„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/360/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.019857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება და ენერგოეფექტურობის წვლილის შემუშავება;“; გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის საბოლოო მოხმარების შემცირების მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით;“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ20) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის შენობებისთვის ან სხვა ობიექტისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან ცივი სითხის საშუალებით, შიდა სივრცის ან/და ტექნოლოგიური პროცესის გათბობის ან გაგრილების მიზნით;“; დ) ჰ20 ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,„ჰ21“- „ჰ23“ ქვეპუნქტები: „ჰ21)ენერგოეფექტურობის წვლილი - ენერგოეფექტურობის ინდიკატიური (საორიენტაციო) ეროვნული წვლილი, რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად და დგინდება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით;”; “ჰ22) ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა − ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელ ნაწილს ან მის დანართს და რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი;”; “ჰ23) ენერგოაუდიტორი - ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირი, რომელიც არის იურიდიული პირი აკრედიტებული ისო/იეკ 17021 – 1:2015/2019 სტანდარტის შესაბამისად ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ენერგოაუდიტს მრეწველობის სექტორში (რაც, ასევე, მოიცავს ტრანსპორტის სექტორს) ან/და შენობების სექტორში.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრას და იმ ბარიერების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით (შემდგომ − ეკეგ) განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.“. ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ სამინისტრო) ვალდებულია: ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან კოორდინაციით; ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას; გ) შეიმუშაოს ეკეგ, რომელიც განსაზღვრავს ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და იგი წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცების მიზნით; დ) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას; ე) ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას; ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს ანგარიშები; ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წახალისების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ზ.ა) ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ფარგლებში განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების კონკრეტული მიზნები, ქმედებები და ენერგოეფექტურობის წვლილი;“ ზ.ბ) ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში გამოიყენონ ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები განახლების დაფინანსებისთვის და გრძელვადიან პერიოდში ენერგოეფექტურობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის; ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.“. დ) მე-5 - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას: ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას და სქემის მეთოდოლოგიას; ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად; გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას, სქემის მეთოდოლოგიას და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს ერთობლივად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე. ეს სამიზნე მაჩვენებლები დგინდება ყოველი მომდევნო წლისთვის და განისაზღვრება 2021, 2022 და 2023 წლების განმავლობაში ყოველწლიურად ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 0,8%-ის ოდენობით. 7. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად უზრუნველყონ ენერგოდანაზოგების მიღწევა: ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით; ბ) საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამებით, საბოლოო მომხმარებლებისთვის ენერგიის მიმწოდებლის შეცვლის ბარიერების შეუქმნელად.“ ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ენერგოდანაზოგების რაოდენობებს. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების მიზანია ეკეგ-ით გათვალისწინებული კონკრეტული ტექნიკური/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: ა) მრეწველობაში ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად სავალდებულო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სასწავლო − სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა; გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტების, ნორმებისა და ენერგოეტიკეტირების სქემების დანერგვა.“ ვ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს ნორმატიული აქტით მტკიცდება ეკეგ-ით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენის წესი.“. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტირების დანერგვას;”. ბ) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) ეკეგ-ს განხორციელებას.“. გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო: ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს: ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს; ა.გ) ენერგოაუდიტორებისა და ამ კანონით დადგენილი წესით შედგენილ ექსპერტთა სიაში შეყვანილი ექსპერტების საქმიანობას; ა.დ) პირველი კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ენერგოაუდიტის განხორციელების უზრუნველყოფას; ა.ე) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; ა.ვ) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;“; დ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ხელს უწყობს: კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; კ.გ) სამდივნოსთვის წარდგენის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;“. 6. მე-7 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტირების დანერგვა;“. ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) ადმინისტრაციული ორგანოების საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები; ”. 7. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეკეგ-ით. გრძელვადიანი მიზნებისთვის შესაძლებელია განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად სამდივნოს წარუდგენს ანგარიშებს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე.“. 8. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება: ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების განხორციელების, თაობაზე; ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს; გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებს და შესაბამის მტკიცებულებებს; დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა.“. 10. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ხელს უწყობენ ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას შემდეგი საშუალებებით: ა) საქართველოს მთავრობა ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის;“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში;“; გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის (რაც მოიცავს მათ ვებ-გვერდის მისამართებს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არსებულ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებზე, მათ მიერ ენერგიის საშუალო მოხმარების პროფილზე, შესადარებელი საბოლოო მომხმარებლების პროფილებზე, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების ობიექტურ ტექნიკურ მახასიათებლებზე და, ასევე, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების იმ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რამაც შესაძლოა შეამციროს ამ ხელსაწყოების მოხმარება) და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა;“; 11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები „ე) შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის; ვ) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის.“. 12. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა დამტკიცდეს და წარედგინოს სამდივნოს.“. 13. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა 1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მიღწევის მიზნით; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. 2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე, თუ ამ შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ შენობებზე, რომელებიც გამოიყენება ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, გარდა საცხოვრებელი შენობისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობებზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ.“. მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება 1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციისა ან/და სერტიფიცირების და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. შენობების სექტორში, ფიზიკური პირების სერტიფიცირება განისაზღვრება „ენერგოაუდიტორთა, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიცირების და შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები“ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“. 14. მე-19 მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ ანგარიში. ამ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც.“ “7. ეკეგ ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები), ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.“. 15. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 16. 24-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები მიწოდებული უნდა იქნეს ადვილად გასაგები ფორმით; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ, მისი მიმდინარე ფასის მითითებით; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიმდინარე მოხმარებული ენერგიის შედარება წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან, ენერგიის ფასების მითითებით; უპირატესად დიაგრამის ფორმატში; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრის შესახებ, რაც ასევე მითითებული უნდა იყოს საბოლოო მომხმარებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში, ასეთი ხელშეკრულებების ცვლილებებში, საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე.“. გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ქვითრის მიწოდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით უნდა მოხდეს ფაქტობრივი მოხმარების საფუძველზე სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო დარიცხვის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ კვარტალურად. ქვითრის მიწოდების წესი განისაზღვრება საბოლოო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების წესების შესაბამისად.“. 17. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. 2025 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ენერგოაუდიტორთა, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიცირების და შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამ მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 28-ე მუხლის მე5 პუნქტი და ეს მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტში ცვლილებები გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან (შემდგომში - ასოცირების შეთანხმება) და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმით (შემდგომში - ოქმი). ოქმით განისაზღვრა ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვის ვადები. აღნიშნული ოქმის მე-2 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას 2012/27/EU დირექტივასთან ენერგოეფექტურობის შესახებ. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის აპროქსიმაციას ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. ასოცირების შეთანხმების XXV დანართში მოცემულია ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივების და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა აპროქსიმაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკულ გაერთიანებას. შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროს კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, მასზე გავრცელდა ასოცირების შეთანხმების 218-ე მუხლის დებულებები (32-ე სქოლიოს გათვალისწინებით), რომელთა მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების დებულებებს ან, ამ ხელშეკრულების ძალით ევროკავშირის კანონმდებლობაში შესულ დებულებებს, ენიჭებათ უპირატესობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების თავთან მიმართებით. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-3 და მე-5 მუხლების მიხედვით, ენერგეტიკული მარეგულირებელი გაერთიანების ევროკავშირის კომპეტენციაა კანონმდებლობის ენერგეტიკის იმპლემენტაცია სფეროს გაერთიანების სივრცეში ადაპტირებული სახით. კანონპროექტის მიზანია დირექტივასთან შესაბამისობა. რაც, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. ზემოაღნიშნული დირექტივით განისაზღვრა ენერგოეფექტურობის წვლილის ცნება, რაც გულისხმობს იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიღწევას. ემსახურება ენერგოეფექტურობის ეროვნული დირექტივასთან შესაბამისობის მიზნით, განისაზღვრება სამიზნე მაჩვენებლის ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებულ შენობებში მოახდინოს მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით ფართობის განახლება. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას მის მფლობელობაში არსებულ შენობებზე. აღნიშნული რეგულაციის თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლება, (რაც გულისხმობს აღნიშნული შენობების რეკონსტრუქციას, რომ გახდეს ენერგოეფექტური) და ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებებით, ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებით, ისევე როგორც დირექტივაში შესული ცვლილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონის პროექტის მიზნების შესრულება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას. ენერგეტიკული გაერთიანების მიმართ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გარდა, კანონის პროექტით გათვალისწინებული პოლიტიკის ტიპის ღონისძიებები თანხვედრაშია საქართველოს მიერ ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლების პოლიტიკის მიზნებთან. ზოგადი შეფასებით, ენერგიის დაზოგვის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებისათვის საფუძვლების შექმნას მიზნად ისახავს აღნიშნული კანონი, არის ეკონომიკურად ეფექტური და აქვს მკვეთრად მაღალი ამოგების შიდა ნორმა, შესაბამისად, დადებით გავლენას მოახდენს როგორც მომხმარებლებისთვის ენერგიის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე, ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებაზე. საქართველოსთვის ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებელი ევროკავშირის დირექტივის 2018/2002/EU მე-7 მუხლის მიხედვით (2019 და 2020 საქართველოს ენერგეტიკული ბალანსების მონაცემების საფუძველზე) შეფასებულია როგორც 944.17 ათასი ტნე ან 10 980 გვტ.სთ. ენერგიის მოსალოდნელი დანაზოგი ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით (შემდგომში - ეკეგ) დაგეგმილი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების საფუძველზე შეადგენს - 1 3101 ათასი ტნე-ს 2030 1 აღნიშნული მაჩვენებელი დაზუსტდება ეკეგ-ის დამტკიცების შემდეგ. წლისთვის. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკის ტიპის ღონისძიებებით შესაძლებელია სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა. გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე საჯარო შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლების ვალდებულება, ხოლო 2025 წლის 2 იანვრიდან 3%-იანი განახლების ვალდებულება მნიშვნელოვნად დაზოგავს საჯარო შენობებში ენერგიის მოხმარებას და გაზრდის კომფორტის დონეს. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული შენობების პირველადი ინვენტარიზაციის შედეგად, 1% სამიზნე მაჩვენებელი შეფასდა როგორც სულ მცირე2 69 029 მ2, ხოლო 3%-ის შემთხვევაში, იდენტური მაჩვენებელი იქნება სულ მცირე 207 088 მ2 წელიწადში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტს ცვლილება შეაქვს კანონის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე11, მე-12, მე-14, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 24-ე, 28-ე მუხლებში. კანონის მიზნებში გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის უპირატესი პრინციპი, რომელიც გვხვდება კანონპროექტის შემუშავების დროისთვის მოქმედ დირექტივაში. ტრანსპოზიციის შედეგად კანონპროექტით შემოტანილია ენერგოეფექტურობის წვლილის ცნება, რაც დადგინდება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით. დირექტივა ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელთან ერთად, დღეის მდგომარეობით, იცნობს ენერგოეფექტურობის წვლილის ტერმინსაც. ეს ტერმინი ცალკე დირექტივაში არ არის განმარტებული, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ წვლილის განსაზღვრის პრაქტიკით (მაგალითად, პოლონეთი), ცხადი ხდება, რომ ენერგოეფექტურობის წვლილი გულისხმობს იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ემსახურება ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. შედარებისთვის, თუკი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი საქართველოსთვის იქნება X, ამის მიღწევა ქვეყნის მახასიათებლებიდან გამომდინარე (მთლიანი შიდა პროდუქტი, ენერგოდანაზოგების პოტენციალი, ინტენსივობა, ენერგიის მოხმარების შემცირება) შესაძლებელი იქნება Y ღონისძიებებით (ენერგოეფექტურობის წვლილი) მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის მახასიათებლებიდან გამომდინარე, იგივე X ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას შეიძლება სჭირდებოდეს Z ღონისძიებები. კანონპროექტით შემოტანილია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (ეკეგ) ცნება. ეკეგ-მ, რომელიც, თავის მხრივ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილია, მეტწილად მოიცვა კანონში გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (ეესგ). ვინაიდან ეესგ ჩანაცვლებულია ეკეგ-ით, მითითება გაკეთდა ეკეგ-ს დამტკიცებამდე წინა სამ წელიწადზე (2021, 2022, 2023), რომლითაც შემდეგ განისაზღვრება 2025 წლის სამიზნე მაჩვენებლის განახლებული 0.8%-იანი მოთხოვნა ახალი დირექტივის შესაბამისად (2018/2002/EU). 2 შეფასება ეფუძნება პირველად მონაცემებს, რომლებიც დაზუსტდება მომდევნო ინვენტარიზაციის პროცესში. კანონის დახვეწის და მისი ამოქმედების შემდგომ გამოვლენილი საჭიროებების ასახვის მიზნით კანონპროექტს არსებულ ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასთან ერთად შემოაქვს სქემის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესაძლებლობა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით ფართობის განახლება შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ შენობებს ნაცვლად ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობებისა, რაც თანხვედრაშია 2012/27/EU დირექტივასთან. კანონის ამოქმედების შემდგომ გამოვლენილი საჭიროებების ასახვის მიზნით, ენერგოაუდიტორის პროფესიის დაუფლების გზებს ალტერნატივის სახით დაემატა გადამზადების, სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდი და ჩამოყალიბდა „ენერგოაუდიტორთა, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიცირების და შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების“ სახით, რომლის დამტკიცებაც განსაზღვრულია ცვლილებების პროექტის შესაბამისად. შედარებით გამარტივებული ალტერნატიული პროცედურის შემოტანა ნაკარნახევია კანონის ამოქმედების შემდგომ, ენერგოაუდიტორის პროფესიის დაუფლებაზე მოთხოვნის პრაქტიკული არარსებობით. ამასთან, კანონპროექტი გვთავაზობს ენერგოაუდიტორის ტერმინის იმგვარ შემოტანას, სადაც მოაზრებული იქნებიან მრეწველობის სექტორში ენერგოაუდიტორებთან ერთად, აგრეთვე, შენობების სექტორში ენერგოაუდიტორები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი უკავშირდება სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (2. ეკონომიკური განვითარება; 2.7 ენერგეტიკის ნაწილი). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდება 2025 წლის 2 იანვრიდან, ვინაიდან, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების აღსრულების მიზნით, აღნიშნულ ვადამდე საჭიროა რიგი ღონისძიებების განხორციელება. კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ გარდა სახელმწიფო ბიუჯეტისა, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება ხდება საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ან სხვა ისეთი დანაწესი, რაც მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მთავარი ინსტრუმენტია საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებას, მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და შემდგომ დანერგვა/განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მითითება (გარდა კანონპროექტის მიღების დროს უკვე დამდგარი ვალდებულებებისა) პრაქტიკულად ჩანაცვლდება ეკეგ-ზე მითითებით. ამის მიუხედავად, ეკეგ-ის შემუშავების შესაძლო გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე არ წარმოადგენს ამ კანონპროექტის ამოქმედების შედეგს. ეკეგ-ის შემუშავების და დამტკიცების საკითხები რეგულირდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონით. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს საჯარო დაწესებულებებზე, კერძოდ, კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 1% დაექვემდებარა განახლებას შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და შენობაში ენერგიის მოხმარების ეფექტურობის მისაღწევად3. 3 აღნიშნული ვალდებულება განისაზღვრა ენერგოეფექტურობის დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად, განხორციელების ვადა განისაზღვრა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მოლაპარაკებების პროცესში. საჯარო შენობების 1%-ის განახლების ვალდებულების გავრცელება კანონში გათვალისწინებულია ეტაპობრივად. თავდაპირველად, 2021 წლიდან განახლებას დაექვემდებარა ის საჯარო შენობები, რომელთა საერთო სასარგებლო ფართობი (რომელიც თბება ან გრილდება) აღემატება 500 მ2 - ს, 2023 წლიდან აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდა იმ შენობებზე, რომელთა საერთო სასარგებლო ფართობი აღემატება 250 მ2. შენობების განახლება მოხდა დონორული საგრანტო და სასესხო პროექტების (EU, KfW, EBRD, NEFCO და სხვ.) ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სკოლების ენერგოეფექტურ განახლებას. კანონის მიხედვით ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე, იმ შემთხვევაში თუ, მათი ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერ- სახის ცვლილებას; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობებზე, რომლებიც გამოიყენება ეროვნული უსაფრთხოებისათვის, გარდა საცხოვრებელი ან საქართველოს თავდაცვის ძალების საოფისე შენობებისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე. ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა ახორციელებს დონორების (EU, KfW, EBRD, E5P, NEFCO, WB, CEB, EIB) სასესხო და საგრანტო რესურსებით პროექტებს, რომელებიც ითვალისწინებს სკოლების ენერგოეფექტურ განახლებას. 1%-იან განახლებას დაქვემდებარებული შენობების იდენტიფიცირების მიზნით კანონით განისაზღვრა სამინისტროს მიერ შენობების რეესტრის შედგენა და მათი განახლების სტრატეგიის შემუშავება. აღნიშნული რეესტრისა და სტრატეგიის შემუშავება დაიგეგმა სამინისტროში არსებული სტრუქტურული ერთეულების მიერ EU/KfW-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში. 1%-იანი განახლებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დადგენა დაიგეგმა შერჩეულ შენობებში ენერგოაუდიტების ჩატარებითა და გასატარებელ ღონისძიებებზეტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევით. ტრანსპოზიციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის განახლების ვალდებულება 2025 წლის 2 იანვრიდან გავრცელდება ასეთი შენობების 3%-ზე ნაცვლად 1%-ისა. განახლებისთვის გაწეული ხარჯები გამოიყოფა დონორული პროექტებიდან. კანონის პროექტით, ასევე, განსაზღვრულია ზემოხსენებული ვალდებულებების გავრცელება ადმინისტრაციული ორგანოს არა მხოლოდ საკუთრებაში, არამედ ასევე, სარგებლობაში არსებულ შენობებზე, რაც გულისხმობს ვალდებულების არეალის უფრო დავიწროებას და მეტ დაზუსტებას, ასევე უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების გამარტივებასა და დირექტივასთან შესაბამისობას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს ხარჯების ზრდას. კანონპროექტში მოცემული ფუნქციები შესრულდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ან/და სხვა უკვე არსებული სტრუქტურის მიერ რომელთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა კანონპროექტის მიღებისგან დამოუკიდებლად განისაზღვრება. წარმოდგენილი კანონის პროექტის და ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის მიღებისა (რაც ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის შესახებ კანონში, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონში და ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას) და განხორციელებისთვის 2019 წლის 20 სექტემბერს KfW-სა და საქართველოსა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებში EU/KfW სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში - 8 440 000 ევროს ოდენობის გრანტით. KfW-ს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად GOPA-Intec - საერთაშორისო ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია - იქნა აყვანილი ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელთანაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერა 2021 წლის ივლისში. ამ დრომდე 8 440 000 ევროდან გახარჯულია 1 343 460 ევრო და დარჩენილი თანხა მოხმარდება ტექნიკური დახმარების ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით დადგენილ დებულებათა უმეტესობის დანერგვისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება და ღონისძიებების განხორციელება, მაგ: ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ენერგოდაზოგვების გაზომვისა და დადასტურების სისტემის ჩამოყალიბება, ენერგოაუდიტორთა პროფესიის დაუფლება, სისტემის შემუშავება და დანერგვა, კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებისთვის სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სქემის შემუშავება და დანერგვა, შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტური გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ა.შ ენერგოაუდიტორების მომზადებისა და მათ სერტიფიცირების სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია KfW-ს საგრანტო პროგრამაშიც. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ე.წ. ენერგოეფექტურობის ბაზრის განვითარებას, ისეთის როგორიცაა ენერგოაუდიტების მომსახურების სრულყოფილი სისტემის დანერგვა. კანონის ამოქმედების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში რეალურად არ გამოვლენილა ენერგოაუდიტორის პროფესიის დაუფლების მსურველები. ეს გარკვეულწილად, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების კომპლექსურ წესებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებულია „ენერგოაუდიტორთა, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის სერტიფიცირების და შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები“. თავის მხრივ, ეს წესი დაადგენს ენერგოაუდიტორის პროფესიის დაუფლების ნაკლებად კომპლექსურ პროცედურას. ასევე, შესაბამის პირებზე აღნიშნული გავლენას იქონიებს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ისინი უფრო მარტივად შეძლებენ პროფესიის დაუფლებას და მეორე მხრივ, გადამზადებისთვის, სერტიფიცირებისა და რეგისტრაციისთვის შესაბამისი პირები გადაიხდიან საფასურს, რაც შემდგომში განისაზღვრება ნორმატიული აქტის (ან, სადაც რელევანტურია - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ) საფუძველზე და ძირითადად, როგორც მოსალოდნელია, მოემსახურება გადამზადების, სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის დროს წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებას. რამდენადაც ტრანსპოზიციის ფარგლებში სამინისტროს მიერ ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის ხელმისაწვდომობა ცვლილებების შედეგად ვებ-გვერდის მისამართებსაც მოიცავს, თუკი მიმწოდებელ კომპანიებს არ ექნებათ ვებ-გვერდი, მათ მოუწევთ სულ მცირე ე.წ. ლენდინგ გვერდის შექმნა, სადაც შესაბამისი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებთან. ტრანსპოზიციის ფარგლებში, კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრა სატრენინგო პროგრამების შემუშავება კანონში უკვე მითითებულ პროფესიებთან ერთად შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის და შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის. სატრენინგო პროგრამები ამ ორი პროფესიისთვის მუშავდება უკვე მითითებულ პროფესიებთან ერთად, ერთი აქტით, შესაბამისად დამატებითი ხარჯები ამ კუთხით მოსალოდნელი არ არის. მეორე მხრივ, კონკრეტულ სატრენინგო პროგრამებს შეიმუშავებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც მოსალოდნელია ჰქონდეთ ის ჩვეული დანახარჯი, რაც დგება სატრენინგო/გადამზადების პროგრამის შემუშავებისას. კანონპროექტმა შესაძლოა ფინანსური და ადმინისტრაციული გავლენა იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელ პირებზე - მაგალითისთვის, კანონპროექტი თეორიულ ხარჯს ითვალისწინებს 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით ქვითრის წარდგენის პერიოდულობის განსაზღვრით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საბოლოო მომხმარებლებს რეალურად კანონპროექტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი სიხშირით წარედგინებათ ქვითრები. შესაბამისად, მოსალოდნელი ხარჯები ამ ნაწილში მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის მე-2 მუხლიდან, რომელიც მიუთითებს 2012/27/EU ცვლილებები შეაქვს დირექტივის N2009/125/EC ენერგოეფექტურობის შესახებ, და N2010/30/EU დირექტივებში რომელსაც და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N2006/32/EC იმპლემენტაციის ვალდებულებაზე, ასევე „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXV დანართიდან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი ეფუძნება 2012 წლის ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც 25 ოქტომბრის 2012/27/EU დირექტივას ცვლილებები შეაქვს N2009/125/EC და N2010/30/EU დირექტივებში და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N2006/32/EC. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: წინამდებარე კანონპროექტი შემუშავებულ იქნა EU/KfW-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში GOPA Intec-ის საერთაშორისო ექსპერტებთან თანმშრომლობით. ასევე, პროექტის შემუშავებაში, აქტიურად იყვნენ ჩართულები „საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრისა“ და იურიდიული კომპანია “BLC”- ის ადგილობრივი ექსპერტები. მომუშავე ექსპერტთა კონსორციუმმა შეისწავლა რამდენიმე ქვეყნის (იტალია, ლიეტუვა) მაგალითი ენერგოეფექტურობის დირექტივის ტრანსპოზიციისა და მის საფუძველზე საკანონმდებლო ბაზის მომზადების გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომლის საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციები საქართველოსთვის. აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო კანონის პროექტის შემუშავების დროს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.