გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი, საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-21051/23
18-12-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ,
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საბჭოს
ანგარიში
სარჩევი
აბრევიატურები და შემოკლებები
2
1.
3
საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების მიმოხილვა
1.1.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
1.2.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია
3
და
ოჯახში
3
1.3.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
4
1.4.
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები
4
2.
ძირითადი მიღწევების მოკლე მიმოხილვა
5
3.
ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გენდერულ ჭრილში
8
4.
საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
8
5.
გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა
10
6.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა
12
7.
გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა
13
8.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
14
9.
კანონმდებლობის გენდერული ანალიზის დანერგვა
18
10.
სახელმწიფო კონცეფციები
19
10.1.
საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია
19
10.2.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
20
11.
სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია
22
11.1.
თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლა
22
11.2.
უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის სისტემური იმპლემენტაციისათვის
23
11.3.
ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად
24
12.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
25
13.
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
28
14.
გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება
30
15.
შეჯამება
30
1
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
პერიოდში გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან საქმიანობებს.
აბრევიატურები და შემოკლებები
GIA
გენდერული გავლენის ანალიზი
BPfA
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა
SDG
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები
CEDAW
გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ
UNDP
გაეროს განვითარების პროგრამა
USAID
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
SANE
სექსუალური ძალადობის სამედიცინო პროგრამა
2
1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების მიმოხილვა
საქართველოში ქვეყნის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრას და
განხორციელებას ხელს უწყობს სამი ძირითადი ინსტიტუტის საქმიანობის კოორდინაცია:
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო;
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები.
1.1. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
გენდერულ
საკითხებზე
სისტემური
და
კოორდინირებული
მუშაობის
უზრუნველსაყოფად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად,
საქართველოს
უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო.
საბჭო ხელს უწყობს შემდეგ საქმიანობებს: პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში
სახელმწიფო
პოლიტიკის
ძირითადი
მიმართულებების
განსაზღვრა;
გენდერული
თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება; შესაბამისი
სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება; გენდერული თანასწორობის საკითხებზე
საქართველოს
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებულ
ორგანოთა
საქმიანობის
კონტროლი; ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის
შესახებ; ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.
ამასთანავე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო სანდო,
გამჭვირვალე
და
კომპეტენტური ორგანოა,
რომელიც წამყვან როლს
ასრულებს
სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში, ასევე, გენდერული
თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული დადებითი ცვლილებების სწორ და
ეფექტიან კომუნიკაციაში.
1.2. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2017
წლის 12 ივნისის №286 დადგენილებით.
კომისია
საქართველოს
მთავრობის
მაკოორდინირებელი
ორგანოა
გენდერული
პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების მიმართულებით. მისი მიზანია: ხელი
შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების,
ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
3
სფეროებში
ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულებას; იმუშაოს სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემთა
შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით; წაახალისოს გენდერული მეინსტრიმინგი
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სექტორულ პოლიტიკაში. სხვა
ამოცანებთან ერთად, უწყებათაშორისი კომისია უძღვება სამოქმედო გეგმების შემუშავებას
გაეროს
დოკუმენტების
განსახორციელებლად,
რომლებიც
შეეხება
გენდერულ
თანასწორობას, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, მათ შორისაა, გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციები
ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე.
უწყება კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს ამ გეგმების შესრულებასაც.
უწყებათაშორის
კომისიას
თავმჯდომარეობს
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში,
თანათავმჯდომარეობას კი უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
1.3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს
სახალხო
დამცველი
კონსტიტუციური
ინსტიტუტია,
რომელიც
ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და
თავისუფლებების აღდგენას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი 2013 წელს
შეიქმნა. მისი მიზანია: ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვაზე გენდერული თანასწორობის კუთხით; სახალხო დამცველის რეგულარულ
უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხთა ინტეგრირების
ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული
თანასწორობის გასაძლიერებლად.
ზემოხსენებული ინსტიტუტების ერთობლივი საქმიანობა განაპირობებს გენდერული
თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებასა და გატარებას საქართველოში. ამ მხრივ,
მდგრადი სისტემური თანამშრომლობა და კოორდინაცია სახელმწიფო გენდერული
პოლიტიკის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლიც,
რომელთა
ჩართულობა
ცალსახად
უწყობს
ხელს
კონსტიტუციით
გამყარებული
თანასწორობის დამკვიდრებას და მდგრადობას სძენს მიღწეულ შედეგს.
1.4. მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში. მათ
მოვალეობაში
შედის
როგორც
ადგილობრივ
დონეზე
სახელმწიფო
გენდერული
პოლიტიკის გატარება, დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, აგრეთვე
მოსახლეობის
სხვა
გენდერულ
თანასწორობასთან
გამოვლენა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.
4
ასოცირებული
საჭიროებების
აღსანიშნავია, რომ გენდერული პოლიტიკის ლოკალიზება საქართველოში ჯერ კიდევ 2013
წლიდან დაიწყო - ამ კუთხით ქვეყანამ საინტერესო გზა განვლო, კერძოდ:
2013
წელს
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროში, აგრეთვე 49 მუნიციპალიტეტში დაინიშნნენ გენდერის მრჩევლები;
2016 წელს ცვლილებები შევიდა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლში,
რამაც საფუძველი ჩაუყარა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების
შექმნას.
2018-2019 წლებში ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე კოორდინაციის
მექანიზმის
გაუმჯობესებისთვის
ლოკალიზაციის
კონცეფცია
და
დამტკიცდა
საქართველოს
გენდერული
64-ვე
თანასწორობის
მუნიციპალიტეტში
შეიქმნა
მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, ხოლო აღმასრულებელ შტოში
გამოიყო გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები.
საბჭოების
გაძლიერებისა
და
შესაძლებლობების
ზრდის
მიზნით
გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი
ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ თითოეულ მუნიციპალიტეტში. მეტიც, გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს
ფარგლებში
შექმნილია
ურთიერთთანამშრომლობის ცალკემდგომი სამოქმედო გეგმა და თანამშრომლობის
ონლაინპლატფორმა, რომელიც კომუნიკაციის მოქნილ მეთოდს წარმოადგენს.
2. ძირითადი მიღწევების მოკლე მიმოხილვა
საანგარიშო
პერიოდში
საქართველოში
გენდერული
თანასწორობის
გაძლიერების
მიმართულებით განსაკუთრებულად აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები:
2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებათა
პაკეტი,
რომელიც
ითვალისწინებს
ე.წ.
„მსხვერპლის სტატუსის“
როგორც
თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის წინაპირობის გაუქმებას. აღნიშნული
წინაპირობის არსებობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთათვის ბარიერს წარმოადგენდა
შორის,
თავშესაფრით
მხარდაჭერის მომსახურებების, მათ
სარგებლობისათვის
-
ამიერიდან
ძალადობის
მსხვერპლთათვის გამარტივდება სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.
2022 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა დაამტკიცა გენდერული თანასწორობის
სახელმწიფო კონცეფცია - აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს
ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ,
ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ,
ისე
კერძო
ურთიერთობებში.
მისი
ამოსავალი
წერტილია
გენდერული
უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა.
სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის კონცეფცია გენდერული თანასწორობის
მიღწევის
პრიორიტეტულ სფეროებად
5
მიიჩნევს: ქალების მონაწილეობა
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში; ეკონომიკური გაძლიერება და
შრომითი უფლებების დაცვა; გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის დაძლევა; ბავშვთა ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და
სხვა.
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს
ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის ჩართულობით, 2022 წლის 15 დეკემბერს კანონშემოქმედების პროცესის
გენდერული მგრძნობელობის დახვეწის მიზნით, შეტანილ იქნა ცვლილებები
საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“, რის საფუძველზეც
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაიდო გენდერული გავლენის ანალიზის
(GIA) ასპექტები.
2022 წლის 14 დეკემბერს დაინიციირდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული
სპეციფიკური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით,
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
ჩარჩოს
ჩამოყალიბებას.
აღნიშნული
დოკუმენტი პირველია რეგიონში, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან
ხედვას კონკრეტულად ქალთა ეკონომიური გაძლიერების და უკეთესი შრომითი
პირობების შექმნისათვის. კონცეფციის სტრუქტურა აგებულია გარდაქმნის შვიდი
მამოძრავებლის
გარშემო,
რომლებიც
განხილულია
საქართველოს
მიერ
ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან
მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030
წლისთვის.
2022 წელის 6 ოქტომბერს ინიციირებულ იქნა ცვლილებათა პაკეტიც, რომლის
მიხედვითაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე „იურიდიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ რამდენიმე ცვლილება შევა. ესენია:
1) სქესობრივი დანაშაულები - საკანონმდებლო ბაზის ევროპეიზაციის
მიზნით,
„სისხლის
სამართლის
კოდექსში“
რამდენიმე
ცვლილება
განხორციელდება, კერძოდ, მუხლებში, რომლებიც ითვალისწინებს აბორტს თანხმობის გარეშე, იძულებით ქორწინებას, იძულებით აბორტს და
პროსტიტუციით
დაკავებული
არასრულწლოვანის
მომსახურებით
სარგებლობას.
2) დაკითხვები - ცვლილებები შედის ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოწმის
დაკითხვის წესი, ბრალდებულის უფლებები და საქართველოს სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
რეგულირებული
სავალდებულო
დაცვის შემთხვევები. ამდენად, აღნიშნული საკითხების ახალი რეგულაცია
საკანონმდებლო დონეზე (სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე
აქტებში) ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს.
3) ცვლილება „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში – კანონპროექტის
მიხედვით,
ბრალდებულის
უფლებების
გაფართოების
შესახებ
მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებისას ადვოკატი ბრალდებულს
დაიცავს სახელმწიფოს ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი ვალდებული
6
იქნება
ბრალდებულს
მონაწილეობის
მიაწოდოს
გარეშე
ამომწურავი
ჩატარებული
ინფორმაცია
ექსპერტიზის
მისი
შინაარსისა
და
საქმისთვის არსებითი სხვა გარემოებების შესახებ.
4) ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში - კანონპროექტი აუმჯობესებს სექსუალური შევიწროების
განმარტებას და სრულად შეესაბამება სტამბოლის კონვენციას. ასევე,
გათვალისწინებულია
ამ
დანაშაულისთვის
უფრო
ეფექტური,
პროპორციული და დამაბრკოლებელი სანქციების დაწესება.
2022 წელს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ
ჩაატარა 4 თემატური მოკვლევა: 1. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის
(სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი
აღსრულების
ეფექტიანობა“;
2.
„გენდერული
თანასწორობის
საკითხების
მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“; 3. „ქალებისა და გოგოებისათვის
ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის
შესახებ“;
4.
„ქალებისა
და
გოგოებისთვის
ფინანსურ
რესურსებზე
ხელმისაწვდომობის შესახებ.“
გენდერული ბიუჯეტირება საჯარო მმართველობის მნიშვნელოვანი მექანიზმია,
რომელიც იძლევა შეფასების საშუალებას, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული
საბიუჯეტო გადაწყვეტილებები გენდერულ თანასწორობაზე.
საქართველოს
პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
გარდა, გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე, აგრეთვე, აქტიურად მუშაობს,
პარლამენტის
საბიუჯეტო
ოფისი,
რომელმაც
2019
წელს
„გენდერული
ბიუჯეტირების გზამკვლევი” გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP)
თანამშრომლობით შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჯერ
კიდევ არაერთი საქმიანობაა განსახორციელებელი, მნიშვნელოვან წინ გადადგმულ
ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ
2021 წლიდან საქართველოს
პარლამენტის პროგრამულ ბიუჯეტში საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილში
(ბიუჯეტის პროგრამული კოდი 01 01 03 02) ასახულია ჩანაწერი გენდერული
თანასწორობის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის
ოდენობის
განსაზღვრისა
მსხვერპლი/გადარჩენილი
და
გაცემის
წესი.1
უფლებამოსილია
შედეგად,
ძალადობის
მიიღოს
კომპენსაცია
კონვენციის
სახელმწიფოსგან.
აღსანიშნავია,
რომ
2017
წელს,
სტამბულის
რატიფიცირებისას
საქართველომ
მხოლოდ
ერთი
დათქმა
გააკეთა,
სადაც
ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნას მიღებული და ეს პირობა უკვე
შესრულებულია;
1
საქართველოს მთავრობის დადგენილება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის
დამტკიცების თაობაზე, N523, 2022 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5611339?publication=0
7
2022 წელს საქართველოში პირველი ონლაინ ბიბლიოთეკა შეიქმნა, რომელიც
აერთიანებს გენდერული თემატიკის გარშემო პუბლიკაციებსა და სხვადასხვა
ნაშრომებს.2
3. ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გენდერულ ჭრილში
2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3 688.600
ადამიანს შეადგენს. აქედან 1 918,700 ქალია, ხოლო 1 770,000 - კაცი. შესაბამისად,
მოსახლეობის
პროცენტული
მაჩვენებლები
გენდერულ
ჭრილში
შემდეგნაირად
ნაწილდება: ქალი - 52%, კაცი - 48%.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42
319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. ბოლო წლებში ცოცხლად
დაბადებულებში გოგოებისა და ბიჭების თანაფარდობა სტაბილური რჩება.
2022 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება3 (სხვაობა
ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 6799 ერთეულით
განისაზღვრა. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა
შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა.
საქსტატის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების კვლევის თანახმად, 2022 წელს
რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12,4% პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს
31.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 33.9 წელს. ამასთან, 2022 წელს რეგისტრირებულ
განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32,3% პროცენტით მეტია
წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, გენდერული
თანასწორობის ჩარჩო საქართველოში ეყრდნობა საერთაშორისო ინსტრუმენტებსაც.
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ დონეზე გასაძლიერებლად, საქართველომ
ბოლო
წლებში
მნიშვნელოვან
პროგრესს
მიაღწია,
რაც
დადებითად
ფასდება
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. კერძოდ, რეგულარულად უმჯობესდება
გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები ქვეყანაში, ასევე,
ხორციელდება პერიოდული სამოქმედო გეგმები, რომლებიც შეეხება გენდერულ
თანასწორობას,
ქალთა
მიმართ
ძალადობას,
2
ასევე,
ქალებზე,
მშვიდობასა
და
საქართველოს პარლამენტი. 2022. გენდერული თანასწორობის ელექტრონული ბიბლიოთეკა
ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://genderequality.ge
3 დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შემდეგ
ბმულზე - https://www.geostat.ge/ka/modules/categories/321/bunebrivi-mateba
8
უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 (UNRS1325) რეზოლუციის საკითხებს.
გაძლიერდა საკანონმდებლო ბაზა და დაიხვეწა მხარდაჭერის პრაქტიკული მექანიზმები.
გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
ინსტრუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG’s);
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (BPfA);
გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ (CEDAW);
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია).
რადგანაც
აღნიშნული
საერთაშორისო
ორგანიზაციების/კომიტეტების
მიმართ
საქართველომ წინა წლებში გააგზავნა ანგარიშები, 2022 წელს სახელმწიფოს მხრიდან
ძალისხმევა მიმართული იყო ნაკისრი ვალდებულებების დაგეგმვაზე, შესრულებასა და
იმპლემენტაციაზე ყველა შესაბამის სფეროში.
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
აქტიურად მუშაობდა როგორც ეროვნულ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი
ვალდებულებებისა
და
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ამოცანების
შესრულებაზე. ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციის შესრულება და მონიტორინგი ის
გარდამტეხი მომენტია, რომლის აღნიშვნის გარეშეც წარმოუდგენელია საქართველოს
უახლესი ისტორიის განხილვა. ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისს გადაწყვეტილებით
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტის
შესრულება დაევალა. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტი
განისაზღვრა
საქართველოს
მიმართ
გაცემული
რეკომენდაციებიდან, კონკრეტულად, მე-9 რეკომენდაციის აღსრულებაზე პასუხისმგებელ
ორგანოებად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დასახელებული რეკომენდაცია საქართველოს
პარლამენტმა სრულიად შეასრულა. შედეგად კი 8 ნოემბერს მოხდა ისტორიული
გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან, რაც გულისხმობს საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის დადებით შეფასებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 30 ივნისს-2 ივლისს პარიზში გამართულ
თანასწორობის თაობის ფორუმს საქართველოც შეუერთდა. აღნიშნული ფორუმის მიზანს
წარმოადგენდა ჩართული ქვეყნების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების გაჟღერება
გენდერული თანასწორობის პროგრესის მისაღწევად, რის ფარგლებშიც ქვეყანამ აიღო
ვალდებულებები 2 მიმართულებით:
1) გენდერული ნიშნით ძალადობა;
2) ტექნოლოგიები და ინოვაციები გენდერული თანასწორობისთვის.
2022 წლის განმავლობაში აღნიშნულმა ჯგუფმა შეიმუშავა თანასწორობის თაობის
ფარგლებში 2022-2026 წლებში საქართველოს მიერ ორი თემატური მოქმედებათა
კოალიციის
(გენდერული
ნიშნით
ძალადობის
9
აღმოფხვრისა
და
ინოვაცია
და
ტექნოლოგიები
გენდერული
თანასწორობისთვის)
ფარგლებში
აღებული
ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის მექანიზმი (კერძოდ, აღებული
ვალდებულებების ბმას გენდერული თანასწორობის არსებულ პოლიტიკასა და გეგმებთან).
ამ მიზნით 2022 წლის განმავლობაში არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა როგორც საბჭოს
წევრების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე,
ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით.
2022 წლის ბოლოს, 12 დეკემბერს, ერთგვარი შეჯამების მიზნით, საბჭომ პარლამენტის
სასახლეში მაღალი დონის კონფერენცია ჩაატარა, რომელიც ტექნოლოგიებსა და
გენდერული თანასწორობისთვის ინოვაციებს მიეძღვნა - ღონისძიების მონაწილეებმა
საინფორმაციო
და
საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების
სფეროს
ეკოსისტემასა
და
განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის 21 სექტემბერს გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გაეროს თანასწორობის ლიდერთა
ჯგუფის წევრად აირჩიეს.
ამასთანავე, 2022 წლის განმავლობაში საბჭო აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო
ასპარეზზე
ქვეყნის
ანგარიშგების
უზრუნველსაყოფად
და
მოამზადა
შესაბამისი
ანგარიშები CEDAW, GREVIO-სა და OECD-ს ექსპერტებისათვის.
5. გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა
სამთავრობო დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, გარდა მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა,
მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის დოკუმენტები, როგორებიცაა ადამიანის
უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. აღნიშნული დოკუმენტები
ხელს უწყობს პოლიტიკის დაგეგმვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, აღსრულების
კოორდინაციას, მიღებული შედეგების შეფასებასა და ახალი მიდგომების დანერგვას.
2022 წლის იანვრიდან გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა
საპარლამენტო
საბჭომ აქტიურად განაგრძო მუშაობა საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულ საკითხებზე. საბჭო ეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული
გადაწყვეტილების
მიღების
პრინციპებს,
სწორედ
ამიტომ,
სამოქმედო
გეგმის
შემუშავებამდე განახლდა მასშტაბური კვლევა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის
მდგომარეობის შესახებ („გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და
რეკომენდაციები”), რომლის მიგნებებსაც დაეფუძნა აღნიშნული სამოქმედო გეგმა დოკუმენტი
მოიცავს
3
წლის
განმავლობაში
განსახორციელებელ
ძირითად
პრიორიტეტებსა და აქტივობებს, როგორც ქვეყანაში გენდერული პოლიტიკისა და
კანონმდებლობის გაუმჯობესების, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და
ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.
საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია 5 ამოცანა და 45 საქმიანობა,
რომელთაგან:
შესრულებულია -19 საქმიანობა;
10
ნაწილობრივ შესრულებულია (მიმდინარე) – 12 საქმიანობა;
შესასრულებელია - 14 საქმიანობა.
ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ 2023-2024 წლებში დაგეგმილი აქტივობების
მნიშვნელოვანი ნაწილი წინსწრებით შესრულდა და საქმიანობის პროცესში საბჭოსთვის
საინტერესო სხვა საკითხებიც გამოიკვეთა, 2023 წლის თებერვალში სამოქმედო გეგმა
გადაიხედა და მასში დამატებები/ცვლილებები შევიდა.
საქართველოს მთავრობის მიერ მუდმივად ხორციელდება ადამიანის უფლებებზე
დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის 5 სექტემბერს,
საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე
ეროვნული სტრატეგია, 2022-2030 წლებისთვის. რომელიც გამომდინარეობს პირველი
ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და წარმოადგენს მის ლოგიკურ გაგრძელებას.
მისი მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება. დოკუმენტი ასახავს საქართველოს
ეროვნულ საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
და მას საფუძვლად უდევს საქართველოს კონსტიტუცია. სტრატეგია ითვალისწინებს
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული სამართლებრივი
დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს (როგორც ადამიანის უფლებების
დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულების განმსაზღვრელი
შესაძლებლობების ერთობლიობა) და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნებთან.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ორი
ცალკე მდგომი სამოქმედო გეგმა:
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024
წლების სამოქმედო გეგმა;
ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე
გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული
სამოქმედო გეგმა.
საქართველოს
პროკურატურაში
განხორციელებული
რეფორმის
შედეგად
და
საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, 2022 წელს გენერალური
პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. 4
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის
დოკუმენტის მიხედვით, ცესკო აღიარებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და
აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი თუ განხორციელებული საქმიანობა
4
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება N008, საქართველოს გენერალური
პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დამტკიცების შესახებ 2022,
ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5401545?publication=0
11
შესაბამისობაში იქნება ამ პრინციპებთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი5 3 ამოცანისაგან შედგება:
1) საარჩევნო
ადმინისტრაციის
გენდერული
ორგანიზაციული
უთანასწორობის
პრევენციისა
და
შესაძლებლობების
საარჩევნო
გაძლიერება
პროცესში
ქალთა
მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის;
2) ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის
მიღწევისა და სამუშაო ადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის;
3) პროგრამების შემუშავება და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო
პროცესში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.
6. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა
ქალთა
პოლიტიკური
მონაწილეობის
გარეშე
წარმოუდგენელია
დემოკრატიული
პროცესების განვითარება. სწორედ ამიტომ გენდერული თანასწორობა, განვითარება და
მშვიდობა ვერ მიიღწევა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა საჭიროებებისა და ხედვის
გათვალისწინების გარეშე. მიუხედავად ამისა, თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობა
ძნელად მიიღწევა ბუნებრივი გზით, მეტიც, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო
გუტიერესის მიხედვით, არსებული ტემპით გენდერული თანასწორობის მიღწევას
დაახლოებით 300 წელი დასჭირდება. შესაბამისად, საჭიროა ხელი შევუწყოთ ხელოვნურ
ბერკეტებს, რომლის შედეგადაც ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკის გატარებისა და
დაგეგმვის ეტაპზე გაიზრდება/გაძლიერდება. ასეთი სავალდებულო გენდერული კვოტაა.
2022 წლის მდგომარეობით ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ასე გამოიყურება:
საკანონმდებლო ორგანოში - 25 ქალი, რაც დეპუტატთა მთლიანი შემადგენლობის
მხოლოდ 18,4% პროცენტია;
აღმასრულებელი ორგანოში - 2 ქალი, რაც მინისტრთა მთლიანი შემადგენლობის 16,6%
პროცენტია;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში - 491 ქალია, რაც
მთლიანი შემადგენლობის 23,7% პროცენტია.
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო
საბჭომ
არაერთი
ღონისძიება
დაგეგმა
და
განახორციელა
ქალთა
პოლიტიკური
მონაწილეობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშესაწყობად. მათ შორის
იყო
როგორც
საზოგადოების
ცნობიერების
ასამაღლებელი
ღონისძიებები,
ასევე
პარლამენტის შიგნით დაგეგმილი კონსულტაციები.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის განმავლობაში საბჭომ აქტიურად
დაიწყო თანამშრომლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების
ოფისის
(OSCE/ODIHR)
ვარშავის
5
გუნდთან
და
მათი
გენდერული
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. 2022. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის
დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://cesko.ge/ge/chven-shesakheb/saarchevnoadministratsiis-genderuli-tanastsorobis-politika
12
თანასწორობის მიმართულების ახალ პროექტთან „CHANGE“, რის ფარგლებშიც არაერთი
აქტივობა განხორციელდა.
ამასთანავე, 2022 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ეუთოს რეგიონში, სადაც
მოხდა
პოლიტიკაში
ქალთა
მიმართ
ძალადობის
წინააღმდეგ
შემუშავებული
სახელმძღვანელოს წარდგენა. ამ მიზნით 2022 წლის 12 დეკემბერს საბჭომ ეუთოს
დელეგაციას უმასპინძლა, მონაწილეობა მიიღო სახელმძღვანელოს პრეზენტაციასა და
შემდგომ ვორქშოპში.
7. გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა
სახელმწიფო
პოლიტიკის
ფორმირებაში
ადამიანის
უფლებების
დაცვაზე
ორიენტირებული მიდგომების ინტეგრირება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე
მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „გენდერული თანასწორობის საკითხების
მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“
დაწყების შესახებ. თემატური მოკვლევის
ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა მარიამ ლაშხი, ხოლო წევრებად: ნინო
წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და ანა ნაცვლიშვილი.
თემატური მოკვლევა 2022 წელს გაგრძელდა და დასრულდა. მოკვლევის ფარგლებში გაიცა
10 რეკომენდაცია კონკრეტული ვადების მითითებით შესაბამისი უწყებების მიმართ.
მნიშვნელოვანია ვახსენოთ თემატური მოკვლევა „ქალებისა და გოგოებისათვის
ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ.”
სამუშაო ჯგუფი შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს 2022 წლის 20 ივნისის სხდომაზე. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა
ბაია კვიციანი, ხოლო წევრებად: ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ხატია წილოსანი,
გიორგი ცაგარეიშვილი, რამინა ბერაძე და ანა ბუჩუკური. მოკვლევის ფარგლებში გაიცა 46
რეკომენდაცია კონკრეტული ვადების მითითებით შესაბამისი უწყებების მიმართ.
ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს ჩატარებული თემატური მოკვლევა „ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის
საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის
და მათი აღსრულების ეფექტიანობის შესახებ“. აღნიშნული თემატური მოკვლევის
სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებელი ნინო წილოსანი გახლდათ, ხოლო სამუშაო
ჯგუფის წევრები: გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია, ბაია კვიციანი.
თემატური მოკვლევის შედეგად გაიცა 37 რეკომენდაცია, რომელიც ეტაპობრივად
სრულდება.
2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,
შეიმუშავა საჯარო სამსახურის ბიუროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცდა ბიუროს უფროსის
ბრძანებით და საჯაროდ გამოქვეყნდა ბიუროს ვებგვერდზე. გენდერული თანასწორობის
სტრატეგია
მიზნად
ისახავს
ჩამოაყალიბოს
13
გენდერულად
მგრძნობიარე
საჯარო
სამსახურის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს ქალთა სრულ და ეფექტურ
მონაწილეობას
და
უზრუნველყოფს
ლიდერობას გადაწყვეტილების
ქვეყანაში
გენდერულად
მიღების
ნეიტრალური
პროცესში
და
და
ასევე
დისკრიმინაციისგან
თავისუფალი საჯარო სამსახურის განვითარებას.
პარლამენტის აპარატთან, კომიტეტებსა და ფრაქციებთან კონსულტაციების შედეგად 2022
წლის
მაისის
თვეში
მომზადდა
მეათე
მოწვევის
პარლამენტის
გენდერული
მგრძნობელობის შეფასების ანგარიში და გამოითვალა შესაბამისი ქულა, რაც საშუალებას
იძლევა განისაზღვროს პარლამენტისა და მისი საქმიანობის ის კომპონენტები, რომლებიც
საჭიროებს დამატებით დახვეწას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და
ეფექტიანობის ზრდისათვის. 2022 წლისთვის პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა
შეფასდა 100-დან 61.78 ქულით. ანგარიშში გამოიკვეთა კრიტიკული საკითხები, რომლის
მიმართულებითაც საქართველოს პარლამენტს ყველაზე დაბალი ქულები მიენიჭა და
რომელთა
გათვალისწინება
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებდა
ინდექსის
ქულას/პარლამენტის გენდერულ მგრძნობელობას; ასეთია მაგალითად: ბიუჯეტში
გენდერული
ასპექტის
ინტეგრირება
(გენდერული
ბიუჯეტირება),
საპარლამენტო
საქმიანობაში გენდერული გავლენის ანალიზის დანერგვა (ამ მიმართულებით, შეფასებაში
საქართველოს პარლამენტმა 0 ქულა მიიღო), პარლამენტის აპარატში სექსუალური
შევიწროების
შიდა
მექანიზმის
ინტეგრირება
და
ა.შ.
აღნიშნული
შეფასებიდან
გამომდინარე, პარლამენტში დაიწყო შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა უწყების გენდერული
მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად; მაგალითად, საბჭოს ინიციატივითა და USAID-ის
სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 2022 წელს დაიწყო მუშაობა
პარლამენტში სექსუალური შევიწროების შიდა მექანიზმის დასანერგად და შემუშავდა
გენდერული გავლენის ანალიზის ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები.
8. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც არღვევს ქალთა ფუნდამენტურ
უფლებებს და მათ სხვებთან თანასწორად
პროცესში
სერიოზულ
ხელისუფლება
ბარიერებს
ითვალისწინებს
მინიჭებული უფლებებით სარგებლობის
უქმნის.
აქედან
აღნიშნული
გამომდინარე,
ძალადობის
საქართველოს
ფორმების
პრევენციის,
გამოძიების, დასჯისა და მსხვერპლთა რეპარაციის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების
მნიშვნელობას და ხელს უწყობს სახელმწიფოს პოლიტიკის მუდმივ განვითარებასა და
გაუმჯობესებას.
ქალთა
მიმართ
ძალადობასა
და
ოჯახში
ძალადობაზე
ეფექტური
რეაგირება
პრიორიტეტულ საკითხებად არის განსაზღვრული საქართველოს პროკურატურისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უწყებრივი დოკუმენტებით. კერძოდ, ქალთა მიმართ
და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად იყო განსაზღვრული
საქართველოს
პროკურატურის
2022-2027
წლების
სტრატეგიით.
საქართველოს
გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული
განვითარების
დეპარტამენტი
14
და
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
სამმართველო მუდმივად ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური
დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებენ არსებულ
მდგომარეობას.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში ასევე დიდი
მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის მიერ გატარებულ ერთიან პოლიტიკას მსგავსი
დანაშაულების აღსაკვეთად. უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილება
სისტემატურად აწარმოებს ოჯახში ძალადობისა ან/და ქალთა მიმართ ძალადობის
საკითხებზე
ყველა ინსტანციის
დასტურია,
ანალიტიკური
სასამართლო
განყოფილების
გადაწყვეტილებათა
მიერ
ანალიზს. ამის
გამოქვეყნებული
კვლევები:
დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა,
საერთაშორისო
სამართლებრივი
კანონმდებლობისა
და
დაკავშირებული
საქმეები
სტანდარტების,
სასამართლო
ეროვნულ
პრაქტიკის
სასამართლო
საქართველოს
ანალიზი;
ეროვნული
დისკრიმინაციასთან
პრაქტიკაში
(საერთაშორისო
სტანდარტების ასახვა ეროვნულ დონეზე); საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში
ძალადობის
საქმეებში;
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
(განახლებული კრებული). ნაშრომებში დამუშავებულია როგორც საერთო სტატისტიკა,
ისე მონაცემები რეგიონების, დაზარალებულებისა და სხვადასხვა ინდიკატორების
მიხედვით. კვლევებში მოცემულია ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.
2022 წელს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის
შესახებ“
ევროპის
საბჭოს
კონვენციის
(სტამბულის
კონვენცია)
შესრულების
მონიტორინგზე პასუხისმგებელმა ორგანომ (GREVIO) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს
შესახებ.6 შედეგად გაიცა 16 რეკომენდაცია, რომლის ეტაპობრივად აღსრულებაც მომდევნო
წლებში იგეგმება.
2022 წლის 30 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა
საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის
წევრებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო და გამოკვეთეს
პრევენციული ზომების გაძლიერების აუცილებლობა, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით
ძალადობის ფაქტების შემცირებას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მათ
შორის, სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით.7
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2022 წლის
განმავლობაში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტში.
მათ შორისაა 12-16 ივნისს ქალაქ სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ
ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომების ხელშეწყობა და გენდერული
6
GREVIO საბაზისო შეფასების ანგარიში - საქართველო - https://rm.coe.int/grevio-new-finalgeo/1680ab2bb3
7 2022 წლის 30 მაისის მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული
თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა https://myrights.gov.ge/ka/news/1901-mtavrobis-administraciashigenderuli
15
თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გამართული სასწავლო ვიზიტი
საბჭოსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის - ღონისძიების მიზანს
წარმოადგენდა
სახელმწიფო
უწყებების
წარმომადგენლებისთვის
საერთაშორისო
მიდგომების გაცნობა და კარგი გამოცდილების გაზიარება საქართველოში სტამბოლის
კონვენციის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისათვის.
2022 წლის 27 ივლისის სხდომაზე საბჭომ განიხილა ის მიმართულებები, რომელთა
მეშვეობითაც მოხდება ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს სტამბულის კონვენციასთან
მაქსიმალურად მიახლოება, რისთვისაც აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტის მომზადება. აქცენტი გაკეთდა სქესობრივი დანაშაულების მოდიფიცირების
საკითხზე. ამავე სხდომაზე განხილულ იყო მსხვერპლის სტატუსის მოხსნის საკითხიც.8
ამასთანვე, საბჭომ იმუშავა არაერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას თუ მსხვერპლთა დაცვას ისახავდა მიზნად.
მათ შორის უნდა აღინიშნოს „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმება, როგორც თავშესაფრის
სერვისებით სარგებლობის წინაპირობა. საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მომზადდა
ცვლილებათა
პაკეტი,
რომელიც
ითვალისწინებდა ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმებას, რაც ხელს უშლიდა ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ მხარდაჭერის
მომსახურებების, მათ შორის, თავშესაფრის ხელმისაწვდომობას. 2022 წლის 22 დეკემბერს
საქართველოს
პარლამენტმა
დაამტკიცა
აღნიშნული
ცვლილებათა
პაკეტი.
ე.წ.
„მსხვერპლის სტატუსის“ არსებობა პირდაპირ კავშირში იყო და ძირითად წინაპირობას
წარმოადგენდა სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში
მნიშვნელოვან ბარიერს უქმნიდა ძალადობა გამოვლილ ადამიანს.
აღნიშნული
ცვლილებათა
პაკეტის
მიზანს
წარმოადგენდა
საქართველოს
კანონმდებლობის სტამბულის კონვენციის დებულებებთან უფრო მეტად ჰარმონიზება და
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის
გაძლიერება. ცვლილებების მიღებით მხარდაჭერის მომსახურებებით, მათ შორის,
თავშესაფრით სარგებლობა შეუფერხებელი და ადვილად ხელმისაწვდომი გახდა
ძალადობის მსხვერპლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სრულად გაიზიარა
საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები ამ ნაწილში.
2022 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლისათვის
გასაცემი
კომპენსაციის
ოდენობის
განსაზღვრისა და გაცემის წესი. შედეგად, ძალადობის მსხვერპლი/გადარჩენილი
უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს,
სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისას საქართველომ მხოლოდ ერთი დათქმა გააკეთა,
სადაც ნათქვამია, რომ კომპენსაციის წესი ცალკე უნდა იქნას მიღებული და ეს პირობა უკვე
შესრულებულია.
2022 წლის 8 სექტემბერს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით სისტემური მოკვლევის
8
2022 წლის 27 ივლისის სხდომის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://webapi.parliament.ge/storage/files/shares/sabcho/genderi/oqmebi/2022/13.pdf
16
მიზნით შეიქმნა ფემიციდის აღკვეთის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2 შეხვედრა უკვე
გამართა და მუშაობას კვლავაც აგრძელებს. ჯგუფი შეისწავლის ფემიციდის შემთხვევების
გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის საკითხებს, მათ შორის, არსებულ გამოწვევებსა და
ფემიციდის შემთხვევათა პრევენციის სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პროდუქტი კი იქნება რეკომენდაციები, რომლებმაც
მნიშვნელოვნად
ხელი
უნდა
შეუწყოს
ფემიციდის
დანაშაულის
შემცირებაზე
ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას.
ამასთანავე 2022 წლის 25 ნოემბერს გენდერული თანასწორობის საბჭო კვლავ შეუერთდა
გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან გლობალურ კამპანიას,
რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი წელია ხორციელდება. საბჭოს მიერ 2022
წელს განხორციელებული ზოგიერთი აქტივობა:
25 ნოემბერი - კამპანიის გახსნა და ონლაინ ცნობიერების ამაღლების წამოწყება;
29 ნოემბერი - საბჭოს თავმჯდომარე და წევრები გაეროს განვითარების
პროგრამის
(UNDP)
მხარდაჭერით
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ;
29-30 ნოემბერს საბჭოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ექსპერტების
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ პრეზენტაციასა და სამუშაო შეხვედრაში,
რომელიც შეეხებოდა სექსუალური ძალადობის სამედიცინო პროგრამის (SANE)
გაცნობას. ექსპერტების მიერ შემოთავაზებულია მოდელი როგორც ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
საქმიანობის განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის
გზა, რაც დიდწილად შეამცირებს ექსპერტიზის ბიუროს გადატვირთულობის
დონეს. მუშაობა ამ მიმართულებით კვლავაც გრძელდება. 30 ნოემბერი - საბჭომ
მოქალაქეებს გააცნო ქალთა მიმართ ძალადობის დროს მსხვერპლის მიერ
გამოსაყენებელი დახმარების სიგნალი.
6 დეკემბერი - საბჭოს წევრები ბაია კვიციანი და ლევან იოსელიანი სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სერვისცენტრს, ე.წ ბარნაჰუსს ეწვივნენ;
გენდერული
ძალადობის
წინააღმდეგ
16-დღიანი
კამპანიის
ფარგლებში, საბჭოს თავმჯდომარემ 15 დეკემბერს ეროვნულ კონფერენციაში
მიიღო მონაწილეობა. დისკუსიები გაიმართა იმ ძირითად საკითხებზე, რომლის
ფარგლებშიც გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. მაღალი
დონის
კონფერენციაში
დამსწრეებს
თავმჯდომარის
მოადგილემ,
საქართველოში,
ასევე,
სიტყვით
გაეროს
შვედეთის,
მიმართეს
მუდმივმა
ამერიკის
პარლამენტის
კოორდინატორმა
შეერთებული
შტატების,
ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩებმა, ასევე პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისა და
უწყებების წარმომადგენლებმა.
მნიშვნელოვანი
პროგრესია
მიღწეული
ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
მიმართულებით, სახელმწიფომ პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალდამცავი პირების
მიერ შემთხვევებზე რეაგირების კუთხით.
17
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ
ოფიციალურად დამუშავებული მონაცემების მიხედვით9, საანგარიშო პერიოდში, ოჯახში
და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოიცა 8748 შემაკავებელი ორდერი.
აღსანიშნავია, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტის 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გენდერული ნიშნით
ჩადენილ დანაშაულებს ეხება.10 მონიტორინგის მიხედვით, გენდერული დისკრიმინაციის
მოტივით 2022 წელს ქალთა მკვლელობების 7 შემთხვევა დაფიქსირდა, ქალთა
მკვლელობის მცდელობის - 9 შემთხვევა, თვითმკვლელობამდე მიყვანის 2 შემთხვევა
გამოვლინდა. ამასთან, ამავე სტატისტიკის მიხედვით, გენდერული ძალადობა როგორც
ოჯახური და არაოჯახური დანაშაული - დაფიქსირდა 1091 შემთხვევა, საიდანაც 947
ოჯახურ
ძალადობად
დაიდენტიფიცირდა.
2022
წელს
გენდერის
ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1069 ბრალდებულის მიმართ.11
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ოჯახურ დანაშაულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 673
შემთხვევა
დააიდენტიფიცირა.12
დასახელებული
შემთხვევებიდან,
ფიზიკური
ძალადობის 2284 ფაქტი გამოვლინდა, ფსიქოლოგიური - 8042, ეკონომიკური - 169,
იძულება - 75, სექსუალური ძალადობა - 69 და უგულებელყოფა - 54.
ასევე,
აუცილებლად
უნდა
აღინიშნოს,
რომ
ადგილობრივ
დონეზე,
არაერთ
მუნიციპალიტეტში შექმნილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
მომუშავე უწყებათშორისი კომისიები, რომლის მიზანია დროული რეაგირება და
პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობა. ასევე, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ან/ და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისები.
9. კანონმდებლობის გენდერული ანალიზის დანერგვა
საბჭოს ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის ჩართულობით 2022 წლის 15 დეკემბერს კანონშემოქმედების პროცესის
გენდერული მგრძნობელობის დახვეწის მიზნით მღებულ იქნა ცვლილებები საქართველოს
კანონში
„ნორმატიული
აქტების
შესახებ“,
რის
საფუძველზეც
კანონპროექტის
განმარტებით ბარათში ჩაიდო გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ასპექტები.
2022 წლის 14 დეკემბერს საბჭოს, აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ევროკავშირის
პროგრამის „EU4Gender Equality Reform Helpdesk“ პროექტის მხარდაჭერით, „სურსათის
დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის
შესახებ“
კანონპროექტის
საფუძველზე
მომზადებული
9
გენდერული
ზეგავლენის
იხ: https://info.police.ge/uploads/63d8e70e9a8b2.pdf
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
სტატისტიკა იხ: https://pog.gov.ge/uploads/a97a2799-genderuli-diskriminaciis-motivi-2022.pdf
11 იქვე
12 საქართველოს შინაგანმ საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, 2022 წელი:
https://info.police.ge/uploads/63d8e6f9f210a.pdf
10
18
შეფასების ანგარიში (GIA) წარადგინა.13 პრეზენტაციას წინ უძღვოდა სამუშაო ჯგუფის
მიერ, ექსპერტის ჩართულობით 8 თვიანი კვლევა და სამუშაო შეხვედრები. სამუშაო
ჯგუფი დაკომპლექტდა საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტების წევრი დეპუტატებისა და
აპარატის თანამშრომლებით. ანგარიშის ფარგლებში გაიწერა რეკომენდაციები, რომელთა
ძირითადი ნაწილის ასახვა დაუყოვნებლივ მოხდა კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში.
10. სახელმწიფო კონცეფციები
10.1. საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია
საბჭომ 2022 წლის 15 დეკემბერს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის განახლებული
სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც 2019 წელს დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით. აღნიშნული კონცეფციის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა არაერთი
სამუშაო შეხვედრა.
დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიან ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად
სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც
საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. კონცეფციის ამოსავალი წერტილია
გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების
აღმოფხვრა.
კონცეფცია
ემყარება
ქვეყანაში
მოქმედ
ძირითად
სამართლებრივ
დოკუმენტებს: საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას გენდერული
თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და ასევე
ითვალისწინებს საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გენდერული უთანასწორობა აფერხებს ქალების შესაძლებლობების სრულ რეალიზებას.
ამასთან, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა, პოლიტიკა თუ პრაქტიკა
ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს თანასწორობის მიღწევას და, რიგ შემთხვევებში,
შეიძლება იყოს დისკრიმინაციული სქესისა და გენდერის ნიშნით.
ითვალისწინებს
რელიგიური,
დისკრიმინაციის
ეთნიკური
სხვადასხვა
კუთვნილების,
ფორმის
ასაკის,
კონცეფცია ასევე
აღმოფხვრას,
შეზღუდული
მათ
შორის
შესაძლებლობების,
რასობრივი კუთვნილების, სოციალური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის,
გენდერული იდენტობის, სტიგმატიზებულ საქმიანობაში ჩართულობისა და სხვა
საფუძველზე.
სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის კონცეფცია გენდერული თანასწორობის
მიღწევის პრიორიტეტულ სფეროებად მიიჩნევს: ქალების მონაწილეობას პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ სფეროებში; ეკონომიკურ გაძლიერებას და შრომითი უფლებების დაცვას;
გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევას; ბავშვთა
ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას და სხვა.
13
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე https://webapi.parliament.ge/storage/files/shares/sabcho/genderi/sursatis-danakargebi/GIA-Food-Loss-final-Georgia.pdf
19
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის აღსრულებისთვის საჭიროა
სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის, ცენტრალურ და
ადგილობრივ დონეზე.
დოკუმენტის
მასშტაბიდან
გამომდინარე,
მასზე
მუშაობა
ინტერპარტიულ
და
უწყებათაშორის ფორმატში გაგრძელდა. საბჭომ კონცეფციის შესახებ შენიშვნები და
კომენტარები
მიიღო
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციის,
საქართველოს
სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის, საპარლამენტო
ფრაქციებისა და პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისაგან.
დოკუმენტის
დამტკიცება
განხორციელდა,
რაც
როგორც
მასზე
უსვამს
გენდერული
ხაზს
მუშაობა
მულტიპარტიულ
თანასწორობის
რეჟიმში
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს შიგნით არსებულ თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას.
10.2. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
2022 წელს
გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით აქტიურად
გაგრძელდა მუშაობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის
შემუშავებაზე. დოკუმენტი მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული სპეციფიკური
გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს ინტერვენციებს როგორც
ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, როგორც კერძო პრაქტიკებში, ისე
სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე. იგი წარმოადგენს ერთგვარ გრძელვადიან ხედვას
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
დოკუმენტის შექმნის პროცესს წინ უძღოდა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მთავარ
აქტორებთან
ეკონომიკური
და
დაინტერესებულ
გაძლიერების
მხარეებთან
მიმართულებით
ინტერვიუების
ჩატარება
ქალთა
ძირითადი
გამოწვევებისა
და
შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით და სამაგიდო კვლევის შემუშავება,
რომელმაც მეორად წყაროებზე დაყრდნობით, ქალთა ეკონომიკური განვითარების შვიდი
მამოძრავებლისა და მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ შეკრიბა ძირითადი
ეკონომიკური მახასიათებლები გენდერული თანასწორობის ჭრილში.
სწორედ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მიმდინარე ტენდენციები:
ქალები
ღარიბი
მოსახლეობის
უმეტესობას
წარმოადგენენ
(ეს
ტენდენცია
ზრდადია);
მარტოხელა ქალების ოჯახები ყველაზე ღარიბები არიან და არიბის ციკლი ასევე
გადაეცემათ მათ შვილებს;
გენდერული უთანასწორობის გამო, ქალებს უფრო უჭირთ სიღარიბიდან თავის
დაღწევა, ვიდრე კაცებს;
საქართველოს
შემთხვევაში,
შრომის
ბაზარზე
მონაწილეობაში
არსებული
გენდერული უთანასწორობა იწვევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 11.3%-იან
დანაკარგს.
20
ამიტომ, ქალების ეკონომიკური გაძლიერება გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის და
პროდუქტიულობის ხელშეწყობას და ექნება დადებითი ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე,
როგორც პირდაპირ, მთლიან გამოშვებაზე სამუშაო ძალის ეფექტის გათვალისწინებით, ისე
არაპირდაპირ, მისი გავლენით პროდუქტიულობაზე.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მაღალი დონის პანელმა ქალთა
ეკონომიკურ გაძლიერებაზე შეიმუშავა მოქმედებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
მიმართულებით,
რომელიც
გულისხმობს
ქალებისთვის ეკონომიკური გამოსავლების გაუმჯობესებას მდგრადი განვითარების
მიზნებთან მიმართებაში, ქალების ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე
ეკონომიკური
ზრდისა
და
პოლიტიკურ
ძალთა
გათანაბრებისთვის.
სწორედ
ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს ეყრდნობა კონცეფცია და მისი სტრუქტურა აგებულია
გარდაქმნის შვიდი მამოძრავებლის გარშემო, კერძოდ:
1) წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა;
2) სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციული კანონებისა და
რეგულაციების გარდაქმნა;
3) აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
4) აქტივებზე მისაწვდომობა;
5) სამეწარმეო კულტურისა და პრაქტიკის ცვლილება;
6) საჯარო სექტორის დასაქმებისა და შესყიდვების პრაქტიკის ცვლილება;
7) ხილვადობის, კოლექტიური ხმისა და წარმომადგენლობის გაძლიერება.
ტრანსფორმაციის
თითოეული
მამოძრავებელი
განხილულია
საქართველოს
მიერ
ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან
მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030 წლისთვის.
დოკუმენტში
განხილულია
შვიდივე
მამოძრავებელი,
შესაძლო
ინტერვენცია
და
ეკონომიკური რაციონალი.
აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე, საბჭოს 2021 წლის 24 მაისის სხდომაზე დამტკიცდა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა,
რომელშიც გაწევრიანდა 30 დეპუტატი ინტერპარტიულ ფორმატში.
აღსანიშნავია, რომ კონცეფციაზე მუშაობა ოფიციალურად დასრულდა 2021 წლის 6
დეკემბერს, ხოლო მისი ინიციირება მოხდა 2022 წლის 14 დეკემბერს.14
14
აღსანიშნავია, რომ კონცეფცია საქართველოს პარლამენტმა მულტიპარტიულ რეჟიმში მიიღო 2023
წლის 23 მარტს.
21
11. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია
11.1. თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლა
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი შეხედულებების
ტრანსფორმაცია, ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და
პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა
თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირებისთვის.
ქალთა უფლებების გაძლიერებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაბიჯია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გაეროს ქალთა
ორგანიზაციასა (UN WOMEN) და საჯარო რეესტრს შორის. ზემოაღნიშნულის თაობაზე
მოლაპარაკებები დაიწყო 2021 წელს, ხოლო დოკუმენტს ხელი მოეწერა 2022 წელს.
მემორანდუმის თანახმად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) საჯარო რეესტრს
გაუწევს ტექნიკურ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული
პოლიტიკისა და პროცედურის გადახედვას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი არსებითი
საკითხია მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების
მეუღლეთა
თანასაკუთრებაში
რეგისტრაციასა
და
განკარგვასთან
დაკავშირებით
გენდერული ზეგავლენის შეფასება.
აქვე
უნდა
აღინიშნოს,
რომ
გენდერული
პოლიტიკის
უკეთესად
დაგეგმვის,
უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის კოორდინაციის
მიზნით
2022
წლის
განმავლობაში
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო რეგულარულად ატარებდა შეხვედრებს და კონსულტაციებს,
რომელშიც მონაწილეობდნენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული
თანასწორობის საბჭოები. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიისა და სახალხო
დამცველის აპარატის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდნენ
საბჭოს თემატურ მოკვლევებში და წარმოადგენდნენ მოსაზრებებს როგორც წერილობით
ფორმით,
ასევე
მონაწილეობას
ღებულობდნენ
ზეპირ
მოსმენებში.
ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენელმა და ზემოაღნიშნულმა უწყებებმა ასევე მნიშვნელოვანი
როლი შეასრულეს საქართველოს გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო
კონცეფციისა
და
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
კონცეფციის
პროექტების
შემუშავებისას.
ამასთანავე, 2022 წელს საბჭომ შეიმუშავა 2022-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია,
რომელიც
უზრუნველყოფს
გენდერული
თანასწორობის
ცნობიერების ამაღლების უფრო ეფექტურ გზებს.
22
შესახებ
საზოგადოების
11.2. უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის სისტემური იმპლემენტაციისათვის
ადგილობრივ
დონეზე
საკრებულოებში
არსებული
გენდერული
თანასწორობის
საბჭოებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა 2021
წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
აღსანიშნავია, რომ სამწლიანი (2022-2024) სამოქმედო გეგმის ფარგლებში საბჭომ გამოყო
პრიორიტეტები თითოეული წლისათვის, რის საფუძველზეც 2022 წლის პრიორიტეტად
განისაზღვრა ქალთა ტექნოლოგიებში და ICT სფეროში მონაწილეობის გაზრდა; აგრეთვე,
მუნიციპალურ
დონეზე
არსებული
გენდერული
თანასწორობის
მხარდაჭერის
უზრუნველყოფა. ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა ცალკე მდგომი სამოქმედო გეგმა და
საკომუნიკაციო
პლატფორმა
მუნიციპალიტეტებთან
თანამშრომლობის
გაღრმავებისათვის; საბჭო ვიზიტით ეწვია და შეხვდა 59 მუნიციპალიტეტის გენდერული
თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებს. 2-დღიანი სამუშაო შეხვედრების ფორმატში
მონაწილეების გაეცვნენ როგორც საბჭოს საქმიანობასა და ძირითად პრიორიტეტებს,
აგრეთვე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მოისმინა თითოეული
მუნიციპალიტეტის საქმიანობის მოკლე ანგარიში და საჭიროებები. აღსანიშნავია ისიც,
რომ საბჭომ ჩამოაყალიბა მუნიციპალური თანამშრომლობის პლატფორმა
და ე.წ.
დონორთა მეფინგი (დონორთა რეგიონში განაწილების ერთგვარი რუკა), რომლის
ფარგლებშიც ადგილობრივ დონეზე დაიგეგმა და განახორციელა მნიშვნელოვანი
აქტივობები,
რაც
ცენტრალური
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მაგალითია.
საბჭოს ინიციატივითა და დონორების დახმარებით
სამოქმედო გეგმის შემუშავების
პროცესში საბჭომ გაუწია დახმარება იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც შესაბამისი
თხოვნით მიმაერთეს, კერძოდ, ლანჩხუთის, სამტრედიის, ჭიათურის, დედოფლისწყაროს,
ლაგოდეხის და ყვარელის მუნიციპალიტეტებს.
ამასთან,
დონორების
ტექნიკური
დახმარებით
სამეგრელო-ზემო
სვანეთის
მუნიციპალიტეტების შემდეგ, სასწავლო სემინარი გენდერულ თანასწორობაზე სამცხეჯავახეთის თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის მოეწყო.
საყურადღებოა ისიც, რომ საბჭოს ინიციატივით, შემუშავდა მუნიციპალიტეტში „ქალთა
ოთახის“
ინსტიტუციური
გაძლიერების
სარეკომენდაციო
დოკუმენტი,
რომელიც
მუნიციპალიტეტებში „ქალთა ოთახის“ ინსტიტუციური გაძლიერებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში საბჭომ გამოითხოვა ინფორმაცია
მუნიციპალიტეტებისგან საკრებულოებში გენდერული ბიუჯეტის არსებობის შესახებ.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 23 მუნიციპალიტეტს გააჩნია გენდერული
ბიუჯეტი.
მიღებული
მონაცემებით
დასტურდება,
რომ
გურიის
რეგიონი
დაწინაურებულია ამ მხრივ, რადგან მის ყველა მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტი
ინტეგრირებულია.
2022 წლის 27-28 აპრილს საბჭოს ინიციატივითა და IFES-ის მხარდაჭერით აჭარის
მუნიციპალიტეტებში გენდერული ბიუჯეტირების შესახებ ტრენინგები ჩატარდა.
23
11.3. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად
2022 წლის განმავლობაში გენდერული საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი
დაეთმო სწორედ ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და სხვა ღონისძიებების
ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობდა როგორც საზოგადოების, აგრეთვე სახელმწიფო
უწყებების წარმომადგენლობის გენდერული მგრძნობელობისა და ცნობიერების გაზრდას.
ამ მიზნით საბჭომ 2022 წელს ჩაატარა 6 სხდომა და 218 სამუშაო შეხვედრა თბილისსა და
ქვეყნის რეგიონებში ცალკეული დონორებისა და უწყებების მონაწილეობით.
2022
წლის
განმავლობაში
საბჭომ
მონაწილეობა
მიიღო
143
სამუშაო
შეხვედრაში/კონფერენციაში/ფორუმში, რომლებიც ცალკეული დონორებისა და უწყებების
ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განხილვის
საკითხები; ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების
პროცესებში;
ინკლუზიური
საზოგადოების
განვითარების
ხელშეწყობა
ქალთა
გაძლიერების გზით; მეწარმე ქალთა მენტორობის პროგრამის დანერგვა; ოჯახისადმი
მეგობრული პოლიტიკა სამუშაო ადგილებზე და სხვა.
გარდა ამისა, საბჭოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის
კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ინტერვიუში; ასევე, საბჭომ მონაწილეობა მიიღო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის ფარგლებში ჩატარებულ
კითხვარსა და ინტერვიუში; საბჭოს თავმჯდომარემ და აპარატმა მონაწილეობა მიიღეს
პარტნიორი დონორი ორგანიზაცია NDI-ს პროგრამული შეფასების ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში პარტნიორი ადგილობრივი და დონორი
ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და სახელმწიფო
უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით გენდერული თანასწორობის საბჭომ 3
წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა - 2022-2024 წლებისათვის. აღნიშნული გეგმა
დაეფუძნა 2021 წელს განახლებულ ანგარიშს „გენდერული თანასწორობა საქართველოში:
ბარიერები
და
პარლამენტის
რეკომენდაციები“,
მიმართ
გაცემულ
აგრეთვე
სახალხო
რეკომენდაციებსა
დამცველის
და
ოფისის
საერთაშორისოდ
მიერ
ნაკისრ
ვალდებულებებს.
2022 წელს საბჭომ შეიმუშავა 2022-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც
უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების უფრო ეფექტურ გზებს.
2022 წელს პირველად გენდერული თანასწორობის საბჭომ გამოაცხადა კონკურსი, რის
საფუძველზეც
გენდერული
თანასწორობის
მიღწევის,
ამ
კუთხით
ცნობიერების
ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების საქმეში წვლილის შეტანისათვის განსაკუთრებული
ღვაწლის მქონე პირებს საბჭომ მადლობა გამოუცხადა. პროცესის გამჭვირვალობის
უზრუნველსაყოფად საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა კონკურსის წესი, გამარჯვებულთა
შერჩევის კრიტერიუმები და საკონკურსო ჟიური. გამარჯვებულები შეირჩნენ ღია
24
კონკურსით. კანდიდატთა ნომინირება 1 თვის განმავლობაში შეეძლოთ როგორც
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე პარლამენტის გენდერული საბჭოს
წევრებს, სახელმწიფო უწყებებსა და მინიმუმ 10 ადამიანისაგან შემდგარ საინიციატივო
ჯგუფს. ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდა 2 გამარჯვებული,
რომელთა დაჯილდოებაც საქართველოს პარლამენტის სასახლეში 2022 წლის 22
სექტემბერს გაიმართა.
გარდა
ამისა,
საბჭო
კვლავაც
აქტიურად
მუშაობს
საზოგადოების
ცნობიერების
ამაღლებაზე. სოციალური კამპანიებისა და ქსელების გარდა, კვლავ გაგრძელდა
ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენების მომზადების პრაქტიკა ქართულ და
ინგლისურ ენებზე, რომელიც ეგზავნება ყველა პარტნიორსა და დაინტერესებულ პირს.
ხოლო კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენები მზადდება უშუალოდ თანასწორობის,
მრავალფეროვნებისა
და
ინკლუზიის
საკითხებთან
დაკავშირებით
და
ეგზავნება
შესაბამისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრ ელჩებს. 2022 წლის 30 დეკემბერს საბჭოს
სოციალურ ქსელზე გავრცელდა საბჭოს თავმჯდომარისა და აპარატის ვიდეომიმართვა
წლის შეჯამების მიზნით.
2022 წლის 10 ივნისს საბჭო პირველად შეუერთდა გრეის ჰოპერის დაჯილდოების
ყოველწლიურ ცერემონიალს და გადასცა ჯილდო ერთ-ერთი კატეგორიის გამარჯვებულს.
პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ
პროექტებს,
რომლებსაც
საკუთარი
წვლილი
შეაქვთ
ტექნოლოგიური
სფეროს
მრავალფეროვნებაში გენდერული თანასწორობის კუთხით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ
კონკურსი კონკრეტულად ქალების როლის გაძლიერებისთვისაა შემუშავებული.
12. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
საქართველომ, ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ბოლო წლების
განმავლობაში არაერთი პოზიტიური ღონისძიება გაატარა. ასევე, აიღო მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ვალდებულებები, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ იკისრა ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით კონკრეტული და გაზომვადი ზომების
მიღება.15
ამ მიმართულებით გამოირჩევა ქალთა გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, რომელზე
მუშაობაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განხორციელდა 2021-2022 წლების განმავლობაში.
ასევე, თემატური მოკვლევების განხორციელებაც, გენდერული საბჭოს საქმიანობის
მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური
გაძლიერების პოლიტიკის შემუშავებაში უწყობს საბჭოს ხელს.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, თემატური მოკვლევის „ქალებისა
და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ სამუშაო ჯგუფი
15
საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, გენდერული
თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები, ნაწილი II, 2022, იხ:
https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/gender_geo_part_2.pdf
25
შექმნა საბჭოს 2022 წლის 31 მაისის სხდომაზე. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად
განისაზღვრა ანა ნაცვლიშვილი, ხოლო წევრებად: ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ლევან
ქარუმიძე,
ნინო იობაშვილი,
ხათუნა სამნიძე და ბექა ლილუაშვილი. აღნიშნული
შემთხვევა პირველია, ვინაიდან თემატურ მოკვლევას ხელმძღვანელობდა ოპოზიციონერი
დეპუტატი.
მოკვლევის ფარგლებში გაიცა 35 რეკომენდაცია კონკრეტული ვადების მითითებით
შესაბამისი უწყებების მიმართ.
აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე ვიზიტი
განახორციელა ადგილზე მოკვლევის მიზნით: 10 გასვლითი შეხვედრა, 3 ზეპირი მოსმენა.
აღნიშნული
ვიზიტების
ფარგლებში
ადგილობრივ
ორგანიზაციებსა
და
შეხვედრები
ხორციელდებოდა
ხელისუფლებასთან,
აგრეთვე
როგორც
ადგილობრივ
მოსახლეობასა და მეწარმე ქალებთან.
მოკვლევის ფარგლებში ნათლად გამოვლინდა, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება
და მისი შემადგენელი ნაწილი - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა - ვერ იქნება
მიღწეული,
თუ
ამ
საკითხს
განვიხილავთ
და
გამოსავლის
გზებს
დავსახავთ
ფრაგმენტულად, ვიწროდ და არასისტემურად იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ
მიუხედავად არაერთი მიმართულებით ხელშესახები პროგრესისა, განსაკუთრებით
კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, ქალები საქართველოში კვლავაც სისტემურად
უთანასწორო გარემოში იმყოფებიან მრავალი პრობლემის წინაშე:
მაღალია ძალადობის მაჩვენებელი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური
და ეკონომიკური;
ჯერ კიდევ პრობლემაა ადრეული ან/და იძულებითი ქორწინება;
მიუხედავად
კანონმდებლობით
წამახალისებელი
გათვალისწინებული
მექანიზმებისა,
დაბალია
სავალდებულო
ქალთა
და
პოლიტიკური
წარმომადგენლობის მაჩვენებელი;
უთანასწორობა
მცხოვრებ
მუნიციპალურ ცენტრებსა და მოშორებულ რეგიონებში
ადამიანებს
ხელმისაწვდომობის
შორის
კუთხით
ჯანდაცვის
სერიოზული
ხარისხიანი
გამოწვევაა,
სერვისების
განსაკუთრებით
ქალებისთვის;
საგანმანათლებლო
დარგები
გენდერულად
სეგრეგირებულია,
საგანმანათლებლო მასალები ჯერ კიდევ შეიცავს გენდერული სტერეოტიპების
ამსახველ შინაარსს;
როგორც
საჯარო,
ასევე
კერძო
სექტორში
გადაწყვეტილების
მიმღებ
პოზიციებზე და მაღალანაზღაურებად სექტორებში მამაკაცები დომინირებენ,
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების მიღებისას ქალების მოსწრება
უსწრებს მამაკაცი სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას;
მაღალია სახელფასო სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის;
ქალების დიდი ნაწილი არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩაბმული, რაც, მათ
შრომითი უფლებებისა და სოციალური გარანტიების გარეშე ტოვებს;
შინ შრომის და ბავშვებსა თუ მოხუცებზე ზრუნვის ტვირთი მკვეთრად
უთანასწოროდაა გადანაწილებული ქალებსა და მამაკაცებს შორის;
26
ტრადიციები ხშირად აქარწყლებს კანონის სამართლიან დანაწესს (მაგ. ჯერ
კიდევ გავრცელებული სამემკვიდრეო პრაქტიკა, რომელიც უძრავ ქონებას
უტოვებს მამრობით სქესის მემკვიდრეს);
ქალებისთვის მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული მობილობა
- ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის პრობლემების გამო;
საზოგადოებაში კვლავ დომინირებს ქალის, როგორც დაქვემდებარებულის
აღქმა, რომელსაც არ აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, განავითაროს
საკუთარი შესაძლებლობები და პიროვნება.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-9
რეკომენდაციის
შესრულება
საბჭოსთვის
პრიორიტეტი
იყო
საქმიანობის
მეტი
ეფექტურობისთვის, განსახორციელებელი სამუშაო 2 ჯგუფად დაიყო:
1) ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხები;
2) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომები
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად, მათ შორის, გენდერული
კვოტების საკითხი.
აღსანიშნავია სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა მარნეულის და
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, რომელიც ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად
ქალების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა
დაინერგა გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, საბჭოსთან
არაერთი კონსულტაციის საფუძველზე, წინა წლებში განხორციელებული თემატური
მოკვლევის
(„სახელმწიფო
ეკონომიკურ
პროგრამებში
ქალთა
მონაწილეობა“)
რეკომენდაციების ფარგლებში. პროგრამის თანახმად, ქალ ბენეფიციარებს საშუალება
ექნებათ, მცირე მიწის ნაკვეთზე მოაწყონ სასათბურე მეურნეობა და მთელი წლის
განმავლობაში აწარმოონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის
მიზნით. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციასთან (UN Women) კოორდინაციით. 2022 წელს 38 ბენეფიციართან გაფორმდა
38 ხელშეკრულება, ინვესტიციის თანხამ შეადგინა 921.2 ათასი ლარი, ხოლო სააგენტოს
თანადაფინანსებამ - 828.6 ათასი ლარი.
აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში 2022 წლის 28 ოქტომბერს საბჭოს წევრები ხატია
წილოსანი და ანა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს
შეხვდნენ. პარლამენტის წევრებმა სტუმრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ
სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია
მიაწოდეს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოსა და შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს
თემატური მოკვლევა, რომელიც შეეხებოდა ჩრდილოვან ეკონომიკაში ქალთა
ჩართულობას და მათი როლის განსაზღვრას, როგორც საპენსიო დაგროვებით სისტემებში,
ასევე, ეკონომიკაში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, აგრეთვე,
ისაუბრეს ქვეყნის მასშტაბით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის
განხორციელებაზე და თანამშრომლობის მომავალ ფორმატებზე, რაც გულისხმობს
27
სოციალური და საპარტნიორო ორგანიზაციების როლის გამოკვეთას საქართველოს
პარლამენტთან და სამთავრობო უწყებებთან ერთად.
ამასთან, 2022 წლის 16 დეკემბერს საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ
ისრაელის ლიდერ ქალთა ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს
საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ
ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე, ქალთა ეკონომიკურ
გაძლიერებასა და მომავალ თანამშრომლობაზე.
2022 წლის 19 სექტემბერს საბჭოს წევრები ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის
ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს მარკ
დემესმაეკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა
ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ამასთან, სტუმრებმა გამოხატეს ევროკავშირთან
დაახლოების მიმართულებით მხარდაჭერა და ევროკავშირის გენდერული თანასწორობის
გაიდლაინების შესრულებაში დახმარების სურვილი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს საზედამხედველო საქმიანობაც, რაც საბჭოს მიერ მტკიცებულებებზე
დაფუძნებული ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნული
პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგს უწყობს ხელს. ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების მიმართულებით საბჭომ არაერთ დოკუმენტზე იმუშავა, მათ შორის:
1) სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა - ჩატარდა 2019 წელს,
ხოლო გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განხორციელდა 2022
წელს.
2) პროფესიული
განათლების
ხელმისაწვდომობა
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერებისთვის - ჩატარდა 2019 წელს, ხოლო გაცემული რეკომენდაციების
შესრულების მონიტორინგი განხორციელდა 2022 წელს.
13. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
საბჭო აქტიურად მუშაობდა გაეროს N1325 რეზოლუციის (ქალები, მშვიდობა და
უსაფრთხოება) მიმართულებით. ამ მიზნით საბჭოს წევრებმა და სამდივნომ 2022 წლის
განმავლობაში 6 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, 2022 წლის 1
სექტემბერს საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და წევრმა თეონა აქუბარდიამ
მონაწილეობა მიიღეს რეგიონალურ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა თემას - ქალები,
მშვიდობა და უსაფრთხოება. ღონისძიების ფარგლებში მოხდა რეგიონში გაეროს წევრი
სახელმწიფოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მობილიზება
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის ქმედითი
ნაბიჯების გადასადგმელად.
2022 წლის 19 აპრილის საბჭოს თავმჯდომარემ და მდივანმა დახურული შეხვედრის
ფარგლებში ინტერვიუ მისცეს GNWP-ს დირექტორს მარია ვიქტორია კაბრერა ბალეზის
ქვეყანაში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების გამოწვევებისა და მდგომარეობის
შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქალთა როლის
28
გაძლიერება მშვიდობასა და უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, 2022
წელს საბჭომ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა NATO-ს სამეკავშირეო ოფისსა და
გამყოფი ზოლის მახლობლად მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ასევე, 2022-2024
წლების სამოქმედო გეგმის 1.7 აქტივობას წარმოადგენს „ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის საკითხზე მუშაობა.
სწორედ ამიტომ, საკითხის უკეთ გაცნობისა და აღსრულების მიზნით, 2022 წლის 18
ივნისსა და 20 ივლისს საბჭო ვიზიტით ეწვია ერგნეთსა და პანკისს, რის შედეგადაც
ადგილობრივი ქალების საჭიროებების მიხედვით დაიგეგმა სამომავლო აქტივობები
NATO-ს სამეკავშირეო ოფისსა და UN Women-თან პარტნიორობით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის 7 ოქტომბერს DCAF-სა და NATO-ს სამეკავშირეო
ოფისთან
თანამშრომლობით,
კონფერენციას
უმასპინძლა,
პარლამენტის
რომელიც
სასახლეში
უსაფრთხოების
საბჭომ
მაღალი
სექტორზე
დონის
საპარლამენტო
ზედამხედველობის ეფექტურ განხორციელებას შეეხებოდა. ღონისძიებაზე აქცენტი
გაკეთდა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ქალთა როლის მნიშვნელობაზე
მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.
2022 წლის 7 დეკემბერს ბელგიაში NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის
ვიქტორ დოლიძის მხარდაჭერით, საქართველოს დელეგაცია NATO-ს გენერალური
მდივნის
სპეციალურ
წარმომადგენელს
ქალთა,
მშვიდობისა
და
უსაფრთხოების
საკითხებში ირენ ფელინს NATO-ს სათავო ოფისში შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნის
პროგრესი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესრულების მიმართულებით
და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.
თავის
მხრივ,
მისი
განსაკუთრებული
ფუნქციებიდან
გულისყურით
გამომდინარე,
ეკიდება
ქალების
საქართველოს
ჩართულობას
მთავრობა
სამშვიდობო
პროცესებში. აღნიშნული მიზნით ხორციელდება რიგი საქმიანობები ერთის მხრივ
კონფლიქტით დაზარალებული ქალების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული
პირების,
ასევე
მათი
უფლებების
დამცველი
ორგანიზაციების
და
სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტით
დაზარალებული
და
იძულებით
გადაადგილებული
ქალების
პრობლემებისა და მათი საჭიროებების სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ყველა შესაბამის
საერთაშორისო ფორმატში დაყენების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც
მოქმედების 3 სფეროს აერთიანებს :
მოქმედების სფერო I: „ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების
გაძლიერების პროცესებში“ მოიცავს ქალთა, ასევე, კონფლიქტის შედეგად
დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების
მიმდებარედ
მცხოვრები)
წარმომადგენლობისა
და
ქალებისა
და
ეფექტიანი
მონაწილეობის
29
ახალგაზრდების
გაზრდილი
უზრუნველყოფას
გადაწყვეტილების
მიმღებ
დონეზე
მშვიდობისა
და
უსაფრთხოების
პროცესებში;
მოქმედების სფერო II: „ძალადობის აღმოფხვრა, პრევენცია“ -
მიზანია
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული
ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ) ქალებზე და გოგოებზე ძალადობის
ყველა ფორმის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით
ძალადობისა
და
„ადამიანის
უსაფრთხოებასთან“
დაკავშირებული
სხვა
რისკების პრევენცია.
მოქმედების სფერო III: „ქალთა გაძლიერება და დაცვა“ კონფლიქტის შედეგად
დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიებზე და მის
მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების უსაფრთხოების, საჯარო
სერვისებზე
წვდომის,
ფიზიკური
და
მენტალური
ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
14. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება
გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება გენდერული მეინსტრიმინგის
ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ასეთი მონაცემების
შეგროვებისა
და
დამუშავების
კუთხით
მთავარ
როლს ქვეყანაში
საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასრულებს. საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ
გამოქვეყნებული
ინფორმაციის
წარმოდგენილი.
ფუნქციონირებს
პორტალიც.
უდიდესი
ნაწილი
გენდერული
გენდერულ
სტატისტიკის
ჭრილში
იყო
ელექტრონული
16
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე იკვლევს საწარმოებსა და ორგანიზაციებს და
ავრცელებს მონაცემებს დაკავებული სამუშაო ადგილების, საქმიანობის სახეებისა და
სექტორების მიხედვით (გენდერულ ჭრილში).
15. შეჯამება
სახელმწიფოს სახელისუფლებო შტოების მიერ განხორციელებული ღონისძიებები
ცხადყოფს,
რომ
2022
წელი
განსაკუთრებით
დატვირთული
იყო
გენდერული
თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებით. კანონმდებლობასა თუ პოლიტიკაში
განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ
ვალდებულებათა იმპლემენტაციისთვის მიღებული ზომები მნიშვნელოვან ნაბიჯებს
წარმოადგენს საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა
მიმართ
ძალადობის
აღმოფხვრის
კუთხით.
მიუხედავად
ამისა,
მნიშვნელოვანია
შენარჩუნდეს პროგრესის ეს ტემპი და განსაკუთრებული აქცენტები კვლავ გაკეთდეს ისეთ
მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა,
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება. თანასწორობის
დასახული
16
მიზნების
მიღწევისთვის
განსაკუთრებული
იხ: http://gender.geostat.ge/gender/index.php?lang=ka
30
როლი
აქვს
მჭიდრო
უწყებათაშორის
კოორდინაციასა
და
ინსტიტუციურ
ურთიერთგაძლიერებას
და,
ამასთანავე, გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების იმპლემენტაციას, როგორც
ცენტრალურ, აგრეთვე მუნიციპალურ დონეზე.
31