საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიურ ანგარიშთან“ (№07-2/346; 08.12.2023) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-21491/23
25-12-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
„შეზღუდული
შესაძლებლობის
უფლებების
შესახებ“
წარმოდგენილ
მქონე
სამოქმედო
პირების
გეგმების
შესრულების 2022 წლის წლიურ ანგარიშზე“ (N072/346; 08.12.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
ვალდებულების
შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ 2022 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც
საქართველოს სამინისტროებმა, ასევე, 59-მა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე სხვა საჯარო
დაწესებულებამ.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ
განხორციელებული
საქმიანობა
მიემართებოდა
-
ცნობიერების
ასამაღლებელ
ღონისძიებებს, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას, შესაბამისი გზამკვლევების
შემუშავებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, დამოუკიდებელი
ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობის უზრუნველყოფას, სამართალწარმოებაზე
ხელმისაწვდომობას, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს, განათლების უფლების
მისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა
საზოგადოებრივ ღონისძიებებში.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტის შეფასება
კომიტეტი მიესალმება უწყებრივი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პრაქტიკის
გაგრძელებასა
და
მათ
ფარგლებში
გაწეულ
საქმიანობას,
რომელმაც
უდავოდ
უზრუნველყო პროგრესი 2020 წლის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საქმეში. უწყებების მიერ
განხორციელებული აქტივობები იყო მრავალფეროვანი და ფაქტობრივად მოიცავდა
ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა სფეროს.
კომიტეტი ხაზს უსვამს იმას, რომ, საანგარიშო წელს, სახელმწიფო უწყებებმა
არაერთი
მიმართულებით
თემატურად,
უწყების
შიგნით
იკვლიეს
შშმ
პირთა
საჭიროებები და მის საფუძველზე დაგეგმეს შემდგომი აქტივობები. სახელმწიფო
დაწესებულებათა ასეთი მიდგომა პირდაპირ ეხმიანება 2020 წლის „შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
სულისკვეთებას სოციალური მოდელის დანერგვის შესახებ, რომლის მიხედვითაც შშმ
პირთათვის
შექმნილი
გარემო/სერვისი/პროგრამა
არ
უნდა
იყოს
ბლანკეტური/შაბლონური და ნაცვლად ამისა უნდა პასუხობდეს შშმ პირთა რეალურ
საჭიროებებს.
მისასალმებელია, რომ გაზრდილია შშმ პირთა თემის ჩართულობის ხარისხი იმ
საკითხების განხილვის პროცესში, რომლებიც მათ ეხებათ. 2021 წელს დამკვიდრებული
კარგი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომ 2022 წელსაც ზოგიერთმა სახელმწიფო უწყებამ
შექმნა სპეციალური საკონსულტაციო ფორუმი უწყებრივი საკითხების განხილვაში შშმ
პირთა ეფექტიანი მონაწილეობისათვის.
ზემოხსენებულის
პარალელურად,
კომიტეტი
2020
წლის
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების
საქმეში მეტი პროგრესის უზრუნველყოფისათვის გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
საქართველოს მთავრობა:
კომიტეტი იმეორებს თავის 2022 წლის 14 დეკემბრის N2-20132/22 დასკვნით
გაცემულ
რეკომენდაციას
„საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ 2020 წლის 5 თებერვლის N5706-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლით
განსაზღვრული
მისაწვდომობის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ.
პროცესის დაჩქარების მიზნით, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ხსენებული
გეგმის დამტკიცება, როგორც ერთ-ერთი აქტივობა გათვალისწინებულ იქნეს
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნულ
სამოქმედო გეგმაში;
წარმოდგენილი ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობის შესახებ. საპარლამენტო
კონტროლის ეფექტიანობისთვის მთავრობამ მომდევნო საპარლამენტო ანგარიშში
წარმოადგინოს
ინფორმაცია
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო
კომიტეტის
მუშაობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს
კომიტეტის მიერ გაცემულია რეკომენდაცია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო
კომიტეტის გაძლიერებისა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ, რის
მხედველობაში
მიღებითაც
აუცილებელია,
კომიტეტის
საქმიანობის
გააქტიურებასთან ერთად, საზოგადოებისთვის ინფორმაციის უფრო აქტიურად
მიწოდება ასეთი საქმიანობის შესახებ;1
2020 წლის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2025 წლის 1
იანვრიდან უნდა უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება.
მთავრობამ მომდევნო საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია იმ
ღონისძიებების შესახებ (გარდა პილოტური პროექტების შესახებ ინფორმაციისა),
რომელიც მიმართულია, ზოგადად, მუნიციპალიტეტების მზაობის შესაქმნელად
(გასაძლიერებლად),
რათა
მათ
წლიდან
2025
დაუბრკოლებლად
გასცენ
პერსონალური ასისტენტის სერვისი. მნიშვნელოვანია, რომ ამ მნიშვნელოვანი
სიახლისთვის მომზადება დაწყებული იქნეს მაქსიმალურად ადრიანად, რათა
დაგვიანებამ არ გამოიწვიოს სერვისის მიწოდების დაწყებისთვის დაბრკოლებების
შექმნა;
ანგარიშის
თანახმად,
ბიოფსიქოსოციალური
მოდელის
დანერგვასთან
დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცდა
ბრძანება
„შესაძლებლობის
ბიოფსიქოსოციალური
შეზღუდვის
მოდელის
სტატუსის
დადგენის
დანერგვასთან
მექანიზმის
დაკავშირებით
განსახორციელებელი ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის
დამტკიცების
შესახებ“.
1 იხ. CRPD/C/GEO/CO/1, პარ.66.a
მთავრობამ
მომდევნო
საპარლამენტო
ანგარიშში
წარმოადგინოს
ინფორმაცია
ხსენებული
სამოქმედო
გეგმის
აღსრულების
მდგომარეობის შესახებ;
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი გონივრული მისადაგების პრინციპის იმპლემენტაციის
პროცესის მხარდასაჭერად მიზანშეწონილია საქართველოს ადამიანის უფლებათა
დაცვის 2024-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმით (გეგმაში მითითება
ცხადია უმჯობესია პროცესის წარმართვისათვის) თუ მის მიღმა განხორციელდეს
გონივრული მისადაგების შესახებ გზამკვლევი(ებ)ის შექმნა და შესაბამისი
ტრენინგების
ორგანიზება.2
ამ
მიმართულებით
განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნეს მომდევნო წლის
ანგარიშში;
ცენტრალური ხელისუფლების ყველა უწყება და მუნიციპალიტეტები:
დადებითი
ტენდენციის
პარალელურად,
კომიტეტი
ხედავს
საჭიროებას
ხელისუფლების ცენტრალურმა და ადგილობრივმა დაწესებულებებმა შშმ პირთა
შესახებ საკითხების განხილვის პროცესში გააძლიერონ შშმ პირთა თემის
ჩართულობა;
შშმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებისა და
უზრუნველყოფის პროცესში გააძლიერონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა
ორგანიზაციებთან
მაქსიმალურად
ინტენსიური
თანამშრომლობის
რესურსი.
მთლიანობაში კომიტეტმა მოიწონა განხილული ანგარიში და დადებითად შეაფასა შ
ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმ
წიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
2 იხ. ასევე, CRPD/C/GEO/CO/1, პარ.12.d