საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის №29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-20881/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 133

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2637?local=true საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 15 დეკემბერი 2023 15:00 2023 წლის 15 დეკემბერი პლენარული სხდომის შესვენების დრო ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 1 of 2 12/18/2023, 10:58 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 15 დეკემბერი პლენარული სხდომის შესვენების დრო ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N133 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა და პაატა მანჯგალაძის უფლებამონაცვლე თეონა აქუბარდია. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2024 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო, ნაცვლად 1210 ლარისა განისაზღვრა 1330 ლარით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში. კერძოდ, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროში თანამშრომლები დასაქმებული არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მათი თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა ხდება სახელფასო კოეფიციენტის, შესაბამისი კატეგორიისა და საბაზო თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით. ვინაიდან გაიზარდა თანამდებობრივი სარგო, საჭიროა ეს ცვლილება აისახოს დებულებაში, იმისათვის რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ოდენობის განსაზღვრა მოხდეს გაზრდილი საბაზო თანამდებორივი სარგოს გათვალისწინებით. ამგვარად, ის სიკეთე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შედეგად მივიღეთ, აისახება ბიუროს თანამშრომლებზეც - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. 1 კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2