საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 21 ნოემბერს, ქ. ზაგრებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრების შესახებ ანგარიში (დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი; დელეგაციის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-14
ბიუროს ნომერი 318 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-20639/23
13-12-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ 2023
წლის 21 ნოემბერს, ქ. ზაგრებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი
შეხვედრების ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხორვატიაში, ქ. ზაგრებში
სამუშაო ვიზიტის ანგარიში
2023 წლის 21 ნოემბერს, ქ. ზაგრებში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს
საპარლამენტო დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და
ხორვატიასთან
მეგობრობის
ჯგუფის
ხელმძღვანელის
მაკა
ბოჭორიშვილის
ხელმძღვანელობით. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე,
ნინო წილოსანი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, გელა სამხარაული - აგრარულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი - ფრაქცია ქართული ოცნების
თავმჯდომარის მოადგილე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომოგოი ჰაიდუკოვიჩთან, საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის თავმჯდომარე ერიკ ფაბიანიჩთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე მარიანა პეტირთან და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელ დავორ დრეტართან.
შეხვედრებისას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის
სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს
მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ
რეფორმებს. საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებით, ხორვატიის პრემიერ მინისტრის მხარდაჭერა ხაზგასმით
აღინიშნა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში
გაწევრიანებამდე აქტიურად ითანამშრომლოს სექტორული ინტეგრაციის კუთხით,
კერძოდ საბანკო (SEPA), საგანმანათლებლო და როუმინგის სისტემების ჰარმონიზაციის
სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს და ხორვატიის პარლამენტების
ევროპულ საქმეთა კომიტეტებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში
სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს. აღნიშნულ
კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის
მეურნეობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ხორვატიული მხარის
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის
განვითარების პოტენციალი და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საჭიროება.
მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგებს გაუზიარა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან აქტიური
თანამშრომლობის სურვილი და მეტი სადისკუსიო პლატფორმის შექმნის მნიშვნელობა,
1
რომლის მიზანი იქნება ერთობლივი პროექტებისა და ხედვების შემუშავება. მხარეები
მიესალმნენ საერთო ინტერესების გათვალისწინებით საქართველოსა და დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით
თანამშრომლობის ხელშეწყობის ინიციატივას.
შეხვედრებისას ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა და პარტნიორობისთვის გაძლიერების და სხვადასხვა
სფეროებში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატა.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის საპარლამენტო ფორმატებში
ხორვატიის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერისთვის.
2