საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ორ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გივი სანიკიძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურებთან დაკავშირებით (№07-1/28; 11.12.2023) და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტები
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ორ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გივი სანიკიძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურებთან დაკავშირებით (№07-1/28; 11.12.2023) და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტები
- საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ორ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გივი სანიკიძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურებთან დაკავშირებით (№07-1/28; 11.12.2023) და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტები (ეს პროექტი) დასკვნა
- „გივი სანიკიძის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „დავით ნარმანიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 44
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/14/23, 11:00 AM
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 დეკემბერი 2023 11:00
2023 წლის 14 დეკემბერი, 11:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი
ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას,
ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების
პროექტებს:
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/400; 06.12.2023) (დაჩქარებული წესით II
მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - პაატა კვიჟინაძე;
პასუხისმგებელი: მ. ხურციძე;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, არჩილ თალაკვაძის, გიორგი
ჩაკვეტაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ქეთევან ჩარკვიანის, სალომე ქურასბედიანის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი კირცხალიასა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „ადგილობრივი მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის
საფუძვლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/403; 06.12.2023)
(დაჩქარებული წესით II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ხახუბია;
https://parliament.ge/print/announcement/2632?local=true
1/2
12/14/23, 11:00 AM
საქართველოს პარლამენტი
პასუხისმგებელი: მ. ხურციძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/338; 22.11.2023)
(დაჩქარებული წესით II მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი;
პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი, ე. ჭეიშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/2632?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N44
ქ. თბილისი
14 დეკემბერი, 2023 წელი
სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი:
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო
დასენი, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კირცხალია, ლევან მგალობლიშვილი, გელა
სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ხახუბია (ბეჟან
წაქაძის უფლებამონაცვლე) (სულ 12 წევრი).
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - პაატა კვიჟინაძე;
საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ხახუბია; საქართველოს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; საქართველოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი მსხილაძე.
მოწვეული სტუმრები: ირინა წაქაძე - იუსტიციის სამინისტრო; დავით დევიძე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სხდომას
ესწრებოდნენ
საქართველოს
პარლამენტის
წევრები,
თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და
წარმომადგენლები.
აპარატის
მასმედიის
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
1
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი
ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი
კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/400; 06.12.2023). (დაჩქარებული წესით II მოსმენისთვის)
მომხსენებელი: პაატა კვიჟინაძე
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, არჩილ თალაკვაძის,
გიორგი ჩაკვეტაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ქეთევან ჩარკვიანის, სალომე
ქურასბედიანის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი კირცხალიასა და გოჩა ენუქიძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/403; 06.12.2023).
(დაჩქარებული წესით II მოსმენისთვის)
მომხსენებელი: გიორგი ხახუბია
3. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/338; 22.11.2023). (დაჩქარებული წესით II
მოსმენისთვის)
მომხსენებელი: თორნიკე ჭეიშვილი
4. საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრის ორ
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გივი
სანიკიძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურები (№07-1/28; 11.12.2023).
მომხსენებელი: გიორგი მსხილაძე
2
მოისმინეს:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის - პაატა კვიჟინაძის მოხსენება საქართველოს
პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას,
გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას,
ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტები,
რომლებიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების წესს და აღნიშნა,
რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები
და
მომზადებულად
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისთვის.
მოისმინეს:
2. საქართველოს პარლამენტის წევრის - გიორგი ხახუბიას მოხსენება საქართველოს
პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, არჩილ თალაკვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის,
ირაკლი ჩიქოვანის, ქეთევან ჩარკვიანის, სალომე ქურასბედიანის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი კირცხალიასა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე:
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„მოსაკრებლების
სისტემის
საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტები
და
აღნიშნა,
რომ
კანონპროექტის
„ადგილობრივი
მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მუხლის
მეორე პუნქტში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
3
შენიშვნა. კერძოდ, კანონის მე-123
მუხლის პირველ პუნქტში დაზუსტდა
გადამხდელი პირი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „საკონტეინერო
მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და
სარგებლობაშია
საქართველოს
ტერიტორიაზე
საზღვაო
ნავსადგურში
შემოტანილი/გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი“.
ასევე, კანონის მე-123 მუხლის მეორე პუნქტი იქნა ამოღებული და დაემატა
გამონაკლისები
მე-3 პუნქტის სახით. კერძოდ, - „საქონლის გადამზიდავი
თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისაგან იმ კონტეინერზე,
რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ:
სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გადაადგილებული საქონელი;
უცხო
ქვეყნების
დიპლომატიური
და
მათთან
გათანაბრებული
წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ
წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი
სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.
ამოღებულ იქნა ასევე კანონის მე-123 მუხლის მე-4და მე-5 პუნქტები.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონს დაემატა 177 და
178 მუხლები. კერძოდ,
მუხლი 177 დაკორექტირდა და ჩაიწერა შემდეგი რედაქციით - „საქონლის
გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისაგან იმ
კონტეინერზე, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო
2024 წლის 1 თებერვლამდე და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.
მუხლი 178, რომელიც ეხება გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის
გადახდის ადმინისტრირებას, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი
სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე, ამ მოსაკრებლის გადახდის
ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
შემოსავლების სამსახური.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განისაზღვრება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, გადახდის
პერიოდულობა და ვადა.
კანონპროექტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „ 2024 წლის 1
თებერვლამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს
საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, გადახდის პერიოდულობა და ვადა.
4
კანონპროექტის მე-3 მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები არ
განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები
და
მომზადებულად
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე
მოსმენით
განხილვისთვის.
მოისმინეს:
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის - თორნიკე ჭეიშვილის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გამოთქმული
შენიშვნების გათვალისწინებით წარმოდგენილია ახალი ვერსია.
გამომდინარე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო
საქმიანობის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოხდა ტერმინოლოგიური
დაზუსტება.
კერძოდ, ტერმინი - „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები“ ჩანაცვლდა
„გეოგრაფიული
არეალებით“.
საქართველოს
მთავრობამ,
ამ
კანონის
გამოქვეყნებიდან არაუგვინეს 90-ე დღისა, უნდა უზრუნველყოს საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის
1418 მუხლით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და მათი
5
სახელმწიფო
კოორდინატთა
სისტემაში
მომზადებული
საზღვრების
ელექტრონული ვერსიის დამტკიცება; ასევე, ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლების
კანონიერად
მიჩნევის
დამატებითი
კრიტერიუმების
დამტკიცება.“ აღნიშნულ მუხლში შეტანილი ცვლილებით აგრეთვე, საქართველოს
მთავრობამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა უნდა დაამტკიცოს
აღნიშნული გეოგრაფიული არეალები და მათი ელექტრონული ვერსიები.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები
და
მომზადებულად
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისთვის.
მოისმინეს:
4. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის - გიორგი მსხილაძის
მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ორ
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გივი
სანიკიძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურების შესახებ.
მომხსენებელმა, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის წევრის ორ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს
პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ
გივი სანიკიძისა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს.
მომხსენებელმა წარმოადგინა მოკლე ინფორმაცია წარმოდგენილი კანდიდატების
შესახებ.
ბოლოს კანდიდატებმა - დავით ნარმანიამ და გივი სანიკიძემ წარმოადგინეს
ინფორმაცია საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ხედვებზე მომავალი
საქმიანობის შესახებ. ასევე უპასუხეს სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს.
6
აზრი გამოთქვეს: გელა სამხარაულმა.
გადაწყვიტეს:
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
კომიტეტმა განიხილა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის
მე-5 პუნქტის თანახმად, კომიტეტი სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით (მომხრე - 8)
რეკომენდაციას უწევს გივი სანიკიძესა და
დავით
ნარმანიას
არჩეულ
იქნენ
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრებად
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
7