თავდაცვის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.11.2023
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#[4dbd]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 61
შენიშვნა სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2539?local=true საქართველოს პარლამენტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თარიღი 16 ნოემბერი 2023 10:00 2023 წლის 16 ნოემბერი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. თავდაცვის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობა; მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა ჩიქოვანი. 1 of 2 12/18/2023, 3:22 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ოქმი N61 2023 წლის 16 ნოემბერი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული) სხდომის ოქმი სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ბერაია (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, ხატია წილოსანი, ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე მოწერელია, ალექსანდრე ელისაშვილი, დევი ჭანკოტაძე, გუბაზ სანიკიძე, არმაზ ახვლედიანი; სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი: 1. თავდაცვის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობა; მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ლელა ჩიქოვანი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ გრიგოლ გიორგაძეს და აღნიშნა, რომ: „დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენა, ეს ეხება თავდაცვის სფეროში ორმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონა ასევე საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის სფეროში საკომიტეტო მოსმენა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური, განსაკუთრებით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. რა თქმა უნდა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ინფორმაცია თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ეს მოიცავს რა თქმა უნდა თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებს, ჩვენს პარტნიორებთან, პირველყოვლისა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო, ვისი მხარდაჭერითაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს, ვახდენთ შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ლოგისტიკის შესაძლებლობების განვითარებას, ვატარებთ ჩვენს ქვეყანაში ისევე როგორც ვმონაწილეობთ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე უნდა ითქვას, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ზრდის მუდმივად თავისი თავდაცვის ბიუჯეტს, ასევე თავად ის ფაქტი რომ ჩვენ უკვე გვაქვს ახალი თავდაცვის კოდექსი, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობისთვის მხარდაჭერის გაზრდის ინტერესს, ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო გვიხსნის ხელ-ფეხს თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად და გასაფართოებლად. შესაბამისად, მოვისმენთ ინფორმაციას, რა ღონისძიებები განხორციელდა ამ კუთხით, რა მიმდინარე თანამშრომლობის მექანიზმები არსებობს და ასევე რა პრიორიტეტები გვაქვს მომავლისთვის. დღეს, მომხსენებელი არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ,ქალბატონი ლელა ჩიქოვანი და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს განვიხილავთ დახურულ რეჟიმში“. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დახურულ სხდომაზე განხილვის თაობაზე. (კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სხდომის მდივანი მაია კომლაძე