საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშთან (№1-4561/23; 31.03.2023) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-21843/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-21843/23 29-12-2023 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიში (N1-4561/23; 31.03.2023). დანართის სახით გიგზავნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნებს. დანართი: 12 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-21842/23 29-12-2023 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თაობაზე (N1-4561/23; 31.03.2023) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიში (N1-4561/23; 31.03.2023). ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას ითვალისწინებს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.1 აღნიშნული საკანონმდებლო აქტების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.2 ანგარიში მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ზოგად ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებების შესახებ; ინფორმაციას სამსახურთან მიმართებით გატარებული ინსტიტუციური და ორგანიზაციული რეფორმების თაობაზე; ინფორმაციას სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი დადებითი ტენდენციებისა და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე; ინფორმაციას სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სხვა სათანადო ინფორმაციას. I. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნა და მისი უფლებამოსილებების ფარგლები სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე და ფუნქციონირება დაიწყო 2022 წლის 1 მარტიდან. ამასთანავე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხის ხელშემწყობი რეფორმების ფარგლებში 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. 2022 წელს იხ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1681 მუხლი. 2 იხ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1681 მუხლი. 1 თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განხორციელდა აგრეთვე სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო და მისი მიზანია, განახორციელოს მისი საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში შემავალი შემდეგი დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება:3 − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; − სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ; − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა); − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს; − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ; − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ეს დანაშაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რომელიმე ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა. 3 იხ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. II. ანგარიშის მიმოხილვა და კომიტეტის შეფასება 2022 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მიიღო 2514 შეტყობინება. ამ შეტყობინებებიდან 2017 შეტყობინება (80%) ეხებოდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენას, 57 შეტყობინება (2%) − იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენას, 186 შეტყობინება (8%) − აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენას, ხოლო 254 შეტყობინება (10%) − მოცემულ დროს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლების მიღმა არსებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენას. 2022 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 420 სისხლის სამართლის საქმეზე. ამ საქმეებიდან 350 საქმეზე გამოძიება დაიწყო სამსახურის მიერ მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, 43 საქმე სამსახურს გაეგზავნა უწყებრივი ქვემდებარეობით, 21 საქმე გამოიყო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის სხვა საქმიდან, ხოლო 6 საქმეზე გამოძიება დაიწყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებით/სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. 2022 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის 55 საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 62 პირის მიმართ. ამ პირებიდან 25 პირი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია. ამასთანავე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიდან 2022 წელს გამოძიება შეწყვიტა სისხლის სამართლის 60 საქმეზე. ანგარიშში „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის კონკრეტული ქვეპუნქტების მიხედვით ცალკე ასახულია ასევე ინფორმაცია იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2022 წელს მიღებული შეტყობინებების შესახებ და აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ჩადენასთან მიმართებით იმავე წელს განხორციელებული რეაგირების თაობაზე, კერძოდ: − სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მიღებული 2514 შეტყობინებიდან 2017 შეტყობინება (80%) ეხებოდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების4 სავარაუდო ჩადენას. ამ ქვეპუნქტებით 4 „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია შემდეგი დანაშაულები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ − − გათვალისწინებულ დანაშაულებზე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 237 საქმეზე. აღნიშნული საქმეებიდან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ (აღკვეთის ღონისძიების სახით 2 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო 5 პირის მიმართ  გირაო). სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მიღებული 2514 შეტყობინებიდან 57 შეტყობინება (2%) ეხებოდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების5 სავარაუდო ჩადენას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე. აღნიშნული საქმეებიდან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ (აღკვეთის ღონისძიების სახით 6 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო 11 პირის მიმართ  გირაო). სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მიღებული 2514 შეტყობინებიდან 186 შეტყობინება (8%) ეხებოდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების6 სავარაუდო ჩადენას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 129 საქმეზე. აღნიშნული საქმეებიდან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 37 პირის მიმართ (აღკვეთის ღონისძიების სახით 20 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო 13 პირის მიმართ  გირაო; 4 პირის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიება უკვე იყო გამოყენებული). ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. 5 „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი დანაშაულები: სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150ე−1511 მუხლებით განსაზღვრული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა). 6 „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153ე−159-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაული. ანგარიშის თანახმად, ტენდენცია დადებითია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების თვალსაზრისით. 2020 წელს ამ მიმართულებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2021 წელს  6 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს  8 პირის მიმართ. საყურადღებოა აგრეთვე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების მაჩვენებელი. ამ თვალსაზრისით 2022 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე. ამ საქმეებზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დახვეწა და დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა განსაზღვრა, რადგან დანაშაულის შესაძლო მსხვერპლისთვის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდება ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია 2022 წელს 189 პირს მიეწოდა. ამასთანავე, მათ განემარტათ გამოძიების საქმის მასალების გაცნობის უფლება. შედეგად, 59-მა შესაძლო მსხვერპლმა მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ისარგებლა ამ უფლებით და სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნო. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილ დადებით ტენდენციებსა და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ანგარიშში შემაჯამებელი სახით ასახულია ინფორმაცია სამსახურის 14 მიღწევის შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე დაისვა ასევე შეკითხვები ამ საკითხების თაობაზე. კომიტეტი აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხებისა და ანგარიშში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადებითად აფასებს წარმოდგენილ ანგარიშს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობას. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი ანგარიშის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის აუცილებლობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-18692/23 15-11-2023 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა სპეციალური საგამოძიებო წარმოდგენილ სამსახურის სამსახურის სპეციალური 2022 წელს მიერ საგამოძიებო განხორციელებული საქმიანობის ანგარიშზე (N1-4561; 31.03.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე განიხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (შემდეგში სამსახური) მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ძირითადი მიგნებები შესაძლოა ასე შეჯამდეს: საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიღწევებია - ა) არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისთვის (დაზარალებულის სტატუსის არმქონე პირი) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცება. მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში 59-მა პოტენციურმა მსხვერპლმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და გაეცნო სისხლის სამართლის საქმის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მასალებს; ბ) სამსახურის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით შემუშავებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს: სამსახურის უფლებამოსილებას მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება. აღნიშნულის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში ამოქმედდა მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა; დაწესებულებებში სამსახურის დაუბრკოლებლად გამომძიებლების (სპეციალური მიერ ნებართვის პენიტენციურ გარეშე) შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; საგამოძიებო მანდატის გაფართოვება. ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურებოდა, ასევე, ევროკომისიის მიერ 12 რეკომენდაციის ფარგლებში გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაციის - სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, შესრულებას; გ) სამსახურის ტერიტორული დაფარვის გაზრდა, სამსახურის გაძლიერება ანალიტიკური მიმართულებით; დ) წინა წლებთან მიმართებით არასათანადო მოპყრობის ფაქტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გახსნის მაღალი მაჩვენებელი. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, პროკურატურას 14 დასაბუთებული წინადადებით მიმართა, რომელთაგან 11 სრულად და ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 2 არ დაკმაყოფილდა. ანგარიში გარდა იმისა, რომ აღწერს მიღწევებს, ასევე, მიუთითებს იმ ფაქტორებზე, რომლებიც აფერხებენ და ხელს უწყობენ გამოძიების ეფექტიანად ჩატარებას. ერთი მხრივ, სამსახური, პრაქტიკაზე დაფუძნებით, მიუთითებს გამოძიების პროცესში გამოწვევებზე და რელევანტური უწყებების მიმართ გასცემს რეკომენდაციებს. გამოწვევები ასეთია: ხშირ შემთხვევაში დაკავების პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერის (ნეიტრალური მტკიცებულების) არარსებობა; სასამართლოს განჩინების გადაგზავნის შემდგომ, ,,112’’ დაგვიანებით აწვდის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ვიდეო ჩანაწერებს, შესაბამისად, ისეთი ახალი მტკიცებულებების მოპოვება, რომელთა საჭიროება ჩნდება ,,112’’-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისა და ანალიზის შედეგად, ხშირად დაგვიანებულია ან/და შეუძლებელია; კანონმდებლობის დაკავებულთან საფუძველზე, კომუნიკაციის სამსახურის კონკრეტული თანამშრომელი დროით და შეზღუდულია იზოლატორებში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას აუდიო-ვიდეო ფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით; სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მოთავსებული პატიმრების (განსაკუთრებით აქტუალურია იმ პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც სუიციდის ან თვითდაზიანების რისკის არსებობის გამო პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობდა ვიდეომონიტორინგი ან პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ისინი ჩართულნი იყვნენ სუიციდის პრევენციის პროგრამაში) მიმართ უწყვეტი ვიდეომონიტორინგის განხორციელების თანმიმდევრული პრაქტიკის არარსებობა; ხანგრძლივად მიმდინარე კომისიური ექსპერტიზები. მეორე მხრივ, ანგარიში მიუთითებს იმ დადებით ტენდენციებზე, რომელებიც ხელს უწყობენ გამოძიების ეფექტიანობას, კერძოდ, სამსახურში დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შეტყობინებების შემჭიდროებულ ვადებში გადაგზავნა; კანონმდებლობის ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამსახურის თანამშრომელთა დაშვებისა და დაკავებულთა დისტანციური გამოკითხვის სირთულის არარსებობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორების ვიდეოკამერებით აღჭურვა; პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების არსებობის შემთხვევაში ექიმის მიერ სამსახურის ინფორმირების წესის შექმნა; საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე და პენიტენციური დაწესებულების ხარჯით ხორციელდება; სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან სავარაუდო დანაშაულის თაობაზე სამსახურისთვის შეტყობინებების (პატიმართა განცხადებები, გენერალური ინსპექციიდან შეტყობინებები, პატიმართა გარდაცვალების შესახებ 24 საათიან რეჟიმში ინფორმაციის გადაგზავნა) გაგზავნის აკურატული პრაქტიკის არსებობა. კომიტეტის შეფასება კომიტეტი, ზოგადად, მიესალმება კანონმდებლობისა და პრაქტიკის კუთხით სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. კომიტეტი საგამოძიებო კუთხით არსებული პროგრესის მიმართულებით განსაკუთრებულად გამოყოფს არასათანადო მოპყრობის ფაქტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გახსნის მაღალი მაჩვენებლების არსებობას. ასევე, დადებითად უნდა შეფასდეს გამოძიების ეტაპზე დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის პრაქტიკა. დადებითი ტენდენციაა, რომ სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრება შეტყობინების მიღებიდან ძალიან სწრაფად ხორციელდება. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საქმეებში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება მოხელის მიერ წამების, არასათანადო ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე. კომიტეტი მიესალმება სამსახურის მიდგომას სავარაუდო წამების, არასათანადო ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთათვის, თუმცა დაზარალებულის სტატუსის არმქონე პირებისათვის, საქმის მასალების გაცნობის უფლების მინიჭებაზე. აღსანიშნავია, რომ სამსახური ადვოკატირებას უწევს, პოტენციური მსხვერპლი აღიჭურვოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით და აწარმოებს სამუშაოს სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს შექმნისათვის. კომიტეტი განსაკუთრებულად დადებით შეფასებას აძლევს სამსახურის აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების გამოძიების თაობაზე ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდების პრაქტიკას, სამსახურის ღიაობისა და გამჭვირვალობის ტენდენციას, სახალხო დამცველისათვის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის ჩათვლით. აღნიშნული მნიშვნელოვნად განაპირობებს სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაღრმავებას, რაც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის ვალიდაციისთვის სასიცოცხლო ელემენტია. დადებითი ტენდენციების პარალელურად კომიტეტი ხედავს გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გამოძიების ეფექტიანობაზე და, შესაბამისად, მათი აღმოფხვრის პერსპექტივით გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ:  სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა 2514 შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინებიდან 80% (2017 შეტყობინება) შეეხებოდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სავარაუდო დანაშაულებს. 2514 შეტყობინებიდან 420 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელთა 56% შეეხებოდა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. მიუხედევად იმისა, რომ საანგარიშო წელს სამსახურის წარმოებაში არსებული ყველაზე მეტი საქმე შეეხებოდა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეთა უმეტეს ნაწილზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, 10 საქმის კვალიფიკაცია წარიმართა სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით, ხოლო არცერთი საქმე არ დაკვალიფიცირებულა სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით. კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ამგვარ ქმედებათა მსუბუქი მუხლით კვალიფიკაციის რისკი და ეჭვები;  სამსახურმა განაგრძოს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის, მათ შორის, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების გამოძიების თაობაზე ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდების კარგი პრაქტიკის განხორციელება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ:  ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოძიების პროცესში ხშირად არ არსებობს დაკავების პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ბუნებრივია იძლევა საშუალებას, რომ დაკავებულმა პირმა, რიგ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ ამხილოს სამართალდამცავი, ხოლო თავის მხრივ სამართალდამცავმა ასეთი მონიტორინგის არარსებობის დროს გადაამეტოს უფლებამოსილებას. მიზანშეწონილია, სამსახურსა და სამინისტროს შორის მოიძებნოს თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფების მიერ, რომლებიც საპროცესო ღონისძიებების განხორციელების დროს სამხრე კამერებს იყენებენ, სამხრე კამერის გამოყენების პრაქტიკული სირთულეები და მოხდება მსჯელობა სამინისტროს თანამშრომლების მიერ კანონით დადგენილ ფარგლებში ვიდეოჩანაწერების გაკეთების ეფექტიანობის გაზრდაზე;  ანგარიშის თანახმად, ვინაიდან სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა უმეტესი ნაწილი შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებს, ყველაზე მეტი სასამართლოს განჩინება ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებით იგზავნება სწორედ უსაფრთხოების შინაგან მართვის საქმეთა ცენტრში - სამინისტროს „112“-ში. საზოგადოებრივი სასამართლოს განჩინების გადაგზავნის შემდგომ, „112“ დაგვიანებით აწვდის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ვიდეოჩანაწერებს, რაც გავლენას ახდენს გამოძიების ეფექტიანობაზე. მიზანშეწონილია, სამსახურსა და სამინისტროს შორის მოიძებნოს თანამშრომლობის ფორმატი, რომლის გამოყენებითაც შემცირდება სამსახურისათვის ვიდეო ჩანაწერების დაგვიანებით გადაცემის პრაქტიკა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ჩანაწერები შეზღუდული დროით ინახება და დაგვიანების არსებობის შემთხვევაში ასეთი მტკიცებულება ნადგურდება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და დაცვის სოციალური დევნილთა, სამინისტროსა და შრომის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ:  ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიება სამსახურისთვის გამოწვევაა, რადგან ასეთ საქმეებზე დგას კომისიური ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც ჭიანურდება. გაჭიანურების პრაქტიკას ადასტურებს ის გარემოება, რომ სამსახურმა დასახელებული კატეგორიის საქმეებიდან 17 მათგანზე დანიშნა კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. პირველი კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ კიდევ 2020 წლის 8 ივლისს დაინიშნა, თუმცა არცერთი ექსპერტიზა დღემდე არ დასრულებულა. კომიტეტი მიუთითებს, რომ ბიურომ და სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმსჯელონ იმ პრაქტიკულ და საკანონმდებლო მიზეზებზე, რომლებიც კომისიური ექსპერტიზის დასრულების მნიშვნელოვნად გაჭიანურებას იწვევს და უზრუნველყონ მათი გადაჭრა. კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და მთლიანობაში დადებითად შეაფასა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე