მაკა ბოჭორიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, დელეგაციის ხელმძღვანელი 2. ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 3. მიხეილ სარჯველაძე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 4. მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე 5. ლევან ქარუმიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 6. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 7. გიორგი ვაშაძე - საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ 8. თინათინ ბოკუჩავა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების დელეგაციები. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით წარიმართა. სხდომაზე პარტნიორებმა განიხილეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრების, ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორისა და მოლდოვას პარლამენტის წევრის, ვიტალი ჯაკოტის თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდგომ, ახალი რეგიონული კონტექსტი, შიდა და გარე გამოწვევები და შესაძლებლობები“. კომიტეტის სხდომაზე გამართული მსჯელობისას ყურადღების ქვეშ მოექცა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აღმოსვალეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას მაია ბითაძე თანა-თავმჯდომარეობდა, რომელზეც პარტნიორებმა წარმოადგინეს ხედვები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპას შორის არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული კომიტეტის ფარგლებში მოსამზადებელი რეზოლუციის პროექტი თემაზე „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა 1 ენერგო უსაფრთხოებისთვის: ინტეგრაციის გამოწვევები და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საჭიროებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში’’ ვერ იქნა შემუშავებული და სხდომაზე წარმოდგენილი თანაავტორების, ერთის მხრივ ევროპარლამენტის წევრის, რამონა სტრუგარიუსა და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ტაჰირ მირკიშილს შორის ერთობლივ ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო. ეკონომიკური კომიტეტისა და სოციალური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს შესაბამისი თანაავტორების მიერ შემუშავებული რეზოლუციების პროექტები შემდეგ თემაზე: „უკრაინასა და აღმოსავლეთ სამეზობლოზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენის შესახებ“ და „ომის შედეგად დევნილ არასრუწლოვანთა ინტეგრაცია და სოციალური დახმარება ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“. პარტნიორებს შორის დისკუსია გაიმართა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ აღმოსვალეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ომის შედეგად უკრაინელი დაზარალებული ბავშვების მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ უკრაინა კვლავ საჭიროებს ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. ხაზი გაესვა სამომავლო პროექტებს რომლებიც მიზნად ისახავს ომის დასრულების შემდგომ, უკრაინაში ადამიანური რესურსის დაბრუნებას და ფინანსური კაპიტალის მოზიდვას. გაიმართა ასევე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა ევროპარლამენტარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების დელეგაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით. ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებიდან დელეგაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე უახლეს განვითარებებზე და ევროინტეგრაციის გზაზე მათ მიერ დასახულ გეგმებზე. დაიგეგმა ასამბლეაში მუშაობის ერთობლივი სამოქმედო ღონისძიებები. მხარეები შეთანხმდნენ თემების გარშემო გაგრძელდეს მსჯელობა პლენარულ სხდომისთვის მოსამზადებლად. გადაწყდა, რომ ასამბლეის პლენარული სესია გაიმართება ბრიუსელში ევროპარლამენტში 2024 წლის მარტში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორების დელეგაციის ხელმძღვანელებს შორის არაფორმალური შეხვედრა. იმსჯელეს ასამბლეის რეგლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის კომპონენტიდან ასამბლეის პრეზიდენტისა და კომიტეტების თავმჯდომარეების როტაციის მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებით და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაზე. ანგარიში მოამზადა თეონა ბორაშვილმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი 2