დიასპორული დისციპლინის - „ქართველები საზღვარგარეთ“ სწავლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 17
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/15/23, 1:35 PM
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
15 დეკემბერი 2023 10:30
2023 წლის 15 დეკემბერი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
დიასპორული დისციპლინის - „ქართველები საზღვარგარეთ“ სწავლება საქართველოს
უმაღლეს სასწავლებლებში. ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები;
მომხსენებელი:
დიასპორების
მკვლევარი,
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პროფესორი, როზეტა გუჯეჯიანი.
https://parliament.ge/print/announcement/2631?local=true
1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N17
2023 წლის 15 დეკემბერი, 10:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, ნოდარ
ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა
ისმაილოვი, თამარ ჩარკვიანი.
სხდომას არ ესწრებოდა: ლევან ხაბეიშვილი, კობა ნაყოფია.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
დიასპორული დისციპლინის - „ქართველები საზღვარგარეთ“ სწავლება საქართველოს
უმაღლეს სასწავლებლებში. ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
მომხსენებელი: დიასპორების მკვლევარი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორი, როზეტა გუჯეჯიანი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
ინფორმაცია დეპუტატებს დიასპორის მკვლევარმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა გააცნო.
მისი განცხადებით, აწ განსვენებული აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის რჩევით, 2017
წელს დაიწყო ქართულ ისტორიულ დიასპორათა კულტურის შესახებ სილაბუსის
მომზადება. თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში
პროფესორ ქეთევან ხუციშვილის თაოსნობით შეიკრიბა დარგის
სპეციალისტები და
მსჯელობისათვის მოწვეულ იქნა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ჩართულნი
ისტორიულ დიასპორათა კვლევაში და ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ
ამგვარი საგნის დანერგვა ფრიად საჭირო და აუცილებელიც კი იყო. კონსულტაცია გავლილ
იქნა პარლამენტთან, დიასპორის დეპარტამენტთან, აგრეთვე იდეას გაეცნენ დიასპორელი
ქართველები სტამბოლში, ინეგოლში, დუზჯეში, კახში, ასევე, ფერიდნელი ქართველი
მოღვაწეები. ყველა იყო ფრიად პოზიტიური განწყობით და საბოლოოდ ორწლიანი შრომის
შედეგად დეკანატმა და საფაკულტეტო საბჭომ დადებითად შეაფასა იდეაც და სილაბუსიც
და ის ერთხმად დამტკიცდა, რის შედეგადაც 2019 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ამოქმედდა ახალი სასწავლო საგანი „ქართველები საზღვარგარეთ“.
საგანი არჩევითია, ისწავლება ერთი სემესტრის განმავლობაში და ხუთ კრედიტიანია. მისი
არჩევა შეუძლია ჩვენი ფაკულტეტის ყველა მიმართულების სტუდენტს, აგრეთვე, სხვა
ფაკულტეტებიდანაც
-
შესაბამისი
მომართვის
საფუძველზე.
წელს
უკვე
მეხუთედ
გამოცხადდა საგანი და იმდენად დიდი იყო მოთხოვნა სტუდენტების მხრიდან, რომ
დამატებითი ჯგუფიც გაიხსნა და ახლა 70-ზე მეტი სტუდენტი ეცნობა ისტორიულ ქართულ
დიასპორათა განსახლების არეალს, ყოფასა და კულტურას. მთლიანობაში კი დაახლოებით
ოთხასამდე სტუდენტმა უკვე გაიარა ეს კურსი.
კურსის მიზანია: სტუდენტებს გააცნოს ეთნიკურ ქართველთა განსახლების არეალი
საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური საზღვრების მიღმა. ასწავლოს მათ შესახებ
არსებული
წყაროები
და
სამეცნიერო
ლიტერატურა.
გააცნობიერებინოს
თურქეთის
ფარგლებში მოქცეული ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებში
მოქცეული ჰერეთის მკვიდრ ქართველთა და, აგრეთვე, ვრცლად შევასწავლოთ თურქეთის
შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონის ქართველთა განსახლების არეალი და
ყოფა.
სემესტრის ბოლო ლექციები ეთმობა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრებ
ფერეიდნელ და მაზანდარანელ ქართველთა ეთნოგრაფიას: ტრადიციული ყოფის ძირითადი
საკითხებსა და თანამედროვე ვითარებას.
კურსის ამოცანები სამი მიმართულებითაა გაშლილი:
1. საქართველოს სტუდენტთა შორის გაიზარდოს ქართველთა ისტორიული დიასპორის
შესახებ ცოდნა, როგორც სამეცნიერო, ასევე ყოფით დონეზე.
2. აქაურმა ახალგაზრდებმა დაამყარონ ურთიერთობა დიასპორელ ახალგაზრდებთან,
რათა
გაიზარდოს
ინტეგრაციის
ხარისხი
და
დიასპორელი
ახლაგაზრდები
გრძნობდნენ ისტორიული სამშობლოს მხრიდან ყურადღებას.
3.
აღვზარდოთ ისტორიული დიასპორის კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც
შეძლებენ თავიანთი ცოდნა მოახმარონ საქართველოს დიასპორული მიმართულებით,
თეორიული სამეცნიერო თუ პრაქტიკული ცოდნის შექმნითა და გაღრმავებით.
კურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მოაწყონ შეხვედრა ცნობილ
ქართველ მოღვაწეებთან თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან. იმართება ცოცხალი
დისკუსია,
აზრთა
გაცვლა-გამოცვლა,
რაც
წარუშლელ
შთაბეჭდილებას
ახდენს
ახალგაზრდებზე.
როზეტა გუჯეჯიანის განცხადებით, განხორციელდა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის
მეორე იდეაც და უნივერსიტეტში - 2020 წელს დაფუძნდა ახალი სამეცნიერო-კვლევითი
უჯრედი - თსუ დიასპორის კვლევის სამეცნიერო ცენტრი. ცენტრს მართავს სამეცნიერო
საბჭო, რომლის წევრებიც არიან: აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, პროფესორი ქეთევან
ხუციშვილი, პროფესორი თეიმურაზ გვიმრაძე, პროფესორი ქეთევან ლორთქიფანიძე,
ისტორიის დოქტორი გიორგი კალანდია, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი და
პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.
ცენტრის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი დიასპორისა და მიგრაციის მკვლევარნი,
როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო დაწესებულებებიდან.
ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტთან, საგარეო სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტთან.
მომხსენებლის განცხადებით, ყველა ღონისძიებისა და სამეცნიერო კვლევითი პროექტის
მხარდამჭერნი
არიან
რუსთაველის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდი,
საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების
სახლი და
კერძო მეცენატები, მაგალითად აქ მყოფი ბატონი გურამ ქოქოლაძე და სწორედ ამ ოთხი
ორგანიზაციის მხარდაჭერით თსუ დიასპორის კვლევის სამეცნიერო ცენტრმა უკვე ჩაატარა
ორი საერთაშორისო კონფერენცია: პირველი მიეძღვნა ახმეთ მელაშვილის დაბადებიდან ასი
წლის იუბილეს (2020 წელს), ხოლო მეორე დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას (2022 წელს).
მთლიანობაში კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 90 მეცნიერი საქართველოს
სამეცნიერო
ინსტიტუტებიდან,
უმაღლესი
სასწავლებლებიდან,
ასევე,
ევროპიდან,
თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან. თემატიკა სრულად მოიცავდა დიასპორულ
თემებს: ისტორიის, ეთნოლოგიის, ხელოვნების ისტორიის, არქიტექტურის ისტორიის,
ენობრივი ვითარების და ა. შ. საკითხებს. ორივე კონფერენციას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა
საქართველოს
მთავრობიდან
და
პარლამენტიდან.
მიმდინარეობს
მზადება
მესამე
კონფერენციისთვის.
ცენტრის უმთავრესი მიზნებია:
1. საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური საზღვრების მიღმა არსებული ქართული
განსახლებების ისტორიის, ეთნოგრაფიის, საზოგადოებების, ცენტრების ზოგადი
ვითარების კვლევა - დიასპორელ ქართველ მეცნიერთა ჩართულობით.
2. ფართო საზოგადოების, მათ შორის, მასმედიის ინფორმირება ეთნიკურ ქართველთა
განსახლების არეალებისა და კულტურული ვითარების შესახებ.
3. დიასპორული კვლევების გაფართოება და ხელშეწყობა.
4. დიასპორელ ქართველთა ისტორიულ სამშობლოსთან ინტეგრაციის წახალისება და
უწყვეტი კონტაქტი მათთან, მცდელობა ერთიანი ქართული სივრცის შექმნისა.
5. აქტიური თანამშრომლობა დიასპორულ ორგანიზაცებთან და უცხოეთში არსებულ
სამეცნიერო
ცენტრებთან,
რომელთა
პროფილიც
საქართველოსა
და
ქართველოლოგიისადმი ინტერესით იკვეთება.
6. ისტორიული დიასპორის პრობლემატიკის იდენტიფიცირება, ამ კუთხით არსებული
გამოწვევების შესწავლა და მათი გადაჭრის მექანიზმების შემუშავება.
7. ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო
სწავლების დონეებზე ისტორიული დიასპორის განსახლების არეალში.
8. დიასპორის
საკითხების
პრიორიტეტად
განსაზღვრა
საგარეო-საერთაშორისო
ურთიერთობებში, ასევე მეცნიერებისა და განათლების სისტემებში.
როზეტა
გუჯეჯიანმა
ხაზგასმით
აღნიშნა,
რომ
უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობა,
რექტორატი, სამეცნიერო დეპარტამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს დიასპორული
კვლევების განვითარებას და გაღრმავებას.
მომხსენებელმა, ასევე, გამოთქვა მზაობა, ჩაერთნონ დიასპორული პოლიტიკის შემუშავების,
ჩარჩო დოკუმენტის მომზადების, დიასპორებთან ურთიერთობების კუთხით არსებული
ნებისმიერი პროექტისა თუ ღონისძიების მუშაობასა და წარმართვაში.
მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
დიასპორული დისციპლინის - „ქართველები საზღვარგარეთ“ სწავლება საქართველოს
უმაღლეს სასწავლებლებში. ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
სხდომის თავმჯდომარე:
გივი ჭიჭინაძე
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი