1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; 2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ;

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2023
ავტორი
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4dc9]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 22

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 12/14/23, 10:57 AM აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 14 დეკემბერი 2023 10:30 2023 წლის 14 დეკემბერი, 10:30 საათი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი (პროექტი) 1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე; 2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ; მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. პრესრელიზი https://parliament.ge/print/announcement/2613?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი oqmi N22 2023 წლის 14 დეკემბერი, 10:30 საათი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი #410 სხდომას თავმჯდომარეობდა: გელა სამხარაული (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, გიორგი ცაგარეიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, ირმა ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: იური ნოზაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ციცია მამულაშვილი - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე დიდებულიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. (მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე). 2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ. (მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: ლევან მეხუზლას ინფორმაცია - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტო შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართული ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის განვითარება. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებზე პროგრამების მიხედვით. პრეზენტაციაში ყურადღება იყო გამახვილებული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტზე და მაჩვენებლებზე, ვენახების კადასტრის პროგრამაზე, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე, ქართული ღვინის ხარისხზე და ადგილწარმოშობის დასახელებებზე. 2022 წელი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 2 დარგისთვის გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე, რაც ექსპორტის საბოლოო მაჩვენებელზე უარყოფითად აისახა. წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და გაგრძელდა ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია. შედეგად, 2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 104 მილიონ ლიტრამდე, 252,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 5,5%-ით, ხოლო რაოდენობა 30%-მდე, ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების წილი მთლიან ექსპორტში 4,5%-ია. 2022 წელს, ქართული გაზრდისკენ ქართული ღვინის მიმართული ღვინის პოპულარიზაციისა ღონისძიებები სტრატეგიულ და აქტიურად ბაზრებზე: ცნობადობის მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა 41 გამოფენაზე, 55 დეგუსტაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით; აგრეთვე განხორციელდა სხვადასხვა სახის მიზნობრივი 32 ღონისძიება (ვებინარი, სემინარი, კონკურსი, ფორუმი) საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ღვინის ხარისხის კონტროლზე, სახელმწიფო კონტროლის და სახელმწიფო ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, საერთაშორისო კომპანიების მიერ (SGS, Bureau Veritas) ჩატარებულ განხორციელებულ ინსპექტირებაზე, ინსპექტირებაზე, ადგილობრივ სააგენტოს ბაზარზე მიერ კონტროლის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე. ვენახების კადასტრთან დაკავშირებით - ლევან მეხუზლამ ისაუბრა 2022 წელს შესრულებულ სამუშაოებზე. წლის განმავლობაში სისტემატიურად მიმდინარეობდა ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზის სრულყოფა და განხილვები კომპანია „ABACO“-სთან და საერთაშორისო ექსპერტ ანა ლუჟთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიმართულებით, რომელთა რეალიზაციაც იგეგმება 2023 წლის განმავლობაში. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო საქმიანობაზე: საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები: „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის 3 განსაზღვრის შესახებ”; „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“. ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამასთან საქართველოში დაკავშირებით, მომხსენებელმა რეგისტრირებულ დაცული განაცხადა, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ზეგაანი“, „ოყურეშის უსახელოური“, „ასურეთული შალა“ და ღვინოების „ოკამი“ დაემატა. რაოდენობა ამით, 29-მდე ადგილწარმოშობის გაიზარდა, რაც დასახელების ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა და ოკამი. ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა აქტიურად შუქდება ბეჭდურ, ელექტრონულ, სოციალურ და სატელევიზიო მედიაში. აზრი გამოთქვეს: 1. სოზარ სუბარი: რომელიც დაინტერესდა ექსპორტირებული ღვინის ფასით, პრეზენტაციაში წარმოდგენილი ციფრების მიხედვით, ძალიან დაბალი ფასი აქვს ქართულ ღვინოს. საინტერესოა, რა კეთდება, რომ ქართული ღვინო გავიდეს უფრო მაღალ საფასო სეგმენტში და შესაბამისად, შემოსავალი მეტი იქნება ქვეყანაშიც და კონკრეტული კომპანიებისთვისაც. მისი შეკითხვა შეეხებოდა აგრეთვე დავარგებულ ღვინოებს. 2. გელა სამხარაული: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი საინტერესო ინფორმაციისთვის. იგი დაინტერესდა ქალ მეღვინეთა ასოციაციის თემით, როგორია მათ მიერ წარმოებული ღვინო, რადგან ხელშეწყობა არის და რა მდგომარეობაა ამ კუთხით. 3. ლევან მეხუზლა: მან გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნა რომ 2022 წლის მოვლენებმა დიდი დაღი დაასვა მევენახეობა-მეღვინეობას და გავლენა იქონია, მათ შორის, ღვინის საშუალო ფასზე. ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ღვინოს, თუმცა ღვინის გაიაფების ტენდენცია დაიწყო პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს ფაქტი უფრო ობიექტური 4 მიზეზებით იყო გამოწვეული, ვიდრე სუბიექტური. რაც შეეხება დავარგებულ ღვინოებს, ღვინის შენახვას ჯობს, რომ მოძრაობები არ შეჩერდეს და გაიყიდოს შედარებით ნაკლებ ფასად. ძველ წლებთან შედარებით, ქართული ღვინის საშუალო ფასი მეტი იყო და სხვა ქვეყნების იგივე მაჩვენებლებთან მიმართებით, მიუხედავად გამოწვევებისა, 2022 წელს შვიდეულში შედის ქვეყანა. კიდევ უკეთესი მდგომარეობაა 2023 წელს, ღვინის საშუალო ფასი გაზრდილია. ქალ მეღვინეებთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკმაოდ წარმატებული ქალბატონები არიან ქვეყანაში აღნიშნულ დარგში და გამორჩეულ ღვინოებს ქმნიან. მაგალითად: ლეჩხუმიდან მირანდა ჩხეტიანი, ცოლიკაურის, ტვიშის აღორძინებას ჩაუდგა სათავეში და ყოველწლიურად ზრდის ღვინის ხარისხს. კახეთში ბევრი კარგი მაგალითია, ასევე არიან რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში და სხვა. მან ისაუბრა დაძველებულ ღვინოებზეც, რომ ღვინის დავარგების ტრადიციები არსებობს და ასეთი ღვინოები ძალიან ძვირი ღირს. ღვინის ყველაზე კარგი თვისებაა მრავალფეროვნება. საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ ნებისმიერი მომხმარებლისთვის შესაბამისი ღვინო დამზადდეს, ახალგაზრდადან დაწყებული უნიკალური 10-წლიანი, თუ მეტი ასაკის ღვინოდ დავარგებული. ეს ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მეღვინეობის მეთოდებზე. ასევე, აზრი გამოთქვეს: ზაალ დუგლაძემ და იური ნოზაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. II. მოისმინეს: ლევან მეხუზლას ინფორმაცია - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის რთველის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2023 წლის რთველის ფარგლებში საქართველოში მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 303 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის: კახეთის რეგიონში გადამუშავდა 204 ათასი ტონა ყურძენი (რქაწითელი - 71884 ტ. (მ. შ. სახელმწიფო 17742 ტ.) საფერავი - 89014 ტ., კახური მწვანე - 4027 ტ), ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს. რაჭის რეგიონში გადამუშავდა 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; მევენახეების შემოსავალი 11,6 მლნ ლარს აღწევს. ღვინის 5 კერძო საწარმოებისა და მევენახე ფერმერების სტიმულირების, ასევე მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, ორ რეგიონში მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა: რაჭის შემთხვევაში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. კახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 90 თეთრი. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური რეგისტრირებულია მწვანისთვის 2 - 20 თეთრს. ადგილწარმოშობის ლეჩხუმში, დასახელება ოყურეშის უსახელაური", სულ გადამუშავდა სადაც -"ტვიში" და - 565 ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალია 2,8 მლნ ლარი. მათ შორის, გადამუშავდა: ცოლიკაური- 443 ტ. - 4 ლარი, ოჯალეში 88.4 ტ. - 4 ლარი, ოყურეშის უსახელაური - 34 ტ. - 15 ლარი (მ.შ. სახელმწიფო 7.4 ტონა). მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე წლის რთველი გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, კახეთში მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მევენახეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუფერხებლად მოეხდინათ მოსავლის რეალიზაცია. ანალოგიურად, პრობლემების გარეშე ჩატარდა რთველი რაჭაში. 2023 წლის რთველი ბოლო წლებში გამოირჩევა კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით, კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავდა მოსავლის მხოლოდ 10%-მდე, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. რაჭის შემთხვევაშიც მაღალი იყო კერძო სექტორის ჩართულობა, 50-მდე კომპანია და მარანი მონაწილეობდა რთველში. სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა 60 ტონამდე ყურძენი, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. წელს იყო ის გამორჩეული წელი, როდესაც საფერავის მოსავალმა გადააჭარბა რქაწითელის მოსავალს, რქაწითელის შემცირება განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობებით. რქაწითელზე გაზრდილი მოთხოვნა აისახა მის ფასზეც, მიუხედავად სახელმწიფო სუბსიდიით განსაზღვრული 1 კგ რქაწითელის შესასყიდი მინიმალური ფასის, 90 თეთრისა, კომპანიები 1 კგ რქაწითელში საშუალოდ 1.10 ლარს იხდიდნენ. 6 ხარისხიან რქაწითელში კერძო საწარმოების მიერ დაფიქსირდა 1 კგ - 1,35 ლარი, ხოლო საფერავში - 1,80 ლარის გადახდაც. სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა სექტემბრის თვეში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღებაგადამუშავება. შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" მევენახე ფერმერებს სხვადასხვა კლიმატური პირობების გამო დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს უხდიდა. მევენახეებმა დაზიანებული ყურძნის რეალიზაციიდან 18 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" სასპირტედ გადაამუშავა. რთველი 2023 პროცესში, მიუხედავად მოსავლის რაოდენობრივი სიმცირისა, ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და ხარისხიანი. აზრი გამოთქვეს: 1. შალვა კერესელიძე: რომელიც დაინტერესდა რამდენიმე საკითხით. მან ისაუბრა 2023 წლის რთველთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, რომლებიც მევენახე-ფერმერებს აწუხებთ. ცუდი წელი იყო კლიმატური პირობებიდან და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებიდან გამომდინარე. მოსავალი კახეთში და სხვა რეგიონებში განახევრდა, ზარალი დიდი იყო. რამდენიმე წელია სამინისტრომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დააყენა კახეთში. რატომ ვერ მოხდა ზიანის თავიდან აცილება? დეპუტატის აზრით, წელს რაც მოხდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დანადგარებმა არ, ან ვერ იმუშავა. მეორე საკითხი-საინტერესოა, გეგმავს თუ არა უწყება, რომ მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პროგრამები დაინერგოს, რომლებიც ფერმერებს დაეხმარება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა-დამონტაჟებაში. თუ არის დათვლილი კახეთში, რა რაოდენობის ბენეფიციარზეა საუბარი (ზარალის ანაზღაურების კუთხით, ვისაც დაზღვევა არ ქონდა), კახეთის გარდა, იმერეთიც დაზიანდა დაავადებებისგან. რატომ არ არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა რაჭაში, ლეჩხუმში. შალვა კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა სუბსიდირების თემაზე, რატომ არ მოხდა სახელმწიფოს ჩარევა და არ მოხდა კახელი მევენახეების წახალისება. ფერმერები დაზარალდნენ და იხეირეს გადამამუშავებელმა საწარმოებმა. 2. გელა სამხარაული: რომელმაც აღნიშნა, რომ სასიამოვნო ინფორმაციაა, რომ მომავალ წელს დასრულდება ვენახების კადასტრი. მევენახეებისთვის ცუდი 7 წელი იყო, როგორია პროგნოზი ღვინის ხარისხთან დაკავშირებით? საინტერესოა, რა ხდება ქვეყანაში მთის მევენახეობის განვითარების კუთხით, როგორია ღვინის სააგენტოს ხედვა, როგორ ხდება რეკომენდაციების გაცემა, რადგან სააგენტო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ მიმართულებით. 3. ლევან მეხუზლა: რომელმაც გააკეთა განმარტებები და სეტყვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ არის კომპეტენტური, იცის, რომ თუ ღრუბელი ყალიბდება არა საქართველოს ტერიტორიაზე, იმის დაშლას ვერ ახერხებენ, ამას ემატება საჰაერო ნავიგაციის საკითხები. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებსაც აქვს თავისი სირთულეები: კიდევ უფრო ხელს უწყობს დაავადებების - ჭრაქის და ნაცარის განვითარებას. მასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამებიც სოფლის განვითარების სააგენტოს პრეროგატივაა, თუმცა აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული თემების განხილვებში. პრემიერის გადაწყვეტილებით, სეტყვით დაზარალებულებზე 3500 ლარი ჰექტარზე განისაზღვრა ანაზღაურება, ესეც სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად ხორციელდება. ამ ეტაპზე გამოიკვეთა 6135 ფერმერი, რომლებსაც მთლიანად, ან ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ ზარალი და ჯამში ანაზღაურება გადააჭარბებს 10 მლნ. ლარს. სუბსიდირების თემაზე, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მათი მიზანია, ფასის სუბსიდირებიდან გამოსვლა. როდესაც შემცირების შესაძლებლობა იყო, ეს გააკეთეს და 15 თეთრით შემცირდა სუბსიდია. მიზეზებიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ უმჯობესია გაზრდილი ფასი ანაზღაურებულიყო სუბსიდიის საშუალებით, რომ ნედლეული ძალიან არ გაძვირებულიყო. შესაბამისად, სუბსიდია დარჩა, მაგრამ თითქმის ორჯერ შემცირდა. ასევე, აზრი გამოთქვეს: სოზარ სუბარმა, ზაალ დუგლაძემ, იური ნოზაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ხოლო მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: გელა სამხარაული სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 8
პრესრელიზი
პრესრელიზი განსახილველი საკითხები: 1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. 2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს - რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე - საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართული ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის განვითარება. ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში. სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ასევე, ინფორმაციას 2023 წლის რთელის შესახებ, უწყების თავმჯდომარე ლევან მეხუზლა წარმოადგენს.