საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“ თემატურ მოკვლევაზე კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-21029/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 46

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1/22/24, 11:05 AM დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა თარიღი 18 დეკემბერი 2023 11:00 2023 წლის 18 დეკემბერი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის კომიტეტის სხდომაზე დასწრება; 2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში (1-5923/23; 27.04.2023); მომხსენებელი: სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი გოგიტა თოდრაძე; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 3. თემატური მოკვლევის - „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები; მომხსენებელი: ექსპერტი - მიხეილ სხიერელი; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი, მ. ხურციძე. https://parliament.ge/print/announcement/2644?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N46 ქ. თბილისი 18 დეკემბერი, 2023 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კირცხალია, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე (ხათუნა სამნიძის უფლებამონაცვლე), გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე (სულ 13 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილი; სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი - გოგიტა თოდრაძე; ექსპერტი - მიხეილ სხიერელი. მოწვეული სტუმრები: ავთანდილ კასრაძე - GITA; მარიამ ყაველაშვილი საქსტატი; პაატა შავიშვილი - საქსტატი; ირაკლი აფხაიძე - საქსტატი; სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, ორგანიზაციებისა და აპარატის მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. ხმათა 1 დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის კომიტეტის სხდომაზე დასწრება. 2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილი სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში (№1-5923/23; 27.04.2023). მომხსენებელი: გოგიტა თოდრაძე 3. თემატური მოკვლევის - „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მომხსენებელი: მიხეილ სხიერელი მოისმინეს: 1. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრებმა, წერილობით მომართა კომიტეტს, სხდომაზე სავალდებულო წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის დასწრების შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა სხდომაზე დამსწრე პირებს და მთელ საქართველოს მიულოცა 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ ამით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის შინაარსობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს იყო ქართველი ხალხის დამსახურება და ხელისუფლების მიერ განხორციელებული თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკის და რეფორმები შედეგი. აღინიშნა ასევე, რომ საკითხი, რომლის გამოც მოწვეულ იქნა მინისტრი, თემატურად განეკუთვნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და მიუხედავად თემატური შეუსაბამობისა, მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვლს კომიტეტის სხდომაზე დასწრებისა და კითხვებზე პასუხისთვის. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების“ წევრმა - ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის მიზანია იმ შეკითხვებზე პასუხი, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე წლის 17-18 2 ოქტომბერს ჩინეთში ჩატარებულ „Belt and Road initiative”-ის ფორუმში საქართველოს ვიცე პრემიერის მონაწილეობასთან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 17-18 ოქტომბერს ჩინეთში ჩატარებული „Belt and Road initiative”-ის ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა მედიასთან პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ფორუმიდან დაბრუნებისთანავე. თუმცა, კიდევ ერთხელ გააკეთებს განმარტებებს აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით და დააზუსტებს სახელისუფლებო გუნდის დისკრედიტაციისთვის საზოგადოებისთვის არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას. მიუხედავად მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი, ფაქტია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ დაუთმია რუსეთისთვის და ქვეყანას დამატებით ტერიტორიები არ დაუკარგავს. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, რომლის გამოსწორებაც არ არის ადვილი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ეცდება საზოგადოებრივი მიზნის - ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევას თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სწორ, გამიზნულ ნაბიჯებს, საქართველოს გაძლიერებას, მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას, ევროპულ მომავალს და დიალოგს აფხაზ და ოს ხალხთან. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით. მომხსენებელმა მიულოცა ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ ეს არის ხალხის და ხელისუფლების გამარჯვება. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო ღირსეულად და ასევე, ღირსეულად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას. როგორც არასდროს, არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს მეტი დაახლოება ევროკავშირთან და პირველად გაჩნდა რეალური შანსი საქართველოსთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრის სტატუსის მინიჭებისთვის. მომხსენებელმა ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ - ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა და საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობს მისი არსებობის დღიდან. ფორუმში, თითქმის ყოველთვის მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციაც. საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს არ აზიანებს და არანაირ ფარულ დიალოგში არ არის რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი არ დაუთმია. რუსეთის მიმართ ხელისუფლება არანაირ კომპრომისზე არ წავა საქართველოს ინტერესების საზიანოდ. 3 რვაწლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა პირველად ჩატარდა მიმდინარე წელს, სწორედ ფორუმის პარალელურად. ფორუმზე საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო ჩინური მხარის მიერ, ამასთან, ფორუმში მონაწილეობდა 150 ქვეყანა, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები, სხვადასხვა დონეზე - სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები თუ ელჩები. ფორუმზე ევროკავშირის 10-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ეს ოფიციალურადაა ფორუმის პროტოკოლში დაფიქსირებული. საქართველოს დელეგაციის დასწრება იყო პატივისცემის გამოხატულება ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ. ეს იყო პრეზიდენტ სი ძინ პინის პირადი მოწვევა ფორუმზე და მათ შორის კომისიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც დღეს ჩინეთთან გვაქვს, იგივე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. მომხსენებელმა დასმულ შეკითხვებთან, კერძოდ,  საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე და  ამ ფორუმში მონაწილეობით ქვეყნისთვის მიღებაზე ეკონომიკური სარგებელის ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულია და სტრატეგიული მიმართულება და ხაზი არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ამ გზაზე ხელისუფლების პოლიტიკა არის წარმატებული, რომელიც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მხრიდან. საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არის სანდო მოკავშირე, მათ შორის ევროკავშირის. ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ მიდის მივდივართ ღირსებით და არ გვინდა, რომ ევროკავშირში ვიყოთ მხოლოდ ბენეფიციარები. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წარმატების კონტრიბუტორები. ამ მიდგომას აფასებენ ჩვენი პარტნიორები. შესაბამისად, როდესაც დაისვა კითხვა, რომ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ინიციატივაში რამდენად აზარალებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამაზე პასუხი გასცა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, როგორც კომისიამ, ისე საბჭომ 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ამ ფორუმში მონაწილეობით ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელის მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის არსებობის მანძილზე, ჩინეთმა პირველად მიანიჭა მნიშვნელობა ე.წ. შუა, იგივე ცენტრალურ დერეფანს, რომელიც საქართველოსთვის სავაჭრო-ეკონომიკური თუ სატრანზიტო კუთხით ასე საინტერესოა. შესაბამისად, ეს ფორუმი იყო პირველი შემთხვევა, როცა „შუა დერეფანი“ ჩინეთის პრიორიტეტებს შორის დასახელდა, საქართველო კი „დერეფნის“ ქვეყნებთან მაღალ კოორდინაციაშია. 4 სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა ჩინეთში გამართულ ფორუმში საქართველოს მონაწილეობაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში იყო მნიშვნელოვანი, რადგანაც შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი შეეწყოს, რადგან გადაზიდვები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაცია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა წასულიყო. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, რომან გოცირიძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად ინფორმაცია. მიიღო წარმოდგენილი მოისმინეს: 2. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის - გოგიტა თოდრაძის მოხსენება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ წარმოდგენილ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საშტატო ნუსხა წარმოდგენილია 213 ერთეულით. გარდა ამისა წლის განმავლობაში დასაქმებული იყო 700-მდე შტატგარეშე თანამშრომელი, რომელთა 90 % წარმოდგენილია ინტერვიუერებისა და რეგიონული ზედამხედველების სახით. საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 12 968 000 ლარს, გრანტის სახით მისაღები მიზნობრივი ფინანსური დახმარების გეგმა - 1 365 015 ლარს, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა - 200 000 ლარს. 2022 წლის საქსტატის შემოსავლების გეგმამ სულ შეადგინა 14 533 015 ლარი. ბიუჯეტის შესრულება განისაზღვრა 94%-ით. 5 2022 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის გამოყენების და სტატისტიკის არეალის გაფართოების თვალსაზრისით. ზედმიწევნით სრულად შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შორის განხორციელდა საქსტატის IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სერვერული და ქსელური სისტემის განახლება. საფუძველი ჩაეყარა ახალ კვლევებს, რომლების ადრე არ ტარდებოდა. სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქსტატის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ინტენსიური თანამშრომლობა მედიასთან, აქტიური დიალოგი მომხმარებლებთან, ბიზნეს სექტორის, სამეცნიერო წრეების, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. 2022 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ ინტერაქტიულ პორტალებს. შეიქმნა 5 ინტერაქტიული პორტალი. საანგარიშო პერიოდში 7%-ით გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. საქსტატმა დაიწყო ახალი მიმართულებების განვითარება. აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე და აქტივობა, რომელიც განხორციელდა საქსტატის მიერ 2022 წლის განმავლობაში, კერძოდ:  მედიანური ხელფასის გაანგარიშება;  შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის (Gender Pay Gap – GPG) მაჩვენებლის გაანგარიშება;  ახალი ინდიკატორის - სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (Harmonized Index of Consumer Prices - HICP) გაანგარიშება;  ტრანსპორტის სტატისტიკის სრულყოფის მიზნით დამატებითი მაჩვენებლების განსაზღვრა. საქსტატი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობდა მონაცემთა ალტერნატიული წყაროების და დიდი მონაცემების (ე.წ. Big data) გამოყენების შესაძლებლობების შეფასების მიმართულებით. ოფიციალური სტატისტიკის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განვითარებული ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებთან. უმასპინძლა არა ერთ საერთაშორისო მისიას და მაღალი დონის შეხვედრას. საქსტატს მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. 2021 წლიდან საქსტატი არის გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი და აქტიურად 6 თანამშრომლობს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების (ESCAP) სტატისტიკის კომიტეტთან. 2023 წლის იანვარში ორგანიზაცია "Open Data Watch"-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია 2022 წლის მდგომარეობით მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ODINის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის 31-დან 28ე ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ბულგარეთი და ჩეხეთი) და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-18 ადგილი უკავია. საქსტატისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არასაკმარისი რესურსები, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ნდობა სტატისტიკური მონაცემების მიმართ, ასევე ამ მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია. 2023 წლისთვის დაგეგმილი იყო აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც თითქმის სრულიად შესრულდა. საქსტატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მონაცემთა შეგროვების ალტერნატიული წყაროების მოძიების და თანამედროვე ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების მიმართულებით (ვებ-გვერდიდან მონაცემების ავტომატური გადმოტვირთვა (web scraping) და სკანერული მონაცემების გამოყენება). მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მიღწევაა 2023 წელს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან“, ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან (Genelic Law on Official Statistics) და ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა. 2023 წლიდან დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველი ეტაპის საველე სამუშაოების შესრულება, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს 57 თვითმმართველ ერთეულში შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების და ციფრული კარტოგრაფიის (სქემატური რუკების) შედგენა-განახლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს თითოეულ შენობაში განისაზღვროს ფაქტიურად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია განხორციელდეს ქვეყნის სააღწერო უბნებად დაყოფა. პროგრამის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 7 2023 წელს ევროსტატმა (Eurostat), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ (EFTA) და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) სტატისტიკის ეროვნული სისტემის გლობალური შეფასება განახორციელეს. გლობალური შეფასების მიზანს წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ტექნიკური შესაძლებლობების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი. გლობალური შეფასების რეკომენდაციები პირდაპირ ეხება საკანონმდებლო ნორმებს. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციის შემუშავება გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიითაც, რომლის საფუძველზე საქსტატმა, ევროკავშირის პროექტის „სტატისტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ მხარდაჭერით (STEP-Statistics Through Eastern Partnership), შეიმუშავა და საქართველოს მთავრობას წარუდგინა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი პროექტი. საქსტატი აქტიურად მუშაობდა თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც გულისხმობს მათ გადამზადებას და სწავლებას სხვადასხვა სტატისტიკურ პროგრამასა და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებში. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა და დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. მოისმინეს: 3. ექსპერტის - მიხეილ სხიერელის მოხსენება თემატური მოკვლევის - „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე. მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია და აღნიშნა, რომ თემატური მოკვლევის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა ცვლილებებია საჭირო ინოვაციებისათვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად. ამისათვის წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს სახელმწიფო ინსტიტუტების, 8 არასამთავრობო საგანმანათლებლო წარმომადგენლებმა. ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის არსებული მონაცემების შეფასების და წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების საფუძველზე დასკვნის და რეკომენდაციების შემუშავება. მთავარი კითხვები ეხება ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად საჭირო ინიციატივებს, ასევე ძირითად მექანიზმებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. კითხვები ძირითადად შეეხებოდა:  ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის არსებული სამართლებრივი ბარიერების აღმოფხვრას;  საქართველოში ვენჩერული ბაზრის გასაუმჯობესებლად და სტარტაპებისთვის ვენჩერული კაპიტალის (VC ფონდების, ანგელოზი ინვესტორების ქსელების, Crowdfunding სისტემების) ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ზომების მიღებას;  სტარტაპ ეკოსისტემაში მთავრობის მონაწილეობის შესამცირებლად და კერძო სექტორის მეტი ჩართულობის წახალისებისთვის შესაძლო ნაბიჯების გადადგმას;  უნივერსიტეტებში სამეწარმეო განათლების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით არსებულ გამოწვევებს/პრობლემებს;  კორპორატიული ინოვაციების წახალისებისთვის და კორპორატიულ სექტორსა და სტარტაპებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად არსებულ მექანიზმებს;  ხელოვნური ინტელექტის განვითარების და ქვეყნის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას;  ღია ინტერფეისების (Open API) გამოყენებით, საბანკო ეკოსისტემასთან ფინთექ სტარტაპების დაშვების გაუმჯობესებას;  თბილისში და რეგიონულ დონეზე სტარტაპ აქსელერატორების და ინკუბატორების განვითარების შესაძლო მექანიზმებს; მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე ყველას ჰქონდა საშუალება წარმოედგინა მოსაზრებები ნებისმიერ დამატებით საკითხზე, რომელსაც არ მოიცავს მოცემული კითხვები და მიაჩნდათ ინოვაციების მნიშვნელოვან გამოწვევად ან/და განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტად. პოზიციები წარმოადგინეს: საჯარო სექტორიდან  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 9  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ უნივერსიტეტებიდან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  თსუ-ს ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრმა კერძო სექტორიდან  შპს მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიამ  საქართველოს ანგელოზ ინვესტორების ქსელმა - Axel  სითი ფეიმ. აღინიშნა, რომ არსებობს ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბარიერები. კერძოდ,  სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმების მეშვეობით ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი სამართლებრივი ბარიერები;  კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრების საქართველოში მოზიდვა;  ეკონომიკის დარგების მიხედვით ტექნოლოგიური პრიორიტეტების განსაზღვრა;  სტრატეგიული მიმართულებების არჩევა, სადაც მოხდება კონცენტრირება და რომლებზეც ფოკუსირებული იქნება მიზნობრივი დახმარება;  კვლევების და ინოვაციების საბჭოს დებულების და შემადგენლობის განახლება. საქართველოს ვენჩურული ბაზრის გასაუმჯობესებლად და სტარტაპებისათვის ვენჩურული კაპიტალის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შესაძლო ზომების გატარება. კერძოდ,  შესაბამისი საგადასახადო შეღავათების შემოღება;  ვენჩურული ფონდების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფა, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოების უზრუნველყოფა;  საგრანტო სქემების გარდაქმნა თანადაფინანსების სქემებად და აქსელერატორების ჩართვა დაფინანსების სქემებში. უნივერსიტეტებში სამეწარმეო განათლების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვისთვის მიზანშეწონილია:  სამეწარმეო განათლების კომპონენტების (განსაკუთრებით, პრაქტიკული ნაწილის) სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება; 10    შესყიდვების რეგულაციები, რომლებიც ართულებს უნივერსიტეტებში ინოვაციური და საინჟინრო-ტექნოლოგიური პროექტების დამუშავებას; ინფრასტრუქტურის, კვალიფიციური მასწავლებლებისა და მასალების ნაკლებობა, სტაბილური ელექტროენერგია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და თანამედროვე მოწყობილობებზე წვდომა; ავტორიზაციის და კონკრეტული პროგრამების აკრედიტაციის გავლის პროცესში უნივერსიტეტებისათვის სამეწარმეო და საერთო სამუშაო სივრცეების შესაქმნელად რეკომენდაციის დაწესება. უნივერსიტეტებში სამეწარმეო განათლების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვისთვის მიზანშეწონილია  ლექტორების გადამზადება ისეთი კომპეტენციების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაშია საჭირო;  უნივერსიტეტების ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო კვლევისა და განვითარების (Research and Development) ცენტრების შესახებ და მათთან თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა. კორპორატიული ინოვაციების წახალისების და კორპორატიულ სექტორსა და სტარტაპებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ  საქართველოში მოქმედი კორპორაციები არ ფლობენ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ და არ იცნობენ სტარტაპებს, რომლებიც ეკოსისტემაში იქმნება;  სპეციალური კონფერენციების, საინფორმაციო შეხვედრების და ღონისძიებების მოწყობა, სადაც კორპორაციების და სტარტაპების წარმომადგენლები რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს, განიხილავენ პრობლემებს, საჭიროებებს და გაიცნობენ ერთმანეთს, რის საშუალებითაც შეძლებენ პროცესების ოპტიმიზაციას და დიგიტალიზაციას. ხელოვნური ინტელექტის განვითარება, გლობალურ AI პროცესებში ქვეყნის ჩართულობის გაზრდის და საქართველოში AI ერის ფორმირების ხელშეწყობასთან დაკავშირებით აღინიშნა  ხელოვნური ინტელექტის მართვის, მათ შორის, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო პოლიტიკის, კონცეფციის, სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმის არ არსებობა;  ხელოვნური ინტელექტის შესახებ დაბალი ცნობიერება;  ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის ძრავების შესაქმნელად ციფრული რესურსების ნაკლებობა;  ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საჭიროება;  ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაფინანსების უზრუნველყოფა. ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბარიერების აღმოსაფხვრელად წარმოდგენილია რეკომენდაციები და მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები. კერძოდ: 11 საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო - მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების კონცეფციის პროექტის განხილვის უზრუნველყოფა საჯარო, საგანმანათლებლო, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან; განხილვების შედეგად მიღებული წინადადებების და მოსაზრებების კონცეფციაში ასახვა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მომზადება. საქართველოს მთავრობა - საქართველოს კვლევების და ინოვაციების საბჭოს დებულების და შემადგენლობის განახლება და საბჭოს ამოქმედების უზრუნველყოფა; საქართველოს მთავრობა - საქართველოს ელექტრონული რეზიდენტობის და საქართველოში კომპანიის ელექტრონული რეგისტრაციის მიზანშეწონილობის შესწავლა და მისი დანერგვის თაობაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის მომზადება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრიორიტეტულ დარგებში ტექნოლოგიური მზაობის, არსებული ტექნოლოგიური საჭიროებების დადგენის მიზნით კვლევების ჩატარება; საქართველოს მთავრობა - ინოვაციების და სტარტაპების დაფინანსების წასახალისებლად საგადასახადო შეღავათების შემოღების მიზანშეწონილობის შესწავლა და მათი შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის პოზიციის მომზადება; საქართველოს მთავრობა - ვენჩურული და ანგელოზი ინვესტორების ფონდების საქართველოში დაფუძნების და საქმიანობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი - სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მექანიზმის წახალისების ზომების შემუშავება; საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საწყისი და ვენჩურული კაპიტალის ისეთი სქემის შემუშავება, რომელიც განხორციელებაში კერძო ფონდების ჩართვის სტიმულირებას მოახდენს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო; უნივერსიტეტები; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - უნივერსიტეტებში სამეწარმეო საქმიანობის სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და სამეწარმეო საქმიანობის სწავლების დანერგვის სამოქმედო გეგმის მომზადება; 12 საქართველოს მთავრობა; უნივერსიტეტები - უნივერსიტეტებში სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირება და დაფინანსების მდგრადი მოდელის შექმნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, უნივერსიტეტები ინოვაციების მენეჯმენტის კურსის საჭიროების შესახებ კერძო სექტორის გამოკითხვა; მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, რომელიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინოვაციების მენეჯმენტის კურსის შემუშავება და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ყოველწლიურად მიწოდება საქართველოს მთავრობა, უნივერსიტეტები - სტუდენტური ინოვაციური და საინჟინრო-ტექნოლოგიური პროექტების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უნივერსიტეტებისათვის შესყიდვების სისტემის გამარტივების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა და შესაბამისი წინადადებების მომზადება უნივერსიტეტები - უნივერსიტეტებში ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესის გააქტიურების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის წახალისება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებაზე დიდი კორპორაციების მოთხოვნის კვლევა და ანალიზი; ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - კვლევის შედეგების შესაბამისად, სტარტაპებსა და კორპორაციებს შორის თანამშრომლობის წახალისების ზომების შემუშავება; საქართველოს მთავრობა - დონორი ორგანიზაციის იდენტიფიცირება, რომელიც მხარს დაუჭერს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას; საქართველოს მთავრობა - ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის შექმნა; ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა სწავლების ფორმის, მეთოდების, სახელმძღვანელოების და მასწავლებელთა მომზადების კუთხით; საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - სკოლებში სამეწარმეო საქმიანობის სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და სამეწარმეო საქმიანობის სწავლების დანერგვის სამოქმედო გეგმის მომზადება. 13 სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ვროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II პროექტს (AA Facility), რომლის მხარდაჭერით მომზადდა წარმოდგენილი ანგარიში. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: კომიტეტმა მოისმინა და წარმოდგენილი რეკომენდაციები. დაამტკიცა დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 14