„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
0პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994, NN21-22, მუხ.463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
მნიშვნელობის
საავტომობილო
გზები
(გარდა
ავტონომიური
რესპუბლიკის
ადმინისტრაციული ცენტრისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების
საზღვრებში არსებული გზებისა) წარმოადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის
მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, რომელთა მართვა განისაზღვრება აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის
მნიშვნელობის გზების ნუსხას ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც
წესი, იგი 3 წელიწადში ერთხელ გადაისინჯება.“.
2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის
დროებითი შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის გზებზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზებზე - შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო
გზებზე - ამ გზების მფლობელები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
2023 წლის
№
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრას მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული იქნა ,,აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელმაც
ახლებურად მოაწესრიგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსი.
ამასთან აღნიშნული კანონით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 1
ივლისის კონსტიტუციური კანონი.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური
კანონის საფუძველზე ცვლილება განიცადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციამაც. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის 21 მარტის
კონსტიტუციური კანონით მიღებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის ახალი რედაქცია. აღნიშნული კონსტიტუციური კანონი დამტკიცდა
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონით „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის ახალი რედაქციით ახლებურად მოწესრიგდა სხვადასხვა საკითხები, მათ
შორის
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
განსაკუთრებულ
გამგებლობას
მიკუთვნებული საკითხები. ახალი საკანონმდებლო რეალობით აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთ-ერთი ახალი
სფეროა ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზები და მათი
მართვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; იმის
გათვალისწინებით, რომ ახალი საკანონმდებლო მოცემულობიდან გამომდინარე აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა ავტონომიური
რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, აუცილებელია შესაბამისი
ცვლილების განხორციელება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში,
რადგანაც აღნიშნული საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულია ადგილობრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, რაც კანონმდებლობის შესაბამისად აღარ
განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში მოვა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს
კონსტიტუციურ კანონთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით ცვლილება შედის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს
კანონის:
1.
მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო
გზები (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრისა და
მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში არსებული გზებისა)
წარმოადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებს,
რომელთა მართვა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით,
ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის გზების ნუსხას ამტკიცებს აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან
მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც წესი, იგი 3 წელიწადში ერთხელ გადაისინჯება.
2.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც საერთაშორისო და
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებითი შეწყვეტის ან
შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მნიშვნელობის გზებზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისი ორგანო, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო
გზებზე - შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე - ამ
გზების მფლობელები.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება; ვინაიდან კანონის ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული რაიმე
გარემოებასთან ან თარიღთან, ასევე მის ასამოქმედებლად არ არის საჭირო სხვა დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება, კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღების შემდეგ აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, ისევე
როგორც კანონპროექტის მიღებამდე, მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის
მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. კანონპროექტის მიღების
შემდეგ აუცილებელი ხარჯების დაფინანსება, ისევე როგორც კანონპროექტის მიღებამდე,
მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ
ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ასეთი არ
არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
კანონპროექტის
მიღებით
გენდერული
თანასწორობის
ზეგავლენის
შეფასება;
მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში
მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი
მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვლადიმერ მგალობლიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.