საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 23-24 ნოემბერს, ბულგარეთში, ქ. სოფიაში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ორმხრივი შეხვედრების შესახებ ანგარიში (დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი; დელეგაციის წევრები: ლევან ქარუმიძე, სალომე ქურასბედიანი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-14
ბიუროს ნომერი 318 (11:45)
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-20640/23
13-12-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
საფუძველზე,
წარმოგიდგენთ 2023 წლის 23-24 ნოემბერს, ბულგარეთის ქ. სოფიაში, საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ორმხრივი
შეხვედრების ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
ბულგარეთში. ქ. სოფიაში
ვიზიტის ანგარიში
2023 წლის 23-24 ნოემბერს, ქ. სოფიაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლევან
ქარუმიძესთან და კომიტეტის წევრ სალომე ქურასბედიანთან ერთად ოფიციალური
ვიზიტით იმყოფებოდა.
ბულგარეთის პარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები
გამართა
ევროპულ
საქმეთა
შენგენისა
და
ევროზონის
კომიტეტის
თავმჯდომარესთან კირილ პეტკოვთან, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან
დენიცა სიმეონოვასთან და დენიცა ნიკოლოვასთან. ასევე, თავდაცვის კომიტეტის
თავმჯდომარე ხრისტო გაჯევსთან და ამავე კომიტეტის წევრთან რადოსლავ რიბარსკი,
საგარეო
საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილეებთან ეკატერინა
ზახარიევასთან და დანიელ ლორერთან.
ქ. სოფიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ბულგარეთის
აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილესთან ელენა
შეკერლეტოვასთან და
ბულგარეთის
პრემიერ-მინისტრის
მრჩეველთან ევროკავშირის საკითხებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ეკატერინა
დიმიტრუშევასთან.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთის პარლამენტის
წევრებს მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე
დეკლარაციის მიღებისთვის. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების
მნიშვნელოვან საკითხებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების
შესრულების პროგრესზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში
ევროკავშირის პრაქტიკული მექანიზმების დანერგვის და ხელშეწყობის საჭიროებაზე, რაც
თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სისტემურ დაახლოებას და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ
კუთხით, განხილულ იქნა ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის, სატრანსპორტო
სისტემის განვითარების, ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში საქართველოს
გაწევრიანების, ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს მიღებისა და
სტუდენტებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სწავლების ხელშეწყობის საკითხები.
ყურადღება დაეთმო როგორც ენერგო, ასევე მაღალი გამავლობის ინტერნეტის კაბელის
სამომავლო პროექტების იმპლემენტაციის საკითხებს.
შეხვედრებისას, გამოიკვეთა საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის
ფარგლებში, შავი ზღვის ევროკავშირთან დაკავშირებადობის პრიორიტეტი. ევროპაში
შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა სტრატეგიული
მდებარეობის მნიშვნელობა. მაკა ბოჭორიშვილმა დასძინა, რომ სწორედ ახლა, „შუა
დერეფანი“ იღებს განსაკუთრებულ დატვირთვას და ორივე ქვეყნის ვალია, ამ
მოცემულობის სწორედ გამოყენება. გამოიკვეთა ამ მიმართულებით ევროკავშირის
ჩართულობის აუცილებლობა, რადგან აღნიშნული ძალიან დიდ შესაძლებლობებს ქმნის
არამხოლოდ საქართველო და ბულგარეთისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის.
1
შეხვედრების ფარგლებში, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
პროცესში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა
ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობასა და სექტორული თანამშრომლობის
გაძლიერებას, კერძოდ, სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და ბიზნესსექტორის
დაახლოების კუთხით.
მხარეებმა ასევე, ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება
გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ქვეყანაში
არსებულს რთულად პროგნოზირებად ვითარებაზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა
როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს მკაფიო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისა და
ქმედითი ინტეგრაციის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის მხარემ ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იქნას
განხილული უკრაინისა და მოლდოვასთან ერთად, რათა გასულ წელს დაშვებული
შეცდომა არ განმეორდეს და დეკემბერში, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის
სტატუსი. ბულგარეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
2