საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის, 26-28 ნოემბერს, მადრიდში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის COSAC-ის პლენარულ სესიაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-20718/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-14
ბიუროს ნომერი 318 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-20718/23 14-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2023 წლის, 26-28 ნოემბერს, მადრიდში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის COSAC-ის პლენარულ სესიაში მონაწილეობის შესახებ. დანართი: 4 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობის შესახებ 2023 წლის, 26-28 ნოემბერს, მადრიდში, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ორგანიზებით ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სესია გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს კომიტეტის დელეგაციამ კომიტეტის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის სხდომაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტის ხელმძღვანელები და ესპანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები. საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით წარმოდგენილნი იყვნენ დელეგაციები შემდეგი პარტნიორი ქვეყნებიდან: ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, კოსოვო, მონაკო, ნორვეგია, საქართველო, სომხეთი, შვეიცარია. პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგნენ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო, ესპანეთის სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის საკითხებში პასკუალ ნავარო, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი - ილვა იოჰანსონი და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი - ოტმარ კარასი. ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში შეაჯამეს ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა და განიხილეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ესპანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით (გამოსვლის ტექსტები თან ერთვის). დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის). აღსანიშნავია, რომ პარლამენტარების სიტყვით გამოსვლებისას არაერთგზის გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის იყვნენ: გერმანიის, ბულგარეთის, ხორვატიის, რუმინეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლები. სხდომაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირეს მხარი და საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. 1 დანართი 1. მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლის ტექსტი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომის პირველ სესიაზე: „ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა’’ Dear colleagues, The challenges around us are growing every day and the importance of the European idea together with need for unity are increasing. A few weeks remain until the end of the Spanish EU presidency, and the time for the EU’s decision regarding Georgia is approaching. Since last June, when Georgia was granted European perspective, we have done a lot to implement the recommendations of the European Union. Despite many challenges, we kept moving forward with the reforms needed to bring Georgia closer to the EU. As a result, based on the last enlargement report, the European Commission recommends granting EU candidate status to Georgia. Therefore, there is a solid ground for the EU member states to make political decision based on this recommendation and we count on your firm support with this regard. Vast majority of Georgians, who believe that Europe is their home, are waiting for this historic decision, which is important both for Georgia and the European Union, as it should pave the way for significant geopolitical change, necessary for our common European future. Thank you! ძვირფასო კოლეგებო, ჩვენს გარშემო გამოწვევები ყოველდღიურად მატულობს და ევროპული იდეის მნიშვნელობა და ერთობის აუცილებლობა სულ უფრო მეტად იზრდება. ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა რჩება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დროც ახლოვდება. გასული წლის ივნისის გადაწყვეტილებიდან დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად გამოწვევებისა, არ შეგვინელებია ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები. შედეგად, გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გამოსცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. დღეს ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ევროკავშირის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია. ეს გადაწყვეტილება ერთნაირად ჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან სწორედ მან უნდა ჩაუყაროს საფუძველი იმ მნიშნველოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის. დიდი მადლობა! 2 დანართი 2. მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლის ტექსტი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომის მეოთხე სესიაზე: „ვითარება უკრაინაში და ურთიერთობები ევროკავშირთან’’ Dear colleagues, First of all I reiterate Georgia’s firm support to Ukraines sovereignty and territorial integrity and express our admiration and solidarity to heroic fight of Ukrainian people for freedom. We need to keep in mind, that what we see in Ukraine is a continuation of Russia’s aggressive policy that has been used in Georgia for more than 30 years. Georgia still continues to face Russian occupation and IT IS Russian ambitions that are a threat to our common security. We can ask questions, what would be today if we have acted differently in the past? What if European perspective has been open for us years ago, like 3 Baltic states got it after break up of the Soviet Union? What if we received roadmap for NATO membership in 2008 in Bucharest as the real implementation of the NATO’s open door policy? We can ask many questions, but we will not be able to change what has been already done. What we can change is our future and we need to act today, not to leave question ,,what if” for our next generations. Georgia, Ukraine and Moldova together with western Balkan states are aspiring to be integral part of the EUropean Union and it requires real steps to be taken today and we hope that EU Council decision in December will lay ground for a real implementation of our sovereign choices. Thank you! ძვირფასო კოლეგებო, უპირველეს ყოვლისა, კვლავ ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოვხატავ აღფრთოვანებას და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის გმირული ბრძოლის მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. საქართველოში რუსეთის ოკუპაცია კვლავ გრძელდება და ეს არის რუსული ამბიციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. შეგვიძლია ვიკითხოთ, რა მოხდებოდა დღეს, წარსულში რომ სხვაგვარად გვემოქმედა ? რა მოხდებოდა, ევროპული პერსპექტივა ჩვენთვის წლების წინ რომ გახსნილიყო, როგორც ეს ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? რა მოხდება, თუ 2008 წელს ბუქარესტში მიგვეღო ნატოს წევრობის საგზაო რუკა, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკის რეალური განხორციელება? ბევრი კითხვა შეგვიძლია დავსვათ, მაგრამ უკვე გაკეთებულს ვერ შევცვლით. ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის ჩვენი მომავალი და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დღეს და არ დავტოვოთ კითხვა „რა იქნებოდა თუ“ ჩვენს მომავალ თაობებს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ისწრაფვიან გახდნენ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი და ეს მოითხოვს დღეს რეალური ნაბიჯების გადადგმას და ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი სუვერენული არჩევანის რეალურ განხორციელების საფუძველს შექმნის. დიდი მადლობა! 3 დანართი 3. დავით სონღულაშვილის გამოსვლის ტექსტი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარული სხდომის მესამე სესიაზე: „ენერგეტიკული კრიზისი და მწვანე ტრანზიცია’’ Dear colleagues, Georgia benefits from advantageous environmental conditions and has significant potential for the successful implementation of energy projects. This potential together with geographical advantages can play an important role in wider European energy security. One of the noteworthy initiatives is the Black Sea Submarine Energy Cable project, designed to connect Georgia to the European Market. This project aims to facilitate the supply of electricity from renewable sources, effectively addressing challenges in the energy sector and overcoming the crisis. At the same time, in Georgia, we are actively working on the Energy Independence Act, which will be integrated into the legislative framework. This act will play a crucial role in fostering increased generation of green energy and the successful execution of various energy projects. Enhancing cooperation with the EU and its member states in Energy sector, has particular importance especially now, when Georgia is becoming integral part of the EU enlargement policy. Further integration into the European Union will provide a significant opportunity for Georgia to make substantial contributions to Europe's energy security. Thank you! მოგესალმებით, საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები და დიდი პოტენციალია. ამ პოტენციალს, გეოგრაფიულ უპირატესობასთან ერთად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაფართოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებაა, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპასთან. ეს რა თქმა უნდა, მიწოდების უზრუნველყოფასა და ელექტროენერგიის განახლებადი წყაროებიდან ევროკავშირის ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც ენერგო სექტორში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. პარალელურად, ქვეყანაში ვმუშაობთ ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა და ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გენერაციის გაზრდას და საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. ევროკავშირთან და ენერგო სექტორში მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. ეს დიდი შესაძლებლობა, საქართველოს მისცემს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში. დიდი მადლობა! 4