საქართველოს მოქალაქე იოსებ ჭონქაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე იოსებ ჭონქაძე
ნომერი
#1-17855/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412316785542 29.12.2023 საქართველოს პარლამენტი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე სათაური: განცხადება შინაარსი: ბატონო შალვა გეგზავნებათ საკანონმდებლო წინადადება - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ განმარტებით ბარათთან ერთად. გთხოვთ განიხილოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა. დოკუმენტები: 1 ) განმარტებითი ბარათი.docx; 2 ) კანონპროექტი.docx; პატივისცემით, იოსებ ჭონქაძე პ. #: მობილური: ელფოსტა:
საკანონმდებლო წინადადება
მუხლი 1731. „საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენება ან /და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი ქმედების განხორციელბა“ 1. საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურისთვის სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენება ან /და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი ქმედების განხორციელბა რამაც გამოწვია საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოველეობის შესრულებაში ხელის შეშლა. გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვეს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით პატიმრობას 1 დღიდან 5 დღემდე ვადით. ან ადმინისტრაციულ
დანართი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქრთველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ა. ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა. კანონპროექტის მიღების მიზეზები ა.ა.ა. პრობელმა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპრექტი. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათავლისწინებული ადმინისტრაციული პასხუსმგებლობა :სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) როგორც ხედავთ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაწყოფა ან /და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი ქმედების განხორციელბა. არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არც სხვა კანონში არსად არ არის ნახსენები საჯარო მოსამსახურის მიმართ სიტყვიერი შეურაწყოფის ან/და ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი პასუხისმგებლობის შესახებ. ქმედების განხორციელების გამო დაწესებული იმის გამო რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის გათვალისწინებული და კოდექსი არ იცნობს საჯარო მოსამსახურის მიმართ სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენების შინარსიის შემცველ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნებას და მის ჩადენისთვის დაწესებულ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას ხშირია შემთხვევები როცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოქალაქეები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაწყოფებს აყენებენ მოსამსახურეებს არსებობს საჯარო ხოლო იმის გამო რომ არცერთ კანონში მსგავსი შინაარსის მუხლი არ სამართალდამცავ ორგანოებს უჭირთ მსგავს ფაქტებზე ეფექტური რეაგირების განხორცილება. იმისათვის რომ მსგავსი ფაქტების პრევენცია და აღკვეთა მოხდეს საჭირო და აუცილებელია მოხდეს მსგავსი ქმედების საკანონმდებლობო ჩარჩოებში მოქცევა და რეგულაცია. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ ფაქტების ანალიზს და გამოცდილებას ეფუძნება (მათ შორის პირად შემთხვევებს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 173 -ე მუხლს დაემატოს ახალი მუხლი შემდეგი სათაურით: „საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენება ან /და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი ქმედების განხორციელბა. რომლის ჩადენა დაისჯება ჯარიმით ან სხვა ადმინისტრაციული სახდელით. აუცილებელია „საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენება ან /და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი სამართალდარღვევათა ქმედების განხორციელბა“ კოდექსით სამართალდარღვევად კვლიფიცირდებოდეს საქართველოს გათვალისწინებულ და ისჯებოდეს ადმინისტრაციულ ადმინისტრციულ ისევ როგორც ისჯება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მსგავსი ცვლილების განხორცილების და „საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენების ან /და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი სამართლდრღვევად გამოცხადების ქმედების განხორციელბის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შემდეგ 1. საჯარო მოსამსახურეებს გაუჩნდებათ განცდა რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მსგავსად კანონი მათაც თუნდაც მინიმალურ დონეზე იცავს სიტყვიერი შეურაწყოფის მიყენებისგან და სახელმწიფო ორგანოების სრულფასოვან თანამშრომლებს წარმოადგენენ. 2. შსს ორგანოებს მიეცემათ საკანონმდბელო საფუძველი ეფექტურად განახორციელონ საჯარო მოსამსახურეების მიმართ სიტყვიერი ხშეურაწყოფის მიყენების ფაქტებზე რააგირება და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება სამართალდამრღვევი პირების მიმართ. 3. მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელბს როდესაც ეცოდინებათ რომ საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაწყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაწმყოფელი ქმედების განხორციელბა ადმინისტრაციული სამართალდარვევად არის მიჩნეული და ისჯება სხვადახვა ადმინისტრაციული სახდელით გაჩნდება ე.წ პრევენეციის და შეკავების მექანიზმი. პატივისცემით მოქალქე იოსებ ჭონქაძე 29.12.2023