საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.01.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ვანიშვილი, ლაშა ჯანიბეგაშვილი
ნომერი
#1-4/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412316797747 31.12.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ გთავაზობთ "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონს დაემატოს შემდეგი ნორმატიული შინაარსის ახალი მუხლი: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრის თანამდებობიდან დროებით გადაყენება", შემდეგი ნორმატიული შინაარსის: "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე." აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს ეთიკის კომისიის წევრთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათი თამამდებობიდან გადაყენება, ანალოგიურად "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 40ე მუხლით დადგენილი წესისა. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ლაშა ჯანიბეგაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: